AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები

სულ კატალოგში მასალაა: 229
ნაჩვენებია მასალა: 61-70
გვერდები: « 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 22 23 »

ჯეიმზ მაკ-ჰენრი  (დ. 16 ნოემბერი, 1753 – გ. 3 მაისი, 1816) ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწე.

მაკ-ჰენრიმ როგორც მერილენდის წარმომადგენელმა ხელი მოაწერა აშშ-ს კონსტიტუციას. მისი სახელი ჰქვია ფორტ მაკ-ჰენრის, საარტილერიო წერტილს, სწორედ აქ გამართულმა ბრძოლებმა შთააგონა ავტორს დაეწერა აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნი.

მაკ-ჰენრი იყო მერილენდის შტატის დელეგატი კონტინენტალურ კონგრესზე, აშშ ომის მესამე მდივანი, ჯორჯ ვაშინგტონის და ჯონ ადამსის პრეზიდენტობისას.

მაკ-ჰენრი დაიბადა 1753 წელს, ბრიტანელების ოჯახში, ქალაქ ბეილიმენაში, (ულსტერი). დუბლინში სწავლის დამთავრების შემდეგ 1771 წელს იგი გადავიდა ფილადელფიაში. აქ მაკ-ჰენრი ექიმად მუშაობდა და ასევე ძმასთან ერთად იმპორტ-ექსპორტის ბიზნესში იყო ჩართული.


ამერიკელი დიდებულები | ნანახია: 1045 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-09 | კომენტარი (0)

ტიმოთი პიკერინგი (დ. 17 ივლისი, 1745 — გ. 29 იანვარი, 1829) აშშ–ის მესამე სახელმწიფო მდივანი, ამ პოსტზე მსახურობდა 1795 წლიდან 1800 წლამდე, ორი პრეზიდენტთან ჯორჯ ვაშინგტონთან და ჯონ ადამსთან.

პიკერინგი დაიბადა სალემში (მასაჩუსეცი). 1763 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი. თავიდან იგი რევოლუციონერებს ოპიზიციაში ედგა, თუმცა 1777 წელს მან მიიღო გენერალ ჯორჯ ვაშინგტონის შეთავაზება, ემსახურა გენერალ ადიუტანტად, მან დიდი წვლილი შეიტანა რევოლუციის გამარჯვებაში.

1791 წელს ვაშინგტონმა პიკერინგი ფოსტის ხელმძღვანელად დანიშნა. იგი ამ პოსტზე 1795 წლამდე მუშაობდა. დროებით ომის მინისტრი იყო, ხოლო 1795 წლიდან 1800 წლამდე სახელმწიფო მდივანი.

1803 წელს ის გახდა აშშ სენატის წევრი, ფედერალისტთა პარტიიდან. 1812 წელს სენატორობიდან წასვლის შემდეგ ის არჩეულ იქნა წარმომადგენელთა პალატაში, სადაც მოღვაწეობდა 1816 წლამდე.

1816 წლიდან იგი დაბრუნდა სალემში და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა.



ამერიკელი დიდებულები | ნანახია: 725 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-09 | კომენტარი (0)

ჰენრი ნოქსი (დ. 25 ივლისი, 1750 ― გ. 21 ოქტომბერი, 1806) - ბოსტონელი წიგნის გამყიდველი, რომელიც გახდა კონტინენტალური არმიის საარტილერიო დანაყოფის მეთაური. შემდგომში აშშ ომის პირველი მდივანი. ის დაიბადა 1750 წლის 25 ივლისს, ბრიტანელი ემიგრანტების ოჯახში. მისი მამა იყო გემის კაპიტანი. 12 წლისამ სწავლა მიატოვა და წიგნის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა რათა დაქვრივებულ დედას დახმარებოდა. მოგვიანებით მან საკუთარი მაღაზია გახსნა.

1774 წლის 16 ივლისს ჰენრი ნოქსი დაქორწინდა ლუსი ფლუკერზე. მათ 13 შვილი ეყოლათ.


 სამხედრო კარიერა
ნოქსი მხარს უჭერდა აჯანყებულებს, თავისუფლების შვილებს. 1772 წელს იგი მოხალისედ ჩაეწერა ბოსტონის რაზმში და 1775 წელს, გენერალ უარდის მეთაურობით მონაწილეობა მიიღო ბანქერ ჰილის ბრძოლაში. ომის დროს ის შეხვდა გენერალ ჯორჯ ვაშინგტონს და ისინი დამეგობრდნენ.

ბოსტონის აღებისას, ვაშინგტონმა არტილერია მთლიანად ნოქსს დაუქვემდებარა, ნოქსის გეგმის განხორციელების შედეგად, 1776 წლის 17 მარტს ბრიტანელებმა ბოსტონიდან ჰალიფაქსისკენ დაიხიეს.

 
ჰენრი ნოქსი, 1873პოლკოვნიკ ნოქსს დაევალა მდინარე დელავერზე გადასვლის ოპერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მან ეს დავალება კარგად შეასრულა. მან ასევე თავი გამოიჩინა ტრენტონის ბრძოლაშიც.

ნოქსი მონაწილეობდა შემდგომ ბრძოლებშიც, პრინსტონთან, ბრანდიუაინთან, გერმანთაუნთან, მონმაუსთან და იორკთაუნთან. 1777 წელს იგი დაბრუნდა მასაჩუსეტსში რათა განეახლებინა არმიის საარტილერიო მარაგი. მან შეკრიბა დამატებითი ბატალიონი და დაარსა სპრინგფილდის სამხედრო ფაბრიკა. ის იარაღი და ტყვია-წამალი რომელიც მან მოიმარაგა ომის დასრულებამდე ეყო არმიას.

იორკთაუნის ბრძოლის შემდეგ ჰენრი ნოქსს მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება. 1782 წელს მას ჩააბარეს ვესტ პოინტი. 1783 წელს მისი უასუალო მონაწილეობით შეიქმნა ცინცინატის საზოგადოება, იგი შეუძღვა ამერიკელთა არმიას ნიუ-იორკში. 1783-1784 წელს ჰენრი ნოქსი იყო კონტინენტალური არმიის მეთაური, მას შემდეგ რაც ჯორჯ ვაშინგტონი წავიდა ამ თანამდებობიდან.


 პოლიტიკური კარიერა
1785 წელს ის დაინიშნა ომის მინისტრად. ჰენრი ნოქსი ამ თანამდებობაზე 1789 წლის 12 სექტემბრამდე დარჩა.

ნოქსმა შექმნა ნაციონალური მილიცია, ააგო რამდენიმე ფორტი სანაპიროებზე, შექმნა რეგულარული საზღვაო ფლოტი.

1794 წლის 31 დეკემბერს ჰენრი ნოქსი წავიდა მთავრობიდან, მის ადგილას კი ტიმოთი პიკერინგი დაინიშნა.




ამერიკელი დიდებულები | ნანახია: 922 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-09 | კომენტარი (0)

ოლივერ უოლკოტ უმცროსი (11 იანვარი, 1760 – 1 ივნისი, 1833) ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრი 1795–1800 წლებში, კონექტიკუტის გუბერნატორი 1817 – 1827 წწ.

დაიბადა კონექტიკუტში, ქალაქ ლიჩფილდში, 1778 წელს დაამთავრა იელის უნივერსიტეტი.

1795 წელს ის დაინიშნა აშშ–ს ფინანსთა მინისტრად, ალექსანდრ ჰამილტონის ადგილზე, მაგრამ 1800 წელს გადადგა, რადგან საზოგადოებაში პოპულარული არ იყო და მის მიმართ ცუდი განწყობა სუფევდა. პრესამ ის დაადანაშაულა სახელმწიფო დეპარტამენტის შენობისათვის ცეცლის გახსნაში.

1803–1815 წწ. უოლკოტი კერძო ბიზნესით იყო დაკავებული ქალაქ ნიუ-იორკში, შემდგომში ის დაბრუნდა ლიჩფილდში. 1817 წელს ის აირჩიეს გუბერნატორად, მან 10 წელი დაჰყო ამ პოსტზე. მისი მმართველობის პერიოდში შტატის ეკონომიკა ფეხზე დადგა და განვითარდა.

ოლივერ უოლკოტი გარდაიცვალა ქალაქ ნიუ-იორკში, ის დაკრძალულია ქალაქ ლიჩფილდში.



ამერიკელი დიდებულები | ნანახია: 973 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-09 | კომენტარი (0)

ალექსანდრ ჰამილტონი  (დ. 11 იანვარი, 1755 ან 1757 — გ. 12 ივლისი, 1804), ამერიკელი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, იურისტი და სამხედრო. ჰამილტონი „ფედერალისტთა დოკუმენტების“ ერთ–ერთი ავტორია. ამ დოკუმენტით დაიცვეს აშშ–ს ახალი კონსტიტუცია სკეპტიკოსი ნიუ–იორკელებისგან. ჰამილტონის დამსახურებაა ახლად ჩამოყალიბებული სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარება, ის იყო ფინანსთა მინისტრი, მან ჩამოაყალიბა პირველი ამერიკული ბანკი, სახალხო კრედიტი და საფონდო ბირჟა. საკუთარი პოლიტკური შეხედულებების თომას ჯეფერსონისა და ჯეიმს მედისონისაგან დასაცავად, ჰამილტონმა ჩამოაყალიბა პირველი პოლიტიკური პარტია, ფედერალისტთა პარტია, რომლის ლიდერიც იყო ვიდრე აარონ ბურთან დუელის დროს არ დაიღუპა.


 ადრეული წლები
 
ალექსანდრ ჰამილტონი ბავშვობაშიალექსანდრ ჰამილტონი დაიბადა კარბიის ერთ–ერთ კუნძულზე კერძოდ ნევისზე. მისი მამა იყო შოტლანდიელი ბიზნესმენი ჯეიმს ჰამილტონი, ხოლო დედა ფრანგი ჰუგენოტი. ჰამილტონის დაბადების თარიღთან დაკავშირებით არის გაურკვევლობა, თვითონ ჰამილტონი ამბობდა რომ ეს იყო 1757 წელი, თუმცა სასამართლო ჩანაწერების მიხედვით მისი დაბადების წელია 1755. ისტორიკოსი რონ ჩერნოუს მტკიცებით, ჰამილტონმა სპეციალურად გაიახალგაზრდავა თავი და მისი დაბადების თარიღი 1757 წლად გამოაცხადა, მეფის კოლეჯში (ამჟამად კოლუმბიის უნივერსიტეტი) ჩასარიცხად.

ჰამილტონი მამამ მიატოვა, ხოლო დედა გარდაიცვალა 1768 წელს. ამის შემდეგ ის გადაიყვანეს კუნძულ სენტ კრუაზე დედის ნათესავებთან. იქ მან თავისი ბიძის საბუღალტრო ფირმაში დაიწყო მუშაობა კლერკად. როდესაც ბიძამისი ნიკოლას კრუგერი მიდიოდა საზღვარგარეთ ხელმძღვანელად ალექსანდრს ტოვებდა.

