AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები

სულ კატალოგში მასალაა: 229
ნაჩვენებია მასალა: 171-180
გვერდები: « 1 2 ... 16 17 18 19 20 ... 22 23 »

კახეთის მეფე 1606-1648 წლებში (ფორმალურად 1663 წლამდე), ქართლ-კახეთის მეფე 1625-1633 წლებში. დავით I-ისა და ქეთევან აშოთან მუხრან-ბატონის ასულის შვილი. დაიბადა 1589 წელს. 13 წლისა სპარსეთს წაიყვანეს და იქ შაჰ აბასის კარზე დარჩა სამი წელიწადი, კონსტანტინე-მირზას მოკვლის შემდეგ (1605 წლის 22 ოქტომბერი), კახელებმა მეფედ თეიმურაზი მოითხოვეს. შაჰ აბასი დათანხმდა და 1606 წლის გაზაფხულზე თეიმურაზი კახეთის მეფედ გამოგზავნა. ერთი წლის შემდეგ, 17 წლისამ, ცოლად შეირთო ანა, მამია გურიელის ასული, რომლისგანაც შეეძინა ლევანი და ალექსანდრე, 1610 წელს ანა გარდაიცვალა. დამატებითი ინფორმაცია სრულიადში
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1863 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-05 | კომენტარი (0)

კახეთის მეფე 1733-1744 წლებში, ქართლის მეფე 1744-1762 წლებში. ერეკლე I ნაზარალი-ხანის ძე, კახეთის მეფის კონსტანტინე II-ის (მაჰმად-ყული ხანის) ძმა. იყო კახეთის გამგებელი 1709-1715 წლებში. 1720-იან წლებში თეიმურაზი ძმასთან – კონსტანტინე II-სთან ერთად აქტიურად იბრძოდა აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონებული ოსმალების წინააღმდეგ. მან მაღაროსთან ბრძოლაში დაამარცხა ოსმალო ფაშა, რითაც დიდი სამსახური გაუწია ირანის ხელისუფლებას ქართლ-კახეთიდან ოსმალთა განდევნის საქმეში. მიუხედავად ამისა, შაჰ-თამაზის სარდალი ნადირ-ხანი მას ეჭვის თვალით უყურებდა და რამდენჯერმე დააპატიმრა კიდეც. 1736 წელს, მას შემდეგ, რაც ნადირი ირანის შაჰი გახდა, მან თეიმურაზი გაათავისუფლა, სამმართველოდ კახეთი დაუბრუნა და სამშობლოში გამოისტუმრა. სრული ინფორმაციისათვის სრულიადში
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1090 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

ერთიანი საქართველოს მეფე 1407-1411 წლებში. ბაგრატ V-ის ძე. 1401 წელს კონსტანტინე ბატონიშვილი, თავისი ძმის, საქართველოს მეფის გიორგი VII-ის დავალებით, აწარმოებდა მოლაპარაკებას შამქორში მდგარ თემურლენგთან. 1411 წელს კონსტანტინე მეფე შარვანშაჰთან ერთად მონაწილეობდა შავბატკნიან თურქმანების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში. მოკავშირეებმა ჩალაღანთან სასტიკი დამარცხება განიხადეს. 1412 წელს დატყვევებულ კონსტანტინე I-ს თურქმანთა ბელადის ყარა-იუსუფის ვაჟმა ფირ-ბუდაყმა საკუთარი ხელით თავი მოკვეთა.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 969 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

ქართლის სამეფოს პირველი მეფე 1478-1505 წლებში. იგი იყო ალექსანდრე I დიდის ვაჟის დემეტრეს ძე, ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ერთ-ერთი სამეფოს - ქართლის პირველი მეფე. 1466 წელს ეცადა ტახტის დაკავბა, მაგრამ ბაგრატ VI-სთან ვერაფერს გახდა და საუფლისწულო მამულებს დასჯერდა. ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ ქართლის ტახტი დაიკავა, თუმცა ცდილობა საქართველოს ერთიანობა როგორმე აღედგინა, ებრძოდა იმერეთის მეფე ალექსანდრე II-ს და მცირე ხნით (1479-1484) შესძლო იმერეთის შეერთება. სრული ინფორმაციისათვის სრულიადში
ქართველი დიდებულები | ნანახია: 958 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

