კახეთ-ჰერეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 976-1009 წლებში. ძე კვირიკე II-ისა. ჰყავდა ცოლი დინარ და ძე კვირიკე. საკმაოდ მშვიდიდ განაგებდა კახეთ-ჰერეთს და დანარჩენი საქართველოს საქმეებში არ ერეოდა. ასე გრძელდებოდა 1001 წლამდე, ამ წელს მან ისარგებლა რა საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის ტაოში ყოფნით ქართლის რამდენიმე ციხე დაიჭირა. 1009 წელს ბაგრატ III-მ ამ ციხეების დაბრუნება მოსთხოვა, რაზეც დავითმა უარი განაცხადა, მაშინ ბაგრატმა დიდი ლაშქრობა მოაწყო კახეთს, დავითი ჰერეთში გაიქცა. ბაგრატმა კახეთი ერთიან საქართველოს შეუერთა და თელავში ერისთავად დასვა ვინმე აბულალი. 1010 წელს დავითმა ჰერი აზნაურების დახმარებით სცადა კახეთის დაბრუნება, მაგრამ სწორედ ამ დროს უწია სიკვდილმა. ქორეპისკოპოსი გახდა მისი ძე კვირიკე III.
|