AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

გიორგი სააკაძი
გამოჩენილი ქართველი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე. დაიბადა სოფელ ნოსტეში მეფის აზნაურ სიაუშ სააკაძის ოჯახში. 1608 წლიდან თბილისის მოურავია, მალე მან დიდი გავლენა მოიპოვა ქართლის მეფის ლუარსაბ II-ის კარზე, 1609 წელს მისი მთავარსარდლობით ქართველებმა ტაშისკარის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს ოსმალ დამპყრობელთა ჯარი. 1612 წელს გიორგი სააკაძე იძულებული გახდა ქართლიდან ირანში გაქცეულიყო შაჰ აბას I-თან, ამის მიზეზი იყო მის წინააღმდეგ მიმართული მოშურნე თავადთა შეთქმულება (შადიმან ბარათაშვილის მეთაურობით). გიორგი სააკაძე შაჰის კარზე მალე დაწინაურდა, იგი თან ახლდა შაჰ-აბასს ქართლ-კახეთში მისი ამაოხრებელი ლაშქრობებისას 1614-1616 წლებში, ამ პერიოდში იგი ცდილობდა ირანის შაჰის ხელით ანგარიში გაესწორებინა მტრებთან და მოეპოვებინა პირველობა ქართლში. არსებობს ვარაუდი, რომ ლუარსაბ II-ის მკვლელობაც სააკაძის ჩაგონებით მოხდა. 1616-1620 წლებში გიორგი სააკაძე ქართლის ფაქტობრივი მმართველია შაჰ-აბასის ეგიდის ქვეშ. 1621-1623 წლებში იგი ირანელთა ერთ-ერთი წამყვანი მთავარსარდალი იყო ოსმალეთის წინააღმდეგ ომში. მალე სიტუაცია შეიცვალა, სააკაძე მიხვდა საკუთარი პოლიტიკის დამღუპველობას საქართველოს მიმართ. 1625 წელს იგი შეეთქვა ზურაბ არაგვის ერისთავს და კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს. აპრილში დაიწყო ქართველთა დიდი აჯანყება, 7 აპრილს მარტყოფის ბრძოლაში სააკაძის და ზურაბ ერისთავის ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა შაჰის მიერ ქართლის ასაოხრებლად გამოგზავნილი ირანელთა ჯარი. ამ ფაქტით განრისხებულმა შაჰ-აბასმა ბრძანა სიკვდილით დაესაჯათ ისფაჰანში მძევლად დატოვებული გიორგის უმცროსი ძე პაატა სააკაძე. 1 ივლისს მარაბდის გმირულ ბრძოლაში ქართველები, მართალია, დამარცხდნენ, მაგრამ ეს დროებითი მარცხი იყო. 1625 წლის ბოლოს გიორგი სააკაძის ბრწყინვალე სარდლობით მთელი ქართლ-კახეთი (თბილისის გარდა) ყიზილბაშთაგან გაწმენდილი იყო. ერთიანი ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I გახდა. ირანმაც თავისი მარცხი სცნო და საქართველოს ''გათათრებაზე'' ხელი აიღო. სამწუხაროდ, სწორედ ამ კრიტიკულ დროს გიორგი სააკაძეს კვლავ სძლია პატივმოყვარეობამ, იგი ვერ შეეგუა თეიმურაზ I-ის მბრძანებლობას და გადაუდგა მას. 1626 წლის ნოემბერში ბაზალეთთან მომხდარ ბრძოლაში თეიმურაზ I-მა და მისმა მომხრეებმა დაამარცხეს სააკაძის და მისი მომხრეების ჯარი. გიორგი სააკაძე ამჯერად ოსმალეთში გაიქცა და სულთნის სამსახურში ჩადგა. აქ მისი კარიერა წარუმატებლად განვითარდა - გიორგი სააკაძეს მისი მოშურნე ხუსრევ ფაშას დასმენით ღალატში დასდეს ბრალი და 1629 წლის 3 ოქტომბერს ქ.ალეპოში სიკვდილით დასაჯეს უფროს ვაჟთან ავთანდილთან და რამდენიმე მომხრესთან ერთად. გიორგი სააკაძე იყო დიდი სარდალი, მოხერხებული პოლიტიკოსი და ჭეშმარიტი გმირი, თუმცა მისი როლი საქართველოს ისტორიაში წინააღმდეგობრივია. სამწუხაროდ, მას ხშირად სძლევდა ამბიციები, რომელთა გამოც სამშობლოს საკეთილდღეო საქმეები ბოლომდე ვერ მიჰყავდა.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-04)
ნანახია: 1277 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 3.3/3 |
სულ კომენტარი: 1

კალენდარი

ფაილები

მეგობრები

შენი საიტი აქ!

ინფორმერი

ინფორმერი
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება