ნიკოლა დე ნეფვილი, მარკიზი დე ვილრუა , 1663 წლიდან ჰერცოგი დე ვილრუა (ფრანგ.: duc de Villeroy) (* 1597; † 28 ნოემბერი, 1685) - ფრანგი სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის მარშალი.
ვილრუამ, როგორც მთავარსარდალმა თავი გამოიჩინა იტალიაში, კატალონიაში და ლოთარინგიაში. 1646 წელს იგი საფრანგეთის მარშალი და ლუი XIV-ის აღმზრდელი გახდა. 1661 წელს იგი ფინანსურ საქმეთა საბჭოს შეფი გახდა, 1663 წელს იგი საფრანგეთის პერის რანგში აამაღლეს და ჰერცოგის ტიტული მიენიჭა.
|