ქართველთა სამთაროს (ტაო-კლარჯეთის) მთავარი 876-881 წლებში. ბაგრატ I-ის უფროსი ძე. ვერაგულად მოკლა გუარამ მამფალის ძემ ნასრამ (დავითის ბიძაშვილი). ივ. ჯავახიშვილის აზრით მკვლელობის მიზეზი გახდა შემდეგი გარემოება: როდესაც ლიპარიტ ბაღვაში გვარამ მამფალის კუთვნილ თრიალეთს დასახლდა და თავის პატრონად და მფარველად დავით I გამოაცხადა, ნასრამ ეს ფაქტი გვარამის სახლის მფლობელობის ხელყოფად მიიჩნია და მამის შელახული უფლების აღდგენა გადაწყვიტა. მკვლელობის შემდეგ ნასრა ბიზანტიაში გაიქცა, სადაც შვიდი წელი დაჰყო. გვარამის გარდაცვალების შემდეგ (882წ.), მათი კუთვნილი სამფლობელოები ჯავახეთი, არტაანი და ტაშირი დავითის შვილებს ერგოთ. დავითის დროს აშენდა იშხანი, ისი, ხახულის მცირე ეკლესია.
|