AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები

სულ კატალოგში მასალაა: 229
ნაჩვენებია მასალა: 31-40
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 ... 22 23 »

ქრისტეს შობამდე IV საუკუნეში, ქართლის მთავარ ქალაქში მცხეთაში იჯდა მამასახლისი სახელად სამარა. ამ დროს საქართველოს პონტოდან დიდძალი ლაშქარით შემოესია სარდალი აზო, ტომით პონტოელი ქართველი. მან დაიპყრო მცხეთა, ხოლო სამარა და მისი ძმა მიტრიდატი სიკვდილით დასაჯა. აზოს მბრძანებლობა შეუბრალებლობითა და სისასტიკით გამოირჩეოდა. ქართველები მზად იყვნენ მისი ბატონობის წინაშე გაელაშქრათ, თუმცა ელოდნენ გმირს, რომელიც მათ სათავეში ჩაუდგებოდა. ასეთი გმირი მალევე გამოჩნდა. ეს გახლდათ სამარას ძმისწული ფარნავაზი, რომელიც დედამ აზოს შიშით ოვსეთში გადამალა და იქ იზრდებოდა. ერთ დღეს სანადიროდ წასულმა ფარნავაზმა გამოქვაბულში დამალულ დიდძალ განძს მიაგნო. სამ დღეში ჩუმად გამოზიდა ოქრო–ვერცხლი გამოქვაბულიდან და ოჯახის დახმარებით საიდუმლო ადგილას დამარხა. ამის  შემდგომ ფარნაოზი დიდი ქონებით ეწვია კოლხეთის მამასახლის ქუჯის. ქუჯი დაპირდა მას დახმარებას აზოს წინააღმდეგ ბრძოლაში. ორი გმირი მალევე შეუდგა მძადებას და ლაშქრის მოგროვებას საქართველოს გასათავისუფლებლად. მათ შეაგროვეს კოლხეთში დიდი ლაშქარი, დაიქირავეს ოსები და ლეკები, მოიწვიეს ქართლელები და მიიმხრეს ნაწილი მაკედონელთა ჯარისა. ბრძოლა გაიმართა ქაჯთა ქალაქის მახლობლად. ქართველთა ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა მტრის ურიცხვი არმია, ხოლო თვით აზო ამ ბრძოლაში დაიღუპა. საქართველოში დაარსდა მეფობა და მის პირველ მეფედ ქართველებმა აღიარეს გმირი ფარნავაზი. ფარნავაზი შეუდგა საქართველოში დიდ აღმშენებლობით საქმიანობას. გაამაგრა სატახტო ქალაქი მცხეთა და მის ახლოს ააგო ახალი კერპი არმაზი. მეფემ აღადგინა მტრის მიერ შემუსრული მრავალი ქალაქი და ციხე–სიმაგრე. ააშენა შორაპნისა და დიმის ციხე, ხოლო ქუჯიმ ეგრისის ცენტრში ააგო ციხე–გოჯი. ძვწ. აღ. IV-III საუკუნეთა მიჯნაზე ფარნავაზმა განახორციელა ყველაზე დიდი კულტურული ღონისძიება ( შექმნა მწიგნობრობა ქართული), რომელიც დაფუძნებული იყო ქართულ ანბანძე. მან კიდევ უფრო შეავსო და დახვეწა ქართული ანბანი. ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო საქართველოში ხელოვნებისა და მრეწველობის განვითარებას. მეფე ფარნავაზი გახდა ქართველთა პირველი გამაერთიანებელი და ფარნავაძიანთა დინასტიის დამაარსებელი. ქრისტეს შობამდე II საუკუნეში მეტად გაძლიერდა რომის იმპერია. მან დაიპყრო მთელი დასავლეთ და სამხრეთ ევროპა, ასევე მცირე აზიის დიდი ნაწილი მათ შორის პალესტინა სპარსეთი, მესოპიტამია. ამ დროს საქართველო ოთხი სამეფოსაგან შედგებოდა: პონტო, კოლხეთი, იბერია ანუ ივერია და ალბანეთი. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად რომის მძლავრმა იმპერიამ თავის ბატონობის ქვეშ საქართველოც მოაქცია.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 2368 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-24 | კომენტარი (0)

საქართველოს უძველესი ისტორია იწყება კოლხეთიდან, რომელიც წარმოადგენდა დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს. “ოქროს ქვეყანად წოდებული” კოლხეთის სატახტო ქალაქი იყო ქუთაისი. კოლხეთს მართავდა მზე-ჰელიოსის ძე - აიეტი. აიეტის და - პასიფაე გახლდათ კრეტის სახელგანთქმული მბრძანებლის მინოსის ცოლი. აიეტს სამი შვილი ჰყავდა ტახტის მემკვიდრე - აფსირტე და ორი ასული ქალკიოპე და მედეა. საბერძნეთი კოლხეთის მოკავშირე და მეგობარი სახელმწიფო იყო. საბერძნეთიდან სიკვდილს გამოექცა უფლისწული ფრიქსე და აიეტს თავშესაფარი სთხოვა. ძღვნად კი ოქროსმატყლიანი ვერძი მიართვა. აიეტმა გულთბილად მიიღო ფრიქსე და თავის უფროსი ქალი – ქალკიოპე შერთო ცოლად. ოქროს ვერძი მისი ბრძანებით კოლხმა ქურუმებმა ღრუბელთა ბატონს შესწირეს და მისი ტყავი, შემდგომში ოქროს საწმისად წოდებული, ცადატყორცნილ მუხაზე დაჰკიდეს. ოთხი ვაჟი ჰყავდათ ქალკიოპეს და ფრიქსეს. მამის სიკვდილის შემდგომ, მათ ზურგი აქციეს კოლხეთს და ვითომდა მამულის დასაპატრონებლად საბერძნეთში წასვლა გადაწყვიტეს. აიეტმა ხომალდი მისცა შვილიშვილებს, მაგრამ ზღვაზე ამოვარდნილმა ქარტეხილმა გემი ერთიანად დალეწა, ფრიქსეს ვაჟები კი არეტიადის კუნძულზე გარიყა.
    ზღვის და მიწის ბედისწერამ სწორედ ამ კუნძულზე მოიყვანა საბერძნეთიდან წამოსული გემი “არგო” ორმოცდაათი “არგონავტელით”. გმირებს სათავეში ედგათ თესალიის ქალაქ იოლისკოს უფლისწული იასონი.  არგონავტები კოლხეთში მიდიოდნენ საიდანაც საბერძნეთში უნდა წაეღოთ ოქროს საწმისი - სიმბოლო ქვეყნის სიმდიდრისა და სიმძლავრისა. იმ შემთხვევაში თუ იასონი ვერ შეასრულებდა ამ დავალებას, იგი ვერ მიიღებდა იოლისკოს სამეფო ტახტს, რომელიც მის ბოროტ ბიძას პელიასს ჩაეგდო ხელში.
    ფრიქსეს ვაჟები მიუძღვნენ არგონაველებს კოლხეთის მიწაზე. აიეტმა სიხარულით მიიღო სტუმრები და გულუხვად გაუმასპინძლდა. მედეას - აიეტის უმცროს ქალიშვილს და იასინს ძლიერ შეუყვარდათ ერთმანეთი და მოკავშირეები გახდნენ. მედეა გახლდათ ბრძენი მკურნალი, ასტროლოგი, გულთმისანი და წინასწარმეტყელი. მის სახელს უკავშირდება მედიცინის წარმოშობის ისტორია. იასონმა აიეტს გაანდო თავის სურვილი ოქროს საწმისის შესახებ, რამაც ძლიერ განარისხა კოლხეთის ბრძანებელი. იასონს დავალება მისცა და მისი შესრულების შემთხვევაში ოქროს საწმისს დაპირდა. დავალების შესრულებაში იასონს მედეა დაეხმარა და ოქროს საწმისი მოატაცებინა. მედეას კოლხეთში აღარ დაედგომებოდა და იასონს საბერძნეთში გაჰყვა. უცხოობში მისი ბედი უკუღმა დატრიალდა და მისი სახელი სასტიკი შურისძიების ანალოგად იქცა ისტორიაში. არ არის ცნობილი როგორ დაასრულა სიცოცხლე ჩვენთვის ცნობილმა “პირველმა ქართველმა ქალმა”, თუმცა აიეტის “პირველი ქართველი მეფის” აღსასრულს გვამცნობს მის საფლავის ქვაზე ამოტვიფრული ეპიტაფია: “აიეტი ოქრომრავალ კოლხთა მეუფე, აქ გააპატიოსნა ღმერთმა ყოვლისდამთრგუნველმა ბედისწერამ”.
   ძველი წელთაღრიცხვით XIII საუკუნეში, დღევანდელი არზრუმისა და სამხრეთ ტერიტორიებზე შეიქმნა ძლიერი ქართული ტომობრივ-სახელმწიფოებრივი გაერთიანება - დიაოხი, რომელიც ექვსასი წელი იგერიებდა ასურეთისა და ურარტუს შემოტევებს. ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში დიაოხი დაიპყრო სამხრეთ–დასავლეთ ქართველთა ახალმა მძლავრმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ კოლხამ_ კოლხეთმა. ახლა კოლხეთსა და ურარტუს შორის გაჩაღდა ომი. მალევე ორივე სახელმწიფო დაეცა. ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე მერვე საუკუნეებში, სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში, ქართლის ტომებმა სასპერებმა ანუ იბერებმა, შექმნეს სპერის სამეფო. ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნეში კიროსმა საფუძველი დაუდო სპარსეთის სახელმწიფოს, რომლებმაც მალევე დაიპყრეს მიდია, ლიდია, მესოპოტამია, დასავლეთ წინა აზია, ეგვიპტე და ბოლოს ცენტრალური აზია ინდოეთამდე. ქართველებიც აქემენიანთა სამბრძანებლო საზღვრებში მოექცნენ. დასავლეთ საქართველომ ჭოროხიდან კავკასიონამდე ახალი ცხოვრება განაგრძო. შეიქმნა ახალი ეგრისის ანუ კოლხეთის სამეფო. შავი ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთით დაარსდნენ სავაჭრო  და კულტურული ცენტრები: სინოპი, ტრაპეზუნტი, ფასისი (ფოთი), დიოსკურია (სოხუმი).
  იმავე მეექვსე საუკუნეში აღმოსავლეთ და სამხრეთ ქართველთაგან შეიქმნა ქართლის ანუ იბერიის სამეფო. მისი სატახტო ქალაქი გახდა მცხეთა. ქართველთა ცხოვრება თითქოს კალაპოტში ჩადგა, თუმცა მრავალმხრივი შემოსევები და სისხლიანი ბრძოლები კვლავაც მრავალ საუკუნეს გრძელდებოდა. ძველი წელთაღრიცხვის 334 წელს გამოჩნდა უძლველი დამპყრობელი, მაკედონიის ახალგაზრდა მეფე ალექსანდრე, რომელმაც მთლიანად დაიპყრო მცირე, შუა და ცენტრალური აზია, ბოლოს კი ინდოეთის დიდი ნაწილიც. ქართველები კი მაშინდელი მსოფლიოს ყველაზე დიდი დამპყრობლის მბრძანებლობასაც გადაურჩნენ. ალექსანდრეს სიკვდილის შემდგომ მისი იმპერია მრავალ სახელმწფოდ დაიშალა. მათ შორის ყველაზე ძლიერი გახლდათ პონტოს სახელმწიფო, რომელიც ძირითადად ქართული ტომებით იყო დასახლებული.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 2426 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-24 | კომენტარი (0)

ქართლის მეფე ვახტანგ VI საკმაოდ რთულ პირობებში უწევდა მოღვაწეობა. ორი დიდი იმპერია: ირანი და ოსმალეთი დიდ საფრთხეს უქმნიდა საქართველოს მომავალს. საჭირო იყო ენერგიული ბრძოლა ქართველობისათვის.

ვახტანგის თაოსნობით ჩამოყალიბდა კულტურულ-პოლიტიკურ მოღვაწეთა ძლიერი დასი, რომელშიც დამპყრობელთა წინააღმდეგ ენერგიული იდეური ბრძოლა წამოიწყო. მათ მიზნად დაისახეს ქართველ ხალხში ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება და ქვეყნის მომზადება ახალი გადამწყვეტი ბრძოლისათვის. ამ საქმიანობაში ვახტანგს გვერდით ედგა მისი აღმზრდელი და თანამებრძოლი სულხან-საბა ორბელიანი.

ვახტანგ VI -მ პოლიტიკური მოკავშირის ძიება დაიწყო ევროპაში. ფრანგი მისიონერები იმ პერიოდის საქართველოში მრავლად იყვნენ. მათი მეშვეობით საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს აქვს ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ვახტანგ VI- მ გადაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება საფრანგეთთან. სწორედ ამ მისიით 1713 წელს იანვარში სულხან-საბა გაემგზავრა საფრანგეთში. 1714წ იგი მარსელში ჩავიდა. აქ იგი შეხვდა ქალაქის მერს - შარლ კუსტანს და გალერებისა და ვაჭრობის ინტენდანტ პიერ დ არნუსთან. წამოაყენეს საკითხი საფრანგეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების დამყარების შესახებ.

1714 წლის აპრილში სულხან-საბას უკვე ჰქონდა პირველი აუდიენცია მეფე ლუი XIV-სთან. მას დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია საფრანგეთის სამეფო კარზე.

ლუი XIV-ს წარედგინა მემორანდუმი, რომელშიც გადმოცემული იყო საქართველოსა და საფრანგეთს შორის მომავალი ურთიერთობის პერსპექტივები. ქართველი პოლიტიკოსები მზად იყვნენ ხელი შეეწყოთ კათოლიკობის გავრცელებისთვის საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში, ასევე მზად იყვნენ დაემყარებინათ სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა საფრანგეთსა და ევროპის ქვეყნებთან. მემორანდუმში ვრცლად იყო განხილული საკითხი ევროპიდან აზიაში მიმავალი სავაჭრო გზის შესახებ, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაევლო. ეს გზა იქნებოდა ყველაზე მოკლე და ყველაზე მომგებიანი.

სულხან-საბამ პარიზში ყოფნისას რომის პაპისაგან მიიღო მეფე ლუი XIV-ისადმი გადასაცემად წერილი,რომელშიც რომის პაპი კლიმენტი XI მოუწოდებდა საფრანგეთის “უავგუსტოეს“ ხელმწიფეს თავის მფარველობაში მიეღო საქართველოს მეფე და ხელი შეეწყო მისი საქართველოში ქრისტიანობით დაბრუნებისთვის. ეს წერილი სულხან-საბამ საფრანგეთის მეფეს გადასცა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. საქმე იმაში იყო, რომ 1714 წ. პარიზში ჩავიდა ირანის ელჩი მუჰამედ რეზა, რამაც უთუოდ შეაფერხა ამ საკითხის საქართველოსათვის ხელსაყრელად გადაჭრა.

1715 წ. სექტემბერში ლუი XIV მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებული ყველა საკითხი შეჩერდა. 1716 წელს სულხან-საბა საქართველოში დაბრუნდა.

ევროპიდან დახმარების იმედი ვახტანგ VI-ს გადაეწურა. იგი იძულებული გახდა ტახტის შესანარჩუნებლად ფორმალურად მიეღო მაჰმადიანობა.


„მუსლიმანი მეფეების“ ეპოქაში გამრავლდნენ კათოლიკე მისიონერები საქართველოში. მათ საკმაოდ გულთბილად ხვდებოდნენ, აძლევდნენ თავისუფალი პროპაგანდისა და ვაჭრობის უფლებას. კათალიკოსი დომენტი იმაზეც თანახმა იყო, რომ პაპის უზენაესობა ეცნო და რომის ტაძრისათვის დაეკრა თავი, ხოლო სულხან-საბა აშკარად გადავიდა “ფრანგულ“ სარწმუნოებაზე.

როგორც მ. ქავთარია აღნიშნავს, „სამეცნიერო ლიტერატურაში საბას გაკათოლიკების თარიღის შესახებ ერთსულოვნება არ სუფევს. ეს შეიძლება იმითაც იყოს გამოწვეული,  რომ ქართულ წყაროებს არავითარი ცნობა არ დაუცავს ამის შესახებ. ეს უთუოდ სიმპტომატურია. მხოლოდ ლათინური წყაროებია შემორჩენილი და მათი გაგება-კვალიფიკაციაც სხვადასხვანაირია.
მიხეილ თამარაშვილის მონაცემების მიხედვით, საბას გაკათოლიკების ოთხი თარიღი ჩანს: 1687, 1692, 1694, 1701“

"თამარაშვილისეული ინფორმაციასიმართლეს არ შეეფერება,რადგან:

1.1698წელს სულხან-საბა უკვე მონაზონია

2.სულხან-საბა მონაზვნად შედგა დავით გარეჯის მონასტერში,უდავოა იქ სხვა აღმსარებლობის ადამიანს არც მიიღებდნენ და ვერც მივიდოდა“


სულხან-საბას ელჩობის მთავარი მიზანი ირანში მყოფი ვახტანგის გამოსახსნელად ევროპის სახელმწიფოთა დახმარების მიღება იყო. იგი რომის პაპს შაჰის წინაშე შუამდგომლობას და ფულად დახმარებას თხოვდა. ეს ფულიც იმავე მიზნისთვის იყო საჭირო, რათა შაჰის კარი მოექრთამათ ვახტანგის დასახსნელად. პარიზში კი შორეული ქრისტიანი მეფის ბედი სრულებითაც არ აწუხებდათ. მაშინ საფრანგეთის მთავრობას აღმოსავლეთში ირანისა და თურქეთის ბაზრები აინტერესებდა. ირან-საფრანგეთის 1707 წლის სავაჭრო ხელშეკრულების რატიფიკაცია წინასწარ გამორიცხულა საბას ელჩობის წარმატებას ლუი XVI-ის კარზე.

ტუხაშვილი ლ; პოლიტიკური ვითარება XVIIIს. I ოცეულში; საქართველოს ისტორიის ნარკვევები IV; თბ; 1973წ.

ცნობილი ქართველი მოღვაწის, მწერლის, მეცნიერისა და დიპლომატის სულხან-საბა ორბელიანის დიპლომატიური მისია ევროპაში და მისი შედეგები ისტორიკოსებისათვის დღემდე კვლევის საგანია. ამ ელჩობას საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა საკითხი საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ-დასავლეთ ევროპა, თუ რუსეთი.

ფრამგი ჟან რიშარი, რომელიც საფრანგეთიდან აღმოსავლეთის ქვეყნებში სამისიონერო მოღვაწეობისათვის ჩამოვიდა, გაეცნო ქართლში ქრისტიანული რელიგიის მდგომარეობას, დარწმუნდა ვახტანგისა და სულხან-საბას რწმენის სიმტკიცეში და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თუ რომი და პარიზი ფიქრობდნენ კათოლიციზმის გავრცელებას აღმოსავლეთში საქართველოზე უკეთეს დასაყრდენს ვერ ნახავდნენ. სწორედ ჟან რიშარის დიდი ხელშეწყობით სულხან-საბა გაემგზავრა ევროპაში.

სულხან-საბა ლუი XIV – სთან მიდიოდა კონკრეტული პროექტით, რომლის თანახმადაც კათოლიკური სარწმუნოება შეიძლებოდა გავრცელებულიყო მჭიდროდ დასახლებულ დაახლოებით 24 პროვინციასა და მრავალ მეზობელ სამფლობელოში. მაგრამ ამისთვის აუცილებელი იყო ვახტანგის დაბრუნება სპარსეთიდან საქართველოში გამაჰმადიანების გარეშე. სულხან-საბა ითხოვდა საქმეში საფრანგეთის ელჩის ჩარევას. სულხან-საბა საფრანგეთის მეფეს სთხოვდა ფულს, რომელიც აუცილებელი იყო ვახტანგის განსათავისუფლებლად. “300 ათასი ეკიუ აუცილებელია და საკმარისი“- ეწერა პროექტში.

დ. კაჭარავა;

სულხან-საბა ორბელიანის დიპლომატიური მისია ევროპაში (1713-16); ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები. ტ II. თბ; 1998წ.

ქართველი დიდებულები | ნანახია: 1619 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-23 | კომენტარი (0)

ლუი XV დე ბურბონი (ფრანგ. Louis XV de Bourbon ) (დ. 15 თებერვალი 1710, ვერსალი, საფრანგეთი – გ. 10 მაისი 1774, ვერსალი, საფრანგეთი) - საფრანგეთის და ნავარის მეფე 1715-1774 წლებში.
ფრანგი დიდებულები | ნანახია: 1297 | დაამატა: Iamhistory | თარიღი: 2009-03-23 | კომენტარი (0)


  • დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია.
  • ფეხზე წამოდგომის მსურველს იშვიათად უჭერს ვინმე მხარს, იმას კი, ვინც დასაცემად გამზადებულია, ხელს ბევრნი ჰკრავენ.
  • ნამდვილი სარდალი გონებით იმარჯვებს და არა მახვილით.
  • სარდალს, რომელიც ბრძოლის დაწყების წინ რეზერვებსა და მაშველ ძალაზე ფიქრობს,უკვე წაგებული აქვს ბრძოლა.
  • ცხვრების ჯარი, რომელსაც მეთაურად ჰყავს ლომი, ყოველთვის დაამარცხებს ლომების ჯარს, რომელსაც მეთაურად ცხვარი ყავს.
  • იცით რა მაოცებს ყველაზე მეტად? ის, რომ რაც უნდა ეცადო, ძალმომრეობით ვერაფერს შექმნი და ვერც ვერაფერს დაამტკიცებ. ქვეყნად ორად ორი ძალა მეგულება: ხმალი და გონება.საბოლოოდ გონება მუდამ სჯობნის ხმალს.
  • გვარდია კვდება,მაგრამ არ ნებდება(ისტორიული სიტყვები,თქმული ვატერლოოს ბრძოლისას)
  • ბრძოლის ველზე მალე ბერდებიან, მე კი იქიდან მოვდივარ.
  • არასდროს შეუშალოთ ხელი თქვენს მტერს შეცდომის დაშვებაში.
  • შეუძლებელია შეძრწუნების გარეშე გაიხსენო ეს ბუმბერაზი(რუსეთი), რომელსაც ვერ შეუტეთ ვერც ფლანგებიდან, ვერც ზურგიდან, თვითონ კი დაუსჯელად გესხმის თავს საიდანღაც, ან იხევს უკან, ყინულეთში, სიკთდილისა და კაეშნის წიაღში. ეს ხომ არაა ის მითიური ანტეოსი, რომელსაც ვერანაირად ვერ დაამარცხებ, თუ ხელს არ ჩაავლებ, არ ასწევ და ჰაერში არ გაგუდავ? მაგრამ ვინ იზამს ამას? სადღა ნახავ ჰერაკლეს?
  • რუსეთის გენერლებს შორის ყველაზე მეტად ერთი მაფიქრებს.ესაა ბაგრატიონი.
  • სიტყვა "შეუძლებელს" მხოლოდ სულელების ლექსიკონში იპოვით.
  • საომარი მოქმედებების ადგილი არის გენერალის ჭადრაკის დაფა, სწორედ მისი არჩევა ავლებს მხედართმთავრის ნიჭს ან უგუნურობას.
  • რა არის სიყვარული? -ვნება,რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელს დედამიწას, ხოლო მეორეზე- მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს.
  • ამაყ ადამიანებს სხვათა სიამაყე სძულთ.
  • ერთსა და იმავე მტერს არ უნდა ეომო ზედმეტად ხშირად- იგი ისწავლის ყოველ შენს საბრძოლო ფანდს.
  • ამ პირამიდებიდან ჩვენ 40 საუკუნე გადმოგვყურებს.
  • რელიგია - ეს არის ის, რაც აბრკოლებს ღარიბებს, დახოცონ მდიდრები.
  • გაჩერება შეიძლება მაღლა ასვლისას, მაგრამ არა ვარდნის დროს.
  • ვისაც მლიქვნელობა შეუძლია, მას არც ცილისწამება გაუჭირდება.
  • დამარცხებული მტერი ის მტერია, რომელზეც გადაბიჯება შეიძლება.
  • საზოგადოებრივი აზრი - ეს არის ქუჩის ქალი.
  • შემთხვევას ზედმეტ სახელად ჰქვია ,,განგება
  • ათას ხიშტზე მეტად სამი გაზეთის მეშინია.
  • მე რომ თავის დროზე ტალიერანი და ფუშე ჩამომეხრჩო, ტახტზე დავრჩებოდი.
  • მე ხმალს ქარქაშში მხოლოდ მაშინ ჩავაგებ, როცა ყველაფერი დამთავრდება.
  • სიყვარული სისულელეა, რომელსაც ორი ადამიანი სჩადის.
  • მე ჩემი ხმალი გამიკვლებს გზას.
  • ტაქტიკის ან საინჟინრო და საარტილერიო საქმის შესწავლა თითქმის ისევე შეიძლება, როგორც გეომეტრიისა.
  • საზოგადოება რელიგიის გარეშე იგივეა, რაც ხომალდი კომპასის გარეშე.
  • ჯარისკაცებო, ისწავლეთ ღირსეულად სიკვდილი.
  • კავკასიიდან და საქართველოდან გატაცებული მონების ბრბოები ჩაგრავენ მსოფლიოში უმშვენიერეს მხარეს –ეგვიპტეს. მაგრამ ყოვლად ძლიერმა ღმერთმა, ქვეყნის მეუფემ, ინება მათი განადგურება, მოვედი, რათა მისი სურვილი აღვასრულო.
  • რატომ არ მაქვს მე ტირილის უფლება
  • იტალია უკვე დაკარგულია, ჩემი გამარჯვების ყველა ნაყოფი დაკარგულია! უნდა წავიდე, უნდა ვუშველო საფრანგეთს.
  • ჩემი უკანასკნელი სურვილია: დამმარხეთ მე სენის ნაპირას, ფრანგ ხალხთა შორის, რომელიც მე ესოდენ მიყვარდა.
  • სიყვარული რიგითი ადამიანისთვის ცხოვრებაა, ჯარისკაცისთვის — გართობა, მეფისათვის კი ანკესზე წამოსაგები საშუალება.
  • სულელები საუბრობენ წარსულზე, ჭკვიანები- აწმყოზე, ხოლო ბრიყვები- მომავალზე.
  • იყო პატიოსანი- ეს ყველაზე საიმედო საშუალება იმისათვის, რომ დარჩე ღარიბი.
  • მინისტრს გული მხოლოდ ტვინში უნდა ჰქონდეს.
  • მე გავაკეთე ყევლა შესაძლო გათვლა- დანარჩენზე ბედისწერა იზრუნებს.
  • კიბო–ეს ვატერლოოა, კუჭში დაბუდებული.
ფრანგი დიდებულები | ნანახია: 1389 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-20 | კომენტარი (3)



დაიბადა 23 აგვისტოს 1754 წელს ვერსალში გარდაიცვალა 21 იანვარს პარიზში. საფრანგეთის მეფე 1774-1792 და ნავარის მეფე 1774-1789 წლებში


ფრანგი დიდებულები | ნანახია: 1647 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-20 | კომენტარი (1)


ანრი II
დაიბადა მარტში 1519 წელს სენ-ჟერმან-ან-ლაიში საფრანგეთში გარდაიცვალა 10 ივლისს 1559 წელს პარიზში. საფრანგეტის მეფე 1547-1559 წლებში


ფრანგი დიდებულები | ნანახია: 1148 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-20 | კომენტარი (0)

ანრი IV დე ბურბონი „დიდი“ (დ. 13 დეკემბერი, 1553 – გ. 14 მაისი, 1610) — ნავარის მეფე 1572-1610 და საფრანგეთის მეფე 1589-1610 წლებში.

როგორც ჰუგენოტი, ანრი 1589 წელს საფრანგეთის ტახტზე ასვლამდე რელიგიურ ომებში იყო ჩართული. 1598 წელს მის წყალობით დადებული ნანტის ედიქტი პროტესტანტების რელიგიის თავისუფლების გარანტი გახდა, რამაც საფრანგეთში სამოქალაქო ომს მოუღო ბოლო. გამეფების შემდეგ მან რწმენა კალვინიზმიდან კათოლიკობაზე შეიცვალა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საფრანგეთის მეფე, როგორც მისი მმართველობის პერიოდში, ასევე შემდეგაც, ანრი მის მიმართ დაქვემდებარებული სუბიექტების კეთილდღეობაზე ზრუნავდა და იმ დროისთვის უჩვეულო რელიგიურ ტოლერანტობას იჩენდა. მეტსახელად „ანრი დიდს“ საფრანგეთში ხანდახან „კეთილ მეფე ანრის“  ან „მწვანე გალანტს“ უწოდებენ (მუდმივი მექალთანეობის გამო). მისი სახელი დაერქვა ასევე ანრი IV-ს სტილის არქიტექტურას, რომელსაც ის პატრონობას უწევდა. პარიზის მრავალი ღირსშესანიშნაობა ანრი IV-ის აგებულია, მათ შორის ახალი ხიდი  ვოგეზთა სასახლე და ლუვრის დიდი გალერეა. ის მოკლა ფანატიკოსმა კათოლიკე ფრანსუაზ რავაიაკმა.




ანრი IV-ის მკვლელობა

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გაბრიელა დ'ეტრე იყო ანრის ფავორიტი. 1594 წელს მათ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც კეისარი დაარქვეს. ანრიმ ის კანონიერად სცნო და დაიწყო მარგარიტა ვალუასთან განქორწინების პროცესი. მათ კიდევ ორი შვილი ეყოლათ, მაგრამ გაბრიელამ მეფის განქორწინებამდე ვერ იცოცხლა, ის 1599 წელს გარდაიცვალა.

გაბრიელას სიკვდილიდან შვიდ თვეში მან მიიღო განქორწინება და 1600 წლის დეკემბერში ცოლად მარია მედიჩი მოიყვანა. ამავე დროს მას ახალი ფავორიტი გამოუჩნდა, ანრიეტა დ'ანტრაგი. 1601 წელს ორივე ქალს ვაჟი შეეძინა. ანრიეტას და ანრის სასიყვარულო კავშირი იმანაც არ დაარღვია, რომ 1604 წელს ანრიეტას მამა აქტიურ მონაწილეობას იღებდა მეფის წინააღმდეგ ბრძოლაში. ანრიეტა გამოირჩეოდა დაუოკებელი პატივმოყვარეობით. ამან მეფეს და დედოფალს შორის ურთიერთობა უაღრესად გაამწვავა. მათი კავშირი მხოლოდ 1609 წელს დასრულდა, როდესაც ანრი კონეტაბლის 14 წლის ქალიშვილით მოიხიბლა.

ამავე წელს ანრიმ ავსტრიასთან საომრად აქტიური მზადება დაიწყო, მაგრამ 1610 წელს მეფე არსენალში მიდიოდა ახალი იარაღის სანახავად. ძალიან ცხელი დღე იყო, კარეტა გზაში შეყოვნდა, ამ დროს კი ბორბალზე ვიღაც ამოძვრა და დანა გაუყარა ანრის. სიკვდილი წამიერი იყო. მკვლელი კათოლიკე ფანატიკოსი რავალიაკი აღმოჩნდა.

სრული ინფორმაციის გასაგებად შედით სრულიადში
ფრანგი დიდებულები | ნანახია: 1592 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-20 | კომენტარი (0)


კარლოს I დიდი — ფრანკთა მეფე 768 – 814 წლებში, ლომბარდთა 774-დან, და დასავლეთის იმპერიის განმაახლებელი. მისი ორმაგი როლი, როგორც იმპერატორისა და ფრანკთა მეფისა ისტორიულად აკავშირებს წმინდა რომის იმპერიულ კლანს, ფრანკთა სამეფოებსა და გვიანდელ გერმანიას. ამჟამად ფრანგებიც და გერმანელებიც კარლოს დიდს მათი ქვეყნების დამფუძნებელ ფიგურად მიიჩნევენ.

კარლოს დიდის დაბადების თარიღად 742 წლის 1 აპრილს მიიჩნევენ, თუმცა ამაზე რამდენიმე ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრება არსებობს. ეს თარიღი ეფუძნება რიცხვს, რომელიც მიღებულია მისი გარდაცვალების დღიდან მისი ასაკის წლების გამოკლებით. თუმცა წელი 742 წინ უსწრებს კარლოს დიდის მშობლების ქორწინების თარიღს (749) და არ არსებობს საბუთი იმისა, რომ კარლოს დიდი ქორწინების გარეშე დაბადებულიყოს. სხვა წყაროებში მის დაბადების თარიღად მოხსენიებულია 747 წლის 1 აპრილი, რაც აღდგომის დღესასწაულს ემთხვევა და უფრო დიდი იმპერატორის პატივისცემის ნიშნად უნდა იყოს მიჩნეული, ვინემ მის ფაქტიურ დაბადების თარიღად. სავარაუდო თარიღებია ასევე 747 წლის 15 აპრილი ან 748 წლის 1 აპრილი, ხოლო ადგილად კი -- გოტინგი.

კარლოს დიდი თავდადებული კათოლიკე იყო; ახლო ურთიერთობა ჰქონდა რომის პაპთან და 772 წელს პაპი ადრიანე I დამპყრობთაგან იხსნა საკუთარი ჯარებით. სურათზე პაპი კარლოს დიდს დახმარების ხელს სთხოვს რომის მახლობლად შეხვედრისას

შარლი (გერმ. კარლი) უფროსი ვაჟი იყო პიპინ III "მოკლესა" (714 – 786, მეფობდა 751 – 768) და მისი მეუღლის ბერტრადა დე ლაონისა (720 – 783); ის იყო ძმა ლედი ბერტასი, როლანდის დედის.

პიპინის გარდაცვალების შემდეგ სამეფო გაიყვეს კარლოს დიდმა და მისმა ძმამ, კარლომანმა. კარლოს დიდმა მიიღო სამეფოს გარე ნაწილები, ზღვის გასწვრივ, ნოისტრია, აკვიტანია და ავსტრაზიის ჩრდილო ნაწილი, ხოლო კალრომანმა მიიღო ქვეყნის შიდა ნაწილები, იტალიის მოსაზღვრედ.


სრული ინფორმაციის გასაგებათ შედით სრულიადში

ფრანგი დიდებულები | ნანახია: 1885 | დაამატა: Iamhistory | თარიღი: 2009-03-20 | კომენტარი (0)


დაგობერტ I (603 - 3 იანვარი 639) 623-634 წლებში ავსტრაზიის მეფე, ფრანკთა მეფე 629 - 634 და ბურგუნდიის მეფე 629 - 639 წლებში. უკანასკნელი მეროვინგი, ვინც სამეფო ძალაუფლებას ფლობდა.
ფრანგი დიდებულები | ნანახია: 1086 | დაამატა: Iamhistory | თარიღი: 2009-03-20 | კომენტარი (0)

$smenu_1$
სიახლის დამატება