AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 185
ნაჩვენებია მასალა: 91-100
გვერდები: « 1 2 ... 8 9 10 11 12 ... 18 19 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით
ტაო-კლარჯეთის მთავარი 881-888 წლებში. აშოტ დიდის შვილიშვილი (ადარნასეს ძე). ტახტზე დაჯდა ნასრას მიერ დავით I-ის მკვლელობის შემდეგ. 888 წელს მთავრობა დაუთმო ადარნასე II-ს, თუმცა შემდეგ გადაუდგა, არტაანის ხევში მომხდარ ბრძოლაში დამარცხდა და დაიღუპა.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1096 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-05 | კომენტარი (0)

ტაოს მეფე 994-1008 წლებში. ბაგრატ II-ის ძე, ერთიანი საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის მამა. ცოლად ჰყვადა ”აფხაზთა მეფის” გიორგი II-ის ასული გურანდუხტი. გურგენი ყველენაირად ხმარებოდა შვილს საქართველოს გაერთიანების საქმეში
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1144 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-05 | კომენტარი (0)

ქართლის (იბერიის) მეფე 519-523 წლებში. მის დროს სასანიდური სპარსეთის აგრესია სულ უფრო ძლიერდებოდა. 523 წელს გურგენი აჯანყდა, მაგრამ შაჰმა კავადმა იგი მძიმედ დაამრაცხა. გურგენი ოჯახითურთ გაიქცა და ბიზანტიაში იმპერატორ იუსტინეს კარს შეეხიზნა
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1010 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-05 | კომენტარი (0)

კახეთ-ჰერეთის მთავარი (ქორეპისკოპოსი) 976-1009 წლებში. ძე კვირიკე II-ისა. ჰყავდა ცოლი დინარ და ძე კვირიკე. საკმაოდ მშვიდიდ განაგებდა კახეთ-ჰერეთს და დანარჩენი საქართველოს საქმეებში არ ერეოდა. ასე გრძელდებოდა 1001 წლამდე, ამ წელს მან ისარგებლა რა საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის ტაოში ყოფნით ქართლის რამდენიმე ციხე დაიჭირა. 1009 წელს ბაგრატ III-მ ამ ციხეების დაბრუნება მოსთხოვა, რაზეც დავითმა უარი განაცხადა, მაშინ ბაგრატმა დიდი ლაშქრობა მოაწყო კახეთს, დავითი ჰერეთში გაიქცა. ბაგრატმა კახეთი ერთიან საქართველოს შეუერთა და თელავში ერისთავად დასვა ვინმე აბულალი. 1010 წელს დავითმა ჰერი აზნაურების დახმარებით სცადა კახეთის დაბრუნება, მაგრამ სწორედ ამ დროს უწია სიკვდილმა. ქორეპისკოპოსი გახდა მისი ძე კვირიკე III.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 972 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-05 | კომენტარი (0)

ქართველთა სამთაროს (ტაო-კლარჯეთის) მთავარი 876-881 წლებში. ბაგრატ I-ის უფროსი ძე. ვერაგულად მოკლა გუარამ მამფალის ძემ ნასრამ (დავითის ბიძაშვილი). ივ. ჯავახიშვილის აზრით მკვლელობის მიზეზი გახდა შემდეგი გარემოება: როდესაც ლიპარიტ ბაღვაში გვარამ მამფალის კუთვნილ თრიალეთს დასახლდა და თავის პატრონად და მფარველად დავით I გამოაცხადა, ნასრამ ეს ფაქტი გვარამის სახლის მფლობელობის ხელყოფად მიიჩნია და მამის შელახული უფლების აღდგენა გადაწყვიტა. მკვლელობის შემდეგ ნასრა ბიზანტიაში გაიქცა, სადაც შვიდი წელი დაჰყო. გვარამის გარდაცვალების შემდეგ (882წ.), მათი კუთვნილი სამფლობელოები ჯავახეთი, არტაანი და ტაშირი დავითის შვილებს ერგოთ. დავითის დროს აშენდა იშხანი, ისი, ხახულის მცირე ეკლესია.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1041 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-05 | კომენტარი (0)

ტაო-კლარჯეთის მეფე 923-937 წლებში. ადარნასე II-ის ძე
ქართველი დიდებულები | ნანახია: 964 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-05 | კომენტარი (0)

ტაოს მთავარი 961-1001 წლებში. 978 წელს მიიღო კურაპალატის ტიტული, 994 წელს კი - ”ქართუელთა მეფის” ტიტული. დავით III წყაროებში იხსენიება ტიტულებით: ”ტაოს მეფე”, ”მაგისტროსი”, ”კურაპალატი”, ”აღმოსალეთის დიდი კურაპალატი”, ”მეფეთა მეფე”, ”ერისთავთ-ერისთავი”, ”ქართულთა მეფე”. ფლობდა სამხრეთ ანუ იმიერტაოს, ბასიანს და მომიჯნავე სომხურ თემებს. X ს. შუა წლებში ტაოს სამეფოს საზღვარი მდ. არაქსზე გადიოდა. დავით III-ის დროს ტაოს სამეფომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირები დამყარა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებთან, აღსდგა საქართველოში არაბთა ბატონობის დროს შეწყვეტილი ქართული მონეტის მოჭრა. დავით III მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში. მისი ჩარევით დამყარდა მშვიდობა სომეხთა სამეფოში, ერთმანეთის წინააღმდეგ მებძროლ სმბატ ბაგრატუნსა და კარის მფლობელ მუშელს შორის. 979 წ. იგი დაეხმარა ბიზანტიის იმპერიას ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში. აჯანყებულებმა ბარდა სკლიაროსის ხელმძღვანელობით საფრთხე შეუქმნეს ბასილი II მაკედონელის (976-1025) ხელისუფლებას. სამეფო ლაშქარი ზედიზედ სასტიკ მარცხს განიცდიდა. ომი მთელ იმპერიას მოედო. ბასილის დედამ (შვილის მცირეწლოვანების გამო ფაქტობრივად იგი მართავდა იმპერიას) დავით III-თან ყოფილი მხედართმთავარი. უკვე ბერად აღკვეცილი, თორნიკე ერისთავი გამოგზავნა და ”წიგნები ვედრებისა” გამოატანა, სადაც მას სთხოვდნენ სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას. დავითის ლაშქარმა თორნიკე ერისთავის სარდლობით სკლიაროსი დაამარცხა, რისთვისაც დავითმა საიმპერატორო კარისგან მიიღო სამმართველოდ ”ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი” მისი სიცოცხლის მანძილზე. XI ს. ისტორიკოსის ასოღიკის ცნობით ეს ქვეყნები მდებარეობდნენ მდ. ჭოროხის სათავეებთან, მარდალიის კანტონში. დასავლეთ და აღმოსავლეთ ევფრატის ხეობაში. ნაბოძები ტერიტორიები დავითმა მაჰმადიანებისაგან გაათავისუფლა. იქ ქართველები და სომხები დაასახლა. ჩანს, დავითს იმედი ჰქონდა, რომ შემოერთებულ ქვეყნებს ერთიან საქართველოს სამეფოს უანდერძებდა. ძირითადად ამ სურვილით უნდა იყოს გამოწვეული 988 წელს მისი ლაშქრობა ბასილი II-ის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას მხარეს. 