ჰამილტონმა ადგილობრივ გაზეთში გამოაქვეყნა სტატია რომელშიც მოთხრობილი იყო ქარიშხალის შესახებ, რომლემაც რამდენიმეჯერ შეუტია კარიბის კუნძულებს. სტატია იმდენად კარგად და დრამატულად იყო დაწერილი რომ ქალაქის მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს ჰამილტონის ამერიკაში გაგზავნა დაეფინანსებინათ. იგი 6 თქვე ცხოვრობდა ელიზაბეთში (ნიუ ჯერსი), ხოლო 1772 წელს იგი დასახლდა ნიუ იორკში. შემდგომში მან ჩააბარა მეფის კოლეჯში (ამჟამად კოლუმბიის უნივერსიტეტი), სადაც სწავლობდა ანატომიას რადგან სურდა გამოსულიყო ექიმი.

1777 წელს იგი შეუერთდა ჯორჯ ვაშინგტონს და გახდა გენერალ პოლკოვნიკი. 4 წლის განმავლობაში იგი იყო ვაშინგტონის მდივანი და დამხმარე კონფიდენციალურ საკითხებში.

1780 წლის 14 დეკემბერს ალექსანდრ ჰამილტონი დაქორწინდა ელიზაბეთ შილერზე, გენერალ ფილიპ შილერის ქალიშვილზე.

 
ალექსანდრ ჰამილტონიის ასევე მუშაობდა ნიუ იორკის შტატის საკანონმდებლო ორგანოში და 1787 წელს მიწვეული იყო კონსტიტუციურ კონვენციაზე. ჰამილტონი ემხრობოდა ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტს, ანუ დაახლოებით მეფის დონის პრეზიდენტობას და პარლამენტის ისეტ მოდელს როგოიც ინგლისური ლორდთა პალატა იყო. ამის გამო მას დიდი ხნის განმავლობაში მონარქისტად მოიხსენიებდნენ. ჰამილტონი ასევე ემხრობოდა მონობის გაუქმებას.


 ფინანსთა მინისტრობა
რობერტ მორისის რჩევით, ჯოჯრ ვაშინგტონმა, პირველ ფინანსთა მინისტრად დანიშნა ალექსანდრ ჰამილტონი. მან თავისი პოსტი დაიკავა 1789 წლის 11 სექტემბერს და მუშაობდა ამ პოსტზე 1795 წლის 31 იანვრამდე.

ჰამილტონმა შემოიტანა ბევრი სიახლე და მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. მან დიდი წვლილი შეიტანა აშშ–ს საზღვაო ძალების შექმნაში. მან შექმნა პირველი ამერიკული ბანკი


 მინისტრობის შემდგომი პერიოდი
1794 წელს ჰამილტონმა რომანი გააბა მარია რეინოლდსთან, ამან მის რეპუტაციას დიდი ზიანი მიაყენა და შემდგომ პოლიტიკურ წინსვლაში ხელი შეუშალა. რეინოლდსის ქმარმა გადაწყვიტა ჰამილტონის დაშანტაჟება, რისთვისაც ის დააპატიმრეს. დაპატიმრების შემდეგ რეინოლდსი დაუკავშირდა ჯეფერსონის რესპუბლიკელებს, კერძოდ ჯეიმზ მონროს. ჰამიტლონმა უარყო ყველა ბრალდება, თუმცა არ უარყოფდა მარია რეინოლდსთან ნაცნობობას.

მონრო შეპირდა ალექსანდრ ჰამილტონს რომ ყველა დეტალს საიდუმლოდ შეინახავდა და საჯაროდ არ გამოაქვეყნებდა, თუმცა თომას ჯეფერსონი ასე არ ფიქრობდა. ჭორების გავრცელების შემდეგ ჰამილტონი იძულებული გახდა საჯაროდ ეღიარებინა ეს ფაქტი, რამაც შოკში ჩააგდო მისი მომხრეები და ოჯახის წევრები. კონფიდენციალურობის დარღვევისათვის და სიტყვის გატეხვისათვის ჰამილტონა დუელში გამოიწვია ჯეიმს მონრო, თუმცა ეს დუელი მაშინდელი სენატორის აარონ ბურის ალისხმევის შედეგად გაუქმდა.

1795 წელს ჰამილტონი გადადგა ფინანსთა მინისტრობიდან თუმცა საჯარო სამსახურს არ დამშვიდობებია. იგი რჩებოდა ვაშინგტონის მრჩეველად. სწორედ ჰამილტონის რჩევით დაწერა ჯოჯრ ვაშინგტონმა „გამოსამშვიდობებელი მიმართვა“ . მიუხედავად ვაშინგტონის და ჰამილტონის კარგი უერთიერთობისა, მას ცუდი ურთიერთობა ჰოქნდა ჯონ ადამსთან. ჰამიკლტონმა 1800 წელს გამოაქვეყნა ჯონ ადამსის კრიტიკით სავსე წერილი, რამაც ხელი შეუშალა ჯონ ადამსის გამარჯვებას 1800 წლის არჩენებში.

