AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები

სულ კატალოგში მასალაა: 229
ნაჩვენებია მასალა: 11-20
გვერდები: « 1 2 3 4 ... 22 23 »

სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ოქტომბრის რევოლუციამდე მუშაობდა თბილისისა და მოსკოვის პარტიულ ორგანიზაციებში. 1917 წლის დეკემბრიდან იყო კავკასიის ფრონტის სამხედრო-რევოლუციური კომიტიტის შემადგენლობაში და აქტიურად მუშაობდა ფრონტის ტრაპირონის უბანზე. 1918 იყო საბჭოტა ხელისუფლების გამარჯვებისათვის აფხაზ მშრომელთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. აჯანყების დამარცხების შემდეგ (1918 წლის მაისი) გადავიდა ჩრდილოეთ კავკასიაში და მეთაურობდა წითელი არმიის კავკავის ჯგუფს. 1919 წლის ზაფხულიდან ორგანიზატორულ მუშაობას ეწეოდა თბილისში, რისთვისაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა მთავრობამ დააპატიმრეს. 1920 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა წითელი არმიის ნაწილებს სამოქალაქო ომის ფრონტებზე. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ იყო წითელი არმიის ქართული ნაწილების ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1921 სექტემბრიდან საქართველოს სამხედრო და საზღვაო სახალხო კომისრის მოადგილე, შემდეგ ქართული დივიზიის უფროსი. მომდევნო წლებში მუშობდა პასუხსაგებ თანამდებობებზე წითელ არმიაში, საქ. კპ(ბ)ცკში. სწავლობდა მოსკოვის წითელი პროფესურის ინსტიტუტში. 1932 წლის მარტში დანიშნეს საქ. სსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. 1933-1934 წლებში მუშაობდა საქ. კპ (ბ) ცკ-ის მეორე მდივნად, 1935-1936 ასფსრ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით. რეპრესირებულია, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 953 | დაამატა: Iamhistory | თარიღი: 2009-03-26 | კომენტარი (0)

1905-1907 წლებში ეწეოდა პარტიულ მუშაობას თბილისში. 1909 წელს აირჩიეს რსდმპ (ბ) თბილისის კომიტეტის წევრად. 1910 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს ქ. ხარკოვში. I მსოფლიო ომის დროს არველაძე ეწეოდა პარტიულ მუშაობას სამხრეთ-დასავლეთ და თურქეთის ფრონტებზე. თვითმპყრობელობის დამხობის შემდეგ ხელმძღვანელობდა ქ. ალექსანდროპოლის (ახლანდელი გიუმრი) ბოლშევიკური ორგანიზაციის მუშაობას. 1917 წელს მონაწილეობდა ქ. თბილისში კავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციებისI და კავკასიის არმიის II ყრილობების მუშაობაში. იყო ალექსანდროპოლის საბჭოს ჯარისკაცთა სექციის თავმჯდომარე. 1918 დამდეგს გაგზავნეს ბაქოში, სადაც იბრძოდა საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისათვის, იყო ბაქოს საკომსაბჭოს მდივანი. 1918-1919 წლებში მონაწილეობდა თეთრგვარდიელ კაზაკთა წინააღმდეგ ქ. ასტრახანის დაცვაში. იყო მე-11 არმიის ერთ-ერთი პოლკის კომისარი. დაიღუპა საბრძოლო პოსტზე.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 958 | დაამატა: Iamhistory | თარიღი: 2009-03-26 | კომენტარი (0)

საშა წულუკიძეალექსანდრე (საშა) გრიგოლის ძე წულუკიძე (დ. 1 ნოემბერი/13 ნოემბერი, 1876, დაბა ხონი, ქუთაისის მაზრა — გ. 8 ივნისის/21 ივნისი, 1905, ქუთაისი, დაკრძალულია ხონში), ქართველი მარქსისტი რევოლუციონერი, წულუკიძეების სათავადო სახლის წარმომადგენელი. რუსეთის პირველი რევოლუციის მონაწილე, ლენინურ-ისკრული ორგანიზაციების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოსა და ამიერკავკასიაში.
1896 წელს შევიდა ქუთაისის სოციალ-დემოკრატიულ ჯგუფში და გახდა "მესამე დასის" რევოლუციური ფრთის აქტიური წევრი. რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისსა და ბაქოში. 1897-1899 წლებში იყო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი. გახდა სტუდენტური მარქსისტული წრის წევრი და განაგრძობდა მარქსისტული ფილოსოფიის, პოლიტიკური ეკონომიის და მეცნიერული სოციალიზმის საკითხების პროპაგანდას. 1899 წელს დაბრუნდა საქართველოში და ენერგიულად ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1900-1901 წლებში ხელმძღვანელობდა გაფიცვებს, მუშათა წრეს ბათუმში. 1901-1902 წლებში თანამშრომლობდა გაზეთ "ბრძოლაში". 1902 წელს მონაწილეობდა რსდმპ-ის ქუთაისის, იმერეთ-სამეგრელოს და სხვა კომიტეტების შექმნაში. 1903 წელს იყო რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტის ორგანიზატორი. რსდმპ II ყრილობის შემდეგ - ბოლშევიკი, გაზეთ "პროლეტარიატის ბრძოლის" ერთ-ერთი დამაარსებელი და რედაქტორი. თანამშრომლობდა "პროლეტარიატის ბრძოლის ფურცელში" და ჟურნალ "მოგზაურში". 1905 წლის იანვარში დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, სადაც ჟანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად კვლავ განაგრძობდა რევოლუციურ საქმიანობას. იგი თეორიულ შრომებში მკაცრად აკრიტიკებდა "ლეგალურ მარქსისტებს", ბურჟუაზიულ ნაციონალისტებსა და მენშევიკებს, იცავდა ლენინურ-ტაქტიკურ რევოლიცუიურ ხაზს. წულუკიძე იყო ქართველი მარქსისტული ლიტერატურის კრიტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლისას გამოაქვეყნა მარქსისტული თვალსაზრისით დაწერილი კრიტიკული წერილი "ახალი ტიპი ჩვენს ცხოვრებაში" (ჟურნალი "კვალი", №№ 44, 45, 48). შემდეგში სისტემატურად აქვეყნებდა პოლემიკურ და პუბლიცისტურ წერილებს. 1903 წელს ცალკე წიგნად გამოიცა მისი "ოცნება და სინამდვილე".
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1027 | დაამატა: Iamhistory | თარიღი: 2009-03-26 | კომენტარი (0)

