ქართველი დიდებულები - Publisher - Personal site
AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 185
ნაჩვენებია მასალა: 51-60
გვერდები: « 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 18 19 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით
კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის ძე და მემკვიდრე (დაახლ.ძვ.წ.XIII საუკუნე). ბერძნული მითის მიხედვით მოტყუებით მოკლეს არგონავტებმა ოქროს საწმისის გატაცებისას.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 201 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-08 | კომენტარი (0)

ქართლის (იბერიის) მეფე 429-434 წლებში. ტახტზე უკვე ხანშიშესული ასულა, იცნობდნენ როგორც უაღრესად რელიგიურ და ღვთისმოსავ პიროვნებას. დარჩა ძე მირდატი.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 155 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-08 | კომენტარი (0)

უფროსი ძე ვახტანგ V შაჰნავაზისა, მეფე იმერეთისა (1661-1663 წწ.) კახეთისა (1664-1675 წწ.), ისევ იმერეთისა (1678-1679; 1690-1691; 1695-1696; 1697-1698 წწ.). “იყო კისკას, მშვენიერ, მობურთალი, მოისარი, ყოვლის კაცის ისარზედ ერთი ხელის დადება ისარი უგრძეს ჰქონდა. და არა იყო მსგავსი მისი”. იყო დიდებული პოეტი. მამამისმა, ქართლის მეფემ ვახტან V-მ ისარგებლა დასავლეთ საქართველოში ამტყდარი არეულობით, სასწრაფოდ ჯარით გადავიდა იმერეთს და ტახტზე მეფედ დასვა 14 წლის არჩილი (1661 წ.). ამან განარისხა ოსმალეთის სულთანი და მაშინვე მუქარის წერილი აფრინა ირანის შაჰთან: თუ ახლავე იმერეთიდან არჩილ ვახტანგის ძე არ მოგიშორებია, დაუყოვნებლივ საომრად მოვდივარო. დაფრთხა შაჰ აბას II და უბრძანა ვახტანს: ახლავე მოაშორე შენი შვილი იმერეთს, ჩემთან გამოგზავნე და იმერეთზე უკეთეს ქვეყანას მივცემ სამეფოდო. არჩილმაც დატოვა იმერეთი (1663 წ.). ირანში წავიდა; შაჰიც პატივით შეხვდა და “შეიყვარა ფრიად”. გამაჰმადიანება მოსთხოვეს, არ გაძალიანებულა, გამაჰმადიანდა და სახელად მიიღო – შაჰ-ნაზარ-ხანი. შაჰმაც შეასრულა დანაპირები და იმერეთზე “უმჯობეს” სამეფოდ არჩილ შაჰ-ნაზარ-ხანს კახეთი მისცა. დაიწყო არჩილმა კახეთს მეფობა 1664 წელს. კახეთის ტახტის დასაუფლებლად კი თეიმურაზ I-ის შვილიშვილი, რუსეთში გაზრდილი ნიკოლოზ (ერეკლე) ბატონიშვილი ჩამოსულიყო თუშეთში და იქ აგროვებდა ლაშქარს. ორი წელიწადი იბრძოლა ერეკლემ, მაგრამ ყველა შეტაკებაში (ურიათუბანთან, მარტყოფს, თორღას ციხესთან, აწყვერთან) ვახტანგმა და არჩილმა იგი დაამარცხეს და აიძულეს ისევ რუსეთს გაბრუნებულიყო (1666 წ.). არჩილი ახეთის აღორძინებას შეუდგა. რამდენჯერმე ლეკური აულებიც დალაშქრა და თარეშზე ხელი ააღებინა. თელავი ააშენა და ტახტიც გრემიდან იქ გადაიტანა. ცოლიც შეირთო ქეთევანი, თეიმურაზ I-ის შვილიშვილი, დავით (დათუნა) ბატონიშვილის ასული, უსინათლო ბაგრატ IV იმერთა მეფის ნაცოლარი, და რუსეთში გაზრდილი და ტახტის მოცილე ნიკოლოზ-ერეკლე ბატონიშვილისა. ეს ჯვარისწერა მოხდა 1667 წელს. არჩილს ქეთევანისგან შეეძინა: დარეჯანი, ალექსანდრე, მამუკა და დავითი. რუსეთში მყოფმა ერეკლე ბატონიშვილმა კი, სპარსეთის ახალი შაჰის, სულეიმანის წერილი მიიღო – სპარსეთს ჩამოდი და კახეთის ტახტს მოგცემო. ჩამოვიდა ერეკლე და, 1674 წელს, სპარსეთს ჩასვლამდე კახეთს ეწვია არჩილ მეფეს. არჩილიც შესაფერისი ზარზეიმით შეხვდა უკვე თავის მოყვარეს, ცოლისძმას და ისე გაუშვა სპარსეთისაკენ. შაჰ სულეიმანიც დიდის ამბით შეეგება ერეკლეს. 1675 წელს, ვახტანგ V-ის მოულოდნელმა სიკვდილმა ახალი საფიქრალ-საზრუნავი გააჩინა ირანშიც და საქართველოშიც. შაჰმა ქართლისა და კახეთის მეფობა ერთად შესთავაზა ერეკლეს, იმ პირობით, თუ გამაჰმადიანდებოდა. მაგრამ ერეკლემ გადაჭრით უარი თქვა “გათათრებაზე”. მაშინ შაჰმა ერეკლე ციხეში ჩააგდო, ხოლო ქართლის მეფობა მისცა გიორგი ვახტანგის ძეს. არჩილმა კი ქართლ-კახეთი მიატოვა, იმერეთს გადავიდა, “მაშინვე მიერთნენ მას ყოველნი იმერნი და დადიანი ლევან”, და კვლავ აიყვანეს იგი იმერეთის ტახტზე (1678 წ.). მაგრამ ტახტიდან ჩამოგდებულმა ბაგრატ IV-მ და გიორგი გურიელმა ოსმალები მოიწვიეს ასლან ფაშას მეთაურობით, არჩილი იმერეთიდან გამოაძევას (1679 წ.). ბოლოს კი 1682 წელს რუსეთს გაემგზავრა “დედა-წულითა თვისითა”: ცოლი ქეთევანი, შვილები – 17 წლის დარეჯანი, 8 წლის ალექსანდრე, 6 წლის მამუკა (მათე) და 1 წლის დავითი. 1685 წლის დეკემბერში ჩააღწია მოსკოვს. დიდის პატივით მიიღეს. სამი წელიწადი დარჩა რუსეთში. სასტამბო საქმეს სწავლობდა. ქართულ შრიფტზე ზრუნავდა. შვილებს გოლიცინის სკოლაში ასწავლიდა. მისი ძე ალექსანდრე ძალიან დაუახლოვდა რუს უფლისწულ პეტრეს. ალექსანდრე არჩილის ძე, ანუ “იმერეტინსკი პრინც ალექსანდრ არჩილოვიჩ” უკვე მომავალი დიდი ხელმწიფის “მარჯვენა ხელად”, ანუ “ძმად” ითვლებოდა. 1688 წელს წამოვიდა უკანვე, რუსეთიდან საქართველოში არჩილი. 1690 წელს მესამედ ავიდა იმერეთის ტახტზე. ნამეფარმა ალექსანდრე IV-მ თავისი მომხრეები შემოიჯარა და, 1691 წელს, გოდოგანთან შეება არჩილს, მაგრამ დამარცხდა და ქართლში გაიქცა. თუმცა იმავე წელს მომხრეებმა არჩილს უმტყუნეს, ალექსანდრეს მხარეს გადავიდნენ. მარტო დარჩენილმა მეფე-პოეტმა ამჯობინა ისევ დაეტოვებინა იმერეთი და ისევ რუსეთში წასულიყო. მაგრამ შეტაკება მოუხდა ჩრდილოკავკასიელ ტომებთან, რუსეთს მიმავალი გზა დაეკეტა და ქართლს დაბრუნდა. იმერეთშიც ისევ აიშალა მეფე და თავადობა. ალექსანდრე IV უკმაყოფილო თავადებმა შეიპყრეს და რუისში მდგარ გიორგი XI-ს მიჰგვარეს. გიორგიმ ალექსანდრე დაახრჩობინა და იქვე დაამარხვინა. იმერეთის ტახტზე მეოთხედ ავიდა არჩილი (1695 წ.). მომდევნო წელს ისევ განუდგნენ იმერეთის თავადები და დაატოვებინეს ქუთათისის ტახტი თუმცა, 1697 წელს კვლავ გამეფდა იგი, უკვე მეხუთედ. მაგრამ ნახევარი წელიწადიც არ გასულიყო და ოსმალეთის ხონთქარმა მუქარა შემოთვალა მისი გამეფების გამო. ისევ მიატოვეს არჩილი იმერლებმა. ისევ წამოვიდა არჩილი იმერეთიდან, ამჯერად სამუდამოდ. ზამთარი რაჭაში გაატარა. მომდევნო წელს კვლავ რუსეთის გზას გაუდგა. 1701 წელს ჩააღწია მოსკოვს. ორი ძე, მამუკა და დავითი დახოცილიყვნენ. ალექსანდრე, პეტრე დიდის “ძმა”, არტილერიის პირველი გენერალ-ფელდცეხმეისტერი, ტყვედ ჩავარდნოდა შვედებს. ტყვეობაში მოკვდა. პეტრემ დაუმტკიცა არჩილს ვსესვიატსკოე (“სესენცკა”), სადაც მაშინ იდგა ქართველთა “კოლონია”. აქ არჩილმა ქართული სტამბა დააარსა, იწყო ქართულად წიგნების ბეჭდვა. გარდაიცვალა 1713 წლის 16 აპრილს. დაიკრძალა მისგანვე აღორძინებულ დონის მონასტერში, შვილების გვერდით. დაგვიტოვა დიდებული პოეტური მემკვიდრეობა “არჩილიანი”.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 159 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-08 | კომენტარი (0)

