AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ფრანგი დიდებულები

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 26
ნაჩვენებია მასალა: 11-20
გვერდები: « 1 2 3 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით

ფარამონდი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფარამონდი - (370 - 430) ფრანკთა მეფე მეროვინგების დინასტიიდან 410 - 426 წლებში.
ფრანგი დიდებულები | ნანახია: 3147 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-19 | კომენტარი (0)


ქილპერიკ I (539 - 584) 561 წლიდან სუასონის მეფე, 567 წლიდან პარიზის მეფე. ხლოტარ I-ს ვაჟი.
ფრანგი დიდებულები | ნანახია: 982 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-19 | კომენტარი (0)

ხილდებერტ I (496 - 558) 511 წლიდან პარიზის მეფე, 524 წლიდან ორლეანის მეფე ხლოდვიგ I-ს ვაჟი.
ფრანგი დიდებულები | ნანახია: 1015 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-19 | კომენტარი (0)

ხლოდვიგ I (ფრანგ. Clovis ლათ. Chlodovechus, Chlodoveus) (466 - 511) - ფრანკთა მეფე მეროვინგების დინასტიისან 481 - 511 წლებში.

ფრანგი დიდებულები | ნანახია: 18722 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-19 | კომენტარი (19)


ანტუან დე ბურბონი (22 აპრილი 1518 - 17 ნოემბერი 1562) ჰერცოგი დე ბურბონი და დე ვანდომი. ნავარის დედოფლის ჟანა დ'ალბრეს მეუღლე. ბურბონების გვარის პირველი მეფის ანრი IVს მამა.
ფრანგი დიდებულები | ნანახია: 1074 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-19 | კომენტარი (0)

არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე (დ. 5 სექტემბერი, 1585, პარიზი — გ. 4 დეკემბერი, 1642, იქვე), საფრანგეთის სახელმწიფო მოღვაწე, კარდინალი (1622), „საფრანგეთის ნავიგაციისა და კომერციის დიდოსტატი და გენერალური სიურინტენდანტი“ (1626). ჰერცოგი და პერი (1631). 1624 წლის აგვისტოდან სამეფო საბჭოს მეთაური და საფრანგეთის მმართველი.

ამ პერიოდის განმავლობაში მან შექმნა საფრანგეთისგან იმდროის ევროპაში მოწინავე ძალა. იგი იყო მყიფე და მოავადე მაგრამ თავის წითელ მოსასხამში იგი გამოიყურებოდა გამოჩენილად და გაბატონებულად. თავისი ძალაუფლების გამო მას რკინის კარდინალს ეძახდნენ. იგი საღმრთო შიშს ბადებდა ყველაში და მათ შორის მეფეშიც.იგი იყო შეუბრალებელი მტრებისადმი და კეთილი და ერთგული მეფესა და ქვეყნისადმი.სექციების სია



დაბადება და კარიერის დაწყება 

რიშელიე დაიბად ქალაქ პარიზიში ღარიბ, მაგრამ თავადთა ოჯახში 1581 წლის 9 სექტემბერს. მას ამზადებდნენ საღმრთო სამსახურისთვის და 21 წლისა იგი ეპისკოპოსი გახდა.მისმა მჭერმეტყველებამ მიიპყრო დედოფალი-რეგენტის მარია დე მედიჩის მზერა. მან დაპატიჟა რიშელიე სასახლეში და 1622 წელს მისი შვილის ლუდოვიკო XIII-ის სრულწლოვანებისას კარდინალობა უბოძა.რიშელიე გახდა მეფის მთავარი მრჩეველი 1624 წ. ლუდოვიკო იყო უფრო დაინტერესებული მონადირეობასა და მუსიკაში ვიდრე სახელმწიფოს საქმეებში.მიუხედავად იმისა რომ მეფემ შეეიზიზღა რიშელიე შეიზიზღა ლუდოვიკო XIII-ემ დაინახა მისი შესაძლებლობები და მისცა მას თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლება.

რიშელიეს ფიცი 

როდესაც რიშელიე მეფის მრჩეველი გახდა მან შეჰფიცა მას რომ, "გამოივიყენებ მთელ ჩემს შესაძლებლობებსა და ავტორიტეტს რომელსაც თქვენ მიბოძებთ რათა დავამხო ჰუგენოტთა პარტია,შევამცირო თავადობის სიამაყე და გავზარდო თქვენი და საფრანგეთის ცნობილება გარეშე ერებში იმ წერტილამდე რომელზეც ის უნდა იყოს." მან თავისი აღთქმა შეასრულა.

