AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები

სულ კატალოგში მასალაა: 229
ნაჩვენებია მასალა: 201-210
გვერდები: « 1 2 ... 19 20 21 22 23 »

კოლხეთის მეფე დაახლ. ძვ.წ.V საუკუნის შუა წლებში. მოხსენიებული ჰყავს ბერძენ ისტორიკოსს ჰეროდოტეს.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1132 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

უკანასკნელი ”მცხეთის მამასახლისი”, პირველი იბერიული სახელმწიფოს მმართველი, აზოს მემკვიდრე. იგი დაიღუპა აქემენიდური ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში დაახლ. ძვ.წ.430-420 წლებში. მის მერე იბერიას ირანელი სატრაპები ანაგებდნენ.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1118 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის მეფე დაახლ. ძვ.წ. 264-230 წლებში. ფარნავაზის ძე. მის დროს ფარნავაზის მიერ გაერთიანებულ საქართველოს კვლავ გამოეყო და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაფორმდა კოლხეთი. საურმაგს უთანხომება ჰქონდა საკუთარ ერისთავებთან, რომლებიც აუჯანყდნენ კიდეც. საურმაგმა ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულ მეომართა მხარდაჭერით შესძლო აჯანყების ჩაქრობა. საურმაგს ძე არ ჰყავდა, ამიტომ მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი სიძე (ქალიშვილის ქმარი) მირდატ I.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 937 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის გახლეჩვის პერიოდში მისი ერთ-ერთი ნაწილის (კლარჯეთი ჯავახეთი და ქვემო ქართლის რამოდენიმე ოლქი) მეფე დაახლ. 368-380 წლებში. მეფე მირდატ VI-ის სიკვდილის შემდეგ იბერიის ტახტისთვის ბრძოლა გაიმართა საურმაგსა და ვარაზ-ბაკურს შორის. საურმაგს მხარს უჭერდა რომის იმპერია - ვარაზ-ბაკურს სასანიდური ირანი. 368 წელს ირანის შაჰმა შაბურ II-მ პირადად ილაშქრა საქართველოში და ვარაზ-ბაკური მცხეთის ტახტზე განამტკიცა. საურმაგი ამას არ შეურიგდა და რომის იმპერატორ ვალენტის ჯარი სთხოვა, ვალენტიმაც 12 ლეგიონი მისცა. ომი საურმაგსა და ვარაზ-ბაკურს შორის უშედეგოდ დამთავრდა. იბერია კი ორად გაყოფილი აღმოჩნდა საურმაგი და მისი მემკვიდრენი კლარჯეთში ჯავახეთში და ქვემო ქართლის ნაწილში მეფობდნენ, ვარაზ-ბაკური და მისი მემკვიდრენი კი აღმოსავლეთ საქართველოს დანარჩენ ნაწილში).
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1255 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის მეფის ფარსმან III ქველის პიტიახშ ზევახის ასული, ეზოსმოძღვარ იოდმანგანის მეუღლე (II ს.). არმაზში აღმოჩენილია მისი საფლავის ქვა, რომელზედაც შემდეგი წრაწერაა: მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა - ფარსმან მეფის პიტიახშისა, მეუღლე იოდმანგანისა, - ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოს მოძღვარისა ქსეფარნუგ მეფისა - ძისა აგრიფა ეზოს მოძღვარისა ფარსმან მეფისა, ვაება ვაებისა! ის, ვინც იყო ახალგაზრდა, და იმდენად კეთილი და მშვენიერი, რომ არავინ იყო მსგავსი მისი სილამაზითა. და აღესრულა ოცდაერთი წლის
ქართველი დიდებულები | ნანახია: 2111 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

დასავლეთ საქართველოს (ეგრისის) ერისთავი (მთავარი?) VII საუკუნის ბოლოს. მან 697 წელს უარი თქვა ბიზანტიის იმპერიის ქვეშევრდომობაზე და არაბთა "მფარველობაში" შევიდა.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1721 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის მეფის რევ მართალის მეუღლე - დაახლ 265-285 წწ. ეროვნებით ყოფილა ბერძენი. ”და ამან სეფელია მოიტანა თანა კერპი, სახელით აფროდიტოს და აღმართა თავსა ზედა მცხეთისასა”.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1068 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

ქართლის მეფე 1556-1569 და 1578-1599 წლებში. უფროსი ძე დიდი ლუარსაბ I-ისა, 19 წლისა თვითონ მამამ გამოაცხადა მეფემ, გორისის ველზე, ბრძოლის წინ. იმ დღის ძლევამოსილ ბრძოლაშიც თვითონ იყო მთავარსარდალიც და მთავარი გმირიც. სვიმონ I-ის მეფობა მთლიანად სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლების გადაბმული რიგია. სრული ინფორმაციისათვის სრულიადში
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1209 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

ქართლის მეფე 1619-1625 წლებში, ბაგრატ VII-ის (ბაგრატ ხანის) ძე. ირანში გაზრდილი, მაჰმადიანი სვიმონი ქართლის ხანად დანიშნა შაჰ აბას I-მა და “ვექილად და ხელმძღვანელად” დაუყენა გიორგი სააკაძე, რომელიც ქართლის ფაქტიური გამგებელი გახდა. ისევე, როგორც მისი წინამორბედი ბაგრატი, სვიმონიც ირანი მოხელე – ხანი იყო, თუმცა ქართულ წყაროებში იგი მეფედ იხსენიება. 1625 წ. მარტში გიორგი სააკაძის მეთაურობით ირანის წინააღმდეგ აჯანყების როს, სვიმონ II ყიზილბაშებთან ერთად თბილისიდან გაიქცა და აღჯაყალის ციხეში (დღევანდელი მარნეულის რაიონი) ჩაიკეტა. ქართლ-კახეთში კი კახეთის მეფე თეიმურაზ I (1606-1648 წწ.) გამეფდა. 1625 წლის 1 ივლისს მარაბდის ველზე ყიზილბაშთა წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში ქართველების დამარცხების შემდეგ, შაჰ აბასმა სვიმონ II აღადგინა ქართლის ხანად, მაგრამ მისი ხელისუფლება მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლზე, ანუ საბარათიანოზე ვრცელდებოდა. თბილისის ციხე თვით ყიზილბაშთა სახელოვანმა სარდალმა ისა-ხან ყორჩიბაშმა გაამაგრა და სვიმონ მეფე იქ დატოვა. ყორჩიბაშის საქართველოდან წასვლის შემდეგ სვიმონი ვერ ბედავდა ციხიდან გამოსვლას და “ვერცა პატრონობდა ქართლსა”. ქართლის დანარჩენ ნაწილს ფაქტიურად თეიმურაზ I განაგებდა. ბაზალეთის ტბასთან, 1626 წ. გიორგი სააკაძეზე გამარჯვების შემდეგ, ზურაბ არაგვის ერისთავმა უღალატა თეიმურაზ I-ს. სვიმონ II-ს კი “მისცა საფიცარი დიდი და... გააბატონა და მიუყენა ქართლი”. მაგრამ შემდგომში სვიმონ II-საც უღალატა. 1631 წ. ზურაბ ერისთვმა ვერაგულად მოკლა ცხვილში მასზე მინდობილი მძინარე სვიმონ-ხანი და მისი მოკვეთილი თავი თეიმურაზ I-ს გაუგზავნა, ამის შემდეგ თეიმურაზ I ისევ ქართლ-კახეთის მეფე გახდა.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1286 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იმერეთის მეფე 1698-1701 წლებში, ალექსანდრე IV-ის უკანონო ძე. 1698 წელს იმერეთის ტახტზე თავადებმა არჩილი აიყვანეს. ეს ხელს არ აძლევდა ოსმალეთს, რომელიც დასავლეთ საქართველოს თავის ვასალად თვლიდა და იმ დროს ქართლის მეფე ერეკლე I-ის კარზე მყოფი სიმონის გამეფება გადაწყვიტა. ახალციხის ფაშამ, რომელსაც იმერეთის თავადებიც მიემხრნენ, სიმონი ტახტზე აიყვანა. გარდა იმისა, რომ დასავლეთ საქართველოს მთავრებიმ ეფისაგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდნენ, მას იმერეთის თავდებიც ნაკლებად ემორჩილებოდნენ. სიმონი შეშინდა და ქართლში წავიდა. იმერეთს კი გიორგი მალაქია-აბაშიძე და მისი ასული თამარი მართავდნენ. მალე თამარმა ლიპარიტზე იქორწინა და თავი იმერეთისა და ოდიშის დედოფლად გამოაცხადა. გაძლიერებულმა მამია III გურიელმა სიმონის მხარე დაიჭირა, რაშიც დიდი როლი სერასკირ ოსმან ფაშამ ითამაშა. ამ შერიგებისას მამიამ სიმონს პირობის წიგნი გამოართვა, რომლის თანახმადაც ალექსანდრე და გიორგი მეფეებისაგან ნაყიდი საჭილაძეო და სამიქელაძეო მასვე რჩებოდა. გურიელმა სიმონი ისევ გაამეფა და ცოლად თავისი და შეირთო. შეშინებულმა აბაშიძემ და გიორგი ლიპარტიანმა მამია III გურიელს მეფობა აღუთქვეს, გადაიბირეს და სიმონი მოაკვლევინეს (1701).
ქართველი დიდებულები | ნანახია: 983 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

$smenu_1$
სიახლის დამატება