ჯეფერსონმა დაამარცხა ადამსი, მაგრამ მან და მისმა თანამებრძოლმა აარონ ბურმა მიიღეს 73–73 ხმა, პირველ ადგილზე გასული ადამიანი უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი ხოლო მეორე ადგილზე გასული ვიცე პრეზიდენტი, რადგან კანდიდატებს თანაბარი ხმები ჰქონდათ, გადაწყვეტილება უნდა მიეღო წარმომადგენელთა პალატას, აქ კი დიდი როლი ითამაშა ჰამილტონმა და თავისი მომხრეების მობილიზებით ჯეფერსონს მისცა დიდი უპირატესობა, მიუხედავად იმისა რომ იგი ბევრ რამეში არ ეთანხმებოდა ჯეფერსონს, მან აარონ ბურის გაპრეზიდენტებას ისევ ჯეფერსონი არჩია. ჯეფერსონი გახდა პრეზიდენტი, ხოლო ბური შესაბამისად ვიცე პრეზიდენტი.


 დუელი აარონ ბურთან
 
დუელი აარონ ბურთანარჩევნებიდან ცოტა ხნის გასვლის შემდეგ, პრესაში გამოქვეყნდა სტატია სადაც თავმოყრილი იყო ჰამილტონის აზრები აარონ ბურის შესახებ, ფრაზები ჩაწერილი იყო პირადი საუბრების დროს. ჩათვალა რა, რომ პოლიტიკურ რეიტინგს დაიბრუნებდა, ბურმა ჰამილტონისგან მოითხოვა ბოდიშის მოხდა, რაზეც რასაკვირველია მიიღო უარი.

საერთო მეგობრების მცდელობების მიუხედავად დუელი თავიდან ვერ აიცილეს და ის 1804 წლის 11 ივლისს დაინიშნა მდინარე ჰუძონის სანაპიროზე უიჰაუკენის (ნიუ ჯერსი) მახლობლად.

დეუელი გამთენიისას დაიწყო, ვიცე პრეზიდენტმა ბურმა დაჭრა ჰამილტონი, ხოლო ჰამილტონის ნასროლი ტყვია ასცდა მის მოწინააღმდეგეს.

ჰამილტონი მეორე დღეს გარდაიცვალა. იგი დაკრძალეს წმინდა სამების ეკლესიის ეზოში, რომელიც მდებარეობს მანჰეტენზე. გუვერნორ მორისმა, ჰამილტონის პოლიტიკურმა თანამებრძოლმა, დასაფლავების შემდეგ საიდუმლოდ შექმნა ფონდი რათა დახმარებოდა ჰამილტონის ქვრივსა და შვილებს.


 ჰამილტონის დამსახურება
 
ჰამილტონის პორტრეტი 10 დოლარიან ბანკნოტზედასაწყისიდანვე, ჰამილტონი აქტიურად მუშაობდა სხვა და სხვა პროექტებზე და შექმნა პრეცედენტი, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრი ქმნიდა პროექტებს და თვითონვე გაჰქონდა და იცავდა კონგრესის წინაშე.

ჰამილტონის დამსახურებაა ისიც რომ ამერიკის კონსტიტუცია არის მკვეთრად ფედერალისტური. თომას ჯეფერსონის წინააღმდეგობის მიუხედავად ჰამილტონმა დაარსა ქვეყნის პირველი ეროვნული ბანკი.

ჰამილტონის პორტრეტი ამერიკის სამოქალაქო ომის დროს გამოჩნდა 2, 5, 10 და 50 დოლარიან ბანკნოტებზე. მისი პორტრეტი დღემდე რჩება 10 დოლარიან ბანკნოტზე. რონალდ რეიგანის სიკვდილის შემდეგ იყო საუბრები იმაზე რომ ჰამილტონის პორტრეტი ჩაენაცვლებინათ რეიგანის პორტრეტით თუმცა ეს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა.


ამერიკელი დიდებულები | ნანახია: 1097 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-09 | კომენტარი (0)

ტიმოთი პიკერინგი (დ. 17 ივლისი, 1745 — გ. 29 იანვარი, 1829) აშშ–ის მესამე სახელმწიფო მდივანი, ამ პოსტზე მსახურობდა 1795 წლიდან 1800 წლამდე, ორი პრეზიდენტთან ჯორჯ ვაშინგტონთან და ჯონ ადამსთან.

პიკერინგი დაიბადა სალემში (მასაჩუსეცი). 1763 წელს დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი. თავიდან იგი რევოლუციონერებს ოპიზიციაში ედგა, თუმცა 1777 წელს მან მიიღო გენერალ ჯორჯ ვაშინგტონის შეთავაზება, ემსახურა გენერალ ადიუტანტად, მან დიდი წვლილი შეიტანა რევოლუციის გამარჯვებაში.

1791 წელს ვაშინგტონმა პიკერინგი ფოსტის ხელმძღვანელად დანიშნა. იგი ამ პოსტზე 1795 წლამდე მუშაობდა. დროებით ომის მინისტრი იყო, ხოლო 1795 წლიდან 1800 წლამდე სახელმწიფო მდივანი.

1803 წელს ის გახდა აშშ სენატის წევრი, ფედერალისტთა პარტიიდან. 1812 წელს სენატორობიდან წასვლის შემდეგ ის არჩეულ იქნა წარმომადგენელთა პალატაში, სადაც მოღვაწეობდა 1816 წლამდე.

1816 წლიდან იგი დაბრუნდა სალემში და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა.



ამერიკელი დიდებულები | ნანახია: 806 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-09 | კომენტარი (0)

ედმუნდ ჯენინგს რენდოლფი(დ. 10 აგვისტო, 1753 — გ. 12 სექტემბერი, 1813) ამერიკელი იურისტი, ვირჯნიის შტატის გუბერნატორი, სახელმწიფო მდივანი და აშშ-ის იუსტიციის პირველი მინისტრი. დაიბადა უილიამსბურგში (ვირჯინია). იურიდიული განათლება მიიღო უილიამის და მერის კოლეჯში. კოლჯის დამთავრების შემდეგ მან დაიწყო მუშაობა თავისი მამის ჯონ რენდოლფის იურიდიულ ფირმაში. 1775 წელს ამერკის რევოლუციის დაწყებითანავე მისი მამა ჯონ რენდოლფი დაბრუნდა ბრიტანეთში. ხოლო ედმუნდ რენდოლფი შევიდა კონტინენტალურ არმიაში და იქ მოღვაწეობდა გენერალ ჯოჯრ ვაშინგტონის თანაშემწედ.

მისი ბიძის პეიტონ რენდოლფის სიკვდილის შემდეგ, იგი დაბრუნდა ვირჯინიაში. რენდოლფი 1779 წელს არჩეულ იქნა კონტინენტალური კონგრესის დელეგატად და მუშაობდა 1782 წლამდე.

1786 წელს რენდოლფი აირჩიეს ვირჯინიის გუბერნატორად, იმავე წელს ის წარგზავნილი იქნა ანაპოლისის კონვენციაზე, ვირჯინიის დელეგატად. მომდევნო წელს რენდოლფმა კონსიტუციურ კონვენციას წარუდგინა ვირჯინიის გეგმა ქვეყნის სამთავრობო მოწყობის შესახებ.

1789 წლის სექტემბერსი ედმუნდ ჯენინგს რენდოლფი დაინიშნა აშშ–ის იუსტიციის მინისტრად, ხოლო სახელმწიფო მდივნის თომას ჯეფესონის გადაგომის შემდეგ 1793 წელს მან დაიკავა ეს პოსტი.

პოსტიდან წასვლის შემდეგ ის დაბრუნდა ვირჯინიაში და განაგრძო იურისტად მუშაობა. ყველაზე ცნობილი საქმე რომელშიც იგი მონაწილეობდა იყო აარონ ბურის საქმე 1807 წელს.

რენდოლფი გარდაიცვალა 1813 წლის, 12 სექტემბერს, კარტერ ჰილში, მილვუდის მახლობლად, კლარკის ქაუნთიში.



ამერიკელი დიდებულები | ნანახია: 809 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-09 | კომენტარი (0)

ამერიკის მე-3 პრეზიდენტი, ”აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის” ავტორი, ამერიკელი მეცნიერი, იურისტი, პოლიტიკოსი და რევოლუციონერი თომას ჯეფერსონი დაიბადა ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში. ჯეფერსონმა უმაღლესი განათლება უილიამისა და მერის კოლეჯში მიიღო, რომელიც ვირჯინიის ქალაქ უილიამსბურგში მდებარეობს. ჯეფერსონს წიგნებისა და განათლების სიყვარული ახალგარდობიდანვე ჰქონდა: მას ეკუთვნის გამონათქვამი ”მე არ შემიძლია წიგნების გარეშე ცხოვრება”. . ჯეფერსონი მუშაობდა ვირჯინიის საკანონმდებლო ორგნაოში როგორც იურისტი და 1774 წელს დაწერა ”ბრიტანული ამერიკის უფლებების განხილვა”, სადაც მან აღწერა ამერიკელების კულტურული შთამომავლობა ბრიტანელებისგან და აღნიშნა ამერიკელების ეროვნული დამოკიდებულება ინგლისის საწინააღმდეგოდ. ამ წიგნმა დიდი პოპულარობა ჰპოვა ვირჯინიის შტატსა და მთელ რევოლუციურ ამერიკაში. საინტერესო ფაქტი ვირჯინიის შტატის შესახებ ისაა რომ თავდაპირველი ამერიკელი პოლიტიკოსებისა და პრეზიდენტების უმრავლესობა ამ შტატიდან იყვნენ. ამერიკის კონტინენტურმა კონგრესმა დაავალა 33 წლის თომასს რომ დაეწერა დოკუმენტი, რომელმაც შოკში ჩააგდო იმ დროინდელი ევროპელი მონარქებისა და პოლიტიკოსების უმრავლესობა. ეს იყო ”ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია”. დეკლარაციაში რამოდენიმე მცირე ცვლილებები შეიტანა ბენჯამინ ფრანკლინმა და დეკლარაციის ავტორობა არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რომ თომას ჯეფერსონი შევიდა ამერიკის ისტორიაში როგორც ამერიკის ეროვნული გმირი.


 საპრეზიდენტო წლები 1800-1808
 
მონტიჩელო, თომას ჯეფერსონის სახლი შარლოტვილშითომას ჯეფერსონი იყო ამერიკის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ინაუგურაცია თეთრ სახლში გაიარა. პრეზიდენტობის დროს მისი ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა იყო 1803 წელს ნაპოლეონისგან ლუიზიანას ტერიოტორიის შესყიდვა (იმ დროინდელ საფრანგეთს მიეკუთვნებოდა ლუიზიანას ტერიტორია, რომელიც მოიცავდა დღევანდელი ცენტრალური აშშ-ს დიდ ნაწილს, რომელი აპალაჩიის მთაგრეხილის დასავლეთით მდებარეობდა). მის მიღწევებში ასევე შედის ლუისისა და კლარკის ექკსპედიცია, რომლის შედეგადაც შესწავლილ იქნა დღევანდელი აშშ-ს დასავლეთის ტერიტორიები. ჯეფერსონი ასევე იყო ემბარგოს კანონის  ინიციატორი, რომელის ამეიკას უკრძალავდა ვაჭრობას დასავლეთ ევროპასთან. ამ კანონმა ამერიკის ეკონომიკისთვის სავალალო შედეგო გამოიღო. ჯეფერსონმა საპრეზიდენტო პოსტი 1808 წელს დატოვა.





 სხვა მიღწევები
 
ჯეფერსონის მემორიალი ვაშინგტონში.თომას ჯეფერსონის პოლიტიკური რწმენიდან გამოირჩევა მისი შეხედულება ადამიანის თავისუფლებასთან დაკავშირებით. მას როგორც ჯონ ლოკსა და სხვა განსხივოსნების ხანის მეცნიერების მსგავსად სწამდა ღვთისგან მინიჭებული ”ადამიანის ბუნებრივი უფლებების”. ”ამერიკის დმოუკიდებლობის დეკლარაციაში” მან გამოიყენა და განავრცო ჯონ ლოკის იდეა რომ ”ყველა კაცი შექმნილია ბუნებრივი უფლებებით შემოქმედის მიერ რომლებიც არის სიცოცხლე, თავისფლება და სიხარულის ძიება. თავდაპირველი ჯონ ლოკისეული ფრაზა იყო ”სიცოცხლე, თავისუფლება და ქონება”. თომასმა იცოდა შვიდი ენა და როგორც მისი თანამედროვე კლასიკოსები, ისიც ფლობდა ლათინურსა და ბერძნულს და დაინტერესბული იყო ლათინურითა და ბერძნული ბიბლიით. მას ჰქონდა საინტერესო შეხედულება ქრისტიანობაზე, რომელიც ბევრმა სწავლულმა მიიჩნია მართლმადიდებლური ქრისტიანობის იდეოლოგიასთან ახლო კავშირში, მაგრამ მისი მართლმადიდებელ ქრისტიანად კლასიფიკაცია შეცდომაა, რადგან ჯეფერსონი იყო დიიზმის  მიმდევარი. მას ეკუთვნის რელიგიური თავისუფლების იდეა, რომელიც ანცალკევებს მთავრობასა და ეკლესიას. თომას ჯეფერსონმა დააარსა ვიჯინიის უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ვირჯინიის ქალაქ შარლოტსვილში. აღსანიშნავია ის რომ ჯეფერსონს ძალიან უყვარდა არქიტექტურა და ღვინო. მისი სახლმუზეუმი მონტიჩელო ამერკის ერთ-ერთი ნაგებობაა, რომელიც გაეროს მსოფლიოს ისტორიის მემკვიდროებაშია შეტანილი. მისი სახლი, ასევე როგორც თავდაპირველი ვირჯინიის უნივერსიტეტი არის დაპროექტებული მის მიერ ძველი ბერძული, იტალიური და ნეო-კლასიკური არქიტექტურის მიქსტურაა. მისი ღვინის სიყვარული ცნობილია მთელ ამერიკაში და ყურძნის ჯიშების უმრავლესობა მის ვენახებში იმპორტირებულ იქნა იტალიიდან და საფრანგეთიდან. ღვინის იმპორტზე გადასახადების დადება უნდოდა მის პოლიტიკურ მეტოქეს ალექსანდრე ჰამილტონს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯეფერონი მუშაობდა ამერიკის ელჩად საფრანგეთში ბენჯამინ ფრანკლინის შემცვლელად. მას ეკუთვნის გამონათქვამი რომ იგი ვერასოდეს ვერ შეცვლიდა ბენჯამინ ფრანკლინს საფრანგეთში. თომასს და მის მეუღლეს მართას ექვსი შვილი ჰყავდათ, რომელთაგანაც მხოლოდ ორმა იცოცხლა. თომას ჯეფერსონი 1826 წლის 4 ივლისს, ამერიკის დამოუიდებლობი დღეს გარდაიცვალა. ამავე დღეს დაიღუპა მისი პოლიტიკური მეტოქე ჯონ ადამსი და მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: ”ჯეფერსონი ჯერ კიდევ ცოცხალია”. ჯეფერსონს თავის ცხოვრების უდიდეს დამსახურებად მიაჩნდა სამი რამ: ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცის დაწერა, ვირჯინიის უნივერსიტეტის დაარესება და რელიგიური თავისუფლების ქანდაკება რომელთა დაწერაც ისურვა საფლავზე.



ამერიკელი დიდებულები | ნანახია: 2162 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-09 | კომენტარი (0)

ჯონ ადამსი(დ. 30 ოქტომბერი 1735. ქუინსი, მასაჩუსეტსი; გ. 4 ივლისი 1826, ქუინსი, მასაჩუსეტსი) - ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-2 პრეზიდენტი 1797-1801 წლებში. ჯონ კუინსი ადამსის მამა. 1789-97 წლებში ჯორჯ ვაშინგტონის პრეზიდენტობისას იყო აშშ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.



ამერიკელი დიდებულები | ნანახია: 1120 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-09 | კომენტარი (0)

დაიბადა ბრიტანული წარმოშობის მდიდარ ოჯახში, ვირჯინიის პროვინციაში. ჳაშინგთონი მუშაობდა თავისი ნახევარ-ძმის პლანტაციაში, მაუნთ ვერნონში, რომელიც შემდგომ მემკვიდრეობით მიიღო.