დასავლეთ საქართველოს (იმერეთის) ერისთავი 1392-1414 წლებში. იმერეთის მეფე გიორგი II-ის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინემ ვერ შესძლო თავი ”მეფედ” გამოეცხადებინა, რადგან საქართველოს მეფე ბაგრატ V დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ადვილად დაიმორჩილა 1387 წლიდან განდგომილი მხარე. სხვა კონსტანტინეს შესახებ არაფერი ვიცით
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1022 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

კახეთის მეფე 1722-1732 წლებში. ერეკლე I-ის შვილი, ნაშობი მხევლისაგან, 1722 წელს, იმამ-ყული ხანის გარდაცვალების მერე გახდა კახეთის მეფე. 1723 წელს ირანის შაჰმა თამაზმა, ვახტანგ VI-ის გადაყენების მერე, ტართლის ტახტიც უბოძა მაჰმად-ყული ხანს. 4 მაისს კონსტანტინემ ლეკთა დაქირავებული ჯარით აიღო თბილისი, მაგრამ სულ რაღაც ერთი თვის მერე ქალაქი ოსმალებმა აიღეს. მათ ქართლის მმართველად ბაქარ ვახტანგის ძე დანიშნეს, კონსტანტინე კი შეიპყრეს. კახეთის მეფემ გაქცევა მოახერხა და სათავეში ჩაუდგა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლას. 1724 წლის სექტემბერში ატენთან გაიმაგრთა სისხლისმღვრელი ბრძოლა ქართველებსა და ოსმალებს შორის. კონსტანტინეს მომხრეებმა მარცხი იწვნიეს. ერთი წლის მერე, 1735 წელს, კონსტანტინე კვლავ შეებრძოლა ოსმალებს და კვლავ დამარცხდა. კახეთის მეფემ თავი ფშავს შეაფარა. იმავე წელს კახელებმა ლეკები განდევნეს და გახიზნული მეფე თელავში დაბრუნდა. მართალია ოსმალებმა კახეთის დაპყრობა ვერ მოახერხეს, მაგრამ არც კონსტანტინეს მდგომარეობა იყო სახარბიელო. მალე კონსტანტინე ისლამის სუნიტური მრწამსის მიმდევარი გახდა (მანამდე შიიტი იყო) და ოსმალებს დაეზავა. 1730 წელს ოსმალებმა და კახელებმა ჭარელები დაამარცხეს, ორივე მხარე ხვდებოდა, რომ ზავი დროებითი იყო და ბრძოლისათვის ემზადებოდა. 1731 წელს კონსტანტინემ ხევისა და ხევსურეთის დაჭერა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. 1732 წელს იუსუფ ფაშამ კახეთის მეფე მოსალაპარაკებლად მიიწვია და ღალატით მოკლა.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1246 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

