AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები

სულ კატალოგში მასალაა: 229
ნაჩვენებია მასალა: 211-220
გვერდები: « 1 2 ... 20 21 22 23 »

დიაოხის მეფე ძვ.წ.XII საუკუნის ბოლოს, იგი მეთაურობდა სამხრეთ ამიერკავკასიის და აღმოსავლეთ ანატოლიის ხალხთა კოალიციას ასურეთის წინააღმდეგ. ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I-მა ორჯერ ილაშქრა მის წინააღმდეგ ძვ.წ.1114 და 1112 წლებში, დაამარცხა იგი და აიძულა მორჩილებაზე.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1128 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იმერეთის მეფე 1752-1784 წლებში. ყველაზე დიდი ხელმწიფე იმერეთისა. ალექსანდრე V-ის ძე. ტახტზე ასვლისას 15 წლისა იყო. 1752 წელს შეთქმულთა ძლიერმა ჯგუფმა, რომელთა შორისაც იყვნენ დედამისი თამარი (ლევან აბაშიძის ასული) და მეფის ბიძები – მამუკა და გიორგი. შეძლო მისი დამარცხება, მაგრამ სოლომონმა ახალციხის ფაშას დახმარებით ტახტი დაიბრუნა, დედა სემეფოდან გააძევა. აბაშიძეთა მამული კი თავის საკუთრებად გამოაცხადა. სოლომონმა მემკვიდრეობად დაუძლურებული, სათავადოებად დაყოფილი სამეფო მიიღო.სადაც ფეოდალური განუკითხაობა და ''ტყვეთა სტიდვა'' მძვინვარებდა. მან მიზნად დაისახა მტკიცე სამეფო ხელისუფლების შექმნა და დასავლეთ საქართველოს გაერთიანება, ტყვეებით ვაჭრობის აღკვეთა და ოსმალთა ბატონობისგან ქვეყნის გათავისუფლება. სრული ინფორმაციისათვის სრულიადში
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1423 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იმერეთის მეფე 1789-1810 წლებში, სოლომონ I-ის ძმის, არჩილის ძე, მისი დედა იყო ერეკლე II-ისა და დარჯეანის ასული – ელენე. დაიბადა 1772 წელს. იზრდებოდა ბაბუის – ერეკლე II-ის კარზე. სოლომონ I-მა, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყავდა. ტახტი ძმისწულს უანდერძა. დავით (სოლომონ) არჩილის ძის მცირეწლოვანების გამო გამეფებული დავით II ტახტის დათმობას არ აპირებდა, მაგრამ ერეკლე II-ისა და გრიგოლ დადიანის დახმარებით 1789 წლის 11 ივლისს, მათხოჯთან ტახტის მაძიებელმა დაამარცხა დავით II და სოლომონ II-ის სახელით გამეფდა. ამ დროისათვის იგი 17 წლისა იყო. დავით II-მ კიდევ რამდენჯერმე სცადა ტახტის დაბრუნება – 1790 წელს ოსმალთა და ლეკთა რაზმების დახმარებით მან იმერეთი დაიპყრო. ერეკლე II-მ სოლომონს, რომელიც პაპუნა და ზურაბ წერეთლებთან იყო შეკედლებული, თავისი შვილიშვილი – იოანე მიაშველა. ბრძოლა ლომსიანთ ხევში მოხდა, სადაც ერეკლეს ზარბაზნებით გაძლიერებულმა 500-კაციანმა რაზმმა 10 000-კაციანი მოწინაამდეგე დაამარცხა და სოლომონმა იმერეთი დაიბრუნა. სოლომონ II ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის პოლიტიკური კურსის გაგრძელებას ცდილობდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისათვის ბრძოლის პერიოდში სრული ანარქია სუფევდა. სოლომონ II-ის გამეფება ხელს უწყობდა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლას: 1790 წლის ივნისში სოლომონ ლიონიძის თაოსნობით გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ძალითაც სოლომონ II, გრიგოლ დადიანი და სიმონ გურიელი ქართლ-კახეთის სამეფოსთან სამხედრო კავშირს ამყარებდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ, აღიარებდნენ ერეკლეს მფარველობას და მასვე ანდობდნენ რუსეთთან ურთიერთობას. ხელშეკრულების ერთ-ერთ მუხლში ნათქვამი იყო: “შევრაცხო ყოველი მტერი თქუენი მტერად ჩემდა და ყოვლისა სამეფოსა ჩემისა და ვიყო მტერი მტერისა თქუენისა და მოყვარე მოყვრისა”. ამ შეთანხმების სხვებთან ერთად ხელს აწერდნენ ქართლ-კახეთის დედოფალი დარეჯანი და იმერეთის დედოფალი მარიამი. 