|
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 185 ნაჩვენებია მასალა: 31-40 |
გვერდები: « 1 2 3 4 5 6 ... 18 19 » |
დალაგება:
თარიღით ·
სათაურით ·
რეიტინგით ·
კომენტარებით ·
ნახვებით
დავით I კურაპალატის ძე. (ადარნასე I-ად ითვლება აშოტ I-ის მამა ადარნასე ბაგრატიონი, რომელსაც მთავრობა არ რგებია). ტაო-კლარჯეთის მთავარი და ”ქართუელთა მეფე” 888-923 წწ. ადარანასეს დროს ძირითადად დამთავრდა ბრძოლა ტაოსა და კლარჯეთის გამოყოფისათვის. ”ქართველთა მეფობა” დაიმკვიდრა ტაოს შტომ, მათი რეზიდენცია გახდა ბანა, ფორმალურად ჯლარჯეთის სახლი ემორჩილებოდა ტაოს სახლს. 888 წ. ადარნასემ ბაგრატიონთა შორის პირველმა მიიღო ”ქართველთა მეფის” ტიტული, ხოლო კურაპალატობა - 891 წელს. ნასრამ, დავით I კურაპალატის მკვლელმა სცადა დაკარგული სამფლობელოების დაბრუნება აფხაზთა მეფის დახმარებით. ადარნასემ იგი 888 წელს სოფ. ასპინძასთან მოაკვლევინა. მას მთავრობას ეცილებოდა გურგენ კლარჯიც, მაგრამ ადარნასემ ისიც დაამარცხა. 891 წელს ადარნასე II-მ ხელი შეუწყო შირაქში სმბატ აშოტის ძის გამეფებას, რის შედეგადაც გაძლიერებული სომხეთის შირაქის სამეფო მას მოკავშირედ ევლინება. 904 წელს ადარნასემ სმბატის დახმარებით დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო ქართლში შემოჭრილი აფხაზთა მეფე კონსტანტინე. შემდგომში, სმბატ მეფემ კონსტანტინე გაათავისუფლა, რასაც მოკავშირეებს შორის განხეთქილება მოჰყვა (907 წ.). ადარნასე მიემხრო სომხეთში შემოჭრილ არაბთა სარდალს აბულ-კასიმს და სმბატის წინააღმდეგ იბრძოდა, რომელიც დამარცხდა. სომხეთის მეფე 914 წელს ქ. დვნიში ძელზე ჩამოჰკიდეს. ადარნასემ ააშენა და საეპისკოპოსო კათედრად აქცია ბანას ტაძარი, სადაც პირველ ეპისკოპოსად დაადგინა კვირიკე ბანელი. |
კლარჯეთის მთავარი (”მეფე”) 954-961 წლებში. დავით III დიდის მამა. |
ქართველი ეთნარქი (ძვ.წ.VII-VIსს.). უკანასკნელი გამოკვლევებით იწორედ აზოა ის პიროვნება, ვისაც ქართლოსთან აიგივებენ. (ფარნავაზ მეფის ხანაში აზოს ''მოხვედრა'' ანაქრონიზმია). აზო, როგორც ჩანს იყო სკვითურ-კავკასიური სამეფოს (ქართულ ისტორიოგრაფიაში ''არიან ქართლი'') ერთ-ერთი მეფე (უფლისწული?). მიდიის მეფე კიაქსარისგან შევიწროებული ეს სამეფო დაეცა, ხოლო აზო თავისი ''ხალხით'' ჩრდილოეთით წამოვიდა და აღმოსავლეთ საქართველო (იბერია) დაიკავა, სადაც დაარსდა სახელმწიფოებრივი გაერთიანება დედაქალაქით უფლისციხეში (დაახლოებით ძვ.წ.600-590წწ.). აზო და მისი მემკვიდრეები ძვ.წ. V საუკუნის ბოლომდე განგებდნენ იბერიას (ისინი გვიანდელ ქართული სიტორიოგრაფიაში მოიხსენიებიან როგორც ''მცხეთის მამასახლისები''). |
კოლხეთის სამეფოს ლეგენდარული მეფე (დაახლ.ძვ.წ.XIII საუკუნე). ბერძნული მითის მიხედვით მზის ღმერთის ჰელიოსის ძე, მის დროს კოლხეთს ეწვივნენ არგონავტები, რომელთაც ცბიერებით ხელში ჩაიგდეს კოლხეთის ძლიერების სიმბოლო ოქროს საწმისი. ჰყავდა ორი შვილი ძე აფსირტე და ასული მედეა. აიეტის პიროვნების რეალურობა დადასტურებული არ არის. |
ერთიანი საქართველოს მეფე 1411-1442 წლებში. კონსტანტინე ჳ-სა და ნათია ამირეჯიბის ძე. წარმატებით მოიგერია ”შავბატკნიან” თურქმანთა რამდენიმე შემოსევა. ცდილობდა თემურლენგისგან აოხრებული ქვეყნის აღდგენას. აშენებდა ტაძრებს (მათ შორის უმნიშვნელოვანესი იყო სვეტიცხოვლის აღდგენა-მოკაზმვა 1425-30წწ.), ასახლებდა დაცარიელებულ სოფლებს. მის დროს 1414 წელს ოდიშისა და აფხაზეთის მთავრები წაეკიდნენ ერთმანეთს, ალექსანდრე დასავლეთ საქართველოში გადავიდა და წესრიგი აღადგინა. 1415 წელს მას მოუხდა ბრძოლა განმდგარი სამცხის მთავარის ივანე ჯაყელის წინააღნდეგ, კოხტასთავთან მომხდარ ბრძოლაში მეფე მთავარი დაამარცხა და ტყვედაც იგდო, თუმცა შეიწყნარა და კვლავ ”მორჩილ მთავრად” დაადგინა. 1431-1432 წლებში ბეშქენ ორბელიანისა და ქუცნა ამირეჯიბის დახმარებით ალექსანდრემ საქარტველოს შემოუერთა ყარაბახი და ლორეს ოლქი. 1442 წელს ალექსანდრე დიდი მეფობიდან გადადგა და ბერად აღიკვეცა. |
იმერეთის მეფე 1387-1389 წლებში. დავით ნარინის შთამომავალი, იმერთის ერისთავის ბაგრატ I-ის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ (1372 წ.) საქართველოს მეფე ბაგრატ V დიდმა იმერეთის ერისთავად დაადგინა. მის რეზიდენციას შორაპანი წარმოადგენდა. ბაგრატ V დიდის თემურლენგისაგან დატყვევების შემდეგ ალექსანდრე განუდგა მეფეს, ”დაიპყრა იმერეთი... იწოდა მეფედ და ეკურთხა გელათს”. დასავლეთ საქართველოს ფეოდალ-ხელისუფალთა უმრავლესობა ბაგრატის მტკიცე ერთგულებას ინარჩუნებდა. ალექსანდრეს დიდი ბრძოლები დასჭირდა იმერეთის ციხეთა შემოერთებისათვის. აიღო კიდეც ზოგი მათგანი, მაგრამ ქუთაისში გამაგრება ვერ შეძლო. მეფე გამეფებიდან მესამე წელს გარდაიცვალა. |
კახეთის მეფე 1476-1511 წლებში, გიორგი I-სა და დედოფალ ნესტან დარეჯანის ძე. დაიბადა 1454 წელს. 1476 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, გახდა კახეთის მეფე. 1477 წ. თურქმანთა ბელადი უზუნ-ჰასანი საქართველოში შემოიჭრა. მან კახეთის ნაწილიც მოარბია (საგურამო, მარტყოფი). ალექსანდრე მეფემ მას ძღვენი მიართვა. მორჩილება აღუთქვა და დაეზავა. 1483 წელს, პირველმა ქართველ მეფ-მთავრებს შორის, გააგზავნა ელჩობა რუსეთში – დიდ მთავარ ივანე III-სთან. კახეთის მეფე რუსეთს მფარველობას სთხოვდა, თუმცა ამ პირველ ელჩობას შედეგი არ მოჰყოლია. 1490 წელს, მას შემდეგ, რაც ქართლის სამეფოს დარბაზმა ურჩია კონსტანტინე II-ეს დროებით ხელი აეღო საქართველოს გაერთიანებაზე, ალექსანდრე I-მა ზავი დადო ქართლის მეფესთან. ვახუშტის მიხედვით, ამავე დროს მოხდა სამეფოებს შორის საზღვრის დადგენაც. 1491 წელს კახეთის მეფე განმეორებით აგზავნის ელძებს რუსეთში. ალექსანდრე I ცდილობდა კახეთის მშვიდობიანი ცხოვრება უზრუნველეყო. ამ მიზნით ის დათმობებზე მიდიოდა. კარს მომდგარ მტერთან ხარკს კისრულობდა, მოჩვენებით ერთგულებას ეფიცებოდა, ოღონდ კი საკუთარი სამეფო დაეცვა. ამ პოლიტიკას შემდგომში ერთგულად მისდევდნენ მისი შთამომავლები. 