AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

დავით XII (გამგებელი)
ქართლ-კახეის უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ის უფროსი ვაჟი. უკვე 1789-1790 წლებში მონაწილეობდა სამხედრო ლაშქრობებში. იბრძოდა კრწანისთან (1795). მამამისს - გიორგი XII-ს მუდმივი შიში ჰქონდა, რომ მას თუ არა, მის შვილებს მოწინააღმდეგე ბატონიშვილები ტახტს წაართმევდნენ, ამის გამო დათანხმდა მეფის უფლებების უფრო მეტად შეზღუდვაზე, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო ტრაქტატით (რუსეთს მიეცა საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება), ოღონდ მეფობა დარჩენოდა მის შთამომავლობას, იმპერატორმა პავლე I-მა მეფე გიორგი XII-ის თხოვნით, დავითი ტახტის მემკვიდრედ დაამტკიცა. რუსეთს სურდა, რომ გიორგის თავად გაეუქმებინა სამეფო და ამ მიზნით დელეგაციაც კი გამოგზავნა. მაგრამ გიორგი XII მათ ჩამოსვლამდე, 1800 წლის 28 დეკემბერს გარდაიცვალა. დავითმა თავი ქართლ-კახეთის გამგებლად გამოაცხადა და 1801 წლის თებერვალ-მაისში სამეფოს მართავდა, იგი მეფედ დამტკიცებას ელოდა, მაგრამ რუსეთის მთავრობას თავისი მოხელეებისადმი საიდუმლო ბრძანება ჰქონდა გაცემული, არ დაეშვათ დავითის გამეფება, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ (1801 წლის 12 სექტემბერი) დავითი, ოჯახის წევრებთან ერთად, რუსეთში გადაასახლეს. 1819 წელს ის პეტერბურგში გარდაიცვალა.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-05)
ნანახია: 1077 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება