AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ფრანგი დიდებულები

არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე
არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე (დ. 5 სექტემბერი, 1585, პარიზი — გ. 4 დეკემბერი, 1642, იქვე), საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, კარდინალი (1622), „საფრანგეთის ნავიგაციისა და კომერციის დიდოსტატი და გენერალური სიურინტენდანტი“ (1626). ჰერცოგი და პერი (1631). 1624 წლის აგვისტოდან სამეფო საბჭოს მეთაური და საფრანგეთის მმართველი.

ამ პერიოდის განმავლობაში მან შექმნა საფრანგეთისგან იმდროის ევროპაში მოწინავე ძალა. იგი იყო მყიფე და მოავადე მაგრამ თავის წითელ მოსასხამში იგი გამოიყურებოდა გამოჩენილად და გაბატონებულად. თავისი ძალაუფლების გამო მას რკინის კარდინალს ეძახდნენ. იგი საღმრთო შიშს ბადებდა ყველაში და მათ შორის მეფეშიც.იგი იყო შეუბრალებელი მტრებისადმი და კეთილი და ერთგული მეფესა და ქვეყნისადმი.სექციების სია



დაბადება და კარიერის დაწყება 

რიშელიე დაიბად ქალაქ პარიზიში ღარიბ, მაგრამ თავადთა ოჯახში 1581 წლის 9 სექტემბერს. მას ამზადებდნენ საღმრთო სამსახურისთვის და 21 წლისა იგი ეპისკოპოსი გახდა.მისმა მჭერმეტყველებამ მიიპყრო დედოფალი-რეგენტის მარია დე მედიჩის მზერა. მან დაპატიჟა რიშელიე სასახლეში და 1622 წელს მისი შვილის ლუდოვიკო XIII-ის სრულწლოვანებისას კარდინალობა უბოძა.რიშელიე გახდა მეფის მთავარი მრჩეველი 1624 წ. ლუდოვიკო იყო უფრო დაინტერესებული მონადირეობასა და მუსიკაში ვიდრე სახელმწიფოს საქმეებში.მიუხედავად იმისა რომ მეფემ შეეიზიზღა რიშელიე შეიზიზღა ლუდოვიკო XIII-ემ დაინახა მისი შესაძლებლობები და მისცა მას თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლება.

რიშელიეს ფიცი 

როდესაც რიშელიე მეფის მრჩეველი გახდა მან შეჰფიცა მას რომ, "გამოივიყენებ მთელ ჩემს შესაძლებლობებსა და ავტორიტეტს რომელსაც თქვენ მიბოძებთ რათა დავამხო ჰუგენოტთა პარტია,შევამცირო თავადობის სიამაყე და გავზარდო თქვენი და საფრანგეთის ცნობილება გარეშე ერებში იმ წერტილამდე რომელზეც ის უნდა იყოს." მან თავისი აღთქმა შეასრულა.

”...დავამხო ჰუგენოტთა პარტია...”

რიშელიე ლა როშელში

1627 წ. რიშელიეს მეთაურობით სამხედრო ძალებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ ლა როშელს, ჰუგენოტების მთავარ სიმაგრეს. მან ააგო 1 მილის ( 1, 6 კმ) სიგრძის ბარიერი რათა განეშორა ისინი ზღვისგან.1 წლის ალყის შემდეგ მშიერი ქალაქი მას დანებდა.ამ დამარცხებამ ჰუგენოტთა პოლიტიკური ძალაუფლება დაასრულა. მაგრამ რიშელიემ დაუტოვა მრწამსის უფლება და სამოქალაქო უფლებები.

”...შევამცირო თავადობის სიამაყე...” 

უფრო რთული იყო თავადობის დამორჩილება, თუმცა საფრანგეთში უამრავი ციხესიმაგრის დანგრევა გვიჩვენებს თუ როგორ მეთოდურად და შეუბრალებლად რიშელიე არტყავდა თავადების ძალაუფლებას. მან გასცა კანონი, რომლის თანახმადაც ყველა ციხესიმაგრე, რომელიც არ იყო საჭირო სამეფოს დასაცავად უნდა დანგრეულიყო ან დემონტირებულიყო. მან აგრეთვე დანიშნა სამეფო ოფიცრები რათა ზედმიეხედათ პროვინციიების მმართველებისადმი და მეფის კონტროლის ქვეშ დაებრუნებინათ ისინი.

...”გავზარდო თქვენი და საფრანგეთის ცნობილება გარეშე ერებში...” 

მესამე გეგმის შესრულების შესაძლებლობა მაშინ გახდა, როდესაც რელიგიურმა და პოლიტიკურმა ომებმა გერმანია გახლიჩეს. მიუხედავად იმისა რომ რიშელიე ერთგული კათოლიკე რჩებოდა მან გამოიყენა ეს ომი რათა საფრანგეთი უზარმაზარ ძალად ექცია გერმანელი პროტესტანტების დახმარებით ესპანეთისა და წმინდა რომის იმპერატორის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თავიდან იგი ფინანსურად ეხმარებოდა პროტესტანტთა შვედ ლიდერს გუსტავ ადოლფს. შემდეგ მან საფრანგეთი კონფლიქტში ჩართო. მშვიდობის დამყარების დროს 1648 წელს საფრანგეთი იყო ერთ-ერთი უძლიერესი ძალა ევროპაში. მან დაუმატა თავის დომინიონს ელზასის ტერიტორია რომელიც, გახდა "დაკარგული პროვინცია", აღდგენილი პირველი მსოფლიო ომიდროს.

30 წლიანი ომის რეზულტატები 
მან ვერ იცოცხლა საკმარისი რათა დაენახა 30 წლიანი ომის დასასრული. მისი სიკვდილისთვი პარიზში, 1642 წლის 4 დეკ., იგი იყო ყველაზე ზიზღიანი ადამიანი ქვეყანაში. დამცირებული თავადები და გადამხდელი გლეხები ანთებდნენ კოცონებს რათა აღენიშნათ ტირანიული კონტროლისგან განთავისუფლება.დღეს ფრანგი ხალხი, როგორც იქნა აფასებს მას როგორც თავისი ერის უდიდეს ლიდერს.

რიშელიემ აგრეთვე დაიკავა ადგილი საფრანგეთის ლიტერატურულ მატიანეშიც, იგი ზრდიდა თავისი დროის უდიდეს მწერლებს და 1635 წელს დეააფუძნა გამოჩენილი საფრანგეთის აკადემია.
კატეგორია: ფრანგი დიდებულები | დაამატა: biography (2009-03-19)
ნანახია: 1388 | რეიტინგი: 5.0/2 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება