AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

ერეკლე II
კახეთის მეფე 1744-1762 წლებში, ქართლ-კახეთის მეფე 1762-1798 წლებში. თეიმურაზ II-სა და თამარ დედოფლის (ვახტანგ VI-ის ასული) შვილი. დაიბადა 1720 წლის 7 ნოემბერს. პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო. როდესაც ლეკთა მარბიელი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უსარდლა ჯარს. 1737-1739 წლებში იმყოფებოდა ნადირ შაჰის კარზე და მონაწილეობა მიიღო ინდოეთზე ლაშქრობაში. 1744 წელს თეიმურაზ II ქართლის მეფე გახდა, ხოლო ერეკლე II კახეთისა. 1747 წელს თეიმურაზ II ირანში წავიდა. წასვლის წინ მან ქართლი ერეკლესა და აბდულა-გებს (იესეს ძეს) ჩააბარა. აბდულა-ბეგმა ერეკლეს ბრძოლა დაუწყო. კახთ ბატონმა მოახერხა მოწინააღმდეგის დამარცხება. 1748 წელს ერეკლემ თბილისი გაანთავისუფლა ირანელთაგან და იქ ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა. 1749 წელს თეიმურაზი ქართლში დაბრუნდა. მართალია, ქართლი და კახეთი დამოუკიდებელი სამეფოები იყო, მაგრამ მამა-შვილი შეთანხმებულ პოლიტიკას ატარებდნენ და ფაქტიურად აღმოსავლეთ საქართველო ერთიანი იყო. იმავე წლის შემოდგომაზე, თეიმურაზსა და ერეკლეს თარაქამების წინააღმდეგ ბრძ ოლაში დახმარება სთხოვა ერევნის ხანმა. ქართველებმა გაიმარჯვეს ბრძოლაში და ერევნის სახანო ქართლ-კახეთის მფარველობაში შევიდა. მალე ანალოგიური ნაბიჯი გადადგა ნახიჩევანის სახანომაც. 1750 წელს თეიმურაზმა და ერეკლემ დაამარცხეს ყარაბაღის მმართველი ფანა-ხანი. 1751 წელს ქართლისა და კახეთის გაერთიანებული ჯარი ჭარის დასამორჩილებლად დაიძრა. 15 თებერვალს მდ. აგირ-ჩაის ნაპირზე ქართველები დამარცხდნენ, გამარჯვება შაქის ხანს ჰაჯი-ჩალაბს დარჩა. იმავე წლის ივლისში, ყირბულახთან. ერეკლემ 3000-კაციანი ლაშქრით დაამარცხა აზატ-ხანის 18000-ანი ჯარი. აზატ-ხანი, რომელიც ირანის შაჰობასაც კი უმიზნებდა. იძულებული გახდა ზავი დაედო ერეკლესთან. 1752 წელს. განჯასთან ბრძოლაში ქართველები კვლავ დამარცხნენ. ამ მარცხმა თეიმურაზისა და ერეკლეს ავტორიტეტი შეარყია. ამიერკავკასიაში მათი პირველობა საეჭვო გახდა. საჭირო იყო სასწრაფო გადამწყვეტი ღონისძიებების გატარება. სამთვიანი მზადების შემდეგ, 1752 წლის 1 სექტემბერს, თულქითაფასთან ბრძოლაში ერეკლემ სასტიკი მარცხი აგემა ჰაჯი-ჩალაბს. მისი ლაშქარი მთლიანად განადგურებული იქნა. ერეკლემ და თეიმურაზმა კვლავ აღადგინეს თავისი გავლენა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაზე. მალე ქართლისა და კახეთის სამეფოებს ახალი საფრთხე დაემუქრათ. გააქტიურდნენ ლეკები, რომლებიც უფრო და უფრო აძლიერებდნენ თავის მარბიელ ლაშქრობებს. 1754 წელს ხუნძახის ბატონი ნურსალ-ბეგი დიდი ჯარით შემოიჭრა ქართლში. მჭადიჯვართან ბრძოლაში ერეკლემ დაამარცხა მოწინააღმდეგე. 1755 წელს ნურსალ-ბეგმა კახეთიდან სცადა შემოჭრა და ყვარლის ციხეს შემოარტყა ალყა. ერეკლე ამჯერადაც გამარჯვებული გამოვიდა ბრძოლიდან. 1756-1757 წწ. ლეკებმა რამდენჯერმე ილაშქრეს ქართლ-კახეთში, მაგრამ ყოველთვის დამარცხებულები ბრუნდებოდნენ უკან. 1758 წელს თეიმურაზ II-მ, ერეკლე II-მ და სოლომონ I-მა ხელშეკრულება დადეს ურთიერთდახმარების შესახებ. 