AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ფრანგი დიდებულები

ფრანკთა საზოგადოება VI-IX საუკუნეებში. მეროვინგები კარლ დიდის იმპერია.
რანკთა საზოგადოება VI-IX საუკუნეებში.
მეროვინგები კარლ დიდის იმპერია.

ფანკები და მათი სამეფოს წარმოშობა

ფრანკტა შესახებ პირველი ცნობები ჩვენამდე მოღწეულია III საუკუნეში. მათი მრავალრიცხოვანი წინაპრები ჰყავდათ: ხიმავები; სიკამბრები; ბატავები და სხვ. უკვე ცეზარის მართველობის პერიოდში სხვადასხვა გერმანული ტომები ცდილობდნენ გადასახლებულიყვნენ გალთა მიწაზე ტაციტი წერდა "ისინი ცვლიდნენ თავიანთ ტყეებსა და ჭაობებს ბევრად უფრო ნაყოფიერ მიწაზე".
ფანკებს (იგი ითარგმნება როგორც "მამაცი","თავისუფალი") ეძახდნენ ქვედა და შუა რეინის მოსახლე გერმანელთა მრავალ ტომს რომლებიც მეტწილად რეინის მარჯვენა მხარეს ცხოვრობდნენ.
III საუკუნის ბოლოს გერმანელები გადავიდნენ უკვე მასიურად მარჯვენა ნაპირიდან მარცხენაზე და მათი დამოკიდებულება რომაელთა მიმართ საგრძნობლად შეიცვალა შედარებით თბილისკენ.
გერმანულ ტომებს რომაელები მოიხსენიებდნენ როგორც ფრანკებს. როგორც ჩანს ფანკები ახალი და ძლიერი გაერთიანება გახლდათ გერმანულ ტომებში. ფრანკთა საზოგადოება იყოფოდა ორ დიდ ნაწილად პირველი გახლდათ ზრვისპირა (სალიტური salum - ზღვა) და განაპირა (რიპუარული ripa - ნაპირი).
სალიტური ფრანკები ცხოვრობდნენ რაინის დასაწყისში ხოლო რიპუარული უფრო სამხრეთით რეინისა და მაასის ნაპირების მომდებარე ტერიტორიაზე.
გალიის ჩრდილო აღმოსავლეთი ფრანკებმა დაიპყრეს V საუკუნეში, ეს მიწა რომის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენდა. ფრანკთა მეთაურებში აღსანიშნავია მეროვეი, მისი მართველობის პერიოდში ფრანკები ატილას (ჰუნების) წინააღმდეგ იბრძოდნენ კატალაუნიის ველებზე (451წ.). სწორედ მისი სახელიდან წარმოიშვა მეროვინგთა სამეფო გვარი. მეროვეის შვილი და მომდევნო ტახტის მფლობელი გახლდათ ხილდერიკი, მისი საფლავი აღმოჩენილია ტურნში. ყველაზე ცნობილი წამომადგენელი მეროვინგთა გვარში მეფე ხლოდვიგი გახლდათ (481-511წწ.). ხილდერიკის შვილი და ტახტის მემკვიდრე.
ხლოდვიგის მეფობა კარგადაა აღწერილი VI საუკუნის მეორე ნახევარში ეპისკოპ გრიგორი ტურსკის მიერ მის ნაშრომში <<ფრანკთა ისტორია>> ასევე ხლოდვიგთანაა დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენები ფრანკთა ისტორიაში.
ხლოდვიგი იყო სალიტური ფრანკების მეფე. იგი გახლდათ ინიციატორი დამპყრობლური ომებისა გალიის საკმაოდ ფართო ტერიტორიებზე.
486 წელს ფრანკებმა დაიპყრეს სუასონის ოლქი (რომაელთა ბოლო საკუთრება გალიის ტერიტორიაზე) რომლის ცენტრი პარიზი გახლდათ, პარიზი რომაელი მმართველის სიაგრის ხელტ იყო მან ვერ გაუწია წინააღმდეგობა ფრანკთა ჯარს, რომაელები დამარცხდნენ და სიაგრი ვესტგოდთა მეფესთან გაიქცა მან კი თავის მხრივ იგი ხლოდვიგს გადასცა. ხლოდვიგმა კი სიაგრი მოკლა.
დაპყრობლები კვლავ გრძელდებოდა და ფრანკებმა მალევე დაიპყრეს სენისა და ლუარას შორის მდებარე ტერიტორია. ამის შემდეგ ხლოდვიგმა შესძლო საკმარისად მიეცა მიწები ფრნკებისთვის, ეს მიწა მათთვის ნამდვილ სამოთხედ იქცა, ფართო არე სავსე ტყიტა და მრავალი მდინარეებით მიწა კი ძალიან ნაყოფიერი გახლდათ.
V საუკუნის მიწურულს უდიდესი დამარცხება აწვნიეს ფრანკებმა ალემანებს რომელიც გერმანული ტომი გახლდათ და ნაწილობრივ გადაასახლეს ისინი გალიიდან უკან რეინისკენ.
496 წელს ხლოდვიგი აკურთხეს მასთან ერთად ქრისტიანობა მიიღო კიდევ სამმა ათასმა ადამიანმა სხვა დანარჩენი გერმანული ტომები ოსტგოთები, ვესტგოთები,ვანდალები და ბურგუნდიელები არიანელები იყვნენ და ქრისტიანობას უარყოფდნენ.
ფრანკთა ჯარებიმა გაილაშქრეს ვესტგოტების წინააღმდეგ, რომლებსაც ეკუთვნოდათ გალიის მთელი სამხრეთ ნაწილი VI საუკუნის დასაწყისში. ხლოდვიგმა უთხრა თავის მომხრეებს "მე მტკივა იმის დანახვა რომ არიანები ფლობენ გალიის საუკეთესო ნაწილს დაე ღვთის ნებით წავიდეთ და გავყაროთ ისინი რათა მათი მიწები ჩვენი გახდნენ ".
ხლოდვიგის დამპყრობლურ სვლას თან ბევრი საოცრება სდევდა ღვთიურმა ცეცხლმა მათ გზა გაუნათა უკუნეთ ღამეში და სხვ. ეს ლეგენდები დამოკიდებულია იმაზე რომ ხლოდვიგი დიდი პატივისცემით სარგებლობდა ეკლესიის მხრიდან და ამან განაპირობა არა ერთი ლეგედის წარმოშობაში რომლის შეთხზვაშიც უდიდესი წვლილი ეკლესიას მიუძღვის.
არქეოლოგიური გათხრების დახმარებით შესაძლებელია ზუსტი აღწერილობის შედგენა თუ რა ტიპის იარაღებს ხმარობდნენ ბრძოლისას ფრანკები. დიდ ტყავის ქამარზე რკინის ანდა ბრინჯაოს ბალთით ფრანკ მეომარს ეკიდა გრძელი ხმალი ძვლის ანდა ხის ტარით ან მოკლე ხმალი და ხანჯალი, უსაყვარლეს იარაღს წარმოადგენდა ფრანცისკა საომარი ნაჯახი რომელსაც ბრძოლისას სასროლად იყენებდნენ ასევე გამოიყენებოდა სასროლი შუბები მშვილდები და სხვ. ფარი კეთდებოდა ხისგან და იფარებოდა ტყავით.
გალო-რომაელი მწერალი სიდორიი აპოლინარიი ასე აღწერდა ფრანკთა გარეგნობას "მათი წითური თმები ერთადაა შეგროვებული შუბლზე რის გამოც კეფა დაუფარავი აქვთ. მათ მომწვანო თვალები და გაპარსული სახე აქვთ ერთადერთი ულვაშები აქვთ მოშვებული გრძლად. ტანისამოსი მჭიდროდაა მიტმასნული მათ სხეულზე, შორს ისვრიან თავიანთ ფრანცისკს თითქოსდა თამაშობენ ისე და დარწმუნებულნი არიან რომ ნასროლი ზუსტად მიზანში მივა. ბავშვობიდანაა ომი მათი გატაცება".
VI საუკუნის მეორე ნახევარში ფრანკთა სამეფო "გაუნათლებელთა" შორის ყველაზე დიდი გახლდათ.
* * *

"სალიკური სიმართლე" ფრანკთა კანონთა კრებული

"სალიკური სიმართლე" ფარდას ხსნის ფრანკთა სიცოცხლესა და ჩვევებზე როგორც ჩანს იგი შეიქმნა ხლოდვიგის მართველობის პერიოდში.
"სალიკურ სიმართლეში" ნათლადაა აღწერილი სხვადასვა ცხოვრებისეული სიტუაციები და დასჯის სახეები წესების დარღვევის შემთხვევაში, დაწყებული ქათმის მოპარვით კაცის მოკვლით დამთავრებული.
"სალიკური სიმართლე" იყოფოდა ტიტულებად(თავებად) სულ სამი ტიტული არსებობდა თვითოეული ტოტული კი ცალკე ქვეთავებად. უმეტესობა ამ თავებისა შტრაფებს ეძღვნებოდა მაგ: ცოლის მოტაცებაზე კაცის მოკვლაზე ანდა თუ ვინმე თავისუფალ ქალს შეეხებოდა 62 1/2 სოლიდის გადახდა ევალებოდა იმ ადამიანს ვინც მეორეს თვალს ამოჰგლეჯდა ვინც ცხვირს მოაგლეჯდა მას 45 სოლიდს გადაიხდიდა და მრავალი სხვ. სოლიდი რომაული ფული იყო და VI საუკუნეში 3 სოლიდად ერთ კარგ მეწველ ჯამრთელ ძროხას იყიდდა კაცი.

საგვარეულო ურთიერთობები და მათი დაშლა

ფრანკებთან საგვარეულო ურტიერთობები ძალიან მჭიდროდ იყო გადახლართული ერთმანეთში ფაქტიურად წარმოუდგენელი იყო რომ მაღალი საზოგადოების ანუ მაღალი ტიტულის მქონე ოჯახის მქონე ქალი უფრო დაბალი ტიტულის მქონე კაცის ცოლი გამხდარიყო ხოლო თუ ხდებოდა ასეთი რამ ქალს ძვირად უჯდებოდა მაგალითად თუ ქალის მონა შეუყვარდებოდა მას უნდა აერჩია ან ხამალი ან საქარგი მას ქალს თავისივე ხელით მონა უნდა მოეკლა ანდა იგი თვითონვე ხდებოდა ისეთივე მონა როგორიც მისი მომავალი ქმარი იყო.
ქორძინება ყიდვით მიმდინარეობდა ფასები საკმაოდ მნიშვნელოვანი ზომისა იყო 300 - 400 შილინგი თუმცა რასაკვირველია იყო ბევრად უფრო იაფი ქირწინებებიც ეს ერთი შინილგის სანაცვლოდ იყიდდით ერთ ჯარმთელ წლინახევრი
კატეგორია: ფრანგი დიდებულები | დაამატა: biography (2009-03-27)
ნანახია: 3826 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/3 |
სულ კომენტარი: 1

კალენდარი

ფაილები

მეგობრები

შენი საიტი აქ!

ინფორმერი

ინფორმერი
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
$smenu_1$
სიახლის დამატება