ჟან-პოლ მარა (ფრანგ. Jean-Paul Marat, დ. 1743 – გ. 1793) — საფრანგეთის რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი, რადიკალური ჟურნალისტი, იაკობინელების ერთ-ერთი ლიდერი. ცნობილია მეტსახელით „ხალხის მეგობარი“, გაზეთის სახელის მსგავსად, რომელსაც თავად გამოსცემდა. გამუდმებულმა დევნამ, მკაფიო სიტყვამ, მაღალმა ინტელექტმა და მოვლენათა უშეცდომოდ წინასწარგანჭვრეტის შესაძლებლობამ მას ხალხის ნდობა მოუტანა, რის გამოც ის ხიდის როლს ასრულებდა მათსა და 1793 წლის ივნისში ძალაუფლებაში მოსულ რადიკალურ იაკობინელთა შორის. ორი თვის განმავლობაში ის იყო ერთ-ერთი სამი უმნიშვნელოვანესი ადამიანიდან საფრანგეთში, დანტონისა და რობესპიერის გვერდით. ის მკერდში დანის დასმით მოკლა საკუთარ აბაზანაში შარლოტ კორდეიმ.
ფრანგი დიდებულები | ნანახია: 1153 | დაამატა: Iamhistory | თარიღი: 2009-03-26 | კომენტარი (0)

ჟან დ’არკი (ორლეანელი ქალწული (დ. 6 იანვარი, 1412, სოფ. დომრემი, ზემო მაასი ― გ. 30 მაისი, 1431, რუანი), საფრანგეთის სახალხო გმირი, რომელიც ასწლიანი ომის (1337—1453) დროს 1429—1430 ხელმძღვანელობდა ფრანგი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლას ინგლისელთა წინააღმდეგ, დაიბადა გლეხის ოჯახში.

ფანატიკურად მორწმუნე ჟან დ’არკს 13 წლიდან ჩაესმოდა ხმა, რომ მისი ამქვეყნიური დანიშნულებაა საფრანგეთის ხსნა. 1428 წლის 12 ოქტომბერს ინგლისელებმა ალყა შემოარტყეს საფრანგეთის მეფის ხელში მყოფ უკანასკნელ ქალაქს მდინარე ლუარის ჩრდილოეთით, ორლეანს, რომლის დაცემა გზას უხსნიდა მტერს სამხრეთისკენ. 1429 წლის 13 თებერვალს მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი ჟან დ’არკი გაემგზავრა დოფინთან შინონის ციხეში. თავისი ჭკუითა და მოსაზრებულობით ჟან დ’არკმა მეფის ნდობა დაიმსახურა და დაინიშნა საფრანგეთის ჯარების სარდლად. 29 აპრილს ჟან დ’არკმა თავისი ჯარით შეაღწია გარემოცულ ორლეანში. 1429 წლის 8 მაისს ინგლისელებმა მოხსნეს ალყა ორლეანს. ინიციატივა ფრანგების ხელში გადავიდა. ჟან დ’არკმა რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, აიღო ქალაქები ჟარჟო, ბოჟანსი და სხვა. 1429 წლის 18 ივნისს პატესთან ბრძოლაში გაანადგურა ინგლისელთა არმია. ჟან დ’არკს უბრძოლველად დანებდნენ ქალაქები ოსერი, ტრუა, შალონი, რეომსი, სადაც 1429 წლის 17 ივლისს შარლ VII მეფედ აკურთხეს. ჟან დ’არკის უდიდესმა პოპულარობამ შეაშინა მეფე, არისტოკრატია და უმაღლესი სამღვდელოება. იგი ფაქტობრივად ჩამოაშორეს სამხედრო მოქმედებათა ხელმძღვანელობას. 1430 წლის 23 მაისს კომპიენის კომენდანტის ღალატის შედეგად იგი ტყვედ ჩაიგდეს ინგლისის მომხრე ბურგუნდოელებმა და 6 თვის შემდეგ დიდ თანხად მიჰყიდეს ინგლისელებს. შარლ VII-მ არაფერი იღონა ჟან დ’არკის დასახსნელად, ქ. რუანში მოწყობილ საეკლესიო სასამართლო პროცესზე (1431 იანვარი-მაისი) ჟან დ’არკი „ჯადოქრად“ და „მწვალებლად“ ცნეს და ქ. რუანის ძველი ბაზრის მოედანზე კოცონზე დაწვეს. 1456 წლის 7 ივლისს ჟან დ’არკი რეაბილიტირებულად გამოცხადდა, კათოლიკურმა ეკლესიამ 1920 — წმინდანად შერაცხა. მისი ხსოვნის დღედ დაწესდა 8 მაისი, ორლეანის განთავისუფლების დღე — საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული.

ფრანგი დიდებულები | ნანახია: 1150 | დაამატა: Iamhistory | თარიღი: 2009-03-26 | კომენტარი (0)

15 მარტი – დაიბადა გიორგი მაზნიაშვილი

Print Version

პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში მას თავად იმპერატორის ქალიშვილები უვლიდნენ. ლაზარეთში გენერალი იმპერატორმა ნიკოლოზ II ინახულა, დააჯილდოვა იმპერიის უმაღლესი ჯილდოთი–წმინდა გიორგის ჯვრით და სასახლეში მიიწვია.