1759 წელს ლეკთა 8000-ანი ჯარი, კოხტა ბელადისა და ჩონჩოლ-მუსას მეთაურობით, გადმოვიდა საქართველოში ს. ატოცთან და დვანის ციხესთან ერეკლემ მარცხი აგემა მტერს. ამ ბრძოლაში ქართლისა და კახეთის მეფეებს სოლომონ I ეხმარებოდა. 1762 წელს პეტერბურგში გარდაიცვალა თეიმურაზ II. ქართლის სამეფო მემკვიდრეობით ერეკლე II-ს ეკუთვნოდა და მანაც ორივე სამეფო გააერთიანა. ამ დროიდან მოყოლებული ერეკლე გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფეა. ქართლის თავადების ნაწილი ერეკლეს წინააღმდეგი იყო და მათ შეთქმულების მოწყობა განიზრახეს. ქართლის მეფედ მათ ვახტანგ VI-ს უკანონო შვილი პაატა უნდოდათ. 1765 წელს ერეკლემ შეიტყო შეთქმულების შესახებ და მოწინააღმდეგეები სასტიკად დასაჯა. იმავე წელს ერეკლე II-მ გამოსცა ბრძანება, რომლითაც ტყვეობიდან თავისით თავდახსნილი გლეხი თავისუფალი ხდებქოდა და ბატონს მასზე ხელი აღარ მიუწვდებოდა. 1768 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის მორიგი ომი. ერეკლე II-მ (ისევე, როგორც სოლომონმა) გადაწყვიტა ჩაბმულიყო ომში რუსეთის მხარეზე. თუკი ეს უკანასკნელი დამხმარე ჯარს გამოაგზავნიდა საქართველოში. 1770 წლის აპრილში ერეკლე (7000 კაცით) ტოტლებენი (1200 კაცით) ახალციხისკენ დაიძრნენ. მაგრამ 19 აპრილს, აწყურის ციხესთან, ტოტლებენმა მიატოვა ერეკლე და უკან დაბრუნდა ქართლში. ერეკლეს მარტოს მოუწია მტრის წინააღმდეგ ბრძოლა. 20 აპრილს ქართველებმა ასპინძასთან სასტიკად დაამარცხეს თურქეთის ჯარი. ტოტლებენის ღალატის გამო ერეკლე იძულებული იყო უკან დაბრუნებულიყო და შეეწყვიტა წარმატებით დაწყებული ლაშქრობა. 1771 წელს ერეკლემ ხერთვისის ციხე აიღო. 1772 წელს ერეკლე II-მ ელჩობა გაგზავნა რუსეთში ანტონ I კათალიკოსისა და თავისი ვაჟის – ლევანის მეთაურობით (ელჩები 1774 წელს დაბრუნდნენ საქართველოში). 1773 წელს ერეკლე II-მ და სოლომონ I-მა აღადგინეს ურთიერთშორის დადებული ხელშეკრულება. 1774 წელს ერეკლემ გამოსცა ბრძანება “მორიგე ჯარის” დაწესების შესახებ. ამან საშუალება მისცა მეფეს, ყოველთვის მზად ჰყოლოდა 5000 მოლაშქრე. “მორიგე ჯარის” მისი შვილი ლევან ბატონიშვილი მეთაურობდა. 1778 წელს ქართლ-კახეთის მეფემ განჯის მმართველი – ფათ ალი-ხანი დაამარცხა სასტიკად. 1779-1780 წლებში ერეკლეს რამდენიმეჯერ მოუწრია ლაშქრობა ერევნის სახანოს კვლავ დასამორჩილებლად. 1782 წლის 21 დეკემბერს ერეკლე II-მ ოფიციალური თხოვნით მიმართა რუსეთის საიმპერატორო კარს ქართლ-კახეთის სამეფოს მფარველობაში მიღების შესახებ. 1783 წლის 24 ივლისს, გეორგიევსშკი, ხელი მოეწერა ტრაქტატს რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის. 2 ნოემბერს თბილისში რუსეთის ორი ბატალიონი შემოვიდა. 1784 წელს ქართველთა და რუსთა გაერთიანებულმა ჯარმა ჭარს შეუტია და ლეკები დაამარცხა. 1785 წლის სექტემბერში ავარიის მმართველმა ომარ-ხანმა 20000-ანი ჯარით ქართლ-კახეთი დალაშქრა. ერეკლემ ვერ შესძლო სათანადო წინააღმდეგობა გაეწია მტრისათვის და იძულებული გახდა, ომარ-ხანისთვის ფული გადაეხადა. რათა ამ გზით დაეხსნა თავი მისი შემოსევებისაგან. 1786 წელს ერეკლემ სამშვიდობო ხელშეკრულება დადო ახალციხის ფაშა სულეიმანთან. იმავე წელს, 18 დეკემბერს, საგარეჯოში გაიმართა დიდებულთა თათბირი, რომელზეც განხილული იყო საგარეო ორიენტაციის გადასინჯვის საკითხი. 1789 წლის იანვარში ერეკლე შეხვდა ალი-ხანს. მათ გაინაწილეს გავლენის სფეროები და გადაწყვიტეს შეთანხმებულად ემოქმედათ ერთობლივი მტრის – აღა-მაჰმად-ხანის წინააღმდეგ. თავისი მოღავწეობის ბოლო პერიოდში ერეკლე მეფემ რიგი სერიოზული შეცდომა დაუშვა, რაც მის სამშობლოს ძვირად დაუჯდა. 1790 წელს ერეკლეს ესტუმრნენ იმერეთის სამეფოს წარმომადგენლები: დოსითეოს ქუთათელი, ევქთიმე გაენათელი, ზურაბ წერეთელი, სეხნია წულუკიძე და სხვები. ისინი სთხოვდნენ მეფეს იმერეთის შეერთებას ქართლ-კახეთის სამეფოსთან. მეფემ დარბაზი მოიწვია ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის გადასაწყვეტად. რამდენიმე დღე მიმდინარეობდა კამათი მომხრეებსა (გიორგი ბატონიშვილი, დავით ორბელიანი, ჭაბუა ორბელიანი, ანტონ კათალიკოსი) და მოწინააღმდეგეებს (იოანე მუხრან-ბატონი) შორის. საბოლოოდ მეფემ განაცხადა, რომ ის ვერ შემოიერთებდა იმერეთის სამეფოს და ვერ წაართმევდა ტახტს თავის შვილიშვილს დავით არჩილის ძეს (მომავალ სოლომონ II იყო ერეკლეს ასულის, ელენეს, შვილი). ამ საკითხის გადაწყვეტაში მთავარი მაინც ის იყო, რომ იმერეთი თურქეთის გავლენის სფეროს წარმოადგენდა და მისი შემოერთებით ერეკლე მკვეთრად გაიუარესებდა ურთიერთობას პორტასთან (თანაც ეს იმ დროს რუსეთის, რომლის მფარველობაშიც უკვე იყო ქართლ-კახეთი, ინტერესებში არ შედიოდა). 1790 წელს დაიდო “ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული, საზოგადოსათვის შეერთებისა ქართლისა, კახეთისა, იმერთა, ოდიშისა და გურიისა”. 1791 წელს ერეკლე II-მ შეცვალა ტახტის მემკვიდრეობის წესი – მამიდან უფროს ძეზე გადასვლის ნაცვლად, მან ბრძანა ტახტის ძმიდან ძმაზე გადასვლა. 1792 წელს ერეკლე მეფემ, თავისი ბრძანებით, შვილებს დაუნაწილა სამეფო ქონება და გამოუყო საუფლისწულოები. 1794 წლს ირანის ტახტი დაიკავა აღა- მაჰმად-ხანმა, რომელმაც საქართველოს დამორჩილება გადაწყვიტა და საამისოდ სამხედრო სამზადისს შეუდგა. 1795 წლის ივნისში ქართველთა ჯარმა (ალექსანდრე ბატონიშვილის სარდლობით) დაამარცხა ერევნისა და შუშის სახანოების დასამორჩილებლად გაგზავნილი აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარი. სექტემბრის დასაწყისში აღა-მაჰმად-ხანი თბილისისაკენ დაიძრა. 10 სექტემბერს სოღანლუღთან ბრძოლაში ირანელები დამარცხნენ. მაგრამ მეორე დღეს, 11 სექტემბერს, გადამწყვეტ ბრძოლაში 5000-მა ქართველმა ვერ შეძლო 35000-ანი მტრის არმიის დამარცხება. 75 წლის მეფე ბრძოლის ველიდან შვილმა, იოანე გიორგის ძემ, ძალით გაიყვანა. მარცხმა მძიმედ იმოქმედა, როგორც პირადად მეფეზე, ასევე მის სამეფოზეც. (რუსებს, რომელთაც ''გეორგიევსკის ტრაქტატით'' საქართველოს დახმარების ვალდებულება ჰქონდათ აღებული, ხელიც კი არ გაუნძრევიათ, მათ აწყობდათ ქართლ-კახეთის სამფოს დასუსტება). 1798 წლის 11 იანვარს ერეკლე II თელავში გარდაიცვალა. მხცოვანი მეფე სვეტიცხოველში დაკრძალეს.
კატეგორია: ქართველი დიდებულები | დაამატა: biography (2009-02-05)
ნანახია: 1211 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 1.0/1 |
სულ კომენტარი: 1

კალენდარი

ფაილები

მეგობრები

შენი საიტი აქ!

ინფორმერი

ინფორმერი
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება