AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

დემეტრე I
საქართველოს მეფე 1125-1155 წლებში, ძე დავით IV აღმაშენებლისა. დემეტრე მამის სიცოცხლეშივე აქტიურ მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო საქმეებში. იბრძოდა დიდგორის ომში და მონაწილეობდა შარვანისათვის ბრძოლაში. 1125-1128 წლებში მიუხედავად თურქ-სელჩუკთა ენერგიული წინააღმდეგობისა, დემეტრე I-მა შეძლო მათ მიერ დავით აღმაშენებლის სიკვდილისთანავე მიტაცებული დმანისისა და ხუნანის დაბრუნება. 1130 წელს მეფის წინააღმდეგ მოეწყო აჯანყება. წყაროები არ იძლევიან იმის საშუალებას, რომ დავადგინოთ, თუ ვინ ეცილებოდა დემეტრეს სამეფო ტახტს. შესაძლოა ეს იყო მისი ნახევარძმა ვახტანგი (ცუატა). ქვეყნის შიგნით გართულებული ვითარებისა და მძიმე საერთაშორისო მდგომარეობის გამო, დემეტრე I იძულებული გახდა, ანისი, ყმადნაფიცობის და ქალაქში ქრისტიანთა პრივილეგიების დაცვის პირობით, მაჰმადიანი მმართველებისათვის (შედადიანთა მემკვიდრეებისათვის) დაეთმო. 1138 წელს დემეტრე I-ის სარდლობით ქართველთა ლაშქარმა აიღო განძა და გამარჯვების ნიშნად ქალაქის კარი საქართველოში ჩამოიტანე (დღემდე დაცულია გელათის მონასტერში). იმავე წელს მეფემ სიკვდილით დაასჯევინა თავისი ნახევარძმა - ტახტის მოცილე ვახტანგი (ცუატა). ამის შემდეგ ქვეყანაში დროებითმა სიმშვიდემ დაისადგურა. დაახლოებით 1150 წელს დემეტრეს წინააღმდეგ რომელიც იყო “მარჩეველი ძისა უმცროსისა” შეთქმულება მოაწყო უფროსმა ძემ დავითმა, მეფემ ადვილად დაამარცხა შეთქმულნი, თუმცა არავინ დაუსჯია. 1155 წელს დავით უფლისწულმა მოახერხა ტახტის ხელში ჩაგდება და დემეტრე I იძულებული გახდა ბერად შემდგარიყო დავით გარეჯას. დემეტრეს ჩამოგდებას ტახტიდან, მისი მომხრეებისა და მოხელეების გადაყენება მოჰყვა. დავით V-მ ორბელებს ამირსპასალარობა წაართვა და მამამისის მიერ დატყვევებულ და მის მიერ განთავისუფლებულ თირქაშ აბულეთის ძეს გადასცა. დავითის ამ ღონისძიებებმა მოწინააღმდენგეთა მრავალრიცხოვანი წრე შექმნა, რომლებიც თავს იყრიდნენ მისი ძმის, გიორგის გარშემო. დავით-გარეჯში ბერად აღკვეცილ დემეტრესაც საიდუმლო კავშირი ჰქონდა გაბმული მათთან. დავით V გამეფებიდან ექვს თვეში გარდაიცვალა. (1156 წ.). დემეტრე კვლავ გამეფდა და უმცროსი ძე გიორგი დაისვა თანამოსაყდრედ. თუმცა იმავე წელს გარდაიცვალა და გიორგი III ერთპიროვნული მბრძანებელი შეიქმნა.საყურადღებოა დემეტრე I-ის სამწერლო შემოქმედება. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე იამბიკომ. დემეტრე I-ის “შენ ხარ ვენახი” დღესაც ცოცხალი საგალობელია.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-05)
ნანახია: 1158 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება