AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები

სულ კატალოგში მასალაა: 229
ნაჩვენებია მასალა: 181-190
გვერდები: « 1 2 ... 17 18 19 20 21 22 23 »

იბერიის ბოლო აქემენიდი სატრაპი. მმართველობდა დაახლ. ძვ.წ.340-329 წლებში. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობათა შედეგად კავკასიაში აქემენიდთა პოზიციები შესუსტდა, რითაც ისარგებლა ადგილობრივი დინასტიის წარმომადგენელმა ფარნავაზმა და დიდი აჯანყება მოაწყო ირანელთა წინააღმდეგ. ფარნავაზმა დაამარცხა და განდევნა მითრანე და იბერიის სამეფო დააარსა. მომდევნო საუკუნეში მითრანეს შთამომავლები (ნებროთიანნი) დინასტიური ქორწინების შედეგად იბერიის ტახტზე ადიან
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1061 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

პონტოს მეფის მითრიდატე VI-ის (ძვ.წ.112-63) ძე. კოლხეთის მმართველი ძვ.წ. 109-84 წლებში. კოლხეთის დაპყობის შემდეგ მითრიდატემ მის მმართველად საკუთარი შვილი დანიშნა. ძვ.წ.84 წელს შვილი მამას აუჯანყდა და კოლხეთის დამოუკიდებლობის აღდგენა სცადა. მითრიდატე VI-მ შვილი შეიპყრო, ერთ ხანს ოქროს ბორკილებში ჰყავდა დამწყვდეული, შემდეგ სიკვდილით დასაჯა
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1016 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