ოფიცერმა ჯორჯ ჳაშინგთონმა ყურადღება პირველად ფრანგებისა და ინდიელების ომში (1754-1763 ) მიიქცია. გარკვეული დროის შემდეგ მან დასტოვა თავის პოსტი, რათა ექორწინა მართა დენდრიჯ ფარქ-ქასთისზე, მდიდარ, ორ შვილიან ქვრივზე. იგი არჩეულ იქნა მოქალაქეთა პალატაში და ამერიკის რევოლუციის დასაწყისითანავე მისი ლიდერი გახდა, იგი ესწრებოდა კონტინენტალური კონგრესის ორივე მოწვევას. ამერიკის რევოლუციის დროს (1775–83) ჳაშინგთონი დანიშნულ იქნა კონტინენტალური არმიის მთავარსარდლად, მისი მეთაურობით კონტინენტალურმა არმიამ ბრიტანელებზე გაიმარჯვა.

ჯორჯ ჳაშინგთონი, 1789 წელს, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია იქნა მიღებული, არჩეულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პრეზიდენტად. მისი ორ ვადიანი პრეზიდენტობის დროს დაარსებული იქნა ძირითად ინსტიტუტები და სტრუქტურები რომლებიც დღემდე მოქმედებენ. 1797 წელს მეორე საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ ჯორჯ ჳაშინგთონი დაბრუნდა მაუნთ ვერნონში სადაც სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა.

გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ჯორჯ ჳაშინგთონი დაიბადა ვესმორლენდ ქაუნთიში, ვირჯინია, 1732 წლის 22 თებერვალს.

მისი მშობლები იყვნენ აუგუსტინ ჳაშინგთონი (1693–1743) და მერი ბელი (1708 –1789). ბავშვობის უმეტესობა ჯორჯმა გაატარა ფრედერიქსბურგთან მდებარე ფერმაში , ის ხშირად სტუმრობდა თავის ბიძაშვილებს ქინგ ჯორჯ ქაუნთიში. 1752 წლის 4 თებერვალს ჯორჯ ჳაშინგთონი მიღებულ იქნა მასონთა ლოჟაში. იმავე წელს მან მემკვიდრეობთ მიირო მაუნთ ვერნონში მდებარე პლანტაცია.


 ფრანგებისა და ინდიელების ომი და შემდგომი პერიოდი [რედაქტირება]
სამხედრო სამსახური 
 

 
კუთვნილება დიდი ბრიტანეთის სამეფო
ამერიკის შეერთებული შტატები 
ჯარის სახეობა ბრიტანეთის არმია
კონტინენტალური არმია 
სამხედრო სამსახურის წლები 1752 — 1783 
წოდება პოლკოვნიკი
გენერალ-ლეიტენანტი
აშშ-ის არმიის გენერალი 
მეთაურობდა კონტინენტალური არმია 
ბრძოლები/ომები ფრანგებისა და ინდიელების ომი
ამერიკის რევოლუცია 
 
ჯორჯ ჳაშინგთონი – ავტ. ჩარლზ უილსონ პილი, 1772 წ.1752 წელს საფრანგეთმა დაიწყო ოჰაიოს ოლქის ოკუპაცია, ამ რეგიონზე ვირჯინიაც აცხადებდა პრეტენზიას. 1753 წელს ვაშინგტონმა, ფრანგებს გადასცა ვირჯინიის მმართველის რობერტ დინვიდის ულტიმატუმი, რომლებიც ფრანგებმა უარჰყვეს და ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადეს. 1754 წელს, ვიცე პოლკოვნიკი ჯორჯ ვაშინგტონი გაუძღვა ვირჯინიის პირველ პოლკს ოჰაიოს ოლქისაკენ. იგი თავს დაესხა ფრანგების და კანადელების მზვერავთა ჯგუფს და ყველა დახოცა, მათ შორის მათი მეთაურიც ენსინ ჯამონვილი. ჳაშინგთონმა ააგო ფორტ ნესესითი, რომელიც შემდეგში დანებდა ფრანგებისა და ამერიკელი ინდიელების მრავალრსიცხოვან არმიას. ჳაშინგთონმა ხელი მოაწერა დოკუმენტზე სადაც ეწერა რომ მან მოკლა ჯამონვილი (დოკუმენტი ფრანგულ ენაზე იყო დაწერილი და ჯორჯ ჳაშინგთონმა ის ვერ წიკითხა). „ჯამონვილის საქმე“ გახდა საერთაშორის სკანდალის საფუძველი და გააღვივა ფრანგებისა და ინდიელების ომი.

ფრანგებმა ჳაშინგთონი გაანთავისუფლეს და პირობა ჩამოართვეს რომ ერთი წლის განმავლობაში ის ოჰაიოში აღარ დაბრუნდებოდა. 1755 წელს, ჳაშინგთონი ბრიტანულ არმიას ახლდა ბრადოკის ლაშქრობაზე, ლაშქრობა კატასტროფული შედეგებით დასრულდა მონონგაჰელას ბრძოლით. ჯორჯ ჳაშინგთონი რომელიც ამ კამპანიის დროს თავგანწირვით იბრძოდა, ვირჯინიის გმირად აღიარეს და იგი ვირჯინიის პირველ პოლკს კიდე რამოდენიმე წელი მეთაურობდა. 1758 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფორბსის ლაშქრობაში რომელიც წარმატებით დასრულდა და ფრანგები ფორტ დუკენიდან გაძევებულნი იქნენ.

