ჟან-პოლ მარა (ფრანგ. Jean-Paul Marat, დ. 1743 – გ. 1793) — საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი, რადიკალური ჟურნალისტი, იაკობინელების ერთ-ერთი ლიდერი. ცნობილია მეტსახელით „ხალხის მეგობარი“, გაზეთის სახელის მსგავსად, რომელსაც თავად გამოსცემდა. გამუდმებულმა დევნამ, მკაფიო სიტყვამ, მაღალმა ინტელექტმა და მოვლენათა უშეცდომოდ წინასწარგანჭვრეტის შესაძლებლობამ მას ხალხის ნდობა მოუტანა, რის გამოც ის ხიდის როლს ასრულებდა მათსა და 1793 წლის ივნისში ძალაუფლებაში მოსულ რადიკალურ იაკობინელთა შორის. ორი თვის განმავლობაში ის იყო ერთ-ერთი სამი უმნიშვნელოვანესი ადამიანიდან საფრანგეთში, დანტონისა და რობესპიერის გვერდით. ის მკერდში დანის დასმით მოკლა საკუთარ აბაზანაში შარლოტ კორდეიმ.
|