ქსნის ერისთავი დაახლ.1390-1410 წლებში. იგი მედგრად ებრძოდა თემურლენგის ურდოებს საქართველოს მეფე გიორგი VII-სთან ერთად, 1398 წელს მონაწილეობა მიიღო ქართველთა ლაშქრობაში ალინჯის ციხესთან, სადაც ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს თემურლენგის სარდალი სეიფ ად-დინი და ალყიდან გამოიხსნეს ქართველთა მოკავშირე თაჰერ ჯალაირი. 1400 წელს თემურლენგი თავისი მეექვსე ლაშქრობისას ქსნის ხეობას შეესია. ვირშელ ერისთავმა ცოლ-შვილი ქონღოს ციხეში გახიზნა თვითონ კი მედგრად შეება მტერს, ქსანელებმა მძიმე ბრძოლების შემდეგ აიძულეს თემურლენგი ქსნის ხეობიდან ჯარები გაეყვანა
|