AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები

სულ კატალოგში მასალაა: 229
ნაჩვენებია მასალა: 21-30
გვერდები: « 1 2 3 4 5 ... 22 23 »

გლეხის ქალს, მაია წყნეთელს, მეფე ერეკლეს დროს უცხოვრია (XVIII საუკუნის მეორე ნახევარი). უასაკო ყოფილა, როცა ბატონს ძალით მიუყვანია სახლში და ნამუსი აუხდია. მაიას მშობლებს ვერ აუტანიათ ეს მწუხარება და მალე გამოსალმებიან წუთისოფელს. მამას ტყეში ჩამოუხრჩვია თავი, დედას შიმშილით თავი მოუკლავს. ერთ ღამეს ჩაუცვამს მამამისის ტანისამოსი, შემოურტყამს ხმალი, ხანჯალი, მხარზე მამის თოფი გადაუკიდია და ჩასულა თბილისში. ასე ვაჟურად გამოწყობილი მისულა მეფე ერეკლეს კარზე და მფარველობა უთხოვია. მეფეს მიუღია იგი. მაიას სახელად მათე დაურქმევია. არ გასულა დიდი ხანი, რომ კახეთის მხარეს დასცემიან ლეკები. მეფეს შეუყრია საჩქაროდ ჯარი და თან გაუყოლებია შინაყმანიც. მათრიცხვში ყოფილა მაიაც. ყველანი კარგად გარჯილან მტერთან ბრძოლაში, მაგრამ მაიასებრი ვაჟკაცობა ვერავის გამოუჩენია. ამ დროს მაია ოცი წლისა ყოფილა. მეფე გაუკვირვებია მის მხნეობას, სიმარდესა და ვაჟკაცობას. გახარებული გადახვევია, ორთავ თვალებში უკოცნია და უთქვამს:

- აი, შენ კი გენაცვალე! კაციც შენა ყოფილხარ და ქუდიც შენ გხურებიაო!

თბილისში რომ დაბრუნებულან, მეფეს კიდევ მოსვლია ამბავი, სომხებს თათრის ჯარი შემოესიაო. მაშინ მდევარი შეუგროვებიათ. შემდგარა რჩეული ბიჭების დასტა, რომელიც პირველად უნდა შებრძოლებოდა მტერს. მათეც იქ ყოფილა. ომი ყოფილა სოღანლუღს ქვევით. ხმალამოღებულ მაიას შეუჭენებია ცხენი მტრის გუნდში და მეთაურისათვის ანაზდად გაუგდებინებია თავი. არეულა მტრის ჯარი და ქართველებს ისე დაუმარცხებიათ, რომ ამბის წამღები კაციც აღარ დარჩენილა.

მაია თურმე თავზარს სცემდა გარეშე და შინაურ მტერს. მისი დროის პირშავ კაცებს თორმეტი გოგო-ბიჭი მიუყიდიათ სპარსელებისათვის. ამ ამბის შესატყობინებლად მეფესთან ერთი მოხუცებული კაცი წამოსულა. მეფის კარზე მაია დახვედრია, მოხუცს თავისი გასაჭირი უთქვამს თუ არა, მაიას მაშინვე შეუკრებია თავისი ამხანაგები, შემსხდარან ცხენებზე და გამოსდგომიან ყიზილბაშებს. მისწევიან ლილოსთან, დაუხოცავთ, გაუთავისუფლებიათ დაყიდული გოგო-ბიჭები, მერე მეფის კარზე მობრუნებულან. მაია წამდგარა მეფის წინაშე და უთქვამს გლეხობის მძიმე მდგომარეობის შესახებ:

- გლეხობა განადგურდა და გაწყდა, ბოროტმოქმედ კაცთაგან აოხრდა სოფლები. ბატონებმა დაჰყიდეს მთელი სოფლის გლეხობა; ვინც გადარჩა, იმათ კიდევ გუთანში, ურემსა და კალოში სულს აძრობენ. მეფევ გთხოვთ, მოსპოთ ასეთი ავკაცობა და ბოროტმოქმედებაო..

მეფეს მეორე დღესვე მოუწვევია სასახლეში მღვდელმთავრები და ჯვარითა და სახარებით შეუჩვენებიათ ავნი კაცნი. ამგვარი საჩივრებით ისე შეუწუხებია მაიას ბოროტმოქმედნი, რომ მათ გადაუწყვეტიათ მაიას მოკვლა.

ერთ დღეს მეფეს მაია სადღაც გაუგზავნია. ეს შეუტყვიათ მის მტრებს და გამოსდგომიან უკან; მაგრამ მაიას მდევარი დაუხოცავს. ერთ მათგანს მოუტყუებია: ერეკლეს ნებავს შენი სიკვდილიო. მაიას თავზარი დასცემია, ეჭვი გასჩენია, იქნებ მართლა უნდა მეფეს ჩემი სიკვდილიო, თან გული სტკენია, გადაუწყვეტია: - გავშორდები და ყაჩაღად გავალო. თრიალეთისაკენ გადასულა და დაბინავებულა ერთ თყეში, რომლისთვისაც ხალხს “მაიას საბუდარი” დაურქმევია. აქედან გამოდიოდა თურმე გზებზე, უსაფრდებოდა გამვლელ-გამოვლელ თავგასულ კაცებს, ხოცავდა და ძარცვავდა მათ. ბოლოს შეუტყვიათ მტრებს მისი ბინა და დაუწყიათ დევნა. მაშინ მაიას დაუტოვებია თავისი საბუდარი და წასულა სომხეთისაკენ. დასახლებულა სოფლად და თავისი ვინაობა დაუფარავს.

ერთ დღეს მეფე ერეკლე მისულა იმ სოფელში, სადაც მაია ყოფილა. ერთი სოფლიდან მეორეში აცილებდნენ თურმე მეფეს სოფლელები, მაიაც გაჰყოლია. იმჟამად უკვე მოხუცებული ყოფილა და მეფეს ვეღარ უცვნია. ხმა იყო გავარდნილი, რომ მაია დიდი ხანია რაც მოკვდაო. გზაში მეფეს მტერი შემოხვდა. მაიას მეტს თოფ-იარაღი არავის ჰქონია მზად. იმან კი თურმე ჯერ თოფი ესროლა მტერს, მერე კი ხმალდახმალ მიუხდა. ამის მხილველი სხვებსაც გული მისცემიათ, გამხნევებულან, შებმიან მტერს და გაუმარჯვიათ. მეფეს უკითხავს მაიასათვის: შენ ძმობილო, ვინა ხარ ეგეთი გმირიო?

- ბატონისაგან გამოდევნილი მათე გახლავარო. ... ამასთანავე ვაცხადებ დიდებული მეფის წინაშე, რომ მე ვარ დედაკაცი და არა მამაკაციო.

ამის შემდეგ, მაიას გაუხდია კაცური ტანისამოსი და ჩაუცვამს ქალური; მაგრამ დიდხანს აღარ დასცლია სიცოცხლე. სპარსელები შემოსევიან საქართველოს, მაიაც გარევია ქართველთ ლაშქარში, ქალური ტანსაცმელი სცმია. სპარსელებს გაჰკვირვებიათ მისი მამაცობა და ხანებს უბრძანებიათ ცოცხლად მისი დაჭერა. მართლაც, დაუტყვევებიათ და თან წაუყვანიათ; მაგრამ მაია გზიდან გამოპარულა და ერევნის ბოლოს მოუკლავთ.