1793 წელს ხელშეკრულების მონაწილენი საერთოდ მფარველობას სთხოვდნენ რუსეთის იმპერატორს. მაგრამ 1792 წლის 9 იანვრის ზავით, რომელიც რუსეთ-ოსმალეთს შორის დაიდო, ძირითადად კვლავ დამტკიცდა ოსმალეთის უპირატესი უფლებები დასავლეთ საქართველოზე. რუსეთის დახმარების იმედი არც ამჯერად გამართლდა. სამეფო ხელისუფლების გასაძლიერებლად მეფე ცდილობდა დაეთრგუნა ურჩ მთავართა და თავად-აზნაურთა თავგასულობა. კერძოდ, 1792 წელს მან მოახერხა გრიგოლ დადიანის გადაყენება (რომელიც მისი მთავარი მოწინააღმდეგე იყო) და მთავრად თავისი ერთგული მანუჩარი დასვა. მანუჩარმა ტყვებით მოვაჭრეთა წინააღმდეგ ბრძოლის პირობა დადო (1795). 1798 წელს გრიგოლი კვლავ გადადიანდა. მანუჩარმა კი სალიპარტიანო მიიღო. 1802 წელს სოლომონი მანუჩართან ერთად ლეჩხუმში შეიჭრა. იმავე წელს ჭყვიშის ციხე აიღო, სალხინოსთან დადიანი დაამარცხა და მთავრად მცირე ხნით დადიანების უმცროსი ძმა ტარიელი (ოტია) გამოაცხადა. შეშფოთებულმა გიიგოლმა რუსეთს დახმარება სთხოვა. ამ უკანასკნელმა ისარგებლა იმერეთში შექმნილი მდგომარეობით და 1803 წლის დეკემბერში სამეგრელომ რუსეთის მფარველობა მიიღო. ამით განხორციელდა რუსეთის გეგმა, რომლის მიხედვითაც პატივმოყვარე დადიანი იმერეთის სამეფოს გაუქმებისათვის ბრძოლაში უნდა გამოეყენებინათ. 1804 წელს გრიგოლი გარდაიცვალა და მთვარის ტახტი მისმა ძემ, ლევან V-მ (1804-1840) დაიკავა. 1803 წელს სოლომონ II-მ ლიონიძის ელჩობით რუსეთს კვლავ სთხოვა მფარველობა, თუმცა ამის პარალელურად ოსმალეთშიც გააგზავნა ელჩობა, რომლის მეშვეობითაც რუსეთის მძლავრობისაგან დახმარებას ითხოვდა. მეფის ეს ორმაგი თამაში რუსეთმა შეიტყო, მისთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ სოლომონი მზად იყო ბაბა-ხანთან ერთად გამოსულიყო რუსეთის წინააღმდეგ. მაშინ ციციანოვმა იმერეთის დაპყრობის დავალება მიიღო. 1804 წელს რუსები იმერეთში შეიჭრნენ და ხალხს ძალით აფიცებდნენ რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. სოლომონი იძულებული გახდა რუსეთის მიერ შემოთავაზებული პირობები მიეღო. იმავე წლის 25 აპრილს ელაზნაურში (ახლანდელი ვახანის ახლოს, ხარაგაულის რაიონში) დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც იმერეთი რუსეთის ქვეშევრდომად ცხადდებოდა, თუმცა პოლიტიკურ არსებობას ინარჩუნებდა და მეფობა ხელშეუხებელი იყო. გურიის სამთავრო იმერეთის გამგებლობაში რჩებოდა. ამავე ხელშეკრულებით რუსეთი იმერეთში ჯარის ნაწილებს აყენებდა და იმერეთის დაცვას კისრულობდა. სიტყვიერი შეთანხმებით ციციანოვი მეფეს ლეჩხუმს შეჰპირდა. თუმცა ამ სადავო ტერიტორიაზე მოსალაპარაკებლად სოლომონი და გრიგოლ დადიანი საჭილაოში შეახვედრეს ერთმანეთს. სადაც ორივემ ერთად დაიფიცა რუსეთის ერთგულებაზე. ამ ხელშეკრულებით რუსეთის ახალი ტაქტიკა გამოიკვეთა: ადგილობრივ ხელისუფლებას თითქოს არ აუქმებდნენ, მაგრამ მეფეს ფაქტობრივად უუფლებოდ ტოვებდნენ. თავად სოლომონს ელაზნაური დროის მოგების საშუალებად მიაჩნდა. იმერეთის მეფე დიდ იმედებს ამყარებდა 1806 წელს დაწყებულ რუსეთ-თურქეთის ომზე, რადგან ამ ქვეყნების დასუსტება მისი სამეფოს გაძლიერებას შეუწყობდა ხელს. ომის მსვლელობისას, 1809 წლის ოქტომბერში, ტრაპიზონის სერასკირ შერიფ-ფაშას სარდლობით ოსმალები გრიგოლეთსა და მალთაყვას შორის დაბანაკდნენ. 2 ნოემბერს მამია გურიელმა მათ ზურგიდან შემოუტია, რის შემდეგაც რუსეთს გზა გაუხსნა ფოთისაკენ: მამია კი ამ სამსახურისათვის რუსეთმა იმერეთის მეფისაგან დამოუკიდებლად სცნო. იმავე, 1809 წელს მეფემ რუსეთის მოხელე ტორმასოვისაგან ბრძანება მიიღო პეტერბურგში “დეპუტაციის” გაგზავნის შესახებ, რაც 1804 წლის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. სოლომონი არ დაემორჩილა ბრძანებას და სანაცვლოდ ქუთაისიდან ჯარის გაყვანას, ხელშეკრულებითვე გათვალისინებული მხოლოდ 120 კაცის დატოვებას, ლეჩხუმს, და ციციანოვის სხვა დაპირებების შესრულებას მოითხოვდა. ამის პასუხად რუსებმა ახალი გეგმა აამოქმედეს, რომლის მიხედვითაც სოლომონის წინააღმდეგ უნდა აემხედრებინათ გურია, რაჭა, აგრეთვე ზურაბ წერეთელი და წულუკიძეები. 1810 წლის 20 თებერვალს რუსთა ჯარი იმერეთისკენ დაიძრა. ვარციხეში გამაგრებული სოლომონის მომხრეები შედრკნენ და უკან დაიხიეს. ასე რომ 4-5 ათასი კაციდან სოლომონს ათასი მებრძოლიღა შემორჩა. მოსახლეობას რუსები კვლავ ძალით აფიცებდნენ რუსეთ სახელმწიფოს ერთგულებაზე. 1810 წლის 9 მარტს სიმონოვიჩისადმი გაგზავნილ წერილში სოლომონ მეფე თანხმობას აცხადებდა გადადგომაზე, თუ საცხოვრებლად იმერეთში დატოვებდნენ. 28 მარტს იგი ვარიანში ტორმოსოვს შეხვდა მოსალაპარაკებლად. მარამ დაატყვევეს და თბილისში, ერთ-ერთ ბინაში გამოკეტეს. აქედან კი პეტერბურგში უპირებდნენ გადაგზავნას. 11 მაისს ერთგული მსახურის ტანსაცმელში გადაცმულმა მეფემ ტყვეობას თავი დააღწია. იქვე დატოვა ალექსანდრე ნეველის ორდენი, რომელიც რუსეთისაგან 1804 წელს მიიღო. გაპარვისას მას თან ახლდნენ ქაიხოსრო, როსტომ და სიმონ წერეთლები, გრიგოლ და დავით ერისთავები, ბერი ლორთქიფანიძე, აზნაური გაბაშვილი და სხვები – სულ 25 კაცამდე. რუსთაგან ლტოლვილი მეფე ახალციხეში გადავიდა, სადაც მას სოლომონ ლიონიძე და მალხაზ ანდრონიკაშვილი ელოდნენ. აქედან დაიწყო აჯანყების მზადება 1804 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მოთხოვნით. 1810 წლის 17 მაისის წერილში ზემო იმერლებისადმი სოლომონი აჯანყებისაკენ მოუწოდებს მათ და წერს: “ამაზედაც გული დაიჯერეთ, იმერეთის გულისთვის ჩემი სიცოცხლე უნდა დავასრულო”. ამ აჯანყებაში სოლომონს მხარს უჭერდნენ მანუჩარ და ტარიელ დადიანები, ლეჩხუმის მთავარი ბერი გელოვანი და სხვა თავადები. მეფეს ხუთი ათასი კაცი აგიაშვილის სარდლობით ქუთაისის ალყაზე ჰყავდა, სამი ათასი ხარაგაულის ციხის მიდამოებში დააყენა რუსეთის ჯარისათვის გზის გადასაკეტად. ქართლის მიმართულებით, კორტოხის გზაზე ათას ხუთასი კაცი დააბანაკა მალხაზ ანდრონიკაშვილისა და როსტომ წერეთლის მეთაურობით, ორი ათასი კაცი კი მაღლაკთან იდგა, რათა გურია-ოდიშის ჯარი არ გაეშვათ ქუთაისისაკენ. რუსეთის სამსახურში მყოფი მეფის სახლთუხუცესი, ზურაბ წერეთელი 1810 წლით დათარიღებულ წერილში შეშფოთებული წერს თავის შვილს, გრიგოლს – მთელი იმერეთი გაერთიანებულია ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველადო. ამ გაერთიანებული ჯარის წინააღმდეგ რუსეთმა თბილისიდან 3200 ჯარისკაცი გაგზავნა და ეს არმია ორ ნაწილად გაყო. 22 ივნისს სოფ. საქარასთან პირველი შეტაკება მოხდა აჯანყებულებსა და რუსებს შორის. სოფ. კორტოხთან ანდრონიკაშვილისა და როსტომ წერეთლის მოლაშქრეებმა შეაჩერეს რუსთა ჯარების ნაწილები, 29 ივლისს კი ალყა შემოარტყეს ქუთაისის ციხეში მდგომ სიმონოვიჩს. პასუხად რუსეთმა თბილისიდან ახალი ჯარი გაგზავნა გენერალ-ლეიტენანტ როზენის მეთაურობით (1810). ამ დროიდან დაიწყო აჯანყების დაღმასვლა. როზენმა ჩხერის ციხესთან იმერეთის 5000-კაციანი ჯარი დაამარცხა. ამის შემდეგ ბრძოლები ცხრაწყაროსთან და ჭიშურასთან გაიმართა. სადაც სოლომონის ჯარი კვლავ დამარცხდა. სოფ. მაღლაკთან გიორგი წულუკიძისა და ზურაბ წერეთლის ჯარის ნაწილებმა, ლევან დადიანთან შეთანხმებით, რუსები უბრძოლველად გაატარეს და ქუთაისისაკენ გზა გაუხსნეს. როზენს ქუთაისში დადიანი, გურიელი და თავადთა ერთი ნაწილი ეახლა. დამარცხებისათვის განწირული მეფე ერთხანს ხანისწყლის ხეობაში გამაგრდა, მაგრამ სექტემბრის მიწურულს იძულებული გახდა ახალციხეში გადასულიყო. რუსებმა იმერეთის სამეფო გააუქმეს და რუსული მმართველობა შემოიღეს. სამშობლოდან გადახვეწილი სოლომონი არ წყვეტს ბრძოლას ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. 1811 წლის 6 იანვრით დათარიღებულ წერილში იგი დახმარებას სთხოვს ნაპოლეონს. მაგრამ ეს წერილი უპასუხოდ რჩება. ამის შემდეგ მეფე ოსმალეთში გადადის და ოსმალეთის, ირანისა და საფრანგეთის დახმარებას ეძიებს. სწორედ ამ დროს მისთვის არასასიკეთოდ ვითარდება პოლიტიკური მოვლენები: 1812 წლის რუსეთ-თურქეთის ზავის პირობებში არაფერია ნათქვამი იმერეთის მეფის უფლებების აღდგენაზე, 1813 წლის რუსეთ-ირანის ზევით კი მთელი საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდ გამოცხადდა. ამგვარად, სოლომონის ძალისხმევამ ნაყოფი ვერ გამოიღო და მალე, 1815 წლის 7 თებერვალს, იგი გარდაიცვალა, დაკრძალეს ტრაპიზონში, წმ. გიორგის სახელობის ბერძნული ეკლესიის გალავანში. მეფის საფლავის ქვაზე ასეთი წარწერა ყოფილა ამოკვეთილი: “განმეძარცვა მე პირველქმნილი სიკეთე და მშვენიერება და მდებარე ვერ შიშველ და კდემული საფლავსა ამას შინა, ტომისაგან დავითისა, შთამოსრული ბაგრატიონი, ძე არჩილისა, სრულიად იმერთა მეფე სოლომონ, რომლისათვისაც ვითხოვ შენდობას. თებერვლის 8, ქორონიკონსა ქრისტეს აქეთ ჩყიე”. 1990 წლის შემოდგომაზე მისი ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მეფეთა საძვალეში დაკრძალეს.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1197 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

დიაოხის მეფე ძვ.წ.დაახლ 805-765 წლებში. იგი ხანგრძლივი დროის მანძილზე გმირულად ებრძოდა ურარტუელ დამპყრობლებს. ურარტუს მეფეებმა მენუამ და არგიშთი 1-მა არაერთი ლაშქრობა მოაწყვეს დიაოხის წინააღმდეგ (ძვ.წ.805, 795, 784-783, 774, 768წწ.) საბოლოოდ უტუფურსის წინააღმდეგობა მაინც ვერ გატეხეს.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1127 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

საქართველოს პირველი მეფე. ფარნავაზიანთა დინასტიის ფუძემდებელი. იყო ”მცხეთის მამასახლისთა” შთამომავალი. ძვ.წ.329 წელს აუჯანყდა იბერიის სპარსელ სატრაპ მითრანეს და იბერიას დამოუკიდებლობა მოუპოვა. 328 წელს იგი ესტუმრა შუა აზიაში მყოფ ალექსანდრე მაკედონელს და თავისი მეფობის ლეგიტიმაცია მოახერხა. დაახლ. ძვ.წ.320 წლისთვის ფარნავაზმა დაიმორჩილა კოლხეთის სამეფო და პირველად ისტორიაში გააერთიანა საქართველო. ფარნავაზს მიეწერება რიგი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებებისა, კერძოდ: მან დაჰყო საქართველო სამთავროებად (ეგრისის, არგვეთის, ოძრხის, კლარჯეთის, წუნდის, სამშვილდის, ხუნანის, კახეთის და ქართლის სასპასპეტო); ჩაატარა რელიგიური რეფორმა (არმაზის კერპის აღმართვა) და ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადა. ფარნავაზსვე მიეწერება ქართული დამწერლობის შექმნაც. ფარნავაზმა 65 წელი იმეფა და დაახლ. ძვ.წ.264 წელს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის შემდეგ გამეფდა მისი ძე საურმაგი.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1121 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის მეფე ძვ.წ. დაახლ 185-170 წლებში. მირდატ I-ის ძე. მას აღუმართავს ზადენის კერპი ზედაზენის მთაზე და მისი თაყვანისცემა შემოუღია საქართველოში. ფარნაჯომის მეფობის ბოლო პერიოდში იბერიას შემოუტია გაძლიერებულმა სომხეთმა. ბოლოს სომხეთის მეფე არტაშეს I -მა ფარნაჯომი დაამარცხა, ტახტიდან გადააგდო და იბერიის მეფედ თავისი ძე არშაკი (არსუკი) დასვა. ამრიგად იბერია სომხეთის გავლენაში მოექცა. ფარნაჯომს დარჩა ერთი ძე სახელად მირდატი, რომელის შემდგომში გამეფდა იბერიაში.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1213 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

მცხეთის იბერიის მეფე (არშაკიანთა გვარიდან) დაახლ. ძვ.წ.40-25 წლებში. ძე ბარტომ II-სა. მის დროს ძვ.წ. 36 წელს იბერიაში ილაშქრა რომაელმა სარდალმა კანიდიუსმა. რის შედეგადაც იბერია კვლავ რომის იმპერიის ”მოკავშირე” გახდა, მაგრამ დროებით - ძვ.წ. 34 წელს ფარსამანი და არმაზის იბერიის მეფე ქართამ I დაეხმარნენ სომხეთის მეფე არტაშეს II -ს რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ფარსმანი მალე განუდგა სომხეთის მეფეს და ძვ.წ. 32 წელს ერთ-ერთ ბრძოლაში რომაელთა მხარე აშკარად დაიჭირა. ძვ.წ. 29 წელს არატშეს II-მ პართიელთა დახმარებით მცხეთის იბერიას ჩამოაჭრა წუნდა და არტაანი.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1043 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის მეფე 35-68 წლებში. ძე მირდატ III-სა. მის დროს იბერიის სამეფო ერთიან და ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენდა. იგი ტოლს არ უდებდა პართისა და კავკასიაში პირველობას ესწრაფვოდა. 36 წელს ფარსმან II რომაელთა დახმარებით შეიჭრა სომხეთში, გააზევა იქიდან პართიელები და სმოხეთის მეფედ საკუთარი ძმა მირდატი გამოაცხადა. მომდევნო 37 წელს პართიის მეფე არტაბან III-მ დიდი ჯარი გამოგზავნა თავისი ძის ოროდის სარდლობით,ქართველებმა ფარსმან II-ის სარდლობით სასტიკად დაამარცხეს მტერი, თვით ოროდი კი ბრძოლაში მძიმედ დაჭრეს. იბერიელები სომხეთში დამკვიდრდნენ. 51 წელს ფარსმანმა თავის ძეს ღადამს (რადამისტს) ბიძა - მირდატი მოაკვლევინა და სმოხეთის მეფედაც დასვა. ღადამი სასტიკი მმართველი აღმოჩნდა და სომხები ეურჩებოდნენ, ამიტომ ფარსმანს ხშირად უწევდა სომხეთს ლაშქრობა მის დასახმარებლად. 52 წელს ფარსმანმა და ღადამმა რომაელ სარდალ იულიუს პელიგნუსთან შეთანხმებას მიაღწიეს და სომხეთზე ბატონობა განიმტკიცეს. მიუხედავად ამისა 54 და 59 წლებში კვლავ ჰქონდა ადგილი სომეხთა აჯანყებებს, რომელთაც ფარულად პართია აქეზებდა. ბოლოსდაბოლოს ღადამს მაინც მოუწია სომხეთის ტახტის დათმობა, თუმცა ფარსმან II-მ სომხეთზე გავლენა შეინარჩუნა. 68 წელს ფარსმანი გარდაიცვალა. იბერიაში მისი შვილიშვილი ღადამის ძე მირდატ IV გამეფდა.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1090 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის უძლიერესი მეფე. რომელსაც სიმამაცისა და ვაჟკაცობისთვის ”ქველი” ეწოდა. მეფობდა დაახლ. 120-170 წლებში. ძე მირდატ V-სი. მის დრის იბერიის სამეფომ უდიდეს ძლიერებას მიაღწია. მეფობის დასაწყისშივე დაახლ. 125 წელს ფარსმანმა ილაშქრა ალბანეთსა და კაბადოკიაში, 130 წლისთვის კი მას უკვე მთელი სამხრეთ კავკასია ემორჩილებოდა; სომხეთის სამეფო იბერიის ვასალი გახდა - რამაც ძლიერ გაანაწყენა რომი. რომის იმპერატორმა ადრიანემ ფარსმანს მკაცრი წერილით რომში გამოცხადება უბრძანა. ფარსმანმა ცივი უარი სტკიცა. ადრიანემ იბერიასთან ომი ვერ გაბედა და ფარსმანს ძღვნად ორმოცდაათი ლეგიონერი და საბრძოლო სპილო გამოუგზავნა. მალე ურთიერთობა რომსა და იბერიას შორის კიდევ უფრო გაუმჯობესდა - 144 წელს რომის ახალი იმპერატორის ანტონინუს-პიუსის მიწვევით ფარსმან III ოჯახითურთ რომში სტუმრად ჩადის. გაფორმდა ხელშეკრულება რომის და იბერიის მოკავშირეობისა. ფარსმანის ამალამ მხედრული ჯირითი მოაწყო კოლიზეუმში. ანტონინუს-პიუსის ბრძანებით მარსის მინდორზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება დადგეს. რომმა სცნო იბერიის ჰეგემონია სამხრეთ კავკასიაში. იბერიის გაძლიერებით უკმაყოფილო იყო პართია. დაახლ. 150-155 წლებში პართიის მეფე ვოლოგეზ III-მ ორჯერ ილაშქრა იბერიის წინააღმდეგ, ფარსმან III-მ ორჯერვე სასტიკად დაამარცხა და უკუაგდო მტერი. მალე ფარსმან ქველი იმდენად გაძლიერდა რომ თვითონ ილაშქრა პართიის წინააღმდეგ მან დაამარცა ვოლოგეზ III და მისი დედაქალაქი კტესიფონსაც კი აიღო. ვოლოგეზმა დიდი ძღვენისა და მუდმივი მშვიდობის აღთქმით დაიხსნა თავისი ქვეყანა. დაახლ. 170 წელს ფარსმან ქველი გარდაიცვალა, როგორც ისტორიული გადმოცემა გვაუწყებს იგი მოწამლა პართიელების მიერ მოსყიდულმა მზარეულმა.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1257 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის მეფე დაახლ. 200-230 წლებში. მას შესახებ თითქმის არავითარი ინფორმაცია არ მოგვეპოვება. ცნობილა რომ მისი მეფობის ჟამს ირანში პართიული არშაკიდთა დინასტია შეიცვალა სპარსული სასანიდთა დინასტიით (224წ.). ფრასმანის შემდეგ გამეფდა მისი ძე ამაზასპი.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1016 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

$smenu_1$
სიახლის დამატება