AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 185
ნაჩვენებია მასალა: 41-50
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 7 ... 18 19 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით
იმერეთის მეფე 1683-1690, 1691-1695 წლებში, ბაგრატ IV-ის უკანონო ვაჟი. მამის გარდაცვალების შემდეგ იგი ქართლში გიორგი XI-ის კარზე იმყოფებოდა და იმერეთის ტახტი გიორგი III გურიელმა დაიკავა, რომლის მოწინააღმდეგეთა რიცხვი თანდათან იზრდებოდა და თავადების ერთმა ჯგუფმა ახალციხის ფაშას სულთანთან შუამდგომლობა სთხოვა. სულთანმაც არ დააყოვნა და თავადთა სურვილისამებრ მეფედ ალექსანდრე გამოაცხადა. მისი მეფობისას გაძლიერდა ფეოდალური ანარქია და გახშირდა ტყვეებით ვაჭრობა, რასაც თვითონაც უწყობდა ხელს: “იყო ესე კაცი შეუგვარი და უღირსი ბატონობისა” (ფარსადან გორგიჯანიძე). გიორგი გურიელი ტახტის დაბრუნებას ცდილობდა. მას ემხრობოდნენ სამეგრელოს მთავარი გიორგი ლიპარტიანი, შოშიტა II რაჭის ერისთავი, ბეჟან ლორთქიფანიძე და ჩიჯავაძეები. მათთან ბრძოლა, 1684 წელს, როკითთან შედგა. მეფემ ზემო იმერლების, აბაშიძეებისა და გიორგი მიქელაძის დახმარებით მოწინააღმდეგე დაამარცხა. რაჭის ერისთავი და გიორგი გურიელი ბრძოლაში დაიღუპნენ, ლიპარტიანი კი ოდიშში გაიქცა. მეფის მომხრეებიდან ლევან აბაშიძე მოკლეს, პაატა კი დაჭრეს და ამ ჭრილობებისაგან მალე გარდაიცვალა. ტახტისათვის ბრძოლა არ ცხრებოდა. ალექსანდრეს დაუპირისპირდნენ გავლენიანი თავადები და ქართლის მეფე გიორგი XI. 1689 წელს, როდესაც გიორგი XI ირანს აუჯანყდა, ალექსანდრემ გიორგის საწინააღმდეგოდ შაჰთან დაამყარა კავშირი, რაც ოსმალეთის ვასალობაზე უარის თქმას ნიშნავდა. ამის გამო 1690 წელს, სულთანის ბრძანებით, ალექსანდრეს მეფობა ჩამოერთვა და არჩილს გადაეცა. ალექსანდრე ქართლში, ერეკლე I-თან გადავიდა და იქიდან დაიწყო მოქმედება: ირანის შაჰს სულთანთან შუამდგომლობა სთხოვა. შაჰისა და სულთნის გარიგების შედეგად ტახტი კვლავ ალექსანდრეს ერგო. ალექსანდრე IV ახალციხის ფაშასთან ერთად იმერეთში ჩადის, მისი გაძლიერებით შეშინებული თავადები ღალატობენ არჩილს და ახლა ალექსანდრეს უცხადებენ ერთგულებას. არჩილი იძულებული გახდა ქართლში გადასულიყო და ტახტი ალექსანდრესათვის დაეთმო (1691).როდესაც ქართლიდან გაძევებული გიორგი XI რაჭის ერისთავმა პაპუნა II-მ შეიკედლა. გაგულისებულმა ალექსანდრემ რაჭა დალაშქრა (1693). მალე მის წინააღმდეგ მორიგი შეთქმულება მოეწყო, მეფე შეიპყრეს და გიორგი XI-ს მიჰგვარეს რუისში. გიორგის ბრძანებით იქ ალექსანდრე მოკლეს და იქვე დაასაფლავეს. დარჩა ორი ძე სვიმონი და გიორგი.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 975 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-08 | კომენტარი (0)

იმერეთის მეფე 1720-1741, 1741-1746, 1746-1752 წლებში, გიორგი V-ის ძე. აღზრდილი იყო ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის კარზე და მის პოლიტიკურ ორიენტაციას იზიარებდა. თუმცა დასავლეთ საქართველოში თურქთა მძლავრობის გამო იძულებული იყო მათთვისაც გაეწია ანგარიში. ალექსანდრეს მეფობის პირველ წლებში ქვეყანას, ფაქტობრივად, ბეჟან აბაშიძე განაგებდა. მან თავისი ასული მარიამი მეფეს მიათხოვა და ამით პოზიციები გაიმაგრა. ალექსანდრე ურჩ ფეოდალებთან გამწვავებული ურთიერთობის მოგვარებას მეტწილად მათი მოსყიდვა-დასაჩუქრებით ცდილობდა. ალექსანდრეს მეფობის დასაწყისშივე თურქები დასავლეთ საქართველოში აქტიურ მოქმედებაზე გადავიდნენ. 1723 წ. მათ დაიკავეს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ციხეები (ციხისძირის, ქობულეთის, სეფის, გრიგოლეთის, ანაკლიის) და შიგ გარნიზონები ჩააყენეს: გაამაგრეს ბათუმის, ჩაქვის, ფოთის. ბიჭვინთისა და ანაკოფიის ციხეები. ამით საქართველო ზღვას მოწყვიტეს და დაიწყო ოსმალთა ბატონობის მძიმე პერიოდი. 1725 წელს თურქებმა ფოთში ორთუღიანი ფაშა დასვეს და აღმოსავლეთ სანაპიროს გამგებლობა ჩააბარეს. ოსმალთა წარმატებას ხელი ქართველთა ფეოდალურმა შინაომებმაც შეუწყო. მოსახლეობა არ ურიგდებოდა თურქთა ძალადობას, მათ წინააღმდეგ გამოდიოდნენ მთავრები და თავადებიც. საერთო ქართული სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა ქართლის მეფე ვახტანგ VI-ის რუსეთში გადახვეწის შემდეგ (1724). ალექსანდრე, როგორც მისი ერთგული, მონაწილეობდა ვახტანგის ლაშქრობებში განჯაზე (1721 და 1722), 1722 წელს კი მანაც გააბა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები. 1728 წელს ისაყ-ფაშა, ოდიშის მთავრის ბეჟან დადიანის წინააღმდეგ გამოემართა. იმერეთში ჩასულს ალექსანდრე მეფე მიეგება, მათ დადიანი მოსალაპარაკებლად მიიწვიეს და ფაშას კარავში ვერაგულად მოკლეს. მთავრობა ოტია დადიანმა მიიღო. ქვეყნის გამგებლობა მთლიანად ალექსანდრეს ხელში გადავიდა, რომელიც ოსმალთა მძლავრობის წინააღმდეგ ქვეყნის შემომტკიცებასა და მომხრეთა შემოკრებას შეუდგა, დაიმოყვრა მამია IV გურიელი, შექმნა ბარის საერისთავო, რომელიც გენათელს გადასცა და რაჭის საერისთავოს დაუპირისპირა. მანვე გააძლიერა თავისი ერთგული წერეთლებისა და აგიაშვილების საგვარეულოები. 1730 წელს ოსმალები ჯიქეთზე გალაშქრებას აპირებდნენ და ალექსანდრესაც უხმეს. ზღვის სანაპირო ზოლის ოსმალთაგან დაჭერა ქვეყნისთვის საზიანო იყო, მაგრამ მეფემ მაინც მიიღო მონაწილეობა ლაშქრობაში, რათა ოსმალთათვის თავისი ერთგულება ეჩვენებინა და თავადები დაეთრგუნა. ოსმალებმა სასტიკად დაარბიეს ოდიში, რომლის მოსახლეობა გახიზნული დაუხვდათ, შებილწეს და გაძარცვეს ილორის ეკლესია. საშინელი ზარალი მიაყენეს აფხაზეთსაც. შარვაშიძე და მისი გარემოცვა კი გაამაჰმადიანეს. ალექსანდრე დარწმუნდა, რომ თურქთა ეს წარმატება დაამძიმებდა მათ უღელს და ჯიქეთზე ლაშქრობის წინ თავისი ჯარით გამოეპარა ოსმალებს. მდევრები ორი დღის შემდეგ დაეწივნენ და ოდიშამდე: დარჩენილი გზა იმერლებმა ბრძოლით განვლეს. ოდიშში ალექსანდრემ მთავართან ზავი დადო. მალე ოსმალებს აფხაზები აუჯანყდნენ და სასტიკი ბრძოლა გაუმართეს. შარვაშიძემ ქრისტიანობა დაიბრუნა. ამ ლაშქრობაში მონაწილეობით ალექსანდრემ გაიმწვავა ურთიერთობა სამეგრელოსა და აფხაზეთის მთავრებთან. ოტია დადიანმა შურისძიება განიზრახა. აბაშიძესა და რაჭის ერისთავებს დაუკავშირდა და მამუკა ბატონიშვილის გამეფება გადაწყვიტა. მეფეს მიემხრნენ ლევან აბაშიძე, მამია IV გურიელი, ბარის ერისთავი გედეონი, მერაბ წულუკიძე და სხვანი. მათ ჯარს მეფის ძმა – დავითი სარდლობდა. 1734 წელს ჩიხორთან ბრძოლაში დადიანი დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. საქმეში ოსმალები ჩაერთნენ. რომლებსაც არ მოსწონდათ მეფის ასეთი გაძლიერება და აიძულეს იგი, გარიგებოდა დადიანს. დადიანმა მამუკა ბატონიშვილის სასარგებლოდ საჭილაო და სამიქელაო დათმო. მამუკამ საკუთარი ძალებით ჩიჯავაძეების ციხე-მამულებიც მიიტაცა და გაძლიერდა. ჩიხორის ბრძოლის შემდგომ პერიოდში მეფე ოსმალებს ხარკის მიცემაზე დათანხმდა. 1735 წელს ირანმა ოსმალეთი აღმოსავლეთ საქართველოდან გამოაძევა და იმერეთსაც მოსთხოვა დამორჩილება, თუმცა არაფერი გამოუვიდა. ალექსანდრე ურჩი თავადების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდა. მან თავები მოკვეთა ზურაბ აბაშიძის ძეს – დავითს და პაპუნა წერეთელს, ქართლში მისმა მომხრეებმა ტეზერში მყოფი აბაშიძის ძმა – ვახუშტი შეიპყრეს და ნავარძეთის ციხეში გამოკეთტეს. მის დასახსნელად თავადები ყოველ ღონეს ხმარობდნენ. 1741 წელს ახალციხის ფაშას დახმარებით ალექსანდრე განდევნეს და მისი ძმა გიორგი გაამეფეს. ალექსანდრე ქართლში გადავიდა, ნადირ-შაჰს დაუკავშირდა და მისი შუამდგომლობით ახალციხის ფაშას მოურიგდა. ალექსანდრემ ტახტი იმავე წელს დაიბრუნა. ზურაბ აბაშიძე, გრიგოლ რაჭის ერისთავი და ოტია დადიანი მის წინააღმდეგ გალაშქრებას აპირებდნენ. მაგრამ მეფემ დაასწრო და ოდიშს თავს დაესხა. ალექსანდრემ დადიანთან ზავი დადო, იმავე წელს ქუთაისთან გრიგოლ რაჭის ერისთავი მოკლეს. ერისთავად მისი ძმა ვახტანგი დასვეს და სამეფოში ცოტა ხნით მშვიდობა ჩამოვარდა. ამის შემდეგ ალექსანდრემ მის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულება დედინაცვლის – თამარის ღალატს დააბრალა და იგი მახვილით განგმირა; თავი მოკვეთა გიორგის ერთგულ საჩინო ბარათაშვილსაც, მისი ოჯახის წევრები კი ტყვეებად გაყიდა (1742). ტახტისათვის ბრძოლას არ წყვეტს მამუკა ბატონიშვილი, რომელიც 1746 წელს ახერხებს კიდეც გამეფებას. იმავე წელს ახალციხის ფაშას დახმარებით ალექსანდრემ სამეფო ტახტი დაიბრუნა. ალექსანდრე V 1752 წლის მარტში გარდაიცვალა. მის მიერაა აგებული ჩხარის წმ. გიორგის მონასტერი (1737) და ვარციხის სამეფო სასახლე.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1025 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-08 | კომენტარი (0)

ქართლის პირველი აქემენიდი სატრაპი - ძვ.წ.V საუკუნის ბოლო. დაახლოებით ძვ.წ. 430 წლისთვის აქემენიდურმა ირანმა აღმოსავლეთ საქართველო დაიპყრო და აქ სატრაპთა მმართველობა შემოიღო. სწორედ არდამი იყო იბერიის პირველი სატრაპი, რომელ;იც დაახლ. 430-400 წლებში მმართველობდა. მანვე როგორც ჩანს ააშენა ქ.არმაზი და იგი თავის რეზიდენციად აქცია
ქართველი დიდებულები | ნანახია: 946 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-08 | კომენტარი (0)

კოლხეთის მმართველი ძვ.წ.65-47 წლებში. კოლხეთის მმართველად იგი დანიშნა რომაელმა სარდალმა გნეუს პომპეუსმა. ამდენად იგი რომის რესპუბლიკის ქვეშევრდომი იყო.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1025 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-08 | კომენტარი (0)

იბერიის მეფე დაახლ. ძვ.წ. 145-143 წლებში. ძე არშაკ I-სა. მან მცირე ხანს იმეფა და დარჩა ვაჟი ბარტომი.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1138 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-08 | კომენტარი (1)

იბერიის მეფე დაახლ. ძვ.წ. 95-60 წლებში. ძე კოლხი უფლისწულის ქართამის და მეფე ბარტომ I-ს ასულისა. ტახტზე ავიდა სომხეთის მეფის ტიგრან II-ის ხელშეწყობით და შესაბამისად სომხეთის ვასალი იყო. სომხეთი დიდად მძლავრობდა საქართველოზე: ძვ.წ. დაახლ. 90-85 წლისთვის ტიგრან II-მ იბერიას ჩამოაჭრა ჯავახეთი და ქვემო ქართლი. საზღვარი სომხეთსა და საქართველოს შორის მტკვარზე გავიდა. შემდეგ ძვ.წ. 74-67 წლებში არტაგ II მაშველი ჯარით ეხმარებოდა ტიგრან II-ს რომაელების წინააღმდეგ ომში. რომაელმა სარდალმა გნეუს პომპეუსმა ტიგრანი და მისი მოკავშირე პონტოს მეფე მითრიდატე დაამარცხა და იბერიას მოადგა. ძვ.წ.65 წლის მარტ-აპრილში პომპეუსი 50000-იანი არმიით შეიჭრა იბერიაში და ისე სწრაფად მიადგა მცხეთას, რომ არტაგ II-მ მხოლოდ ხიდის დაწვა და გაქცევაღა მოახერხა. მალე რომაელებიც გადავიდნენ მტკვარზე და არაგვისპირა ტყეებში შეებნენ იბერიელებს. 9000 ქართველი დაეცა. არტაგმა თავი დამარცხებულად სცნო, პომპეუსს ძღვენი და მძევლად შვილები გაუგზავნა. იბერია რომის ''მოკავშირე და მეგობარი'' გახდა. ამის შემდეგ პომპეუსი იბერიიდან კოლხეთში გადავიდა და კოლხეთიც დაიმორჩილა. მალე ამ ამბების შემდეგ დაახლ. 60 წელს არტაგი გარდაიცვალა. მისმა ძემ ქართამ I-მა ერთმეფობა ვერ შეინარჩუნა და იბერია ორად გაიყო ქართამს მტკვრის სამხრეთი (არმაზის სამეფო) შერჩა.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1316 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-08 | კომენტარი (0)

არმაზის იბერიის ბოლო მეფე დაახლ. ა.წ.5-25 წლებში. ძე ქართამ II-სა. მისი მეფობა იმით დასრულდა, რომ მცხეთის იბერიის მეფემ მირდატ III-მ იგი დაამარცხა, მოკლა (ან გააძევა) და იბერია კვლავ ერთიან სახელმწიფოდ აქცია. 

 

ქართველი დიდებულები | ნანახია: 990 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-08 | კომენტარი (0)

იბერიის მეფე დაახლ. ძვ.წ. 170-145 წლებში. ძე სომხეთის მეფე არტაშეს I-სა. სწორედ მამამისმა გაამეფა იგი, მას შემდეგ რაც იბერიის კანონიერი მეფე ფარნაჯომი დაამარცხა და გააძევა. მისი მეფობით დაიწყო არტაშესიანთა დინასტიის და სომხეთის მძლავრობის ხანა იბერიაზე. არშაკის დროსვე დაკარგა იბერიამ დასავლეთ ტერიტორიები და ისინი კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა. არშაკის შემდეგ გამეფდა მისი ძე არტაგ I.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 890 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-08 | კომენტარი (0)

იბერიის მეფე დაახლ. ძვ.წ. 110-95 წლებში. ძე მირდატ II-სა. მის დროს დაახლ. 105 წელს იბერიამ დაიბრუნა ადრე კოლხეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები კლარჯეთში. დაახლ. 100 წელს არშაკმა შეკრა კავშირი პონტოს მეფე მითრიდატე ევპატორთან (კოლხეთისა და სომხეთის წინააღმდეგ). არ ჩანს როგორ დასრულდა არშაკის მეფობა, თუმცა მის შემდეგ იბერიის მეფე - სომხეთის ''კლიენტი'' არტაშესიანთა შთამომავალი - არტაგი გახდა. არშაკს ერთი შვილი დარჩა - ბარტომი.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 977 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-08 | კომენტარი (0)

მცხეთის იბერიის მეფე (არშაკიანთა გვარიდან) დაახლ. ძვ.წ.25-ა.წ.5 წლებში. ძე ფარსმან I-სა. ძვ.წ.21-20 წლებში არშაკ III და არმაზის იბერიის მეფე ქართამ II შეკავშირდნენ სომხეთის მეფის არტაშეს II-ის წინააღმდეგ, მათ კავკასიონიდან გადმოიყვანეს ალანები და საერთო ძალებით დაამარცხეს სომხები, დაატყვევეს არტაშესის ვაჟი ზარეჰი და დარიალის ციხეში გამოკეტეს. ომის შედეგად არშაკ III-მ დაიბრუნა ადრე დაკარგული წუნდა და არტაანი, ხოლო ქართამ II განთავისუფლდა სომხეთზე დამოკიდებულებისგან. არშაკის მერა გამეფდა მისი ძე მირდატ III.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 929 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-08 | კომენტარი (0)

$smenu_1$
სიახლის დამატება