1959 წელს გადაიღეს ფილმი “მაია წყნეთელი”, სადაც მაიას როლს ასრულებს ქართველი მსახიობი ლეილა აბაშიძე.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1901 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-24 | კომენტარი (0)

თამროს დედა მალე მოუკვდა. მამაც რომ გამოესალმა ამ წუთისოფელს, ბატონმა თამრო ვიღაც გადამთიელს მიჰყიდა, მაგრამ თამრომ თვითონვე დაიხსნა თავი. მამის ოჯახში რომ ბრუნდებოდა, გამოიარა ერთ ტყეში, სადაც დათვი დახვდა წინ და დაეჭიდა, მაგრამ უშიშარმა გმირმა ქალმა მოკლა დათვი და დაიხსნა თავი მეორე განსაცდელისაგან. თამრო ცხოვრობდა სოფელ ვაშლოვანში. ყოფილა სასტიკი და გაუტეხელი, მეხი დედაკაცი, რის გამოც მისი სახელი განთქმულა საქართველოში. სოფელში უიმისოდ არა კეთდებოდა რა. ერთხელ ვაშლოვანს თათრები დასცემიან, აუკლიათ სოფელი, დაუნგრევიათ ეკლესიები და მცხოვრებნი ტყვედ წაუყვანიათ. თამრო გამოსდგომია თათრებს, დასწევია თავისი რაზმით და საკვირველი გმირობა გამოუჩენია. მტერი დაუმარცხებია და გაუთავისუფლებია ქართველი ტყვეები. ეს ამბავი ერეკლე მეფეს რომ შეუტყვია, ძლიერ დიდის მადლობით უთქვამს თამროსათვის:

- ოჰ, შვილო! შენ გენაცვალოს ჩემი მოხუცი თავი, რომ შენის მაგალითით კაცებიც გამხნევდნენო.

მეფეს მიუცია მისთვის და მისი ამხანაგებისატვის ტყვია-წამალი და ერთ ზარბაზანსაც დაჰპირებია.

თამროს თავის რაზმში ბევრი მეომარი ქალიც ჰყოლია. თამროს და მის რაზმს ბევრჯერ გადაურჩენია ვაშლოვანის მცხოვრებნი ლეკებისა და თათრების თარეშისაგან.

ერთ ავ აზნაურს მისი დიდება და ქება შეშურებია და ქვეყნის ღალატი დაუბრალებია. მეფეს პირზე დაუყენებია მაბეზღარი თამროსათვის. თამროს დაუმტკიცებია თავისი ერთგულება სამშობლო ქვეყნისა და მტრობა და ღალატი თვით იმ მაბეზღარი აზნაურისა. მაშინ მეფეს უთქვამს თამროსათვის:

- წადი შვილო თამრო, ეცადე შენი მაგალითით მამაკაცებიც გაუერთგულო სამშობლოსო.

ამ დროს მეფესთან ყოფილან თავადები და რადგან მოსწონებიათ თამროს ახოვანება, უთხოვიათ, აი იმ ფალავანს დაეჭიდეო, თამროს უარი არ უთქვამს, დასჭიდებია და დაუმარცხებია ეს ფალავანი.

ფალავნობამ თამროს ბევრი მტერი გაუჩინა. ამიტომ დამალულა და არავის ეჩვენებოდა. იგი იცავდა გლეხების ოჯახებს ბოროტმოქმედი ბატონებისაგან, რის გამოც ბატონები გადაემტერენ. ერთ დღეს დაუჭერიათ და მდინარე მტკვარში გადაუგდიათ. თამროს ბევრი უწვალია და ერთ ბურჯზე ასულა, მაგრამ იქიდან სისუსტის გამო ვეღარ ჩამოსულა და მშიერ-მწყურვალს სული განუტევებია. მისი გვამი დიდი პატივით დაუსაფლავებიათ თრიალეთის ეკლესიაში.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1181 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-24 | კომენტარი (0)

XVII საუკუნის დასაწყისში ქართლი და კახეთი ირანის ქვეშევრდომებად ითვლებოდნენ. კახეთის მესვეურები გარეგნულად შაჰის ერთგულებას აჩვენებდნენ, ფარულად კი აჯანყებისათვის ემზადებოდნენ. ამ საქმეს სათავეში ედგა ქეთევან დედოფალი.

ქეთევან დედოფალი იყო აშოთან მუხრან ბატონის ასული და კახეთის მეფის, ალექსანდრეს, უფროსი ვაჟის - დავითის - მეუღლე. დავითი 1602 წელს გარდაიცვალა. 1606 წლის გაზაფხულზე ქეთევანის თხოვნით შაჰ-აბასმა კახეთის მეფედ ქრისტიანი თეიმურაზი (თეიმურაზ II) დაამტკიცა. თეიმურაზი გამეფებისას 16 წლის იყო. სამეფოს ფაქტობრივად ქეთევანი განაგებდა.

შაჰ-აბასმა განიზრახა ერთხელ და სამუდამოდ გადაეწყვიტა საქართველოს საკითხი. მან ჯერ ქართველების მორალური გატეხვა განისაზღვრა და ქეთევან დედოფალს მოსთხოვა მუსულმანობის მიღება, რაზეც ქეთევან დედოფალმა მრავალგზის უარი განაცხადა. დედოფალი ქეთევანი უდიდესი სახელითა და გავლენით სარგებლობდა ხალხში. შაჰმა იცოდა, თუკი დედოფალი გამაჰმადიანდებოდა, ეს ირანის შაჰის უდიდესი გამარჯვება იქნებოდა. მუქარამ ვერ გაჭრა, ვერაფრით აიძულა მრისხანე შაჰმა ქეთევანი გამაჰმადიანებულიყო.

1624 წლის 12 სექტემბერს შირაზში ქეთევან დედოფალი სიკვდილით დასაჯეს. მზეთუნახავი დედოფალი საჯაროდ აწამეს გახურებული შანთებით. ქართველმა დედოფალმა წამებისას დიდი სიმტკიცე გამოიჩინა.

ქართულმა ეკლესიამ სამშობლოსათვის წამებული დედოფალი წმინდანად შერაცხა. თეიმურაზ მეფემ დედას უძღვნა პოემა: “წამება ქეთევან დედოფლისა”.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1467 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-24 | კომენტარი (0)

თამარ მეფე იყო დავით აღმაშენებლის შვილიშვილის გიორგი მესამისა (1156-1184წწ.) და დედოფალ ბურდუხაის ქალიშვილი. თამარ ბაგრატიონი დაიბადა 1166 წელს. გიორგის ვაჟი არ ჰყავდა. ქალის გამეფება იმ დროს არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც იშვიათი მოვ;ლენა იყო. გიორგიმ გადაწყვიტა თავის სიცოცხლეშივე გაემეფებინა თამარი, რათა შემდგომში მას სირთულეები არ შექმნოდა. 1179 წელს გიორგიმ თანამოსაყდრედ აკურთხა იგი. მამა-შვილი ერთად მართავდა სამეფოს.

1184 წელს გიორგი III გარდაიცვალა და 18 წლის თამარი გახდა ერთპიროვნული მმართველი, საქართველოს პირველი ქალი მეფე.