მისი თავდადებისა და მიღწევების მიუხედავად ჯორჯ ჳაშინგთონი არ დააწინაურეს, ამიტომ იგი 1759 წელს გადადგა და ცოლად შეირთო მართა დენბრიჯი, ორ შვილიანი მდიდარი ქვრივი. ჳაშინგთონმა იშვილა ორივე ბავშვი, მას საკუთარი შვილი არ ყოლია. ახალდაქორწინებულები საცხოვრებლად გადავიდნენ მაუნთ ვერნონში. ჳაშინგთონი გახდა მოქალაქეთა პალატის წევრი.

1774 წლისთვის ჯორჯ ჳაშინგთონი კოლონიაში ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანთაგანი იყო. ამავე წელს ის გაგზავნილ იქნა ვირჯინიის დელეგატად პირველ კონტინენტალურ კონგრესზე. კოლონიებსა და ბრიტანეთს შორის ურთიეთობა სულ უფრო და უფრო იძაბებოდა, და 1775 წელს ჯორჯ ჳაშინგთონი მეორე კონტინეტალურ კონგრესზე სამხედრო ფორმაში გამოცხადდა.


 ამერიკის რევოლუცია
 
ჳაშინგთონი გადადის დელავერზე – ავტ. ემანუელ ლეუცე, 1815 წ. , მეტორპოლიტენ მუზეუმი.1775 წლის 15 ივნისს, კონტინენტალურმა კონგრესმა, ჯორჯ ჳაშინგთონი საიდუმლოდ დაამტკიცა ახალ ჩამოყალიბებული კონტინენტალური არმიის მთავარსარდლად. ინიციატივა მისი დანიშვნის შესახებ წამოაყენა მასაჩუსეცის შტატის დელეგატმა ჯონ ადამსმა. ჳაშინგთონი არმიის ხელმძღვანელობას 3 ივლისიდან შეუდგა.

1776 წლის 17 მარტს ვაშინგთონმა წარმატებით გააძევა ბრიტანული არმია ბოსტონიდან, მას ამაში დორჩესტერის მაღლობზე განთავსებული არტილერია დაეხმარა. ბრიტანულმა არიმიამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალი უილიამ ჰოუი, ჰალიფაქსისკენ (კანადა) გადაინაცვლა, ხოლო ჳაშინგთონის არმია ქალაქ ნიუ-იორკში დაბანაკდა. 22 აგვისტოს ჳაშინგთონმა დათმო ლონგ აილენდის ბრძოლა, თუმცა თავისი ჯარის უდიდესი ნაწილის გადარჩენა მოახერხა, რამდენიმე მომდევნო ბრძოლის შედეგად ჳაშინგთონმა ნიუ-ჯერსისკენ დაიხია და ეჭვქვეშ დადგა რევოლუციის ბედი.

 
ჯორჯ ვაშინგთონი – ავტ. ჯონ თრამბალი, ლონდონი, 1780 წ.1776 წლის 25 დეკემბრის ღამეს, ვაშინგტონის არმიამ გადაკვეთა მდინარე დელავერი, რათა შეეტია გერმანელთათვის ტრენტონში (ნიუ ჯერსი). ამ შეტევას მოჰყვა, გენერალ ჩარლზ ქორნუოლესის ჯარებზე თავდასხმა, 1777 წლის 2 იანვარს.

ამავე წელს, გენერალი ჰოუი შეტევაზე გადავიდა და დაამარცხა რა ვაშინგთონის ჯარები ბრანდიუაინის ბრძოლაში 11 სექტემბერს აიღო კოლონიების მთავარი ქალაქი ფილადელფია. ამერიკელების საპასუხო შეტევა, გერმანთაუნის ბრძოლა კრახით დასრულდა, ჳაშინგთონი იძულებული იყო ველი ფორჯში დაბანაკებულიყო, სადაც მის ჯარისკაცებს გაუკეთეს ვაქცინა ყვავილის საწინააღმდეგოდ.

1777 წელს გენერალ ჰორაციო გეითსმა და გენერალ |ბენედიქტ არნოლდმა, გაიმარჯვეს სარატოგას ბრძოლაში, აქ დიდი როლი ითამაშა ჳაშინგთონმა, რომლის არმიაც ბრიტანელების ძირითად ძალებს აკავებდა ქვეყნის შუაგულში.

1779 წელს ჳაშინგთონმა არმიის ნაწილი სალივანის ლაშქრობაზე გაგზავნა, ეს იყო თავდასხმა იროკეზთა კონფედერაციაში შემავალი ექვსი ტომიდან, ოთხზე რომლებიც შეეკვრნენ ბრიტანელებს. 40 სოფელზე მეტი გაანადგურეს ამ ლაშქრობისას.

1781 წელს ამერიკელების და ფრანგების საერთო ძალებმა, ფრანგული ფლოტის დახმარებით, ალყა შემოარტყა გენერალი ქორნუოლესს იორქთაუნში (ვირჯინია). 14 სექტემბერს ჳაშინგთონი თავისი ჯარით შეუერთდა მათ. ბრძოლის შედეგად ბრიტანული არმია დანებდა და საბოლოოდ წერტილი დაესვა მათ წინააღმდეგობას.

მოგვიანებით 1783 წელს, პარიზის ზავის ხელმოწერის შედეგად, დიდი ბრიტანეთის სამეფომ აღიარა ამერიკის დამოუკიდებლობა.



ამერიკელი დიდებულები | ნანახია: 1209 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-03-09 | კომენტარი (0)

$smenu_1$
სიახლის დამატება