|
სულ კატალოგში მასალაა: 229 ნაჩვენებია მასალა: 221-229 |
გვერდები: « 1 2 ... 21 22 23 |
იბერიის მეფე 396-412 წლებში. ძე ვარაზ-ბაკურისა. ახალგაზრდობაში იგი ბიზანტიაში - კონსტანტინეპოლის სამეფო კარზე ფარსმან იბერიელის სახელით ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იგი დიდი პატივისცემით სარგებლობდა იმპერატორ არკადიუსის კარზე. როცა იმპერიის მთავარსარდლის პოსტზე ორი კანდიდატურა: იბერიელი ფარსმანი და გერმანელი გაინა განიხილებოდა - არკადიუსი უფრო ქართველის მხარეს იხრებოდა, მაგრამ სწორედ მაშინ გამომჟღავნდა, რომ ფარსმანი იმპერატორის მეუღლის ევდოქსიას საყვარელი იყო. ფარსმანი იძულებული გახდა იბერიაში გამოქცეულიყო, სადაც მალ, მამამისის გარდაცვალების შემდეგ მეფეც გახდა. (თუმცა მას, როგორც მამამისს არ ემორჩილებოდა იბერიის ნაწილი - კლარჯეთი და ჯავახეთი). ფარსმან V-ის პოლიტიკა ბიზანტიისადმი საკმაოდ მტრული იყო, მან რამდენჯერმე კავკასიის მთებიდან გადმოუშვა თეთრი ჰუნები და არკადიუსის სამფლობელოებს მიუსია. 408 წლის მერე, არკადიუსის სიკვდილის შემდეგ იბერია-ბიზანტიის ურთიერთობა ნორმალურ კალაპოტში ჩადგა. |
ქართლის (იბერიის) მეფე 512-519 წლებში. |
იბერიის უკანასკნელი მეფე 535-537 წლებში. მის დროს იბერია სასანიდური ირანის ქვეშევრდომი იყო, მისი სიკვდილის შემდეგ კი ირანის შაჰმა ხოსრო I ანუშირვანმა იბერიაში საბოლოოდ გააუქმა მეფობა და იბერია ირანის რიგითი პროვინცია გახდა. გადმოცემის მიხედვით სწორედ ფარსმან VII-ის დროს ჩამოვიდა საქართველოში ცამეტი ასურელი მამა.
|
კოლხეთის მეფე (”ერისთავი”) დაახლ. ძვ.წ.325-280 წლებში, იგი ძალით თუ ნებით დაიმორჩილა იბერიის მეფე ფარნავაზმა (დაახლ. 320 წლისთვის). ამის შემდეგ იგი ფარნავაზის მოკავშირეა ყველა საქმეში. ქუჯის რეზიდენცია იყო ციხე-გოჯი (ნოქალაქევი). |
აფხაზთა მთავარი დაახლ. 1620-1635 წლებში, მისი ასული თამუნია ცოლად ჰყავდა სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანს. დადიანმა თამუნიას ღალატი დასწამა, ცხვირი და ყურები დააჭრა და მამას მიუბრუნა. განრისხებულმა სეტემანმა მარბიელი ლაშქრობა მოაწყო სამეგრელოს წინააღმდეგ, მაგრამ მარცხი განიცადა და იძულებული გახდა დაზავებულიყო (1626წ.). |
ქართველი გმირი, ცხრა ძმა ხერხეულიძეთაგან უფროსი, ქართველთა მზვერავი ლაშქარის ერთ-ერთი მეთაური მარაბდის ბრძოლაში. დაიღუპა იქვე. |
კახეთის დედოფალი. თეიმურაზ I-ის მეორე ცოლი. ქართლის მეფის გიორგი X-ის ასული და ლუარსაბ II-ის და. თეიმურაზის და მისი ქორწილი შესდგა 1612 წელს, მათ ერთად 47 წელი გაატარეს. ხორეშანი თან ახლდა თეიმურაზს თითქმის ყველგან, სადაც ამ უკანასკნელს ყოფნა მოუწია (გარდა რუსეთისა). თიმურაზს და ხორეშანს სამი შვილი ჰყავდათ: დავითი, დარეჯანი და თინათინი. ხორეშანი საკმაოდ აქტიურად მონაწილობდა პოლიტიკურ პროცესებში, ხშირად ასრულებდა შუამავლისა და ელჩის მოვალეობას, მფარველობდა ევროპელ კათოლიკე მისიონერებს. |
ქართლის მეორე ერისმთავარი 586-591 წლებში. როგორც ჩანს ჰქონდა პროსპარსული ორიენტაცია. |
ქართლის ერისმთავარი 762-771 წლებში. არჩილის ძე. მის დროს ქართლი არაბების მოხარკე ქვეყანა იყო. 764 წელს ამიერკავკასიას თავს დასეხნენ ხაზარები ბლუჩან სარდლის ხელმძღვანელობით, მათ აიღეს თბილისი და ჯუანშერი, თავის დასთან შუშანთან ერთად ტყვედ იგდეს. ერისმთავარი ტყვეობიდან 767 წელს დაბრუნდა. |
|
|
$smenu_1$
|
|