989 წელს აბიდოსთან ბრძოლაში ფოკა დამარცხდა. 990 წ. იმპერატორმა ბასილიმ დავითის დასასჯელად გამოილაშქრა. დავით III იძულებული გახდა მორჩილება გამოეცხადებინა და პირობა დაედო, რომ გარდაცვალების შემდეგ თავის სამფლობელოს ბიზანტიას გადასცემდა, თუმცა ქართლის აზნაურთა წინაშე მას ბაგრატ III ტაოს მემკვიდრედ ჰყავდა გამოცხადებული. შემდგომში ბიზანტიამ ტაოს ტერიტორიაზე ”იბერიის თემი” შექმნა. მიუხედავად პოლიტიკური მარცხისა დავითი განაგრძობდა მოკავშირეებთან (ქართველთა მეფე ბაგრატ II, სომეხთა მეფები გაგიკ I და აბასი) ერთად ბრძოლას ქართული და სომხური მიწების მაჰმადიან მფლობელთაგან განთავისუფლებისათვის. 990 წ. დავით III-მ ქ. მანასკერტი აიღო და თავის საბრძანებელს შემოუერთა. ამ ფაქტმა სამხრეთ კავკასიის მაჰმადიანი მბრძანებლები აღაშფოთა და მათ ქალაქის დაბრუნება მოითხოვეს. როდესაც მოთხოვნაზე უარი მიიღეს, ადარბადაგანის ამირა მამლანი და სხვა ამირები გაერთიანებული ლაშქრით მის წინააღმდეგ წამოვიდნენ. დავითმა დასახმარებლად მოუხმო ბაგრატ II ქართველთა ემფეს, გაგიკ სომეხთა მეფეს და აბასს, ლაშქარი ქ. ვალაშკერტში დაბანაკდა. მოწინააღმდეგეებმა შებმა ვერ გაბედეს და უკან გაბრუნდნენ. დავით III-მ 997 ალყა შემოარტყა ხლათს. 998 წ. მის წინააღმდეგ ისეთ მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქრობა მოეწყო. დავითმა გაიმარჯვა. დავით დიდის დროს აიგო ოშკის ტაძარი და ორი მცირე ეკლესია, ხახულის მთავარი ტაძარი, პარხალის ტაძარი და ორი მცირე ეკლესია. ტაოს კულტურულ ცენტრებში მწერლობის არაერთი ძეგლი ითარგმნა და გადაიწერა. დავით III დიდის მონაწილეობით განხორციელდა მისი შვილობილის ბაგრატ III-ის გამეფებისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გეგმა.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 3569 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-05 | კომენტარი (2)

დავით IV აღმაშენებელი – ძე გიორგი II-ისა, საქართველოს უდიდესი ხელმწიფე, ზეობდა 1089-1125 წლებში. უბრწყინვალესი მხედარი და მხედართმთავარი, მრავალმხრივი რეფორმატორი და ორგანიზატორი, გამეფდა 1089 წელს, მას შემდეგ რაც პროგრესულმა მოღვაწეებმა გიორგი II აიძულეს გადამდგარიყო. საქართველო მან ჩაიბარა კატასტროფულ მდგომარეობაში მყოფი. – თურქ-სელჩუკთაგან სრულიად დაქცეული და ამოწყვეტილი, ფეოდალურად დაქუცმაცებული და დაკნინებული. გამეფებისთანავე დავითმა შემოიკრიბა ქართველი პატრიოტები, შეადგინა საკუთარი ჯარი. გვარდია («მონა-სპა») და დაიწყო ბრძოლა თურქთა გასადევნად, საქართველოს გასათავისუფლებლად და გასაერთიანებლად. პარალელურად დავითი დაუნდობლად ებრძოდა განდგომილ ფეოდალებს და გაიმარჯვა კიდეც მათზე: გაანადგურა გაურჩებული კლდეკარის ერისთავები ლიპარიტ ივანეს ძე და რატი ლიპარიტის ძე, ასევე ძაგან არაგვის ერისთავი. 