დიაოხის მეფე ძვ.წ.IX საუკუნის შუა წლებში. 844 წელს იგი ეახლა ვანის ტბის მიდამოებში მდგარ ასურეთის მეფე სალმანასარ III-ს. ასიამ ხარკის გადახდით და მორჩილების აღიარებით ისხნა თავის ქვეყანა ასურელთა მიერ აოხრებისგან.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 180 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-08 | კომენტარი (0)

ქართლის (იბერიის) მეფე დაახლ. 364-368 წლებში. 368 წელს იბერია ორად გაიყო ირანის და რომის ხელქვეით მხარეებად. რომს დარჩა კლარჯეთი ჯავახეთი და ქვემო ქართლის ნაწილი (სადაც გამეფდა საურმაგ II). ხოლო ირანის ხელქვეით ნაწილში (მცხეთა და ძირითადი იბერია) მეფედ დარჩა ასფაგური 368-385 წწ.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 218 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-08 | კომენტარი (0)

კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის ძე და მემკვიდრე (დაახლ.ძვ.წ.XIII საუკუნე). ბერძნული მითის მიხედვით მოტყუებით მოკლეს არგონავტებმა ოქროს საწმისის გატაცებისას.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 221 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-08 | კომენტარი (0)

ბაგრატიონთა დინასტიის ფუძემდებელი საქართვლოში. ქართლის ერისმთავარი 786-813 წლებში. ”ქართველთა სამეფოს” (ტაო-კლარჯეთის სამთავრო) მთავარი 813-826 წლებში. დაახლოებით 809-810 წლებში აშოტი აუჯანყდა არაბებს და მცირე დროით გააძევა ისინი ტბილისიდან, მაგრამ ბოლოს დამარცხდა და ქართლიდან სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გაიქცა. აქ აშოტ ბაგრატიონმა ბიზანტრიის იმპერიასთან კავშირში საფუძველი ჩაუყარა ქართველთა სამთავროს. 813 წელს მან კლარჯეთის თემში განაახლა არტანუჯის ციხე-სიმაგრე. აქ ააშენა ქალაქი, კარის ეკლესია (გაიჩინა სასაფლაო) და იგი რეზიდენციად გაიხადა. დაიწყო გაპარტახებული ქვეყნის აღდგენა, საზღვრების გაფართოება. მის დროს სამთავროს ფარგლებში შედიოდა შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალი, აჭარა, ტაო, სპერი, სამცხე, ჯავახეთი, არტაანი. ”მატიანე ქართლისაი”-ს ცნობით 818 წელს მან გაილაშქრა კახეთის მთავრის, გრიგოლის წინააღმდეგ. აშოტს ეხმარებოდა აფხაზთა მეფე თეოდოსი, ხოლო გრიგოლს - წანარები და თბილისის ამირა. აშოტმა დაიპყრო ქართლი და გააფართოვა თავისი ქვეყანა ”კლარჯეთიდგან ვიდრე ქსანამდე”. აშოტ I-ის დროს გრიგოლ ხანძთელის მოთავეობით სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში დაიწყო დიდი საეკლესიო მშენებლობა. აშენდა ხანძთა, აიგო და განახლდა ეკლესია-მონასტრები. აშოტი არაბთა წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა. იგი მოღალატეებმა ეკლესიაში საკურთხეველზე დააკლეს. აშოტ ბაგრატიონმა ვრცელი და ძლიერი სამთავრო შექმნა, რომელსაც დიდ ანგარიშს წევდნენ მისი თანამედროვე ქართველი თუ უცხოელი სახელმწიფო მოღვაწეები. მის დროს განსაკუთრებით აღზევდა ბაგრატიონთა გვარი და სათანადოდ დასაბუთდა კიდეც ამ გვარის პოლიტიკური ხელისუფლების კანონიერება. აშოტ I-ს სამი ძე დარჩა ადარნასე, ბაგრატი და გუარამი. მის რიცხვმრავალ შთამომავლობაში გამოყოფა ორი მთავარი შტო: ”კლარჯნი ხელმწიფენი”, ”მეფენი ტაოსნი” ამ უკანასკნელში IX ს-ში მკვიდრდება ”ქართველთა მეფობა”.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 216 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-08 | კომენტარი (0)

