AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ფრანგი დიდებულები

ჟან დ'არკი
ჟან დ’არკი (ორლეანელი ქალწული (დ. 6 იანვარი, 1412, სოფ. დომრემი, ზემო მაასი ― გ. 30 მაისი, 1431, რუანი), საფრანგეთის სახალხო გმირი, რომელიც ასწლიანი ომის (1337—1453) დროს 1429—1430 ხელმძღვანელობდა ფრანგი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ინგლისელთა წინააღმდეგ, დაიბადა გლეხის ოჯახში.

ფანატიკურად მორწმუნე ჟან დ’არკს 13 წლიდან ჩაესმოდა ხმა, რომ მისი ამქვეყნიური დანიშნულებაა საფრანგეთის ხსნა. 1428 წლის 12 ოქტომბერს ინგლისელებმა ალყა შემოარტყეს საფრანგეთის მეფის ხელში მყოფ უკანასკნელ ქალაქს მდინარე ლუარის ჩრდილოეთით, ორლეანს, რომლის დაცემა გზას უხსნიდა მტერს სამხრეთისკენ. 1429 წლის 13 თებერვალს მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი ჟან დ’არკი გაემგზავრა დოფინთან შინონის ციხეში. თავისი ჭკუითა და მოსაზრებულობით ჟან დ’არკმა მეფის ნდობა დაიმსახურა და დაინიშნა საფრანგეთის ჯარების სარდლად. 29 აპრილს ჟან დ’არკმა თავისი ჯარით შეაღწია გარემოცულ ორლეანში. 1429 წლის 8 მაისს ინგლისელებმა მოხსნეს ალყა ორლეანს. ინიციატივა ფრანგების ხელში გადავიდა. ჟან დ’არკმა რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, აიღო ქალაქები ჟარჟო, ბოჟანსი და სხვა. 1429 წლის 18 ივნისს პატესთან ბრძოლაში გაანადგურა ინგლისელთა არმია. ჟან დ’არკს უბრძოლველად დანებდნენ ქალაქები ოსერი, ტრუა, შალონი, რეომსი, სადაც 1429 წლის 17 ივლისს შარლ VII მეფედ აკურთხეს. ჟან დ’არკის უდიდესმა პოპულარობამ შეაშინა მეფე, არისტოკრატია და უმაღლესი სამღვდელოება. იგი ფაქტობრივად ჩამოაშორეს სამხედრო მოქმედებათა ხელმძღვანელობას. 1430 წლის 23 მაისს კომპიენის კომენდანტის ღალატის შედეგად იგი ტყვედ ჩაიგდეს ინგლისის მომხრე ბურგუნდოელებმა და 6 თვის შემდეგ დიდ თანხად მიჰყიდეს ინგლისელებს. შარლ VII-მ არაფერი იღონა ჟან დ’არკის დასახსნელად, ქ. რუანში მოწყობილ საეკლესიო სასამართლო პროცესზე (1431 იანვარი-მაისი) ჟან დ’არკი „ჯადოქრად“ და „მწვალებლად“ ცნეს და ქ. რუანის ძველი ბაზრის მოედანზე კოცონზე დაწვეს. 1456 წლის 7 ივლისს ჟან დ’არკი რეაბილიტირებულად გამოცხადდა, კათოლიკურმა ეკლესიამ 1920 — წმინდანად შერაცხა. მისი ხსოვნის დღედ დაწესდა 8 მაისი, ორლეანის განთავისუფლების დღე — საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული.

კატეგორია: ფრანგი დიდებულები | დაამატა: Iamhistory (2009-03-26)
ნანახია: 1148 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარი: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება