აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1289-1293 წლებში. დავით ნარინის ძე. დემეტრე II-ს სიკვდილით დასჯის შემდეგ, ხუტლუ ბუღას (სადუნ მანკაბერდელის ძე) მეცადინეობით, ყაენმა აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ დაამტკიცა. დავით ნარინის შემდეგ ვახტანგი დასავლეთ საქართველოსაც მიიღებდა მემკვიდრეობით, რასაც მონღოლთა მფლობელობის ქვეშ საქართველოს გამთლიანება მოჰყვებოდა, მაგრამ 1292 წელს მეფე ვახტანგი მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი გელათის მონასტერშია დაკრძალული.
|