ძე გიორგი II-ისა (ავგიორგისა), კახეთის მეფე 1518-1574 წლებში. მამის სიკვდილისას (1513წ.) მცირეწლოვანი იყო და როგორც ერთადერთ ტახტის მემკვიდრეს, მოსაკლავად ეძებდა კახეთში შემოჭრილი ქართლის მეფე დავით X. მაგრამ გარსევან ჩოლოყაშვილმა დამალა და გადაარჩინა. ბოლოს, 1518 წელს დაჯდა კიდეც კახეთის ტახტზე ლევანი. დავით X შეეცადა მის ჩამოგდებას და გაეშურა კიდეც ჯარით კახეთისაკენ, მაგრამ მაღაროსთან მომხდარ ბრძოლაში ლევანმა იგი დაამარცხა და უკანვე გამოაქცია. მამია I გურიელის შუამდგომლობით, მეფეები დაზავდნენ (1520წ.).  დაწვრილებითი ინფორმაცია სრულიადში
ქართველი დიდებულები | ნანახია: 2957 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იმერეთის მეფე 1585-1590 წლებში, გიორგი II-ის ძე. მეფის მცირეწლოვანებით უნდოდა ესარგებლა ბიძამისს – კონსტანტინეს, რომელსაც იმერეთის ტახტის ხელში ჩაგდების დიდი სურვილი ჰქონდა. მან დაიპყრო არგვეთი, ციხეები სკანდა და კაცხი. ლევანმა ბიძამისის წინააღმდეგ კავშირი შეკრა მამია IV დადიანთან. სიმამრის დახმარებით მომდევნო წელს მან დაამარცხა კონსტანტინე რომელიც საუფლისწულოს დასჯერდა. ის თანხმობა, რომელიც იმერეთის სამეფოში გიორგი II-ის დროს ჩამოვარდა, სრულიად დაირღვა. დადიანისა და გურიელის მტრობა დღითიდღე მწვავდებოდა. გაძლიერებული თავადები სამეფო ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ. სიმონ ქართლის მეფე ცდილობდა შექმნილი ვითარების გამოყენებას და იმერეთის ქართლთან შეერთებას. იმერეთის თავადებმა არ მიიღეს მონაწილეობა გოფანთოსთან ბრძოლაში (1588), სადაც ლევანს გადამწყვეტი ბრძოლა უნდა გადაეხადა სიმონ მეფესთან და მათ მხარდაჭერას თხოულობდა. ამ ბრძოლაში სიმონმა, რომელსაც ზემო იმერეთის თავადები ეხმარებოდნენ. გაიმარჯვა, დაიკავა ქუთაისი და იქ თავისი მოხელეები განაწესა; თუმცა მალე უკან დაბრუნდა, რადგან ქართლში ოსმალთა თარეშისა ეშინოდა. ამით ისარგებლა ლეჩხუმში გახიზნულმა ლევანმა და თავისი მომხრე თავადების დახმარებით ტახტი დაბრუნდა.სამეფოში სიტუაცია კრიზისული იყო. მეფისა და დადიანის საომარი დაპირისპირება გარდაუვალი ჩანდა. ლევანი ვერ ურიგდებოდა დადიანის სიძლიერეს და თან შურისძიება სწყუროდა გოფანთოსთან ბრძოლაში ღალატისათვის. დადიანმა დაასწრო, ილაშქრა ქუთაისში, ლევანი შეიპყრო და შხეფის (ახლა სენაკის რ-ნი) ციხეში გამოკეტა, სადაც ის მალე გარდაიცვალა
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1001 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

ქართლის მეფე 1527-1556 წლებში. უფროსი ძე დავით X-ისა, ძლიერი და კეთილშობილი ხელმწიფე, უებრო სარდალი და მეომარი. მის დროს სულ უფრო და უფრო ძლიერდება სეფიანთა ირანის ზეწოლა დაშლილ საქართველოზე. უფლისწულობისას, 1522 წელს დიდი გმირობა გასწია თელეთის ბრძოლაში, სადაც მან, მარჯვენა ფლანგიდან შეტევით, დაამარცხა და გააქცია ირანელთა მრავალრიცხოვანი მხედრობა, რომელსაც სათავეში ედგა ყარიფლი, ისმაილ შაქის რჩეული სარდალი.  დაწვრილებითი ინფორმაცია სრულიადში
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1933 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

ძე გიორგი XIისა, ქართლის მეფე 1606-1614 წლებში. მის დროს ქართლი ირანის ვასალი ქვეყანა იყო. მეფედ იგი შაჰ აბასმა დაამტკიცა 14 წლის ასაკში. ევალებოდა ეომა სპარსთა მხარეზე სპარსეთ-ოსმალეთის მიმდინარე ომში. 1607 წელს შაჰ აბასმა ცოლად შეირთო ლუარსაბის და, ლელა-თინათინი (ახალი სპარსული სახელით ფათმა სსულთან ბეგუმ). დაწვრილებითი ინფორმაცია სრულიადში
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1078 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

$smenu_1$
სიახლის დამატება