”...დავამხო ჰუგენოტთა პარტია...”

რიშელიე ლა როშელში

1627 წ. რიშელიეს მეთაურობით სამხედრო ძალებმა ალყა შემოარტყეს ქალაქ ლა როშელს, ჰუგენოტების მთავარ სიმაგრეს. მან ააგო 1 მილის ( 1, 6 კმ) სიგრძის ბარიერი რათა განეშორა ისინი ზღვისგან.1 წლის ალყის შემდეგ მშიერი ქალაქი მას დანებდა.ამ დამარცხებამ ჰუგენოტთა პოლიტიკური ძალაუფლება დაასრულა. მაგრამ რიშელიემ დაუტოვა მრწამსის უფლება და სამოქალაქო უფლებები.

”...შევამცირო თავადობის სიამაყე...” 

უფრო რთული იყო თავადობის დამორჩილება, თუმცა საფრანგეთში უამრავი ციხესიმაგრის დანგრევა გვიჩვენებს თუ როგორ მეთოდურად და შეუბრალებლად რიშელიე არტყავდა თავადების ძალაუფლებას. მან გასცა კანონი, რომლის თანახმადაც ყველა ციხესიმაგრე, რომელიც არ იყო საჭირო სამეფოს დასაცავად უნდა დანგრეულიყო ან დემონტირებულიყო. მან აგრეთვე დანიშნა სამეფო ოფიცრები რათა ზედმიეხედათ პროვინციიების მმართველებისადმი და მეფის კონტროლის ქვეშ დაებრუნებინათ ისინი.

...”გავზარდო თქვენი და საფრანგეთის ცნობილება გარეშე ერებში...” 

მესამე გეგმის შესრულების შესაძლებლობა მაშინ გახდა, როდესაც რელიგიურმა და პოლიტიკურმა ომებმა გერმანია გახლიჩეს. მიუხედავად იმისა რომ რიშელიე ერთგული კათოლიკე რჩებოდა მან გამოიყენა ეს ომი რათა საფრანგეთი უზარმაზარ ძალად ექცია გერმანელი პროტესტანტების დახმარებით ესპანეთისა და წმინდა რომის იმპერატორის წინააღმდეგ ბრძოლაში.

თავიდან იგი ფინანსურად ეხმარებოდა პროტესტანტთა შვედ ლიდერს გუსტავ ადოლფს. შემდეგ მან საფრანგეთი კონფლიქტში ჩართო. მშვიდობის დამყარების დროს 1648 წელს საფრანგეთი იყო ერთ-ერთი უძლიერესი ძალა ევროპაში. მან დაუმატა თავის დომინიონს ელზასის ტერიტორია რომელიც, გახდა "დაკარგული პროვინცია", აღდგენილი პირველი მსოფლიო ომიდროს.

30 წლიანი ომის რეზულტატები 
მან ვერ იცოცხლა საკმარისი რათა დაენახა 30 წლიანი ომის დასასრული. მისი სიკვდილისთვი პარიზში, 1642 წლის 4 დეკ., იგი იყო ყველაზე ზიზღიანი ადამიანი ქვეყანაში. დამცირებული თავადები და გადამხდელი გლეხები ანთებდნენ კოცონებს რათა აღენიშნათ ტირანიული კონტროლისგან განთავისუფლება.დღეს ფრანგი ხალხი, როგორც იქნა აფასებს მას როგორც თავისი ერის უდიდეს ლიდერს.

რიშელიემ აგრეთვე დაიკავა ადგილი საფრანგეთის ლიტერატურულ მატიანეშიც, იგი ზრდიდა თავისი დროის უდიდეს მწერლებს და 1635 წელს დეააფუძნა გამოჩენილი საფრანგეთის აკადემია.
ფრანგი დიდებულები | ნანახია: 1382 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-19 | კომენტარი (0)

ლუი-ალექსანდრ ბერთიე (ფრანგ.: Louis Alexandre Berthier), ნოშატელის და ვალანჟენის ჰერცოგი და თავადი, ვაგრამის თავადი (* 20 ნოემბერი, 1753, ვერსალი, საფრანგეთი; † 1 ივნისი, 1815, ბამბერგი, გერმანია) - ფრანგი სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის მარშალი.
ფრანგი დიდებულები | ნანახია: 1012 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-19 | კომენტარი (0)


ჟან-ბატისტ ბესიერი (ფრანგ.: Jean Baptiste Bessières), ისტრიის ჰერცოგი, (* 6 აგვისტო, 1768, პრესაკი, ლოთარინგია; † 1 მაისი, 1813, გერმანია) - ფრანგი სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის მარშალი.
ფრანგი დიდებულები | ნანახია: 1013 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-19 | კომენტარი (0)

ფაილი:Josephine de Beauharnais, Keizerin der Fransen.jpgჟოზეფინ ბოარნე (მარია ჟოზეფინა როუზ ტაშე დე ლა პაჟერი) , (დ. 6 ივნისი, 1763 — გ. 29 მაისი, 1814), იყო საფრანგეთის იმპერატორი ნაპოლეონ ბონაპარტის პირველი ცოლი.
ფრანგი დიდებულები | ნანახია: 1361 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-19 | კომენტარი (0)


ლუი ნიკოლა დ’ავუ იგივე დავუ . აუერშტეტის ჰერცოგი, ეკმიულის და იმპერიის თავადი  (დ. 10 მაისი, 1770, ანუ, ბურგუნდია — გ. 1 ივნისი, 1823, პარიზი), ფრანგი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, საფრანგეთის პერი, საფრანგეთის მარშალი. იგი ითვლება ნაპოლეონ I-ის ერთ-ერთ საუკეთესო გენერლად. მისი სიმკაცრისა და დისციპლინისადმი მეტსახელად „რკინის მარშალი“ შეარქვეს, ხოლო ჰამბურგის გუბერნატორობის დროს (1813-1814) გამოჩენილი სისასტიკისათვის — „ჰამბურგის რობესპიერი“.


დავუ არისტოკრატული და მდიდარი ოჯახის წარმომადგენელი იყო და ნაპოლეონთან ერთად სწავლობდა ბრიენის კადეტთა სასწავლებელში. 1788 წელს მან სამხედრო სამსახური დაიწყო ლეიტენანტის წოდებით ერთ-ერთ კავალერისთა პოლკში. საფრანგეთის რევოლუციას დავუ აღფრთოვანებით შეხვდა და მიუხედავად არისტოკრატული წარმომავლობისა რევოლუციონერთა რიგებში ჩადგა. 1791 წელს იგი მოხალისეთა ბატალიონის მეთაური გახდა. იგი წარმატებით იბრძოდა ჟემაპთან და ნეერვინდენთან გენერალ დიუმურიეს ხელქვეით. 1793 წლის ივლისში მას ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა, თუმცა იძულებული გახდა არმია დაეტოვებინა, ვინაიდან ახალი რევოლუციური დეკრეტის მიხედვით ყოფილ არისტოკრატებს სამხედრო სამსახური ეკრძალებოდათ.

9 თერმიდორის შემდეგ იგი აღდგენილ იქნა თავის ყოფილ რანგში „მოზელის არმიაში“, 1795 წელს იბრძოდა გენერალ პიშეგრიუს ხელქვეით „რაინის არმიაში“ და მანჰაიმის აღების დროს ტყვედ ჩავარდა. დავუ მალე გაცვლილ იქნა გერმანელ გენერალში და 1796 წლის 20 აპრლის თავი გამოიჩინა გენერალ მოროს ხელქვეით მდინარე რაინის გადალახვისას.

დავუ იბრძოდა ნაპოლეონის იტალიურ არმიაში და ეგვიპტის ექსპედიციაში, რომლის დროსაც მან, როგორც კავალერიის გენერალმა ბონაპარტის ნდობა მოიპოვა. 1800 წელს მას დივიზიის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა და დაინიშნა „იტალიური არმიის“ კავალერიის სარდლად. მარენგოსთან ბრძოლის შემდეგ იგი კონსულის გვარდიის გრენადერთა სარდალად, ხოლო ნაპოლეონის ტახტზე ასვლის შემდეგ იმპერატორის გვარდიის მთავარსარდლად დაინიშნა და საფრანგეთის მაშრლის სამხედრო წოდება მიენიჭა.

მარშალი დავუ, მოლეს გრავიურა

1805 წლის ოქტომბერში ავსტრიის წინააღმდეგ ომში იგი საფრანგეთის არმიის მე-3 კორპუსს და აუსტერლიცის ბრძოლაში არმიის მარჯვენა ფლანგს სარდლობდა. 1806 წლის ოქტომბერში თავისი კორპუსით დავუ დამოუკიდებლად მოქმედებდა პრუსიის წინააღმდეგ და იმავე წლის 14 ოქტომბერს მათი მთავარი ძალები დაამარცხა იენასთან და აუერშტეტთან. ამ გამარჯვების აღსანიშნავად ნაპოლეონმა მას აუერშტეტის ჰერცოგის ტიტული უბოძა. შემდგომში დავუმ მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პრუსიაში წარმოებულ ბრძოლებში პრუსიულ აილაუსთან, ჰაილსბერგთან და ფრიდლანდთან, რის შემდეგაც იგი ვარშავის დიდი საჰერცოგოს გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა.