გენერალი გიორგი მაზნიაშვილი მონაწილეობდა მსოფლიო ომშიც, სადაც მძიმედ დაიჭრა პოლონეთის ფრონტზე. 1917 წლის დეკემბერში ბრუნდება სამშობლოში და ქმნის ორ ეროვნულ დივიზიას. 1918 წელს კავკასიის კომისარიატმა მას დაავალა თბილისის დაცვა დემორალიზებული და თურქეთის ფრონტიდან ქაოტურად უკან დამხევი რუსი ნაწილებისგან. "ამ უკან დახეულ რუსეთის ჯარებს გზა თბილისზე ჰქონდათ. მიაღწევდნენ თბილისამდე და როგორც მტერი ალყაშემორტყმულ ქალაქს, გვიდგენდნენ სხვადასხვა მოთხოვნებს. ერთხელ ისიც კი მოითხოვეს, რომ ამიერკავკასიის მთავრობა გადამდგარიყო და ხელისუფლება ჩაებარებინა არმიის საოლქო ყრილობას." (მაზნიაშვილის მოგონებებიდან). ცხადია, ამ ძალებს ბოლშევიკები იყენებდნენ საქართველოს ხელში ჩასაგდებად. მაზნიაშვილმა შეძლო ამ საფრთხის არიდება ჯავშან–მატარებლით და ქართველ მუსლიმთა კავალერიის პოლკით.

1918 წლის ბრესტის ზავის პირობებით თურქეთს გადაეცა აჭარა. თუმცა მათ ეს არ იკმარეს–შეიჭრნენ გურიაში და ოზურგეთს მიადგნენ. სახალხო ლაშქრის, პარტიზანების და საჯარო ნაწილების მობილიზაციის საფუძველზე მაზნიაშვილმა არამცთუ გურია გამოსტაცა ხელიდან თურქებს, არამედ მოიპოვა რა გამარჯვება ჩოლოქის ბრძოლაში, ბათუმიც გაანთავისუფლა. ამავე წლის 18 ივნის იგი აფხაზეთის გენერალ–გუბერნატორად და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად დაინიშნა. ქართული ჯარით, სახალხო გვარდიით და კავალერიით, რომელშიც 300 აფხაზი ირიცხებოდა, ჩაახშო პრო–ბოლშევიკური აჯანყება. შემდგომ, სოჭის კონფლიქტის პირველ ფაზაში, შეიჭრა ჯიქეთის ტერიტორიაზე და თეთრგვარდიელ გენერალ მოისეევის ნაწილებისგან ერთმანეთის მიყოლებით 22 ივნისს, 2, 6 და 26 ივლისს გაანთავისუფლა გაგრა, ადლერი, სოჭი და ტუაფსე. 1918 წლის ოქტომბერ–დეკემბერში იყო თბილისის გენერალ–გუბერნატორი. ამავე წლის დეკემბერში სომხეთ–საქართველოს ომისას წარმატებით დაიცვა სამხრეთ საზღვარი გენერალ დროს ნაწილებისგან . 28 დეკემბერს კი 3500 კაციანი შენაერთით დაღამებისას სრულმასშტაბიანი შტურმით აიღო შულავერი და რამდენიმე სოფელი. 1919 წელს იყო ახალციხე–ახალქალაქის გენერალ–გუბერნატორი. 1918 წლის შავი თებერვლისას იცავდა ფონიჭალის რაიონს სომხეთიდან შემოჭრილი რუსეთის XI ბოლშევიკური არმიის ნაწილებისგან.

იმავე წლის მარტში თურქებმა კვლავ დაიკავეს ბათუმი. ქართველმა ბოლშევიკებმა დახმარება მას სთხოვეს.თუმცა ორჯონიკიძემ პირდაპირ განუცხადა, რომ : "როგორც მენშევიკი გენერალი, შენ გამოცხადებული ხარ კანონგარეშედ და ნებისმიერს შეუძლია შენი დახვრეტა. ამიტომ გადმოდი ბოლშევიკების მხარეს." მაზნიაშვილმა უპასუხა: "მე არც მენშევიკი და არც ბოლშევიკი გენერალი ვარ. მე ქართველი გენერალი ვარ". მან სასწრაფოდ შეიმუშავა გეგმა, გამოაცხადა ქართული არმიის ნაშთების მობილიზაცია და განდევნა თურქები აჭარიდან იქამდე, სანამ ჟლობას კავალერია ბათუმს მიაღწევდა.

მისი ღვაწლის მიუხედავად, 1923 წელს წითელი ტერორისას იგი დააპატიმრეს. ორი წლის შემდეგ გენერალი გამოიყვანეს სიკვდილმისჯილთა საკნიდან და გადაასახლეს ირანში, საიდანაც საფრანგეთში გადავიდა. იქ სდებდნენ უსაფუძვლო ბრალს, რომ თითქოს მან აცნობა საბჭოთა ხელისუფლებას 1924 წლის ამბოხების შესახებ. ნოე ჟორდანიას იგი სწერდა–"გიორგი მაზნიაშვილი უმალ მოკვდება, ვიდრე უღალატებს სამშობლოს". მაგრამ საზღვარგარეთ დიდხანს არ უცხოვრია. სამშობლოში დაბრუნების ნებართვა ითხოვა და რამოდენიმე წლის მერე საბჭოთა ხელისუფლებასთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, მიეცა უკან დაბრუნების უფლება. სამშობლოში გენერალს უამრავი უსიამოვნება შეხვდა. არ მისცეს სამსახური, არ დაუნიშნეს პენსია. უსახსროდ დარჩენილი იგი დასახლდა მშობლიურ სოფელში, მოშორდა პოლიტიკურ ცხოვრებას და გლეხურ მეურნეობას მიყო ხელი. 1937 წლის მასობრივი ტერორისას გენერალი გიორგი მაზნიაშვილი დააპატიმრეს და ყოველგვარი გასამართლების გარეშე დახვრიტეს. მისი საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.

 

ქართველი დიდებულები | ნანახია: 1102 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-25 | კომენტარი (0)

ტფილისი.
სახელმწიფო სტამბა
1916.

«ხელოვნება», თბილისი, 1990.

ოსების ჩამოსახლება ქართლში

თამარ მეფის მიცვალების შემდეგ, ქართველებს ბევრი გარეული მტერი აუტყდათ, ესენი საქართველოს მოსვენებას აღარ აძლევდნენ, ამიტომაც ქართველთ აღარ აქვნდა დრო, რომ თავიანთ მეზობელ ოსებისთვის ისეთი მფარველობა გაეწიათ, როგორც ეს იყო ბაგრატ მეოთხის დროდამ მოყოლებული თამარ მეფის გადაცვალებამდე.

საქართველოს გაჭირვებულმა მდგომარეობამ ქართველი ერი დიდს განსაცდელის გზაზედ დააყენა, ამიტომაც საქართველოს გარეშე გასულნი ქართველნიც უცხოს ქვებნებიდან სულ შინ იკრეფდნენ თავს და მტერს უძღვებოდნენ, ასევე ოსეთიდამ დაბრუნდნენ ყველა ის მასწავლებელ ქართველნი, რომელნიც კი ოსებს ასწავლიდნენ ქართულ წერა-კითხვას, სხვა და სხვა ხელოსნობას და ბევრსაც კიდევ სხვა ასეთებს.

ქართველების გაცილებამ ოსები მეტად ცუდს მდგომარეობაში ჩააგდო, თვით ოსებმა ვერ გამოიჩინეს ვერაფერი ენერგიული შნო, თვით ვერც ოსების სკოლებში ასწავლიდნენ ოსის ბავშვებს წერა-კითხვას, მაშინ ოსები ქართულ ანბანს სწავლობდნენ, რადგანაც ქართული ანბანი ოსების ანბანიც არის, ვერც სხვა ნასწავლი კაცები გამოჩნდნენ კოჩაღათ, ნამეტურ ხელოსნობის ხელოსანთა რიცხვი ისე მოისპო, რომ ამიერ და იმერ ოსებში აღარც ხელოსნები იყვნენ, აღარც ფეიქრები და არც სხვა ასეთნი საჭირო ხელოსნობის მუშაკნი.

ოსთა საუბედუროთ ისე მოეწყო ოსების საქმე, რომ ქალი და კაცი სულ ფეხშიშველი დაიარებდნენ, ტანსაცმელის ხომ აღარა აქვნდათ რა და სულ ძველს ჩულებში იყვნენ გახვეულნი. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ოსებმა რამდენიმე ხანს გასძლეს, მაშინ კი, როცა მთაში წისქვილებიც დაიქცენ და ქერის პურის შოვნაც კი ერთობ ძვირი გახდა, მაშინ კი ამათ იკადრეს ფიქრები და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქართლში იწყეს გადომსვლა, ქართველების ცარცვა, გლეჯა, სახლების წართმევა, მთელი სოფლების დაჩემება დაბების, ქალაქების და მასთან მთელის მოსავალ პურის გატაცებაც.
ოსების ბოროტებამ და ცარცვა-გლეჯამ ქართველი ერი დიდად დააღონა, მაგრამ ქართველნი ოსებს უთმენდნენ ყველაფერს, ვინაიდგან ქართველთ ოსები დიდად ეცოდებოდათ და ებრალებოდათ, როგორც ფეხშიშველა მოსიარულე ხალხი, თავ-შიშველა და ძველს ჩულებსა და ძონძებში გახვეულებს. ამიტომ ქართველები სთმობდნენ ოსებისას ყველაფერს, მაგრამ ოსები მაინც რაც დრო გადიოდა, მით იგინი უფრო თამამდებოდნენ და მთელს ქართლის სოფლებს იკლებდნენ, იგინი არც ხნავდენ, არც სთესავდენ, ყოველ თვეს ველურის ძალით ქართველებს სძარცვავდენ და ამ ნაცარცვით სცხოვრობდენ.

ამ გვარათ მთელი ქართლი ოსებმა აიკლეს და დაარბიეს და რაც დრო გადიოდა მით იგინი უფრო წინ მიდიოდნენ ავ კაცობით. ასე იყო საქართველოს გარემოება მომართული და როცა ქართელთ გარეშე მტრები აუტყდენ, მაშინ ქართლში, თვით ქართველთ მეზობელ ოსებმაც იპოვნეს დრო და წამოყვეს თავი. მაინც ღმერთმა არ გასწირა საქართველო და ამ განსაცდელის დროსაც მოევლინა საქართველოს გმირი და გონიერი მეფე, ეს იყო გიორგი, ძე დიმიტრი თავ-დადებულისა, შემდეგ დროს ქართველთაგან გიორგი ბრწყინვალედ წოდებული.

გიორგი ბრწყინვალემ თავის გამეფების დღიდგანვე (1313 წ.) დიდი ყურადღება მიაქცია ქართლის მდგომარეობას და ნამეტურ ოსების თავგასულობას. გიორგი ბრწყინვალეს ჯერეთ საქართველოს დაგლეჯ-დაფლეთა ადარდებდა და ამიტომ ოსებს წყნარათ ექცეოდა, თან ავალებდა, რომ ქართველთ ცარცვა-გლეჯას თავი დაანებეთო. მაგრამ ოსები მეფის დავალებას არ ასრულებდენ და უფრო უარეს შვრებოდენ, ამიტომ გონიერნმა მეფემ დროებით ოსების ალაგმვა იქით გადასდო.

გირგი ბრწყინვალე შეუდგა ჯარის მოკრებას და მის შემდეგ საქართველოს გაერთიანებას და ნაწილ ნაწილათ დაყოფილ სამთავროების, საერისთავოების დამორჩილებას ყველა ესენი მას ძრიელ ძვირად დაუჯდა, რადგანაც მას ზოგიერთი მთავარი და ერისთავი ეწინააღმდეგებოდა სასტიკათ. ამ მოწინააღმდეგეთა რიცხვს გიორგი ბრწყინვალე კარგად იხსომებდა, მან მალე გაიცნო ყველა ის პირნი, თუ ვინ იყო მისი მტერი და საქართველოს გაერთიანების არ მოსურნე და ვინ ერთგული და მსურველი საქართველოს გაძლიერების, მოწინააღმდეგე მტერთა რიცხვში მოჰყვა ოსების ბელადიც, რომელიც ოსებთან ერთად ქართლში სცხოვრობდა და ცხოვრებას და თავის ბელადობას ოსების წინაშე ქართველების გაქუცვით და გაცარცვით ასრულებდა. ეს ბელადი იყო მფარველი ოსების ქურდობის და ავაზაკობის.




სრული ინფორმაციის სანახავად შედით სრულიადში
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1091 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-24 | კომენტარი (0)

XIX საუკუნის დამდეგს დაწყებული ეროვნული მოძრაობის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენდა 1832 წლის შეთქმულება, რომლის სულისჩამდგმენელნი იყვნენ რუსეთში გადასახლებული ბაგრატიონთა სამეფო სახლის წარმომადგენლები. ამ შეთქმულებაში მამაკაცებთან ერთად მონაწილეობდა მრავალი ქალი, მათ შორის გამორჩეულია მეფე ერეკლეს შვილიშვილი ბატონიშვილი თამარი.

1805 წელს თამარის მამა იულონ ბატონიშვილი ცოლშვილით რუსეთში, კერძოდ ტულაში გადაასახლეს. კარგა ხნის შემდეგ მათ ნება დართეს პეტერბურგში ცხოვრებისა, საიდანაც თამარმა მოახერხა თავის დაღწევა და თბილისში დაბრუნება.

1832 წლის შეთქმულებაში ბატონიშვილი თამარი არა მარტო ორგანიზატორი და ინფორმატორი იყო, არამედ მას ინსტრუქციებიც კი შეუმუშავებია შექმულთა მთავარი შტაბისათვის; მის ხელთ იყო ყველა ძალები და საჭირო განკარგულებებსაც და გეგმებს ის იძლეოდა.

შეთქმულების მონაწილეებს გადაწყვეტილი ჰქონდათ მისი დედოფლად გამოცხადება, თუმცა თამარს აზრად ჰქონდა დროებით აეღო ხელში საქართველოს მართვა-გამგეობა, ვიდრე ალექსანდრე ბატონიშვილი სპარსეთიდან ან თამარის ძმა, დიმიტრი პეტერბურგიდან ჩამოვიდოდა.

შეთქმულთა აჯანყება 1831 წლისათვის ჰქონდათ განზრახული - პოლონეთის აჯანყებასთან და მთის ბრძოლებთან დაკავშირებით, მაგრამ ვარშავის დაცემამ გამოიწვია აჯანყების ერთი წლით გადაწევა. თამარი დიპლომატიურ-ორგანიზაციულ მუშაობას განაგრძობდა.

თამარის მიერ დამტკიცებული მოქმედების გეგმის თანახმად (გეგმას ერქვა "პირველი ღამის განკარგულება") 1832 წლის 20 დეკემბრის ღამის 1 საათზე თბილისის ზარებს უნდა ემცნოთ ქართველი ერის აღდგომა ... არსენალი, ხაზინა, სამხედრო პოსტები, ყველაფერი ერთბაშად უნდა დაეკავებინათ. აჯანყებულთა ერთ ნაწილს ევალებოდა თბილისში ღვთისმშობლის ხატებით ხელში ხალხის გამოყვანა. კიდევ ცოტაც, და თამარს სიონში შეიძლება დედოფლის გვირგვინი დაედგა და დარიალიც სამუდამოდ ჩაკეტილიყო.

1832 წლის 9 დეკემბერს შეთქმულთა აქტიურიმა წევრმა, თბილისის გუბერნატორის ძმა იესე ფალავანდიშვილმა ძმის კატეგორიული მოთხოვნით შეთქმულება გასცა და ყველაფერი დაიღუპა.

ყველა პატიმარი გააფთრებით იცავდა და ხელს აფარებდა ამ უგვირგვინო დედოფალს, მაგრამ 1833 წლის 24 თებერვალს თამარი დაიჭირეს და შორეულ სიმბირსკში გადაასახლეს.

1832 წლის შეთქმულება გახდა სტიმულის მიმცემი შემდგომი ეპოქის დიდი ეროვნული მოძრაობისა.


მეორე თვალსაჩინო წევრი შეთქმულთა იყო მამიდა თამარისა თეკლა ბატონიშვილი, სახელოვანი ქალი მეფე ერეკლესი, პოეტი და მწიგნობარი, სიბრძნითა და სათნოებით შემკული, ამასთან საკვირველი მხნე და გამჭრიახი, სამაგალითო დედა და უფრო შესანიშნავი დედაკაცი.

თეკლა იყო იდეური ხელმძღვანელი ამ შეთქმულებისა თამართან ერთად და არც მისი შვილები და არც დიმიტრი და ელიზბარ ერისთავები უმისოდ არც ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს არა სდგამდნენ. თეკლა, როგორც საქართველოს ამბოხებებში მრავალჯერ გამოცდილი და მოწამე რუსთა უსასტიკეს ეგზეკუციებისა, საქმეში ყველაზე მეტ სიფრთხილეს იჩენდა.

რუსეთის რისხვა ამ მოხუც დედასაც არ ასცდა და თავის შვილებთან ერთად ისიც კალუგაში გადაასახლეს. 1837 წელს პეტერბურგის ქართველთა საზოგადოების დიდი ხვეწნით ნიკოლოზ I-მა მოხუც თეკლას საქართველოში დაბრუნების ნება მისცა. აოხრებული, უსახო საქართველოს გამო, დარჩენილი 10 წელი თეკლამ მწარე ვაებაში გაატარა.

ბატონიშვილი რიფსიმე, გიორგი მეფის ასული, მეუღლე დიმიტრი ჩოლოყაშვილისა. რიფსიმეს არ შეეძლო ახლო მონაწილეობა არ მიეღო შეთქმულებაში, სადაც მისი ძმა ოქროპირი მთავარი ხელმძღვანელი იყო შეთქმულთა, ხოლო მისი შვილი კაპიტანი ზაქარია, შეთქმულების ერთ-ერთ ემისარად და "კავშირად" ითვლებოდა აჯანყებულებთან.

ბატონიშვილი სალომე, ასული 1804 წლის მთიულეთის დიდი ამბოხების გმირის, ფარნაოზისა. 1805 წელს ფარნაოზი ოჯახითურთ ვორონეჟში გადაასახლეს და პატარა სალომემ თამარის მსგავსად ბავშვობიდანვე იგრძნო სუსხი მაშინდელი რუსეთის "მფარველობისა". შეთქმულების წლებში იგი პეტერბურგში ცხოვრობდა და იქაურ ქართველ ქალთა შორი ყველაზე აქტიური იყო. მას გვერდში ედგა მისი მამა, ერეკლეს ძე ფარნაოზი, რუსეთის მთავრობასთან წარმოებულ ბრძოლათა დაუცხრომელი ბელადი.

ოქროპირ ბატონიშვილის და. ეს ქალი შეთქმულთა პირველ უჯრედის წევრი ყოფილა ჯერ კიდევ 1827 წელს.

სამეგრელოს დედოფალი ნინო, გრიგოლ დადიანის მეუღლე, ერეკლე მეფის შვილის, გიორგი მეფის ასული. 1804 წელს ის სამეგრელოს დედოფლად იქნა გამოცხადებული. თავიდან იგი ერეკლეს მსგავსად ლოიალურად იყო განწყობილი რუსეთის მიმართ. 1810 წელს შავი ზღვის რუსული ფლოტის დახმარებით აფხაზეთი და ფოთი კვლავ სამეგრელოს დაუკავშირა და ძველი სამეგრელოს სამთავროს საზღვრები თითქმის სულ აღადგინა. მაგრამ იმერეთის მეფე სოლომონის საბოლოო დამარცხების შემდეგ, რუსეთმა სამეგრელოს სამთავროც გააუქმა. დედოფალმა ნინომ უარყოფითი განაჩენი გამოუტანა თავისი მოღვაწეობის პირველ პერიოდს. მან დაინახა, რომ რუსეთი მტკიცედ და თანდათანობით ატარებდა საქართველოს ყველა კუთხეების შეერთებისა და პროვინციად გარდაქმნის პოლიტიკას და ყველანაირად ცდილობდა თავისი შეცდომის გამოსწორებას. რუსთა მიერ განგვირგვინებული, ვორონეჟის მონასტერში ძალად მოთავსებული დედოფალი 1847 წელს გარდაიცვალა.

ბატონიშვილი ქეთევან, ერეკლეს ასული, თეკლას და - რომელიც ადრევე ჩაება რუსთა ბატონობის საწინააღმდეგო ბრძოლებში.

თეკლა ბატონიშვილის რძალი ეკატერინე დავითის ასული ბარათაშვილი, ალექსანდრე ორბელიანის მეუღლე. ის იყო არა მარტო ღირსეული მეუღლე და დედა, არამედ ღრმა პატრიოტი ქალი. მას პატივი დასდეს და მიანდეს ამბოხებისათვის საგანგებო დროშის დამზადება.

სოლომონ დოდაშვილის მეუღლე. 1833 წელს დოდაშვილი გადაასახლეს და მისმა ცოლმა ნება ითხოვა, რათა ქმარს შვილებითურთ გაჰყოლოდა ვიატკაში.

მელანია შანშეს ასული ერისთავი, დიმიტრი და ელიზბარ ერისთავების და. იგი იყო თბილისის პოლიცმეისტერ ანდრია იაკობის ძე მელნიკოვის მეუღლე. მელანია თავიდანვე ჩართული იყო შეთქმულებაში და მისი ოჯახი მოქმედ შტაბ-ბინად გადაიქცა. სწორედ ამ ქალის გავლენით მისი უკრაინელი ქმარიც მალე გაერია ქართულ შეთქმულებაში და მეთაურთ ხელსაც უწყობდა.

მანანა ორბელიანი, მაშინდელი მოწინავე საზოგადოების თვალსაჩინო წევრი და ქართველ ქალებში თითქმის ყველაზე წარმტაცი და საინტერესო პიროვნება. იგი თბილისის შეთქმულთა წევრი ყოფილა. ეს ქალი მაშინდელ და შემდეგ ათეულ წლების შავბნელით მოცულ საქართველოს სინამდვილეში, მართლაც შუქურ ვარსკვლავად მოსჩანს და ტყუილად კი არ აუმღერებია მაშინდელი პოეტები. მანანა მაშინდელ ქართველ ქალებში არა მარტო საუცხოო სილამაზით გამოირჩეოდა, არამედ ჭკუით, სიმახვილით და იშვიათი გემოვნებით. იონა მეუნარგიამ მას სამართლიანად უწოდა საქართველოს მადამ რეკამიე. იმ საშინელი რეაქციის შემდეგ, რაც მოჰყვა 1832 წლის შეთქმულებას, მანანა ორბელიანი იყო დამარცხებულთა და დევნილთა ნუგეში.

საკმაოდ ვრცლად ამ შეთქმულებებისა და მათი მონაწილეების შესახებ შეგიძლიათ გაეცანოთ ქალბატონ თამარ გოგოლაშვილი-პაპავას ისტორიულ ნარკვევებში: "დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში".
ქართველი დიდებულები | ნანახია: 3233 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-24 | კომენტარი (1)

დარეჯან დედოფალი, ერეკლე II-ის მეუღლე, და მისი ღირსეული ქალები ქეთევანი, მარიამი და თეკლა თავიდანვე ანტირუსული განწყობილებისანი იყვნენ, რის გამოც პრორუსული ორიენტაციის ერეკლე მეფის რისხვა დაიმსახურეს.

დარეჯან დედოფალი იყო ასული სამეგრელოს მთავრის გიორგი დადიანისა. იგი დაიბადა 1735 წლის 20 ივლისს. დარეჯანი იყო მეფე ერეკლეს მესამე ცოლი. მათ ეყოლათ 8 ვაჟი და 6 ასული. დედოფალი თავიდანვე მტრულად უყურებდა ერეკლეს რუსეთთან დაახლოებას. ერეკლეს მიერ რუსეთისაკენ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ იწყება დედოფალ დარეჯანის უშუალოდ ჩარევა სამეფო საქმეებში, რაც დროთა განმავლობაში უფრო აქტიური ხდებოდა. ჯერ კიდევ 1770 წელს ასპინძის ბრძოლის წინ დაინახა დარეჯანმა რუსეთის დიპლომატიის ნამდვილი სახე და რუსეთის "დახმარება-მფარველობის" არა რა სწამდა. არა მარტო ერეკლეს ვაჟები და ქალები, არამედ მრავალი სახელოვანი და გავლენიანი პირი მიემხრო დედოფალს და მეფის სასახლეშივე გაჩნდა პირველი ანტირუსული მოძრაობა. დარეჯან დედოფალი და მისი მომხრეები ბოლოს მაინც ვერას გახდნენ და 1783 წ. 24 ივნისს ქ. გეორგიევსკში მოეწერა ხელი ცნობილ ტრაქტატს რუსეთ-საქართველოს შორის. 1795 წლის სექტემბერში თბილისში აღა-მახმად-ხანი შემოიჭრა. რუსეთი საქართველოს ამჯერადაც არ დაეხმარა. სპარსეთმა საქართველო დაარბია და უამრავი ტყვე წაასხა.

1798 წლის 11 იანვარს ივერიის მზე ჩაესვენა, გარდაიცვალა ერეკლე მეფე. ბატონიშვილმა გიორგიმ ისარგებლა ამ მომენტით და სამეფო ფუნქციები ხელთ აიღო. ქვეყანა სუსტ და უძლურ გიორგის ხელიდან ეცლებოდა. 1800 წლის 28 დეკემბერს მეფე გიორგი გარდაიცვალა და სამეფოს გადარჩენის იმედებიც თან წაიღო.

საუბედუროდ, გამართლდა დარეჯანის წინათგრძნობა. 1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს, ქართლ-კახეთის სამეფოს გააუქმების შესახებ. საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა და რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. რუსეთის სამხედრო-საოკუპაციო რეჟიმის დამყარებამ ქართველი ერი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო, რასაც მოჰყვა 1802 წლის პოლიტიკური გამოსვლა კახეთში და 1804 წლის მთიულეთის აჯანყება.

სამეფოს გადასარჩენად ყველამ დარეჯანის გარშემო მოიყარა თავი. დედოფალი ტახტის აღდგენას და მანიფესტის გაუქმებას მოითხოვდა. ბაგრატიონთა შორის უთანხმოების მოსპობამ საგონებელში ჩააგდო რუსეთი და გადაწყვიტეს დედოფალი დარეჯანი და ბაგრატიონები საჩქაროდ მოეშორებინათ საქართველოდან ... ხელმწიფე მათ რუსეთში გადასახლებას ითხოვდა და საქვეყნოდ ამას "სადარბაზოდ მიწვევას" არქმევდა.

1803 წლის ნოემბერში დარეჯან დედოფალი რუსეთში გადაასახლეს. საქართველოს საზღვრამდე აცილებდა ხალხი ჯარით გარშემორტყმულ საყვარელ დედოფალს. საქართველო მისტიროდა მართლაც უკანასკნელ დედოფალს, რომელიც იძულებით და ამაყად სტოვებდა საყვარელ სამშობლოს.

დარეჯან დედოფალი გარდაიცვალა 1807 წლის 8 ნოემბერს პეტერბურგში და დაკრძალეს ნევის მონასტერში, ხარების ეკლესიაში.


დარეჯანის გადასახლების შემდეგ მისმა ქალიშვილებმა და რძლებმა გააგრძელეს ანტირუსული მოღვაწეობა.

ქეთევან ბატონიშვილი - იოანე მუხრან-ბატონის ქვრივი თავის ვაჟ კონსტანტინესთან ერთად დიდ მონაწილეობას იღებდა 1804 წელის ქართლის მთიანეთის აჯანყებაში. ქეთევანის პირადი მსახური ყოფილა შიკრიკი და საიმედო პირი ამ შეთქმულებისას.

1805 წლის იანვარში აჯანყება ცეცხლითა და მახვილით ჩააქრეს. 1804 წლის აჯანყების გმირები იულონი და ფარნაოზი სხვა ბატონიშვილებთან ერთად რუსეთში გადაასახლეს. ქეთევანი თავის სასახლეში დააპატიმრეს. რუსეთისათვის ნათელი იყო, რომ ქეთევანმა ბევრი რამ იცოდა 1802 წლისა და 1804 წლის შეთქმულებათა შესახებ. მის გამოსატეხად უსასტიკესი ზომები მიიღეს, მაგრამ მათ ქეთევანი ვერ გასტეხეს და რუსეთში გადასახლებით დაუწყეს წამება. სწორედ ამ პატიმრობის ხანას უნდა ეკუთვნოდეს ბატონიშვილ ქეთევანის მრავალ-მხრივ შესანიშნავი ლექსი - "ჰოი ვითარ ვსთქვა".

ქეთევან ბატონიშვილის პატიმრობისას აღმოხეთქილ კვნესას ყველაზე უწინ გამოეხმაურა თეკლა ბატონიშვილი, მეფე ერეკლეს ყველაზე უმცროსი ქალი, განთქმული შეუდარებელი სიკეკლუცე-სილამაზესთან ერთად, თავისი ვაჟური მხნეობით, შემძლეობითა და უცნაური სითამამით; საუცხოო მონადირე, ცხენზე მოჯირითე და მკვირცხლი ბუნების. თვითონ ერეკლე "ვაჟკაცს" ეძახდა, 16 წლამდე ვაჟურად ჰყოლია ჩაცმული და ხშირად უტარებია მოგზაურობის თუ ლაშქრობის დროს. მას სამი ვაჟი ჰყავდა: ცნობილი პოეტი ვახტანგ ორბელიანი, ისტორიკოსი ალექსანდრე და დიმიტრი.

თეკლა თავის ლექსში "პასუხად ქეთევან ბატონიშვილს", კიდევ უფრო ცხოვლად და მუქი ფერებით გადმოგვცემს თავისი დის ტყვეობის ამბავს, მტრების სისინს და მისი დის გლოვის მიზეზს. მაგრამ ის მაინც არ სთვლის საქმეს წაგებულად და ქეთევანისებურ უსაზღვრო პესიმიზმს არ ეძლევა. (უკვე ჭაღარა მოსილი თეკლა ბატონიშვილი 1832 წლის შეთქმულებაშიც მონაწილეობდა თავის სახელოვან შვილებთან ერთად).

სამშობლოს დიდების დაცემით გამოწვეული პესიმიზმი ქეთევანის მეორე დას ბატონიშვილ მარიამს უფრო ენათესავება, ვიდრე თეკლას. მარიამი იყო მეუღლე ქალაქის მოურავის დავით ციციშვილისა, ჰყავდა ოთხი ვაჟი. მარიამი ყოფილა ძალიან ნიჭიერი, დიდად დახელოვნებული საღმრთო წერილში, პოეტი, მუსიკოსი; უყვარდა მხიარულება, მაგრამ სამეფო სახლის რუსეთში გადასახლების შემდეგ ყოველივე მხიარულება დაივიწყა, წავიდა თავის სოფელ ქარელში, სწერდა სამგლოვიარო ლექსებს, იყო ლოცვაში და ღვთის ვედრებაში.

1804 წლის 22 აგვისტოს სახელმწიფო საბჭოს დადგენილებით ქართული სამეფო სახლის მამულები გადაირიცხა ხაზინის სასარგებლოდ. ბაგრატიონთა სასახლეებში რუსი მოხელეები მოკალათდნენ, მამულების შემოსავლით რუსულ ხაზინას ავსებდნენ, ბაგრატიონები კი უსაზღვრო მატერიალურ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. მაგრამ ბატონიშვილებში არ აღმოჩენილა არც ერთი, რომელიც "ოქროს მთებსა" და "ფუფუნებას" დახარბდებოდა, არცერთი იმათგანი რუსეთს ნებით არ დამორჩილებია და რუსეთში ნებით არ წასულა.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 4057 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-24 | კომენტარი (0)

თინა წავკისელი გაბაშვილის ყმა ყოფილა. ისეთივე გმირობა და გულშემატკივრობა გამოუჩენია გლეხებისადმი, როგორც მაია წყნეთელს. სიყმაწვილეშივე შეურაცხყოფისათვის მოუკლავს თავისი ბატონი, მაგრამ თინაზე ეჭვი არავის მიუტანია.

ამის შემდეგ გასულა ხანი. თინა და კიდევ სხვა გოგო-ბიჭები ბატონის ნათესავებს მიუყიდიათ სპარსელებისათვის. გზაზე მყიდველთ მოუნდომებიათ მათზე ძალადობა. თინას შეუტყვია მათი განზრახვა, დაურიგებია თავისი ამხანაგები, წაურთმევიათ სპარსელებისათვის ხანჯლები და დაუხოცავთ ყველანი, შემსხდარან მათ ცხენებზე, წამოსულან მეფე ერეკლესთან და ყველაფერი დაწვრილებით უამბიათ. მეფეს გაკვირვებია მათი მხნეობა. სხვა ქალები დაუთხოვნია, თინა კი სასახლეში შეუნახავს. სასახლეში ყოფნისას თინას კარგად შეუსწავლია თოფის სროლა, ხმლისა და ხანჯლის ხმარება და ცხენზე ჯდომა. მას არა ერთხელ უსახელებია თავი მამაცობით, მხნეობითა და ხმლის ხმარებით.

ერთ ომში თინას და ერთ გლეხს ისე მამაცურად უომიათ, რომ მეფეს ძლიერ მოსწონებია ისინი, მიუწვევია თავისთან ორივენი და უბრძანებია მათთვის შეუღლება. მათ აღუსრულებიათ ბატონის ბრძანება და დასახლებულან წავკისს. თინას შესძენია ორი ვაჟი, მაგრამ მაინც არ მოუკლია ქვეყნისათვის სამსახური: ის ყოფილა თავისი სოფლის, წავკისის მცველი მტერთაგან.

თინას აღა-მახმად-ხანის წინააღმდეგ ბრძოლაშიც მიუღია მონაწილეობა (1795 წ.). გადმოცემით, იგი ბოლნისის მხარეს მოუკლავთ და ერეკლემ იქვე, ბოლნისის სიონთან, დაასაფლავებინა ქმრის გვერდით, საფლავის ქვაზე მათი სახე ამოაჭრევინა, მათ ობლებს კი სასახლეში ზრდიდა.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 9025 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-24 | კომენტარი (2)

$smenu_1$
სიახლის დამატება