AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები

სულ კატალოგში მასალაა: 229
ნაჩვენებია მასალა: 191-200
გვერდები: « 1 2 ... 18 19 20 21 22 23 »

იბერიის მეფე 434-449 წლებში. ძე არჩილისა. ცოლად ჰყავდა ბარდავის ერისთავ ბარზაბოდის ასული საგდუხტი. მირდატი მთელი თავისი მეფობის პერიოდში ენერგიულად ებრძოდა ირანელ დამპყრობლებს, თუმცა მეტად ახალგაზრდა გარდაიცვალა და ქვეყანა მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. დარჩა ასული მირანდუხტი და ძე ვახტანგი (ვახტანგ გორგასალი).
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1621 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის მეფე დაახლ. 285-335 წლებში. ძე რევ მართალისა და სეფელიასი. ამდენად მამით სასანიდი - დედით ბერძენი. ტახტზე ასვლისას იყო 7 წლისა (და აქედან მისი ზედმეტსახელი ”ვაჩე” - სპარსულად ”ყმაწვილი”). მირიანის მეფობის დასაწყისში იბერია სასანიდური ირანის ვასალი იყო. ასე მაგალითად 294 წელს ირანის შაჰმა ნარსემ ილაშქრა ამიერკავკასიაში და კიდევ ერთხელ დაამტკიცა იბერიის, სომხეთის და ალბანეთის ირანისადმი ქვეშევრდომობა. 298 წელს კი მირიან მეფე, როგორც ირანის ქვეშევრდომი, იბერთა ჯარით მონაწილეობს ნიზბისის ბრძოლაში ირანის შაჰ ნარსესა და რომის იმპერატორ გალერიუსს შორის. სრული ინფორმაციისათვის სრულიადში
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1145 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

დასავლეთ საქართველოს მეფე 1327-1329 წლებში. დავით ნარინის უმცროსი ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ (1293წ.) არ შეურიგდა უფროსი ძმის კონსტანტინეს გახელმწიფებას - რაჭა და ზემო იმრეთი (არგვეთი) დაიკავა და კონსტანტიმეს სიკვდილამდე (1327წ.) დამოუკიდებლად მართავდა ამ მხარეებს. ”ერთიანი” დასავლეთ საქართველოს მეფე იყო სულ ორი წელი. დარჩა უფლისწული ბაგრატი.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1043 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის დედოფალი. მეფე მირიანის მეუღლე (დაახლ.285-335წწ.). მის დროს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. სწორედ ნანა იყო სამეფო სახლეულიდან პირველი ვინ იწამა იესო ქრისტესი. შერაცხულია წმინდანად, დაკრძალულია სვეტიცხოველში.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 999 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

კოლხეთის ერთ-ერთი სამთავროს მმართველი (ძვ.წ. I ს.). იგი ძვ.წ. 65 წელს, როდესაც კოლხეთს რომაელი სარდალი გნეუს პომპეუსი შემოესია ოლთაკე მასთან ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ძვ.წ. 61 წელს პომპეუსმა იგი რომში, საკუთარ ტრიუმფში გაატარა. შემდეგ რომაელებმა ოლთაკე გაანთავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნების ნება მისცეს.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 993 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიელი უფლისწული. მირიან მეფის და ნანა დედოფლის უფროსი ვაჟი. ჰყავდა მეუღლე სალომე. აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. გარდაიცვალა მამაზე ადრე (დაახლ. 333 წ.). დარჩა სამი ძე - მირდატი თრდატი და საურმაგი.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1018 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

ქართლის მეფე 1633-1658 წლებში. (როსტომ-ხანი) ძე დავით XI-ისა (დაუდ-ხანისა). დაუდ-ხანს იგი შეეძინა სპარსეთში, თანწაყოლილი წავკისელი გლეხის ქალისგან. ამიტომ მას “ხარჭის ნაშობსაც” უწოდებდნენ ხოლმე. ყრმობითვე მაჰმადიანად მოინათლა და მაჰმადიანად გაიზარდა. გამეფებამდე მისი სახელი იყო ქართულად ქაიხოსრო, სპარსულად ხოსრო-მირზა. ჭაბუკობითვე ყურადღება მიიპყრო ნიჭით, ჭკუით და სიმამაცით. შაჰ აბასმა ეს “გურჯი-მირზა” 1618 წელს დანიშნა სატახტო ქალაქის, ისფაჰანის ტარუღად (მოურავად, ანუ ქალაქისთავად). 1625 წელს, მარაბდის ბრძოლაში, ხოსრო-მირზა სპარსული არმიის მარჯვენა ფლანგს სარდლობდა. იმავე წელს, ქსანზე გამართულ ბრძოლაში სააკაძისგან გარშემორტყმული ალყა გამოარღვია და სპარსთა ჯარის ერთი ნაწილი დაიხსნა სრული კატასტროფისგან.  სრული ინფორმაციისათვის სრულიადში
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1176 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იმერეთის მეფე 1590-1604 წლებში, კონსტანტინე ბატონიშვილის შვილი. იგი მამია IV დადიანისა და იმერეთის თავადთა ერთი ნაწილის მხარდაჭერით გამეფდა. დადიანის გაძლიერება ხელს არ აძლევდა გიორგი II გურიელს, რომელმაც ოსმალთა დახმარებით ილაშქრა ქუთაისში და სამეფო სახლის წევრი, ბაგრატ თეიმურაზის ძე გაამეფა (1590). ამ ფაქტის გამო სიმონ ქართლის მეფე კვლავ შემოვიდა იმერეთში.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 927 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

ერთიანი საქართველოს მეფე 1223-1245 წლებში. თამარ მეფის ასული. რუსუდანის დროს დასრულდა საქართველოს ასწლოვანი ”ოქროს ხანა”. 1223 წელს იგი დაქორწინდა არზრუმის სულთნის თოღრულ შაჰის ძეზე მოღის ედ-დინზე. 1225 წელს საქართველოს საზღვარი გადმოლახა მონღოლების მიერ გამოძევებულმა ხვარაზმშაჰ მუჰამედის შვილმა ჯალალ ად-დინმა. მან გარნისთან მომხდარ ბრძოლაში ქართველები სასტიკად დაამარცხა. აიღო დვინი, განძა და თბილისისკენ დაიძრა. რუსუდან მეფე ქუთაისში გადავიდა და ქალაქის დაცვა ციხისთავს მიანდო.  სრული ინფორმაციისათვის სრულიადში
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1506 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

გამოჩენილი ქართველი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე. დაიბადა სოფელ ნოსტეში მეფის აზნაურ სიაუშ სააკაძის ოჯახში. 1608 წლიდან თბილისის მოურავია, მალე მან დიდი გავლენა მოიპოვა ქართლის მეფის ლუარსაბ II-ის კარზე, 1609 წელს მისი მთავარსარდლობით ქართველებმა ტაშისკარის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს ოსმალ დამპყრობელთა ჯარი. 1612 წელს გიორგი სააკაძე იძულებული გახდა ქართლიდან ირანში გაქცეულიყო შაჰ აბას I-თან, ამის მიზეზი იყო მის წინააღმდეგ მიმართული მოშურნე თავადთა შეთქმულება (შადიმან ბარათაშვილის მეთაურობით). გიორგი სააკაძე შაჰის კარზე მალე დაწინაურდა, იგი თან ახლდა შაჰ-აბასს ქართლ-კახეთში მისი ამაოხრებელი ლაშქრობებისას 1614-1616 წლებში, ამ პერიოდში იგი ცდილობდა ირანის შაჰის ხელით ანგარიში გაესწორებინა მტრებთან და მოეპოვებინა პირველობა ქართლში. არსებობს ვარაუდი, რომ ლუარსაბ II-ის მკვლელობაც სააკაძის ჩაგონებით მოხდა. 1616-1620 წლებში გიორგი სააკაძე ქართლის ფაქტობრივი მმართველია შაჰ-აბასის ეგიდის ქვეშ. 1621-1623 წლებში იგი ირანელთა ერთ-ერთი წამყვანი მთავარსარდალი იყო ოსმალეთის წინააღმდეგ ომში. მალე სიტუაცია შეიცვალა, სააკაძე მიხვდა საკუთარი პოლიტიკის დამღუპველობას საქართველოს მიმართ. 1625 წელს იგი შეეთქვა ზურაბ არაგვის ერისთავს და კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს. აპრილში დაიწყო ქართველთა დიდი აჯანყება, 7 აპრილს მარტყოფის ბრძოლაში სააკაძის და ზურაბ ერისთავის ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა შაჰის მიერ ქართლის ასაოხრებლად გამოგზავნილი ირანელთა ჯარი. ამ ფაქტით განრისხებულმა შაჰ-აბასმა ბრძანა სიკვდილით დაესაჯათ ისფაჰანში მძევლად დატოვებული გიორგის უმცროსი ძე პაატა სააკაძე. 1 ივლისს მარაბდის გმირულ ბრძოლაში ქართველები, მართალია, დამარცხდნენ, მაგრამ ეს დროებითი მარცხი იყო. 1625 წლის ბოლოს გიორგი სააკაძის ბრწყინვალე სარდლობით მთელი ქართლ-კახეთი (თბილისის გარდა) ყიზილბაშთაგან გაწმენდილი იყო. ერთიანი ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I გახდა. ირანმაც თავისი მარცხი სცნო და საქართველოს ''გათათრებაზე'' ხელი აიღო. სამწუხაროდ, სწორედ ამ კრიტიკულ დროს გიორგი სააკაძეს კვლავ სძლია პატივმოყვარეობამ, იგი ვერ შეეგუა თეიმურაზ I-ის მბრძანებლობას და გადაუდგა მას. 1626 წლის ნოემბერში ბაზალეთთან მომხდარ ბრძოლაში თეიმურაზ I-მა და მისმა მომხრეებმა დაამარცხეს სააკაძის და მისი მომხრეების ჯარი. გიორგი სააკაძე ამჯერად ოსმალეთში გაიქცა და სულთნის სამსახურში ჩადგა. აქ მისი კარიერა წარუმატებლად განვითარდა - გიორგი სააკაძეს მისი მოშურნე ხუსრევ ფაშას დასმენით ღალატში დასდეს ბრალი და 1629 წლის 3 ოქტომბერს ქ.ალეპოში სიკვდილით დასაჯეს უფროს ვაჟთან ავთანდილთან და რამდენიმე მომხრესთან ერთად. გიორგი სააკაძე იყო დიდი სარდალი, მოხერხებული პოლიტიკოსი და ჭეშმარიტი გმირი, თუმცა მისი როლი საქართველოს ისტორიაში წინააღმდეგობრივია. სამწუხაროდ, მას ხშირად სძლევდა ამბიციები, რომელთა გამოც სამშობლოს საკეთილდღეო საქმეები ბოლომდე ვერ მიჰყავდა.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1243 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (1)

$smenu_1$
სიახლის დამატება