ავსტრიის წინააღმდეგ ახალ ომში 1809 წლის 22 აპრილს მან ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია ეკმიულთან ბრძოლაში, ხოლო ვაგრამთან ბრძოლაში სარდლობდა ნაპოლეონის არმიის მარჯვენა ფლანგს და თავისი შემოვლითი მანევრით უდიდესი წვლილი შეიტანა ფრანგების გარაჯვებაში. ამ დამსახურების გამო ბონაპარტმა ავტრიასთან ზავის დადების შემდეგ ლუი-ნიკოლა დავუს ეკმიულის თავადის ტიტული უბოძა და 1811 წელს ელბის შესართავების დეპარტამენტების გენერალ-გუბერნატორად დანიშნა.

დავუ მოსკოვის კრემლის ჩუდოვის მონასტერში, ვასილი ვერეშჩაგინის ნახატი.

რუსული კამპანიის დროს დავუ არმიის 1-ელ კორპუსს სარდლობდა 1812 წლის 23 ივლისს მოგილევთან ბრძოლაში დაამარცხა პეტრე ბაგრატიონი. 27 ივლისს ვიტებსკთან ბძოლაში თავისი არმიის მოქნილი ტაქტიკური სვლით გენერლების დოხტუროვის და ბაგრატიონის კორპუსები ჩამოაშორა ბარკლაი დე ტოლის დასავლეთის არმიას. „დიდი არმიის“ უკანდახევის დროს მან თავისი კორპუსის ნარჩენებს თავი საქსონიაში მოუყარა და მდ. ელბის ქვემო დინებისაკენ გადაისროლა. 1813 წლის 31 მაისს დავუმ აიღო აქამდე გენერალ ფრიდრიხ კარლ ფონ ტეტენბორნის მიერ კონტროლირებადი ქალაქი ჰამბურგი და საფრანგეთის ღალატის საფასურად 48 მილიონი ფრანკი რეპერაცია დააკისრა. ამ ჯარიმის ამოღებისას დავუმ უკიდურესი სისასტიკით გამოიჩინა თავი. მაგ.: 1813 წლის 5 ნოემბერს მისი ბრძანებით ჰამბურგის ბანკი დააცარიელეს და 7.489.343 მარკა ამოიღეს. იმავე წლის მიწურულს, მას შემდეგ, რაც რამდენიმე მოჯანყე სახალხოდ დახვრიტეს, 20.000-ზე მეტი ჰამბურგელი მოსახლე ქალაქიდან გააძევეს და 8.000-მდე სახლი დაწვეს.

დავუს ერთ-ერთი დიდ სამხედრო მიღწევად ითვლება მის მიერ ჰამბურგის დაცვა მოკავშირეთა არმიების წინააღმდეგ, რომლებმაც ქალაქი ალყაში მოაქციეს და ერთი წლის განმავლობაში უტევდნენ. დავუმ ჰამბურგი მხოლოდ 1814 წლის 31 მაისს დატოვა მას შემდეგ, რაც ნაპოლეონი ტახტიდან გადადგა და ლუი XVIII-ემ კაპიტულაცია მას პირადად უბრძანა.

ნაპოლეონის 100-დღიანი მმართველობის დროს იგი სამხედრო მინისტრი იყო, თუმცა ვატერლოოსთან ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ გადაუდგა ამ უკანასკნელს და 3 ივლისს ბლიუხერს და ველინგტონს შეუერთდა. 14 ივლისს დავუმ ფრანგული არმია მდ. ლუარის სამხრეთით გადაიყვანა, სარდლობა მარშალ მაკდონალდს გადასცა და ლუი XVIII ჩაბარდა. 1819 წელს მეფემ იგი საფრანგეთის პერის რანგში აიყვანა. ლუი-ნიკოლა დავუ 1823 წლის 1 ივნისს გარდაიცვალა.
ფრანგი დიდებულები | ნანახია: 948 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-19 | კომენტარი (0)

1-10 11-20 21-26
$smenu_1$
სიახლის დამატება