1099 წელს თურქთა სულთანს ხარკის გადახდა შეუწყვიტა. 1101 წელს აიღო ზედაზნის ციხე. 1103 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე გაატარა რეფორმა, რომლის ძალით, საეკლესიო თანამდებობიდან გადააყენა უღირსი სამღვდელონი. ამიერიდან სასულიეროთა და საეროთა დაწინაურება ხდებოდა არა წარჩინებულობისა და წოდებრიობის მიხედვით, არამედ მხოლოდ პირადი ღირსებების გათვალისწინებით. დაახლოებით იმავე ჟამს შექმნა დავითმა «სავაზირო» («მთავრობა»), რომელსაც სათავეში ჩაუყენა მწიგნობართუხუცესი გიორგი ჭყონდიდელი (ერისა და იმავე დროს, საერო და სასულიერო ხელისუფალი). 1104 წელს, კახეთ-ჰერეთი შემოიერთა და იმავე წელს ერწუხთან გამართულ ბრძოლაში, გაანადგურა სელჯუკები. 1110 წელს აიღო სამშვილდე და ძერნა, იმავე წელს თრიალეთში მოსპო თურქთა უზარმაზარი მხედრობა, 1115 წელს თურქებს წაართვა რუსთავი. 1116 წელს თურქთა დიდი ბანაკი გაანადგურა ტაოში, 1117 წელს აიღო გიში და ქალაძორი (შირვანში), 1118 წელს თურქები მოსპო რახსის პირას, იმავე წელს აიღო ლორე და აგარანი. 1118-1119 წლებში გაატარა სამხედრო რეფორმა: ჩრდილოეთიდან გადმოასახლა 200000 ყივჩაყი – 40000 ოჯახი; ყოველი ოჯახიდან ერთი მეომარი მუდმივ ჯარისკაცად გაამწესა; ამას გარდა ჰყავდა 5000 მონა-სპა და ქართველთა ლაშქარი, საჭიროების დროს «ქუდზე კაცის» დაძახილით. 1118 წელს დაიმორჩილა ოვსეთი, 1120 წელს გაანადგურა თურქები ბორტიასთან, იმავე წელს შირვანში აიღო: ყაბალა, ლიჟათი, ქურდევანი, ხოლო სამხრეთით გაანადგურა თურქები აშორნიას, სევგელმეჯს. რამდენჯერმე ილაშქრა სომხეთში, სპარსეთსა და სირიაში. 1121 წელს მოსპო თურქთა მხედრობა ხუნანს, ბარდავს და განძას. ამავე 1121 წლის 12 აგვისტოს გადაიხადა ყველაზე დიდი ბრძოლა – დიდგორის ომი, სადაც 56000 მეომრით სრულიად გაანადგურა მაჰმადიანთა კოალიციური 400000-ანი ურდო. ამ ბრძოლის შემდეგ საქართველო ყველამ აღიარა როგორც წინა აზიაში უძლიერესი სახელმწიფო. მომდევნო 1122 წელს გაათავისუფლა ტფილისი და სამეფო ტახტიც აქვე გადმოიტანა ქუთათისიდან. 