ტაო-კლარჯეის მეფე 937-954 წლებში.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 204 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-07 | კომენტარი (0)

დასავლეთ საქართველოს მეფის მიქელის ძე. იმერეთის ერისთავი 1329-1372 წლბში. მამის გარდაცვალებისას (1329წ.) მცირეწლოვანი იყო, ამით ისარგებლა გიორგი V ბრწყინვალემ, მან ჯარით გადაიარა ლიხის მთა და ქუთაისის ციხეში ალყაში მოაქცია ბაგრატი. დასავლეთ საქართველოს მთავარნი გიორგის მიუვიდნენ და ბაგრატმაც ბრძოლა წაგბულად ჩათვალა. ასე გაერთიანდა არმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო გიორგი ბრწყინვალის ეგიდის ქვეშ. მეფემ ბაგრატი შირიგა და იმერეთის ერისთავად დაადგინა (რეზიდენციით შორაპანში). ბაგრატი 1372 წელს გარდაიცვალა შავი ჭირისგან
ქართველი დიდებულები | ნანახია: 170 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-07 | კომენტარი (0)

ქართველთა სამთავროს (ტაო-კლარჯეთის) მთავარი 826-876 წლებში. აშოტ I-ის ძე, რომელმაც ბიზანტიის კეისრისაგან მიიღო კურაპალატის ტიტული. იგი ინარჩუნებს ტაო-კლარჯეთის სამთავროს ერთიან ხელისუფლებას, თუმცა მის დროს უკვე იწყება ბრძოლა კლარჯეთის შტოს გამოყოფისათვის. გიორგი მერჩულე განსაკუთრებული პატივით მოიხსენიებს ბაგრატ I-ს, რომელიც მას ღირსეულ სახელმწიფო მეთაურად და ბრძენ ადამიანად მიაჩნია. 826-841 წლებში ბაგრატს სარკინოზთაგან (არაბთაგან) გაუთავისუფლებია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს პროვინციები. იგი აგრძელებს ბრძოლას ქართლისათვის. როგორც ცნობილია IX ს. სახალიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას ბრძოლით უხდება თბილისის ამირების დამორჩილება. ქართველი მეფე-მთავრები კი თავიანთი ინტერსების შესაბამისად ამ ორი მხარის გარშემო ჯგუფდებიან. ბაგრატი მხარს უჭერს სახალიფოს ცენტრალურ ხელისუფლებას. IX საუკუნის 30-იან ლებში ხალიფას განუდგა თბილისის ამირა საჰაკ ისმაელის ძე. ბაღდადის ხალიფამ რამდენჯერმე გამოაგზავნა დამსჯელი ექსპედიცია, მაგრამ უშედეგოდ. 842 წელს, მორიგი ლაშქრობისას, მხედართმთავარ ხალიდ იაზიდის ძის ლაშქარს მიეხმარა ბაგრატი, რის შედეგადაც მიიღო ქართლი (შიდა ქართლი), 853 წელს ბაგრატი ბუღა-თურქის მოკავშირედ გამოდის. იგი მთავრული ინტერესებიდან გამომდინარე ამ კავშირს არ გაურბის, მიუხედავად ამისა, რომ ატარებს ბიზანტიურ ტიტულს და არაბთა დახმარებით აფართოებს სამთავროს საზღვრებს. ბაგრატის დროს ტაო-კლარჯეთში გრძელდება აშოტ I-ის მიერ დაწესებულწი დიდი სამონასტრო მშენებლობა. მისი მონაწილეობით აშენდა შატბერდისა და იშხანის ტაძრები.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 306 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-07 | კომენტარი (0)

$smenu_1$
სიახლის დამატება