1185 წელს დარბაზის გადაწყვეტილებით თამარი ცოლად გაჰყვა იური ბოგოლუბსკის. მალე იურიმ თავისი უარყოფითი პიროვნული თვისებები გამოამჟღავნა და 1987 წელს საქართველოდან გააძევეს. მათ მემკვიდრე არ ეყოლათ.

1188 წელს თამარი ცოლად გაჰყვა დავით სოსლანს. დავითი იყო გიორგი I-ის ძის, დემეტრეს შთამომავალი, ბაგრატიონი. მათ ეყოლათ ქალ-ვაჟი რუსუდანი და ლაშა-გიორგი.

თამარი გონიერი მეფე გამოდგა. მან ღირსეულად განაგრძო დავით აღმაშენებლისა და გიორგი მესამის დაწყებული საქმე. სახელმწიფო მმართველობის სისტემა, რომლის რეფორმაც დაიწყო დავით IV აღმაშენებელმა, საბოლოო სახით ჩამოყალიბდა თამარის მეფობის დროს. ეს იყო საკმაოდ კარგად გააზრებული სისტემა, რომელიც წარმატებით ასრულებდა თავის ფუნქციას – ქვეყნის მართვას.

თამარ მეფემ ქვეყნის შიგნით მდგომარეობის განმტკიცების შემდეგ დაიწყო აქტიური საგაროეო პოლიტიკის გატარება. თამარის მეფობის დროს საქართველო გახდა უძლიერესი ქვეყანა ახლო აღმოსავლეთში და საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ვრცელდებოდა მის ფარგლებს გარეთ.

თამარი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაში. ხელს უწყობდა ქართული ორთოდოქსული ეკლესიების მშენებლობას. მისი მეფობის დროს აშენდა ვარძია, ქვაბთახევი, ბეთანია. განვითარდა მხატვრობა, ჭედურობა, ლიტერატურა. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლებია ჩახრუხაძის “თამარიანი” და იოანე შავთელის “აბდულმესია”, სადაც შექებულია თამარ მეფის სულიერი სისპეტაკე, გარეგნული სილამაზე, გონიერება, სახელმწიფოებრივი მმართველობა.

არა მხოლოდ ამ ეპოქის, არამედ საერთოდ ქართული მწერლობის უბრწყინვალესი ნიმუშია შოთა რუსთაველის პოემა “ვეფხის ტყაოსანი”, სადაც თინათინის გამეფებას საფუძვლად უდევს თამარის გამეფების ისტორია.

XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველო იყო პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, დაწინაურებული და უზარმაზარი სახელმწიფო. ერთიანი საქართველოს სახელმწიფო გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან არეგაწამდე. ქართველები ამ პერიოდს უწოდებენ “ოქროს ხანას”.

გამუდმებულმა მარხვამ, ფეხშიშველმა ლიტანიობამ, მონასტრის ქვის სარეცელზე წოლამ და სამეფო ღვაწლმა მეფეს ჯანმრთელობა შეურყია. თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს და დასაფლავებულ იქნა გელათის საკათედრო ტაძარში. არსებობს მოსაზრება, რომ შემდგომში შესაძლოა იგი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში გადაასვენეს.

ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 1(14) მაისი დააწესა.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1802 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-24 | კომენტარი (0)

მედეას სახელთან არის დაკავშირებული სხვადასხვა დაავადების მკურნალობა, სხვადასხვა სახის ძილმომგვრელი, ძალმომცემი, განმკურნებელი, მომაკვდინებელი საშუალებების, ნელსაცხებლების, შესაორთქლებელი, შესასხურებელი, დასაზელი და ა.შ. წამლეულის მომზადება; სამკურნალო მცენარეების მოშენება და მათი თვისებების შესწავლა, შხამებისა და ანტიშხამების გამოყენება, გაახალგაზრდავებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების რაციონალური მეთოდების ძიება და სხვა.

მედეას შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ლევან სანიკიძის წიგნში ”ამბავი კოლხი ასულისა”
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1330 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-24 | კომენტარი (0)

მედეა - კოლხეთის მეფე აიეტის გრძნეული უმცროსი ასული., რომელსაც საბერძნეთიდან მოვლენილი ჭაბუკი იასონი ხილვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდა. იასონმა, მედეას შემწეობით, მოიტაცა ოქროს საწმისი და მედეაც თან წაიყვანა საბერძნეთში. (ამ ამბავს ეძღვნება თქმულება არგონავტების შესახებ). ოქროს საწმისთან ერთად, აიეტმა მეფობაც დაკარგა. მისმა ნახევარ ძმამ პერსეს III მისი ადგილი დაიკავა.

ათი წელიწადი ცხოვრობდნენ მედეა და იასონი ერთად. ჰქონდათ ოჯახი, ჰყავდათ შვილები... და უეცრად…მედეამ შეიტყო საშინელი ამბავი: იასონი მის მეუღლეობაზე ხელს იღებდა და ცოლად ირთავდა კორინთოს მეფის ასულს. მაშინ მედეამ მოღალატე ქმარს საცოლე მოუკლა. მოკლული სადედოფლოს ნათესავებმა შური იძიეს - მედეას შვილები დაუხოცეს. (ამ საშინელი ამბიდან გაივლის დაახლოებით ათასი წელიწადი და დიდი ბერძენი მწერალი ევრიპიდე დაწერს საქვეყნოდ ცნობილ ტრაგედიას ”მედეა”, სადაც მან კოლხი ქალი საკუთარი შვილების მკვლელად წარმოსახა).

ამის შემდეგ, მედეა ჩავიდა ათენში და ცოლად გაჰყვა მეფე ეგევსს. მისგან ეყოლა ვაჟი მედოსი. როდესაც ტახტის კანონიერი მემკვიდრე თესევსი ეწვია ათენს, მედეამ თავის შვილთან ერთად დატოვა საბერძნეთი და აიაში ინკიგნიტოდ დაბრუნდა. იმხანად აიეტი აღარ ფლობდა სამეფო სკიპტრას. მედოსი დაეხმარა პაპას ძალაუფლების დაბრუნებაში.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1002 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-24 | კომენტარი (0)

დავით აღმაშნებლის გარდაცვალების შემდეგ იმრავლა საქართელოში შინაური თუ გარეული მტრის შემოსევებმა. ტახტზე იჯდა დავითს ძე დემეტრე I. დიდი ძალისხმევის მიუხედავად მან დაკარგა ანისი და შემდგომ განძა. დემეტრე ვერ უმკლავდებოდა აჯანყებულ დიდგვაროვნებს. მათ მეფეს საკუთარი შვილი გადაამტერეს და დემეტრე იძულებული გახდა მეორე ვაჟი გიორგი მეფედ ეკურთხბინა. გიორგი III აქტიური პოლიტიკის კურსი აირჩია და შესძლო ანისისა და დვინის შემოერთება. ურჩი დიდგვაროვნები მეფის წიააღმდეგ ახალ-ახალ შეთქმულებებს აწყობდნენ. ერთ-ერთი აჯანყების ორგანიზატორი გახდა საქართველოს ჯარების იმდროინდელი ამირსსპასალარი ივანე ორბელი. აჯანყებაში მონაწილეობას დიდმოხელე აზნაურთა უმრავლესობა იღებდა გიორგი III შეძლო აჯაყების ჩაქრობა და მისი მონაწილეები მკაცრად დასაჯა. ამის მერე ბევრ დიდგვაროვანი ჩამოაცილა ხელისუფლებას და მათ ადგილას უგვარო, თუმცა ერთგული ადამიანები დანიშნა. გიორგი III ვაჟი არ ჰყვდა. ტახტის მემკვიდრე მისი ერთადერთი ქალიშვილი თამარი იყო. მეფემ იცოდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, ქალის ტახტზე ასვლას ორგული დიდგვაროვნები არ დაუშვებდნენ , ამიტომ თამარი თავის სიცოცხლეშივე აკურთხა მეფედ. 1184 წელს გიორგი III გარდაიცვალა და თამარი ქვეყნის ერთპიროვნული მართველი გახდა. ქალის სისუსტით ისარგებლეს დიდგვაროვნებმა მეფის უფლებების შეზღუდა მოითხოვეს. თამარი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო და შეიქმნა სამეფო დარბაზი, რომელშიც მხოლოდ დიდგვაროვნები და დიდვაჭრეი შედიოდნენ. იდეის ინიციატორი მაშინდელი მეჭურჭლეთუხუცესი (სახელმწიფოს საფინანსო საქმეთა გამგებელი) ყუთლუ-არსლანი იყო. თამარი იძულებული გახდა მამის მიერ დანიშნული უგვარო მოხელეების ადგილზე კვლავ მოღალატე დიდვაროვნები დაენიშნა. სამეფო დარბაზი ღებულობდა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ხოლო მფევალდებულიიყო მათ დამორჩილებოდა. სწორედ მათი რჩევით დაქორწინდა თამარი ნოვგოროდის ყოფილ მთავარზე იური (გიორგი) რუსზე. ორი წლის შემდეგ ერთგული დიდგვაროვნების დახმარებით თამარმა დაიბრუნა ხელისუფლების სადავეები, იური რუსი საქართველოდან განდევნა და ცოლად, ოვსეთის უფლისწულ, დავით სოსლანს გაჰყვა. შინაური პოლიტიკის მოგვარების შემდეგ თამარი საგარეო საქმეების მოწესრიგებას შეუდგა. 1195 წელს დავით სოსლანის მეთაურობით ქართველებმა ბრწყინვალე გმარჯვება მოიპოვეს შამქორთან, თურქების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. ამით საქართველომ შესძლო შამქორისა და განძის შემოერთება. 1204 წელს ქართველმა ლაშქარმა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიის დაპყრობ შესძლო, რომელზეც უძველესი ქართული ტომები ლაზები და ჭანები სახლობდნენ. ამ ტერიტორიაზე ტრაპზონის სამეფო ჩამოყალიბდა, რომლის ხელმწიფედ თამარი ითვლებოდა. საქართველოს გაძლიერებას ძნელად ურიგდებოდნენ მცირე აზიის თურქი მმართველები. ასეთი იყო რუმის სულთანი რუქნადინი, რომელმა საქართველოს მეფეს შეურაწმყოფელი წერილი გამოუგზავნა და სახელმწფოს დათმობა მოსთხოვა. პასუხად თამარმა დიდიძალი ლაშქარი შეკრიბა და მტერს ომი გამოუცხადა. ბრძოლა მოხდა ბასიანთან 1205 წელს. ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს და კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს მოფლიოს ქართული არმიის სიძლიერე. თამარის მეფობის დროს საქართველოში საგრძნობლად გაუმჯობესდა ეკონომიკური მდგომარეობა. გაძლიერდა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგი: მევენახეობა, მებაღეობა, მეხილეობა. შეიქმნა მრვალი ტაძარი და აიგო უთვალავი ციხე სიმაგრე. ამ დროს აშენდა ხურითმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი ვარძია. თამარის ეპოქას უკავშირდება მწერლობის შესანიშნავი ძეგლის ვეფხისტყაოსნის შექმნა. შოთა რუსთაველმა თავისი ხელით მიართვა ქართველთა მეფეს, გრაგნილზე ხელით დაწერილი თავის უკვდავი ქმნილება. თამარი იყო არა მარტო ქართველი ქალის და დედის ეტალონი, არამედ მისაბაძი პოლიტიკოსი და ძლიერი მმართველი საქართველოს სახელმწიფოსი. თამარი 1213 წლის 19 იანვარს გარდაიცალა. საქართველოში გლოვა გამოცხდდა. საყვარე მეფეს მისტიროდა ყოველი ქართველი. მეფის სხეული ჯერ წაასვენეს მცხეთას, ხოლო შემდეგ გელათის მონასტერში. ქართულმა ელესიამ იგი შერაცხა ნეტართა შორის. ერმა კი დიდების შუქით შემოსა, მისცა უკვდავი სახელი და უწოდა მას თამარ მეფე.

1220 წელს საქართველოს შემოესვნენ სასტიკი დამპყრობლები თათარ- მონღოლები. ამ დროს მეფის ტახტზე იჯდა თამარის ძე ლაშა-გიორგი. პირველი შემოსევის მოგერიება შეძლეს ქართველებმა. 1226 წელს მონღოლებმა მეორედ სცადეს ქართლის აღება და მათი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. მაეფებულმა თამარის ქალიშვილმა რუსუდანმა ვერ შესძლო საქართველოს მთლიანობისა და სიძლიერის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყანა მთლიანად მონღოლებმა დაიპყრეს. მონღოლთა მბრძანებლობა საქართველოში ას წელზე მეტხანს გრეძელდებოდა. ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სისასტიკითა და დაუნდობლობით. ქართველებს დიდი ხარკის გადახდა დაეკისრათ. დაიძაბა ურთერთობა ფეოდალებსა და ყმა-გლეხებს შორის. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქათველო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობდა. აღმოსავლეთ საქართველოში მეფობდა ლაშა-გიორგის ძე დავით “ულუ” (უფროსი), ხოლო დასავლეთში რუსუდანის ძე დავით “ნარინი”(უმცროსი). 1259 წელს საქართველოში ჯანყებამ იფეთქა, რომელსაც დავით ნარინი მეთაურობდა. მონღოლებმა შეძლეს აჯანყების ჩაქრობა თუმცა ქართულმა ჯარმა მათ დიდი ზიანი მიაყენა. ერთი წლის განმავლობაში აჯანყებები კვლავ მეორდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ქართველებმა გამარჯვება ვერ მოიპოვეს. XIII საუკნის 70 წლებიდან აღმოსავლეთ საქართველოში დავით ულუს ძე დემეტრე II მეფობდა. ამ დროისათვის ირანის მონღოლთა საყაენოში დიდი შინაგანი ბრძლოლა წარმოებდა. შეთქმულება შეთქმულებაზე ეწყობოდა და იშვიათად თუ რომელიმე ყაენი თავის სიკვდლით კვდებოდა. ერთ-ერთი ასეთი შეთქმულების მოწყობა ყაენის პირველ ვაზირს ბუღას დაბრალდა. ბუღა და მისი მომხრეები სიკვდილით დასაჯეს. საყაენოში იცოდნენ, რომ ბუღას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დემეტრე II ამიტომ მისი დასჯაც მოითხოვეს. საქართველოს მეფე ურდოში დაიბარეს, სადაც მას მძიმე სასჯელი მოელოდა. მეფის წაუსვლელობის შემთხვევაში ყაენი აურაცხელი ჯარისთ შემოესეოდა საქართველოს და მთლიანად ააოხრებდა მას. სამეფო საბჭომ მეფეს დარჩენა ურჩია, თუმცა დემეტრემ მტკიცედ განაცხადა: “ რად ღირს ჩემი სიცოცხლე, თუკი მრავალი სული შემეწირება, ვფიქრობ ჩემი წასვლით ქვეყანას მძიმე განსაცდელს ავაცილებ, მე დავდებ სულსა ჩემი ერისთვის და არ დავიშლი ურდოს წასვლასო”. დემეტრემ თავის მრავალრიცხოვანი ოჯახი სხვადასხვა ადგილას გახიზნა და თვითონ ყაენს ეახლა, სადაც 1289 წლის 12 მარტს მას თავი მოკვეთეს. ამ გმირული და თავგანწირული საქციელისთვის ქართველმა ხალხმა დემეტრე II-ს თავდადებული უწოდა. მონღოლთა ბატონობის დროს მეფის ხელისუფლება დასუსტდა. საართველოს თანდათან გაოეყო მრავალი სამეფო და დამოუკიდებელი არსებობა დაიწყო. ყველაზე დიდი სამთავროთა შორის იყო სამცხე. ამ პერიოდში საქართველომ ეკუნომიკურად უკუსვლა იწყო. განადგურდა სახნავ-სათესი ადგილები, ვაჭრობა მოისპო და ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ასეთ მძიმე პირობებში სამეფო ტახტზე დემეტრეს ვაჟი გიორგი V, შემდგომში ბრწყინვლედ წოდებული, ავიდა. იგი იყო შესანიშნავი მეომარი და დიპლომატი. იგი მკაცრად გაუსწორდა ურჩ დიდგვაროვნებს და ქვეყანაში მკაცრი რეჟიმი დაამყარა. ამ დროს მონღოლთა საყაენო გაუთავებელი შინა აშლილობის ხარჯზე მეტად დასუსტებული იყო. ამით ისარგებლა გიორგი V და მონღოლებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა, შემდგომში კი მონღოლთა ჯარიც მთლიანად განდევნა საქართველოდან. ქართველებმა შეძლეს ტრაპზონის სამეფესი და სხვა დაკარგული ტერიტორიის დაბრუნება. გიორგი ბრწყინვალე იყო ბოლო მეფე, რომელმაც შესძლო სრულიად საქართველოს გაერთიანება და გაძლიერება. კეთილდღეობა ჩვენს ქვეყანაში XIV საუკუნის 80წლებამდე გაგრძელდა. ამ პერიდში მკვეთრად გაუმჯობესდა საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება. იყო დიდი კულტურული აღმასვლა, მაგრამ XIV საუკუნს დასასრულს, გაძლიერების გზაზე დამდგარ ქვეყანას, დიდი უბედურება დაატყდა თავს. ეს იყო თემურ-ლენგის სისხლისმღვრელი შემოსევები. თემურ- ლენგი გათურქებულ მონღოლთა ტომს ეკუთვნიდა. მის ერთადერთ მიზანს მსოფლიოს დაპყრობა წარმოადგენდა. იგი გამოირჩეოდა არნახული სისასტიკითა და გაუგონრობით. მიუხედავად სიკოჭლისა (ლენგი ნიშნავს კოჭლს) იგი ბრწყინვალე მეომარი და მხედართმთავარი გახლდათ. თემურ-ლენგი რვაჯერ შემოესია საქართველოს და ქვეანას უდიდესი ზიანი მიაყენა. გაღლიტა მოსახლეობის დიდი ნაწილი და მიწასთან გაასწორა მრავალი ქალაქი. იგი არ ინდობდა არავის და ანადგურებდა ყველაფერს რაც კი გზაზე შეხვდებოდა. შეურაწყოფდა ქრისტიანულ სარწმუნოებას და ქართველებსაც იგივეს აიძულებდა. ბოლო შემოსევები თემურ-ლენგისა იყო 1401-1403 წლებში. ამის მერე საქართველოს იმდროინდელი ხელმწიფე გიორგი VII იძულებული შეიქმნა მასთან ზავი დაედო, რომლის თანახმად საქართველო დამპყრობელის მოხარკე ქვეყანა ხდებოდა და მისი ინტერესების შესაბამისად კისრულობდა სამხედრო სამსახურს. მიუხედავად მიყენებული ზარალისა საქართველომ მაინც შესძლო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნება.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1973 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-24 | კომენტარი (0)

არაბთა მიერ შექმნილი სამეფო სხვადასხვა წეს-ჩვეულებისა, სარწმუნოებისა და ტრადიციების მქონე ხალისგან შედგებოდა. მათი ინტერესები ერთმანეთს ხშირად არ ემთხვეოდა რაც სახელმწიფოს დიდ ზიანს აყენებდა. მძლავრმა სახალხო მოძრაობამ ჯერ დაასუსტა ბოლოს კი მთლიანად დაშალა ხალიფატი. საქართველოში შეიქმნა ერთმანეთისგან დამოუკიებლად ფუნქციონირებადი ფეოდალური სამთავროები. ყველაზე ადრე კახეთის სამთავრო წარმოიქმნა აღმოსავლეთით, - ჰერეთის სამეფო. დასავლეთ საქართველოში წარმოიშვა საკმაოდ ძლიერი “აფხაზეთის სამეფო”, რომლის დედაქალაქი ქუთაისი გახდა. IX საუკუნის დასაწყისში სამხრეთ საქართველოში ჩამოყალიბდა ტაო-კლარჯეთის სამეფო, რომელსაც სათავეში ედგა ბაგრატოვანთა დინასტიის წარმომადგენელი აშოტი. სამთავროების ჩამოყალიბების პროცესში საქართველოში შენდებოდა მრავალი ციხე და ქალაქი, თითოეული სამთავრო გაძლიერებას ცდილობდა და მათ მიზანს საქართველოს გაერთიაება წარმოადგედა. ბრძოლა პირვლობისთვის IX საუკუნის დასაწყისშივე დაიწყო და თითქმის ორი საუკუნე გაგრძელდა. ისინი უპირველეს ყოვლისა ქარლის შემოერთებას ცდილობდნენ. საბოლოოდ გამარჯვება სამთავროთა შორის გამართულ ბრძოლაში ტაო_კლარჯეთმა მოიპოვა. ეს მოხდა X საუკუნის შუა წლებში დავით კურაპალატის მეფობისას. მას მხარში ედგა ქართლის სახელგანთქმული ერისთავი იოანე მარუშისძე. ქართლში ამ დროს იჯდა უნიჭო მეფე ბაგრატ “რეგვენი”, რომელიც სრულიად ემორჩიებოდა კახეთის მეფე კვირიკეს. დავით დიდი უშვილო იყო ამიტომ იშვილა ბაგრატ “რეგვენის” შვილიშვილი ბაგრატი და აფხაზეთის მეფედ გამოაცხადა. კოლხეთის სამეფო ძმის მიერ თვალებდათხრილმა თევდორემ დავითს გადასცა. იმერეთში იოანე მარუშისძე წავიდა. გარდაცვალების შემდგომ ქართლი ბაგრატ III დარჩა. ამრიგად უბრძოლველად შეერთდა საქართველოს დიდი ნაწილი ქართლი, მესხეთი და კოლხეთი. ბაგრატ მესამე იყო პირველი მეფე გაერთიანებული საქართველოსი, შესანიშნავი სარდალი და გონიერი პოლიტიკოსი. ამ და სხვა მრავალი თვისების გამო ქართველმა ერმა მას მეფეთ-მეფობის ხარისხი მიანიჭა. მშვიდობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ბაგრატს გარდაცვალების შემდეგ მეფედ კურთხეულმა, გმირმა და მამაცმა მეფემ გიორგი I დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ შესძლო გაერთიანებული საქართველოს შენარჩუნება. აჯანყებულმა დიდებულებმა საქართველოს კახეთ-ჰერეთის სამეფო ჩამოაცილეს. საქართველოში არსებული დაძაბულობით ისარგებლა ბიზანტიამ და ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილი მიიტაცა. ბიზანტიასა და საქართველოს დაპირისპირება დიდხანს გრძელდებოდა. გიორგი I გარდაცვალების შემდგომ ტახტზე ასულმა გიორგის ვაჟმა, ბაგრატ IV შესძლო ბერძნებთან დამოყვრება. ქვეყნის შიგნით კვლავ გრძელდებოდა დაპირისპირება ერისთავებსა და მეფეს შორის. ყველაზე დიდი ზიანი საქართველოს ერთიანობასა და გაძლიერებას კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ბაღვაშმა მიაყენა. ეს დაპირისპირება ოც წელიწადს გრძელდებოდა და საბოლოოდ ბაგრატ მეფის გამარჯვებით დასრულდა. ცოტა ხანში ბიზანტიასა და საქართველოში გამოჩდნენ ნახევრად ველური ხალხი თურქ სელჯუკები. მათ ჯერ არაბთა სახელმწიფო ჩაიგდეს ხელში, შემდგომ ბერძნებს წაართვეს მთელი მცირე აზია და 1065 წელს საქართველოს მოადგნენ. 1680 წელს საქართველოში დაიწყო თურქთა დიდი შემოსევები რომელიც ისტორიაში “დიდი თურქობის” სახელით შევიდა. თურქებმა დაიპყრეს ჯერ ჯავახეთი, ხოლო შემდგომ ქართლი და იმერეთი. ამ დროს საქართველოში გიორგი II მეფობდა. თურქები სასტიკად უსწორდებოდნენ ქართველებს, აოხრებდნენ და ძარცვავდნენ ქალაქებს. საქართველო თურქ-სელჯუკების მოხარკე გახდა. ქვეყანას გმირი და ძლიერი წინამძღვარი სჭირდებოდა. სწორედ ასეთი იყო გიორგი II შვილი დავითი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი მეფის სახელითაა შესული. დავითი 15 წლისა გამეფდა. მას გვერდში ედგა მამამისის ერთგული სარდალი, დიდი პოლიტიკოსი და უბადლო მეომარი გიორგი ჭყონდიდელი. ის დავითის აღმზრდელი და შემდგომ ვეზირთა უპირველესი გახლდათ. დავითი პირველ რიგში ურჩ დიდგვაროვნებს დაუპირისპირდა და ყველა მათგანი გააძევა საქართველოდან. შემდგომში გაატარა რეფორმა ეკლესიაში და ყველა თვალთმაქც ეპისკოპისს პატივი აჰყარა. მსგავსი ღონისძიებები გაატარა დავითმა სამეფო კარის ცენტრალური აპარატის განმტკიცებისა და გაძლიერებისათვის. ამასთანავე დავითმა თავის პირად არმიასთან ერთად მტკიცე საპოლიციო აპარატი შექნა და ქვეყანაში მკაცრი რეჟიმი დაამკვიდრა. XI საუკუნის ბოლოს საქართველოს საგარეო მდგომარეობაც მკვეთრად გაუმჯობესდა. ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა დიდი ზიანი მიაყენა თურქების სახელმწიფოს. ამით ისარგებლა დავით IV და 1097 წელს ხარკის გადახდა შეწვიტა. რამდენიმე წლის განმავლობაში ქართულმა ლაშქარმა დავითისა და მისი ერთგული სპასალარების ხელმძღვნელობით თურქებისაგან გაათავისუფლა მნიშვნელოვანი ციხეები და ქალაქები: სამშვილდე, რუსთავი და ა.შ.

საქართველოს სამეფოს საბოლოოდ შემოუმტკიცა კახეთი. დავითმა დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ჩამოასახლა 40000 ყივჩაღი და შექმნა მუდმივი ჯარი. მეფემ საკმაოდ ძლიერი არმია შექმნა რომელიც 60000 კარგად გაწვრთნილი მეომრისგან შედგებოდა. საქართველოს გაძლიერების შემდეგ დავითი თურქების წინააღმდეგ საბოლოო შეტევაზე გადავიდა. თურქების მრავალათასიანი ლაშქარი საქართველოში სახელგანთქმული სარდლის ილღაზის მეთაურობით შემოვიდა. უდიდესი ბრძოლა დიდგორის მახლობლად 1121 წელს გაიმართა და ქართველთა ბრყინვალე გამარჯვებით დასრულდა. დიდგორის ველზე ქართველთა ამ გამარჯვებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მაშინდელ მსოფლიოში. ამ ბრძოლისა და დავით აღმაშენებლის შესახებ მრავალ ენაზე წერდნენ სხვადასხვა ლეგენდებსა და მითებს. დავითმა მალევე გაათავისუფლა თბილისი და შესძლო დმანისისა და ანისის აღება. დავით IV 1125წლის 24 იანვარს გარდაიცალა. მან შესძლო საქართველოს გაერთიანების პროცესის დასრულება და ქვეყანა ძლიერ ფეოდალურ მონარქიად აქცია. იგი იყო უდიდესი მებრძოლი და დიპლომატი. მისი მეფობის დროს აშენდა მრავალი ეკლესია და ქალაქი. მან აღადგინა დანგრეული ციხეები და შეძლო ქართული ეკონომიკის ფეხზე დაყენება. ქართველმა ხალხმა დიდი პატივით მიაბარეს დავითი მიწას მის მიერვე აგებულ სამონასტრო კომპლექსს გელათში. ქართულმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 3162 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-24 | კომენტარი (0)

მეექვსე საუკუნის დასაწყისში ირანმა კვლავ სცადა ქართლის დაპყრობა. ამიერკავკასიის ხალხს უარი უნდა ეთქვათ ქრისტიანულ სარწმუნოებასა და ირანული ცეცხლთაყვანისმცემლობა მიეღოთ. ამ მოთხოვნას ქართველებმა მაშინდელი მეფის გურგენის მეთაურობით აჯანყებით უპასუხეს. ქართველები ვერ გაუმკლავდნენ მტრის მრავალრიცხოვან ჯარს და ქართლი ირანის მბრძანებლობის ქვეშ მოექცა. ქართლში მოისპო მეფობა. ირანელებმა ქვეყნის უშუალო გამგებლად შაჰის მოხელე “მარზპანი” დანიშნეს, ხოლო ქართველ ხალხს დიდძალი ხარკის გადახდა დააკისრეს. ქართლში გაბატონების შემდგომ ირანის შაჰმა ეგრისის დაპატრონებაც მოისურვა და 542 წელს დასავლეთ საქართველოში შემოიჭრა. ეგრისელები ორ ცეცხლს შორის მოექცნენ, ერთის მხრივ ბიზანტიელთა უღელისგან ცდილობდნენ თავის დაღწევას, მეორეს მხრივ ირანელებს უმკლავდებოდნენ. ბიზანტიელები ქართველების სპარსელებთან ბრძოლაში დახმარების მაგივრად, სრულ უდარდელობასა და სილაჩრეს იჩენდნენ. გუბაზმა ბევრჯერ იჩივლა ბიზანტიელი სარდლების უღირს საქციელზე იმპერატორთან და ამის გამო ბერძნებმა ვერაგულად მოკლეს ის, მდინარე ხობისწყლის ნაპირზე 554 წელს. ბიზანტიის იმპერატორი იძულებული გახდა დაესაჯა გუბაზ მეფის მკვლელები და ეგრისში ახალი მეფე შათე მეორე აკურთხა. ბრძოლა ირანსა და ბიზანტიას შორის 562 წელს დადებული ზავის თანახმად შეწყდა. ქართლში გაფართოვდა აჯანყებები ირანელთა წინააღმდეგ და მეექვსე საუკუნის დასასრულს აღმოსავლეთ საქართველო თითქმის განთავისუფლდა ამ მძიმე უღლისგან. სახელმწიფო სათავეში მოვიდა ქართული ინტერესების დამცველი, რომელსაც ერისმთავარი ეწოდა. ამრიგად მეექვსე საუკუნის დასასრულს მონათმფლობელური რეჟიმი შეიცვალა ფეოდალური ანუ ბატონყმური წყობილებით. ამ ახალ საზოგადოებრივ ურთიერთობაში დომინანტური მდგომარეობა ჰქონდათ ფეოდალებს, ხოლო დაჩაგრულ ფენას წარმოადგენდა ყმა-გლეხები. მიუხედავად ამისა გლეხები საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა. შემდგომში ეს რეჟიმი უფრო მეტად დაიხვეწა და ამ ეპოქას ადრეულფეოდალური ხანა ეწოდა. იგი გაგრძელდა X საუკუნემდე.
      ზავი ბიზანტიასა და ირანს შორის დიდხანს არ გაგრძელებულა და მათ შორის ისევ განახლდა ბრძოლა. ბიზანტიის კეისარმა დახმარებისთვის ხაზარებს მიმართა. პირველი მცდელობა თბილისის აღებისა სრული კრახით დამთავრდა. იმ დროინდელმა თბილისის ერისმთავარმა სტეფანოზმა შესძლო ქალაქის დაცვა და მტერი უკუაბრუნა. 627 წელს ხაზართა ურიცხვი ლაშქარი, შათეს მეთაურობით, კვლავ მოადგა თბილისის კარს. ამჯერადაც მედგრად დაუხვდნენ ქართველები, თუმცა ორი თვის შემდეგ იძულებულნი გახდნენ ქალაქი დაეთმოთ. ხაზარებმა საშინლად ააოხრეს და გაძარცვეს თბილისი. ირანსა და ბიზანტიას შორის კვლავ ზავი დაიდო და საქართველო მთლიანად ბიზანტიის ბრძანებლობის ქვეშ მოექცა, თუმცა ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მსოფლიოში გამოჩნდენენ ახალი დამპყრობლები - არაბები. არაბთა სახელწიფო VII საუკუნეში ჩამოყალიბდა. მის სათავეში იდგა მუჰამედი, რომელიც ამავე დროს ახალი რელიგიის მქადაგებელი იყო. ამ რელიგიას ისლამი ეწოდებოდა, ხოლო მის მიმდევრებს მუსულმანები. (მათ მაჰმადიანებსაც უწოდებდნენ). მუჰამედის სიკვდილის შემდეგ სახელმწიფოს მართველებს ხალიფებს უწოდებდნენ. ხალიფატმა მალევე დაიპყრო მეზობელი ტერიტორიების დიდი ნაწილი. არაბებმა  ბიზანტიას წაართვეს სირია და პალესტინა, შემდეგ დაიპყრეს ეგვიპტე და VII საუკუნის შუა წლებში ირანის დამორჩილებაც მოახერხეს. თავიდან ისინი დაპყრობილ ხალხს მკაცრად არ ექცეოდნენ და ბევრი მათ განმათავისუფლებლად მიიჩნევდა. პირველი მცდელობა ქართლის დაპყრობისა წარუმატებლად დასრულდა. არაბებს ხელი კავკასიის მკაცრმა ზამთარმა შეუშალა, თუმცა 655 წელს მათ მაინც მოახერხეს ქართლის დამორჩილება. ქართველებსა და არაბებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ქართველები იხდიდნენ ხარკს- ჯიზიათს და მათი შეიარაღებული ძალები არაბთა ინტერესებს ემსახურებოდა. თუკი ქართველი გადავიდოდა მუსულმანურ რელიგიაზე იგი თავისუფლდებოდა ხარკისგან. მეშვიდე საუკუნის მეორე ნახევარში ერთმანეთს სამი სახელმწიფო ებრძოდა ხაზარები, არაბები და ბიზანტიელები. არაბთა ბატონობა საქართვეოში თანდათან გაუსაძლისი ხდებოდა და შესაბამისად იმრავლა ქართლში სახალხო მოძრაბის მიერ მოწყობილმა აჯანყებებმა. ხალიფამ საქართველოში სიტუაციის მოსაგვარებლად ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი სარდალი მურვანი გამოგზავნა. (შემდგომში ქართველებმა მისი შეუგნებლობისა და გაუგონარი სიასტიკის გამო “მურვან ყრუ” შეარქვეს). მურვან ყრუს აურაცხელი ლაშქარი 735-738 წლებში გამანადგურებელი სისასტიკით მოქმედებდა კავკასიაში. ქართლის აოხრების შემდეგ, არაბები დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ. მათ მიწასთან გაასწორეს ეგრისის დედაქალაქი ციხე-გოჯი. მურვან ყრუმ მალევე გადალახა კლისურის ძლიერი კედელი და ქალაქი ცხუმიც (სოხუმი) მთლიანად დაანგრია. მურვან ყრუს შემოსევების შემდგომ არაბებმა მტკიცედ მოიკიდეს ფეხი საქართველოში. ქვეყნის სათავეში მათ ამირა დააყენეს, ხოლო ერისმთავრის ხელისუფლება გააუქმეს. გაზარდეს გადასახადები და მეტი სისასტიკით დაიწყეს ისლამის გავრცელება. დამპყრობელთა ბატონობის დამძიმებას თან მოჰყვა აჯანყებათა ორგანიზება, თუმცა ქართველებს კვლავ აკლდათ ერთობა და დანაწევრებულ, პატარ–პატარა დაჯგუფებებს არაბთა ძლიერი სახელმწიფო მარტივად უმკლავდებოდა. სწორედ ამიტომ VII საუკუნის განმათავისუფლებელმა ბრძოლემა გამარჯვება ვერ მოიპოვეს
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1929 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-24 | კომენტარი (0)

საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება პირველსავე საუკუნეში დაიწყო. ჯერ ახალ რჯულზე მოექცა კოლხეთი და მესხეთი ხოლო შემდგომში ივერია. საქართველოში ქრისტიანობის საქადებლად იერუსალიმიდან წამოვიდნენ სვიმონ ქანანელი და ანდრია პირველწოდებილი. მათ გაავრცელეს რელიგია კაბადოკიაში. ლაზიკაში, სამეგრელო-აფხაზეთსა და იმერეთ-გურიაში. მათ ხელთ ეპყრათ ღვთიშობლის სასწაულ მოქმედი ხატი, რომლის მეშვეობით კურნავდნენ სნეულ ადამიანებს და ახდენდნენ მრავალ სასწაულს. აურაცხელმა ხალხმა დასტოვა კერპთაყვანისმცემლობა და ქრისტიანული რელიგია იწამა. სვიმონ კანანელი აფხაზეთში გარდაიცვალა და ანაკოფიაში დაკრძალეს. ამ ორი მოციქულის წყალობით ქრისტიანობამ მტკიცედ გაიდგა ფესვები კოლხეთსა და მესხეთში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო მხოლოდ IV საუკუნეში გაქრისტიანდა.
    ქრისტიანულ თქმულებათა მიხედვით ქართლის გაქრისტიანებაში მთავარი როლი ითამაშა კაბადოკიელმა ქალმა ნინომ, რომელიც შემდგომ ქართველებმა წმინდანად შერაცხეს. მას სიზმარში ღვთიშობელი გამოეცხადა, ვაზისგან დაწნული ჯვარი გადასცა და ივერიაში, ქრისტიანული რელიგიის ქადაგება დაავალა. წმინდა ნინომ მრავალი ტანჯვა გამოიარა და რწმენით აღსავსე ჩამოვიდა მცხეთაში. ეს მოხდა 330 წლის მახლობლად როცა ქართლის ტახტზე იჯდა მირიან მესამე. ხალხი არმაზის მთაზე აღმართულ კერპს ეთაყვანებოდა და მსხვერპლს სწირავდა. ნინომ შესთხოვა ღმერთს მოეხდინა სასწაული და დაენგრია ავის მომტანი უზარმაზარი ოქროს ქმნილება. იქმნა სასწაული და უეცრად ამოვარდნილმა საშინელმა ავდარმა მიწასთან გაასწორა არმაზის კერპი. ამ სასწაულის შემხედვარე ხალხმა ირწმუნა სიძლიერე ჭეშმარიტი ღმერთის და ქრისტიანულ რელიგიაზე მოექცა. მეფე მირიანმაც სასწაულებრივად იწამა ქრისტეს რჯული. ნადირობისას საშინელმ ავდარმა მოუსწრო მას. დაიჩოქა და თავის კერპს სთხოვა დახმარება, თუმცა ამაოდ. მაშინ დაიწყო ლოცვა ნინოს ღერთისთვის და ზეცაც უმალვე გაიწმინდა. მირიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნანა პირველი ქრისიანი მეფე–დედოფალი იყვნენ საქართველოს ისტორიაში. მათ მრავალი ეკლესია ააგეს და ხელი შეუწყველ მთელ საქართველოში ქრისტიანული რწენის გამყარებას. მირიანმა და ნინომ მეფის სასახლეში ტაძრის აგება დაიწყეს. ზუსტად იმ ადგილზე სადაც ესვენა ქრისტეს კვართი. აგებულმა სვეტმა მირონის დენა იწყოდა ამის გამო ტაძარს ეწოდა სვეტიცხოველი. მეფე მირიანი და დედოფალი ნანა ქართველმა ხალხმა და ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
    IV საუკუნის შუა წლებში საქართველო ბიზანტიისა და სპარსეთის ბრძანებლობის ქვეშ მოექცა. მეფე მირდატის გარდაცვალების შემდეგ სამეფო საქმეებს მისი ცოლი საგდუხტი განაგებდა ქალის სისუსტით ისარგებლეს მტრებმა და საქართველოს დიდი ნაწილი მიიტაცეს. შეიქმნა რა მირდატის ვაჟი ვახტანგი 15 წლის, მოიწვია დიდებულები და მეფედ ეკურთხა. ეს მოხდა 454 წელს. ვახტანგმა ოს-ხაზარებზე გალაშქრება გადაწყვიტა. მან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და საქართველოში დიდი ალაფით დაბრუნდა. ოსეთიდან დაბრუნებულმა ვახტანგმა დიდი ძღვენი გაუგზავნა სპარსეთის მეფეს და მეგობრობის დასტურად მისი ასული ითხოვა ცოლად. სპარსეთის მეფე სიხარულით დათანხმდა ამ წინადადებას. მალევე სპარსელებმა საქართველოს ბიზანტიასთან ბრძოლაში დახმარება სთხოვეს. ვახტანგმა ჯარი გაუგზავნა სიმამრს. გასაჭირში მყოფმა ბერძნებმა ქართველთა მეფეს ზავი შესთავაზეს, რაზედაც თანხმოა მიიღეს და მარტო დარჩენილ სპარსელებს იოლად გაუმკლავდნენ. ამის მერე ვახტანგმა იერიში ბერძნებისკენ მიიტანა და დასუსტებული ჯარი მარტივად დაამარცხა. მოხერხებუმა მეფემ ორივე ქვეყნის მბრძანებელთან იმართლა თავი და მეტიც ერთმანეთსაც შეარიგა. დასუსტებულმა მტერმა საქართველოს წართმეული მიწები დაუბრუნა. ბიზანტიის იმპერატორმა ვახტანგს გადასცა კლარჯეთი და სამეგრელო, ასევე დაქვრივებულ ვახტანგს თავის ასული მიათხოვა ცოლად და მზითვად აფხაზეთი უბოძა. სპარსეთის ახალი მეფე ფეროზი კი მუდამ ავის თვალით უყურებდა ახალგაზრდა მეფეს, თუმცა ყოველი მისი საქართველოზე გალაშქრების მცდელობა კრახით მთავრდებოდა. ვახტანგ გორგასალი არა მარტო ბრწყინვალე მეომარი და სტრატეგი იყო არამედ საერო საქმეებსაც შესანიშნავად უძღვებოდა. მან უამრავი ციხე და ეკლესია ააგო. ქართულად ათარგმნინა კათალკოსებს საღვთო წიგნი და წირვის წარმართვა ქართულ ენაზე დააწესებინა. ააშენა უამრავი სკოლა და პირველმა მოჭრა ქართული ფული. ასევე მის სახელს უკავშირდება ქალაქი თბილისის დაარსება. ვახტანგ მეფეს მისი  მუზარადის გამო გორგასალი შეარქვეს რაც ბერძნულად მგლისთავიანს ნიშნავს. ქართველთა უდიდესი მეფე ვერაგულად მოკლეს უჯარმასთან, სპარსელების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. ეს მოხდა 499 წელს. დიდმა მეფემ ტახტი თავის უფროს ვაჟს დაჩის დაუტოვა. ქართველმა ხალხმა დიდი პატივი მიაგო საყვარელი მეფის ხსოვნას. ვახტანგ გორგასალი დაკრძალეს მის მიერვე აგებლ მცხეთის ტაძარში და ზედ უზარმაზარი საფლავის ქვა დაადგეს.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 13166 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-24 | კომენტარი (1)

$smenu_1$
სიახლის დამატება