1123 წელს აიღო დმანისი, შირვანში – გულისტანი, შაბურანი, ღასანნი, ხოზაონდტი და დარუბანდი, სომხეთში: გაგნი, ტერონაკალი, ქავაზინნი, ნორბედი, მანასგომნი, ტალინჯაქარი. იმავე წელს, თურქები გაანადგურა ჯავახეთს, კოლას, კარნიფორმას, ბასიანსა და სპერს; მას უკან, შემოიმტკიცა ანისი, ვანანდი, არარატი, ხაბანდა, არცახი, 1124 წელს ხელახლა დაიმორჩილა შირვანი – შემახია, ბირიტი, დარუბანდი. ამგვარად, დავით აღმაშენებელმა თავისი სკიპტრის ქვეშ მოაქცია და გააერთიანა კავკასიის ხალხები და შექმნა მძლავრი «კავკასიური იმპერია», რომელშიც გაშლილი იყო «ნიკოფსიიდან (ტუაპსე) დარუბანდამდე (დერბენდი) და ოვსეთიდან არეგაწამდე (სამხრეთ სომხეთი)». მის სახელმწიფოში ყველა ერი ცხოვრობდა სრული თანასწორობით, თანადგომითა და თანაძმობით, განურჩევლად მათი ტომობრივი წარმომავლობისა და რელიგიური აღმსარებლობისა. დავითი იყო დაუცხრომელი კულტურული აღმშენებლობის მოთავე თავად დიდი მწიგნობარი, მუდამ ზრუნავდა განათლებული საზოგადოების აღზრდისათვის, ახალგაზდრობას აგზავნიდა უცხოეთის კულტურულ ცენტრებში სასწავლებლად. თვითონ საქართველოში დიდი კულტურული სავანეები ააშენა. 1106 წელს დაიწყო სახელოვანი გელათის მშენებლობა. აქ დააარსა ცნობილი «გელათის აკადემია», სადაც სამოღვაწეოდ ჩამოიყვანა საზღვარგარეთ სახელგანთქმული ქართველი მეცნიერები, მწერლები, ფილოსოფოსები, მათგან – იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. აადემიები დააარსა აგრეთვე იყალთოში, გრემში, მღვიმევში. დავითს სიჭაბუკეში ცოლად შერთეს სომეხი ქალი, შეეძინა უფლისწული დემეტრე (შემდგომ დემეტრე I). პირველი ცოლის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი. მეორე ცოლად მოიყვანა გურანდუხტი, ყივჩაყთა მთავრის, ათრაქა შარაღანის ძის ასული, რომლისგანაც შეეძინა კიდევ ერთი ძე – ვახტანგი (ცუატა), და ასულნი – თამარი, კატა და თამარ მრწემი. თამარ უფროსი ცოლად ჰყავდა შირვანის შაჰს, მანუჩარ II-ს, კატა – ბიზანტიის კეისარ იოანე კომნენოსის უმცროს ძმას, ალექსის, ხოლო თამარ მრწემი – ოვსეთის მეფეს (დემეტრე I-ის დროს მისთხოვდა). ვახტანგი, დავითის საგანგებო ანდერძით, დემეტრეს უნდა აღეზარდა და თავის შემდგომ სამეფო მისთვის დაეტოვებინა. დემეტრე ამ ანდერძს არ შეასრულებს... დავითი იყო «შუენიერ ხატითა, უშუენიერეს მორთულობითა გუამისათა, შეწყობილ ანაგებითა და ახოვან ტანითა, ძლიერ ძალითა, უძლიერეს სიმახვილითა, საწადელ ღიმილითა, უსაწადლეს მჭმუნვარებითა, მადლიერ ხედვითა, საზარელ ლომებრ მკრთომელობითა». გარდაიცვალა 1125 წლის 26 იანვარს. გამეფდა 16 წლისა, იმეფა 36 წელიწადს, აღესრულა 53 წლისა. დაკრძალეს მისგანვე აგებულ გელათს, ამიერიდან ერთიანი საქართველოს მეფეთა სამარხ-სამარტვილეში. ისტორიაში დამკვიდრდა ხალხისგან შერქმეული უბრწყინვალესი ზედსახელით – «აღმაშენებელი» და ტიტულატურით – «მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შარვანშაჰ და შაჰინშაჰ და ყოვლის აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობით მპყრობელთა». მისი სახელი შერჩა ქართულ ხმალს («დავითფერული») და ქართულ დროშას («დავითიანი»). დავით აღმაშენებელს ეკუთვნის მშვენიერი პოეტური ქმნილება - «გალობანი სინანულისანი».
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1131 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-05 | კომენტარი (0)

ერთიანი საქართველოს მეფე 1346-1359 წლებში. გიორგი V ბრწყინვალეს ძე. მისი მეფობის დროს მძვინვარებდა შავი ჭირის ეპიდემია (1348 წ.). საქართველომ განიცადა აზერბაიჯანელი მონღოლების (ჩობანიდების) რამდენიმე თავდასხმა. დავით IX 1359 წელს გარდაიცვალა გუგეთში. იგი დაკრძალულია გელათში.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1132 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-05 | კომენტარი (0)

საქართველოს მეფე 1155-1156 წლებში. დემეტრე I-ის უფროსი ძე. იმეფა ექვსი თვე. დემეტრე I-ს ორი ვაჟი ჰყავდა – დავითი და გიორგი. მემკვიდრეობითი წესით მეფობა მამის შემდეგ უფროს ვაჟს, დავითს, უნდა მიეღო. მაგრამ დემეტრე იყო “მარჩეველი ძისა უმცროსისა” გიორგისა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ თავის მემკვიდრედ დემეტრე გიორგის აცხადებდა და სამეფო ტახტსაც უმზადებდა. დავითმა, როგორც ჩანს, კარგად დაინახა, რომ თუ იგი აქტიურ მოქმედებაზე არ გადავიდოდა, ტახტს არავინ მიართმევდა. მან დაიწყო მზადება შეთქმულებისთვის, რაც მიზნად დემეტრეს ჩამოგდებას ისახავდა, მაგრამ ეს გამოსვლა მეფეს ადვილად ჩაუხშვია. თუმცა დემეტრეს აჯანყების მოთავენი არ დაუსჯია. ეს ამბავი დაახლოებით 1150 წელს უნდა მომხდარიყო. პირველ მარცხს დავითი არ შეუშინებია, მან ახალი აჯანყება მოუწყო მამას. ტახტიდან ჩამოაგდო იგი, ბერად აღკვეცა და დავით-გარეჯის მონასტერში გაგზავნა (1155წ.). დემეტრეს ჩამოგდებას ტახტიდან, მისი მომხრეებისა და მოხელეების გადაყენება მოჰყვა. დავითმა ორბელებს ამირსპასალარობა წაართვა და მამამისის მიერ დატყვევებულ და მის მიერ განთავისუფლებულ თირქაშ აბულეთის ძეს გადასცა. დავითის ამ ღონისძიებებმა მოწინააღმდენგეთა მრავალრიცხოვანი წრე შექმნა, რომლებიც თავს იყრიდნენ მისი ძმის, გიორგის გარშემო. დავით-გარეჯში ბერად აღკვეცილ დემეტრესაც საიდუმლო კავშირი ჰქონდა გაბმული მათთან. დავით V გამეფებიდან ექვს თვეში გარდაიცვალა. ქართველი მემატიანე მოკლედ გადმოგვცემს ამ ამბავს: “დასუეს მეფედ ძე მისი დავით. იმეფა ექუს თუე და მოკუდა”. სომეხი ისტორიკოსი მხითარ გოში დავითის სიკვდილს ორბელებს აბრალებს. მეორე სომეხი ისტორიკოსი ვარდანი კი პირდაპირ მიუთითებს მის მკვლელებს – სუმბატ და ივანე ორბელებს. ეს ამბავი1156 წელს მოხდა. ამის შემდეგ დემეტრე I დაბრუნდა თბილისში და თავისი უმცროსი ძე გიორგი გაამეფა (გიორგი III). ხოლო ორბელებმა, ალბათ, ამ სამსახურის ფასად კვლავ დაიბრუნეს ამირსპასალარობა. დავით V-ს მცირეწლოვანი ძე დემნა დარჩა. მისი სიკვდილის შემდგომ იგი აღსაზრდელად ორბელებს ჩააბარეს. მოგვიანებით, 1177 წელს, დემნა ბატონიშვილმა სამეფო ტახტი მოითხოვა, რასაც გიორგის წინააღმდეგ დიდი აჯანყება მოჰყვა - რომელიც მარცხით დამთავრდა და მეფე გიორგი III დაუნდობლად გაუსწორდა მის მოთავეებს.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 837 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-05 | კომენტარი (0)

$smenu_1$
სიახლის დამატება