ქართველი უფლისწული, ვახტანგ გორგასლის შუათანა ძე. ვახტანგის მეორე ცოლის - ბიზანტიის კეისარ ლეონის ასულ ელენესაგან. დაიბადა დაახლ. 470 წელს. მამის გარდაცვალების შემდეგ (494წ.) უფროსმა ძმამ - მეფე დაჩიმ მირადტს საუფლისწულოდ გადასცა მიწები ტაშისკარიდან წუნდამდე.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1001 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის მეფე დაახლ. ძვ.წ. 230-185 წლებში. იგი იყო წარმოშობით აქემენიდი, იბერიის ბოლო სატრაპ მითარნეს (ძვ.წ. დაახლ. 340-329) შთამომავალი. მეფე საურმაგ I-ს ძე არ ჰყავდა, ამიტომ მირდატი, როგორც მისი ქალიშვილის ქმარი იბერიის ტახტზე ავიდა. მირდატი იყო ”ტანითა სრული, შუენერი, ძლიერი, მხნე და ქუელი”, მის დროს აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილოეთიდან დურძუკები შემოესივნენ, მირდატ I-მა დაამარცა ისინი, კავკასიონის ჩრდილოეთით გადარეკა და დარიალის კარზე ციხეს ააგო. მირდატის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძე ფარნაჯომი.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1088 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის მეფე დაახლ. ძვ.წ. 125-110 წლებში. მირდატი იყო ძვ.წ. 170 წელს იბერიიდან გაქცეული მეფე ფარნაჯომის ვაჟი. სანამ იბერიის ტახტზე სომეხი არტაშესიანები იჯდნენ მირდატი პართიაში იზრდებოდა. ძვ.წ. დაახლ. 125 წელს მირდატი პართიელთა დახმარებით იბერიაში შემოიჭრა, მოკლა მეფე ბარტომ I, მისი სიძე კოლხი უფლისწული ქართამი და თვითონ დაიჭირა იბერიის ტახტი. სხვა მის შესახებ არაფერია ცნობილი
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1008 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის მეფე დაახლ. 5-35 წლებში. არშაკ III-ის ძე. მირდატმა მეფობა დაიწყო მაშინ, როდესაც იბერია ორად იყო გაყოფილი: ჩრდილოეთში (დედაქალაქი მცხეთა) მეფობდნენ ფარნავზაიანთა წარმომადგენლები; სამხრეთში (დედაქალაქი არმაზი) კი არტაშესიანთა და კოლხ უფლისწულთა შთამომავლები. ამრიგად მცხეთაში გამეფებისას მირდატი მხოლოდ ჩრდილოეთ იბერიის მეფე იყო. მირდატ III მეტად ძლიერი და ენერგიული ხელმწიფე აღმოჩნდა მან ”უმატა სიმაგრეთა ქართლისათა”, ხოლო სულ მალე სამხრეთ იბერიული სამეფოც დაიპყრო და 80 წლიანი გათიშულობის შემდეგ კვლავ გააერთიანა იბერია. ეს დაახლ. 25 წელს უნდა მომხდარიყო. მირდატ III-ის დროს - 34 წელს საქართველოში იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა - ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა. მალე ამის შემდეგ მირდატი გარდაიცვალა, დარჩა ორი ძე ფარსამანი და მირდატი, ტახტზე ავიდა უფროსი - ფარსმან II.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1036 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის მეფე 68-76 წლებში. შვილიშვილი ფარსმან II-სა, ძე სომხეთში მეფედ ნამყოფ რადამისტის და მისი მეუღლე ზენობიასი. მამის გარდაცვალების ჟამს (59წ.) იყო მცირეწლოვანი. ფარსმან იი-ის სიკვდილის შემდეგ მირდატ IV იბერიის ტახტზე ადის. ფლავიუს-დადე მისი რომაული სახელი უნდა იყოს, როგორც ჩანს იგი ახლო ურთიერთიობაში იყო რომაელ იმპერატორებთან ფალვიუსებთან. სულ მალე მირდატ IV-ს კონკურენტი გამოუჩნდა - საკუთარი ბიძა, ჯერ ისევ მცირეწლოვანი მირდატ V- ფარსმან II-ის ძე. (უფრო სწორედ მირდატ V-ის დედა ამაზასპუჰი, რომელიც შვილის ყველა საქმეს განაგებდა). მირდატ V-მ ეგრისელთა და რომაელთა დახმარებით გადამწყვეტ ბრძოლაში რეხთან დაამარცხა მირდატ IV და იბერიის მეფე გახდა.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1250 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის მეფე დაახლ. 76-120 წლებში. ძე ფარსმან II-სა. ტახტზე ავიდა მეტად მცირეწლოვანი, მას შემდეგ რაც მისმა მომხრეებმა დაამარცხეს და იბერიის ტახტიდან გადააგდეს მირდატ IV. მისი მეფობის პირველ წლებში იბერიას რეგენტის სახით მართავდა დედამისი ამაზასპუჰი. მირდატის დროს იბერიას კარგი ურთიერთობები ჰქონდა რომის იმპერიასთან: - არმაზციხეში აღმოჩენილი წარწერა გვამცნობს, რომ რომის იმპერატორმა ვესპასიანემ და მისმა შვილებმა ტიტუსმა და დომიციანემ იბერიის მეფე მირდატს მცხეთის გალავნის კედლები განუმტკიცეს. მომდევნო საუკუნის დამდეგს მირდატი აქტიურად ეხმარებოდა რომის იმპერატორ ტრაიანეს პართიის წინააღმდეგ ლაშქრობაში. 114 წელს მან თავისი ძმა -ამაზასპი იბერთა რაზმით რომაელთა დასახმარებლად გაგზავნა. სხვა მირდატის შესახებ არაფერია ცნობილი, მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა ფარსმან III ქველი.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 995 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის მეფე 355-364 წლებში. ბაკურ I-ის ძე. მისი მეფობა ფართო საეკლესიო აღმშენებლობითაა აღსანიშნავი მთელი აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით. მის დროსვე ქართველთა (როგორც იბერიელთა, ასევე კოლხთა) რაზმები მონაწილეობდნენ რომის იმპერატორ იულიანე განდგომილის ლაშქრობაში სპარსეთის წინააღმდეგ (363წ.). მირდატს ერთი ვაჟი დარჩა - ვარაზ-ბაკური.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1101 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის მეფე მისი გახლეჩვის ხანაში, მეფობდა მცხეთაში დაახლ. 412-429 წლებში. ფარსმან V-ის ძე. მის დროს იბერიაზე სასანიდური სპარსათი მძლავრობდა. მირდატიც ხარკს უხდიდა მას.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1046 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

$smenu_1$
სიახლის დამატება