1500 წელს სეფიანთა ბელადმა ისმაილმა შირვანი აიღო. კახეთის მეფემ თავისი ვაჟი გააგზავნა მასთან დიდი ძღვენით და მორჩილება აღუთქვა. ისმაილმა პატივით მიიღო ბატონიშვილი და შეპირდა, რომ კახეთს თურქმანთა ხარკისგან გაათავისუფლებდა. კახეთის ჯარიც (ქართლისა და სამცხის ლაშქართან ერთად) ეხმარებოდა ისმაილს თურქმანებთან ბრძოლაში. კახეთის სამეფოს საგარეო საფრთხე თითქოს არ ემუქრებოდა. სამაგიეროდ მეფესა და მის უფროს ვაჟს გიორგის შორის იყო დაძაბული ურთიერთობა. 1511 წელს გიორგიმ მოკლა ალექსანდრე, ძმა დიმიტრი და თავი მეფედ გამოაცხადა. |
იმერეთის მეფე 1484-1510 წლებში. მამის - ბაგრატ II-ის გარდაცვალების შემდეგ (1478) გამეფება ვერ შეძლო მტრულად განწყობილი თავადების გამო. მათ შორის იყვნენ დადიანი, გურიელი, შარვაშიძე და სხვა. იმერეთში შექმნილი ვითარების გამოყენება სცადა ამ დროს ქართლში გამეფებულმა კონსტანტინე II-მ, რომელსაც საქართველოს ხელახლა გაერთიანება გადაეწყვიტა. 1479 წელს თავადთა იმერეთში შემოსულ კონსტანტინეს დადიანთან ერთად იმერელ უმრავლესობა ეახლა. ალექსანდრე წინ ვერ აღუდგა მათ და თავი ციხე-სიმაგრეებს შეაფარა. ქართლის მეფემ ქუთაისის ციხე აიღო და იმერეთში გაბატონდა. ამავე დროს ქართლისა და ახალციხის დაძაბული ურთიერთობა ბრძოლით დამთავრდა. 1483 წელს არადეთთან, მდ. ფრონეს ნაპირას, ყვარყვარე ათაბაგმა დაამარცხა კონსტანტინე II. ამით ისარგებლა ალექსანდრემ, რაჭა-ლეჩხუმი შემოიმტკიცა და 1484 წელს ქუთაისი აიღო. ამავე წელს იგი მეფედ ეკურთხა. ქართლის მეფე წარუმატებლობას არ ურიგდება და, ლიპარიტ II დადიანის (1482-1512) აქტიური მხარდაჭერით, 1487 წელს კვლავ იპყრობს იმერეთს, თუმცა მალე ქართლს იაყუბ ყაენი შეესია და კონსტანტინე სასწრაფოდ ტოვებს იმერეთს, ალექსანდრე II კი იბრუნებს ქუთაისს (1487-88). ამის შემდეგ მეფე ენერგიულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას აწარმოებდა: დაიზავა დადიან-გურიელი, აფხაზები და სვანებიც დაიმორჩილა. ახლა უკვე ალექსანდრე ცდილობს ქართული მიწების გაერთიანებას და იწყებს ბრძოლას ქართლისათვის. 1490 წელს კონსტანტინე II-მ მოიწვია დარბაზი, რომელსაც კათალიკოსი, ეპისკოპოსები და წარჩინებულნი ესწრებოდნენ. ამ ეტაპზე დარბაზმა იმერეთის მეფე-მთავრებთან ბრძოლის თავიდან ასაცილებლად უარყო მეფის მიერ დასმული საქართველოს გაერთიანების საკითხი, რითაც გაფორმდა საქართველოს დაშლის ფაქტი. 1491-1492 წლებში იმერეთისა და ქართლის მეფეები და სამცხე-საათაბაგოს მთავარი ყვარყვარე II დაზავდნენ და საზღვრები დააკანონეს. დავით X-ის ქართლში გამეფების შემდეგ ალექსანდრე II უფრო თავისუფლად მოქმედებს თავის გეგმის განსახორციელებლად და 1509 წელს აწყობს ლაშქრობას ქართლზე. 6 აგვისტოს ალექსანდრემ აიღო ქ. გორი თავისი მიდამოებით და ჩრდილო-დასავლეთ ქართლში გაბატონდა, მაგრამ მოპოვებული წარმატების განმტკიცება ვერ შეძლო იმერეთში ოსმალთა შემოსევის გამო (1509). ეს იყო თურქთა პირველი გამოჩენა იმერეთში. ალექსანდრე თავისი სამეფოსაკენ გაემართა. მაგრამ მტერი, რომელსაც ქუთაისი და გელათის მონასტერი გადაეწვა, იმერეთიდან უკვე გასულიყო. ამის შემდეგ მეფეს დიდხანს აღარ უცოცხლია - იგი ”დასნეულდა სალმობითა ძლიერითა” (ვახუშტი) და 1510 წელს გარდაიცვალა. |

იმერეთის მეფე 1639-1660 წწლებში. გიორგი III-ის ძე. მეფედ აკურთხეს ქუთაისში. შესაძლებელია, პირველად ტახტზე 1634 წ. ასულიყო, როდესაც მამამისი ლევან II დადიანმა დაატყვევა. ცოლად ჯერ მამია II გურიელის და ჰყავდა, ხოლო შემდეგ ქართლის მეფეს, თეიმურაზ I-ს დაუმოყვრდა (რომელიც მხარს უჭერდა ირანთან ბრძოლაში) და მისი ასული, ნესტან-დარეჯანი ითხოვა. ლევან II დადიანი, იმერეთის ტახტის ხელში ჩაგდების მიზნით, ირანს დაუკავშირდა, რამაც ოსმალეთის გაღიზიანება გამოიწვია. იგი თითქმის ყოველ წელს თავს ესხმოდა და აოხრებდა სამეფოს. ლევანი თავის ლაშქრობებს მეფის წინააღმდეგ უმეტესად ქრისტიანულ დღესასწაულებზე აწყობდა. ალექსანდრე იძულებული გახდა ქუთაისის ციხეში გამოკეტილიყო. ლევან II-ის ჯარების წინააღმდეგ რამდენიმე წარმატებული ლაშქრობა ალექსანდრეს ახალგაზრდა ძმამ - მამუკამ მოაწყო, მაგრამ ერთ-ერთ ბრძოლაში ცხენმა უმტყუნა და ოდიშარს ტყვედ ჩაუვარდა (1647). სიტუაციიდან გამოსავლის ძებნაში და თეიმურაზ ქართლის მეფის გავლენით, ალექსანდრე III 1649, 1651 და 1656 წლებში ელჩობებს აგზავნის რუსეთში. 1651 წლის 1 ოქტომბერს კი ხელს აწერს მოსკოვის ხელმწიფის ერთგულების წიგნს. მამუკას ტყვეობიდან დახსნის მოლაპარაკებაში აქტიურად ჩაება თეიმურაზ I, მაგრამ დადიანის ბრძანებით მეფის ძმას თვალები დასთხარეს. ამის შემდეგ მამუკას დიდხანს აღარ უცოცხლია და 1653 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. თავად ოდიშის მთავარი, გადმოცემით, შვილის ცხედარს დააკვდა და რადგან პირდაპირი მემკვიდრე არ დარჩენია, მთავრის ტახტი მისმა ძმისწულმა, ლიპარიტ ისესეს ძემ დაიკავა (1657-1658). ალექსანდრე III გაბედულ ქმედებებზე გადავიდა: ილაშქრა ოდიშში და მამია IV-ის ძე, ვამეყ III დასვა მთავრის ტახტზე, საზღვრად კი, ნაცვლად მდ. ცხენისწყლის მარცხენა ნაპირისა, უნაგირას მთა დაუდგინა. ახალციხეში გახიზნულმა ლიპარიტმა დახმარება მიიღო როსტომ ფაშასა და როსტომ ქართლის მეფისაგან. შემოიერთა ქაიხოსრო I გურიელი და იმერეთისაკენ დაიძრა. ბრძოლა ბანძასთან 1658 წლის ივნისში მოხდა. ალექსანდრე მეფემ იმძლავრა - ვამეყს კვლავ ოდიშის მთავრობა უბოძა და გურიელის ტახტიც თავის მომხრე დემეტრე სიმონის ძეს გადასცა. ამ ღონისძიებებით მან რამდენადმე მაინც განამტკიცა ქვეყნის საშინაო მდგომარეობა, მაგრამ მისი გარდაცვალებისთანავე (1660 წლის 4 მარტი) სამეფო კვლავ შინაფეოდალურმა ომებმა მოიცვა. ალექსანდრე III ტახტის მემკვიდრედ ცოლის ძმისწულს ზრდიდა, მაგრამ შვილობილი გარდაეცვალა და იძულებული გახდა გურიაში დატყვევებული თავისი ძე - ბაგრატი ეცნო მემკვიდრედ. |
|
|
$smenu_1$
|
|