|
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 185 ნაჩვენებია მასალა: 21-30 |
გვერდები: « 1 2 3 4 5 ... 18 19 » |
დალაგება:
თარიღით ·
სათაურით ·
რეიტინგით ·
კომენტარებით ·
ნახვებით
მედეას სახელთან არის დაკავშირებული სხვადასხვა დაავადების მკურნალობა, სხვადასხვა
სახის ძილმომგვრელი, ძალმომცემი, განმკურნებელი, მომაკვდინებელი საშუალებების,
ნელსაცხებლების, შესაორთქლებელი, შესასხურებელი, დასაზელი და ა.შ. წამლეულის
მომზადება; სამკურნალო მცენარეების მოშენება და მათი თვისებების შესწავლა,
შხამებისა და ანტიშხამების გამოყენება, გაახალგაზრდავებისა და სიცოცხლის
გახანგრძლივების რაციონალური მეთოდების ძიება და სხვა.
მედეას შესახებ
დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ ლევან სანიკიძის წიგნში ”ამბავი კოლხი ასულისა” |
მედეა - კოლხეთის მეფე აიეტის გრძნეული უმცროსი ასული., რომელსაც საბერძნეთიდან
მოვლენილი ჭაბუკი იასონი ხილვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდა. იასონმა, მედეას
შემწეობით, მოიტაცა ოქროს საწმისი და მედეაც თან წაიყვანა საბერძნეთში. (ამ ამბავს
ეძღვნება თქმულება არგონავტების შესახებ). ოქროს საწმისთან ერთად, აიეტმა მეფობაც
დაკარგა. მისმა ნახევარ ძმამ პერსეს III მისი ადგილი დაიკავა.
ათი წელიწადი
ცხოვრობდნენ მედეა და იასონი ერთად. ჰქონდათ ოჯახი, ჰყავდათ შვილები... და
უეცრად…მედეამ შეიტყო საშინელი ამბავი: იასონი მის მეუღლეობაზე ხელს იღებდა და
ცოლად ირთავდა კორინთოს მეფის ასულს. მაშინ მედეამ მოღალატე ქმარს საცოლე მოუკლა.
მოკლული სადედოფლოს ნათესავებმა შური იძიეს - მედეას შვილები დაუხოცეს. (ამ
საშინელი ამბიდან გაივლის დაახლოებით ათასი წელიწადი და დიდი ბერძენი მწერალი
ევრიპიდე დაწერს საქვეყნოდ ცნობილ ტრაგედიას ”მედეა”, სადაც მან კოლხი ქალი
საკუთარი შვილების მკვლელად წარმოსახა).
ამის შემდეგ, მედეა ჩავიდა ათენში
და ცოლად გაჰყვა მეფე ეგევსს. მისგან ეყოლა ვაჟი მედოსი. როდესაც ტახტის კანონიერი
მემკვიდრე თესევსი ეწვია ათენს, მედეამ თავის შვილთან ერთად დატოვა საბერძნეთი და
აიაში ინკიგნიტოდ დაბრუნდა. იმხანად აიეტი აღარ ფლობდა სამეფო სკიპტრას. მედოსი
დაეხმარა პაპას ძალაუფლების დაბრუნებაში.
|
დავით აღმაშნებლის გარდაცვალების შემდეგ იმრავლა საქართელოში შინაური თუ გარეული
მტრის შემოსევებმა. ტახტზე იჯდა დავითს ძე დემეტრე I. დიდი ძალისხმევის მიუხედავად
მან დაკარგა ანისი და შემდგომ განძა. დემეტრე ვერ უმკლავდებოდა აჯანყებულ
დიდგვაროვნებს. მათ მეფეს საკუთარი შვილი გადაამტერეს და დემეტრე იძულებული გახდა
მეორე ვაჟი გიორგი მეფედ ეკურთხბინა. გიორგი III აქტიური პოლიტიკის კურსი აირჩია და
შესძლო ანისისა და დვინის შემოერთება. ურჩი დიდგვაროვნები მეფის წიააღმდეგ
ახალ-ახალ შეთქმულებებს აწყობდნენ. ერთ-ერთი აჯანყების ორგანიზატორი გახდა
საქართველოს ჯარების იმდროინდელი ამირსსპასალარი ივანე ორბელი. აჯანყებაში
მონაწილეობას დიდმოხელე აზნაურთა უმრავლესობა იღებდა გიორგი III შეძლო აჯაყების
ჩაქრობა და მისი მონაწილეები მკაცრად დასაჯა. ამის მერე ბევრ დიდგვაროვანი
ჩამოაცილა ხელისუფლებას და მათ ადგილას უგვარო, თუმცა ერთგული ადამიანები დანიშნა.
გიორგი III ვაჟი არ ჰყვდა. ტახტის მემკვიდრე მისი ერთადერთი ქალიშვილი თამარი იყო.
მეფემ იცოდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ, ქალის ტახტზე ასვლას ორგული დიდგვაროვნები
არ დაუშვებდნენ , ამიტომ თამარი თავის სიცოცხლეშივე აკურთხა მეფედ. 1184 წელს
გიორგი III გარდაიცვალა და თამარი ქვეყნის ერთპიროვნული მართველი გახდა. ქალის
სისუსტით ისარგებლეს დიდგვაროვნებმა მეფის უფლებების შეზღუდა მოითხოვეს. თამარი
იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო და შეიქმნა სამეფო დარბაზი, რომელშიც მხოლოდ
დიდგვაროვნები და დიდვაჭრეი შედიოდნენ. იდეის ინიციატორი მაშინდელი
მეჭურჭლეთუხუცესი (სახელმწიფოს საფინანსო საქმეთა გამგებელი) ყუთლუ-არსლანი იყო.
თამარი იძულებული გახდა მამის მიერ დანიშნული უგვარო მოხელეების ადგილზე კვლავ
მოღალატე დიდვაროვნები დაენიშნა. სამეფო დარბაზი ღებულობდა ყველა მნიშვნელოვან
გადაწყვეტილებას, ხოლო მფევალდებულიიყო მათ დამორჩილებოდა. სწორედ მათი რჩევით
დაქორწინდა თამარი ნოვგოროდის ყოფილ მთავარზე იური (გიორგი) რუსზე. ორი წლის შემდეგ
ერთგული დიდგვაროვნების დახმარებით თამარმა დაიბრუნა ხელისუფლების სადავეები, იური
რუსი საქართველოდან განდევნა და ცოლად, ოვსეთის უფლისწულ, დავით სოსლანს გაჰყვა.
შინაური პოლიტიკის მოგვარების შემდეგ თამარი საგარეო საქმეების მოწესრიგებას
შეუდგა. 1195 წელს დავით სოსლანის მეთაურობით ქართველებმა ბრწყინვალე გმარჯვება
მოიპოვეს შამქორთან, თურქების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. ამით საქართველომ
შესძლო შამქორისა და განძის შემოერთება. 1204 წელს ქართველმა ლაშქარმა შავი ზღვის
სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიის დაპყრობ შესძლო, რომელზეც უძველესი ქართული ტომები
ლაზები და ჭანები სახლობდნენ. ამ ტერიტორიაზე ტრაპზონის სამეფო ჩამოყალიბდა, რომლის
ხელმწიფედ თამარი ითვლებოდა. საქართველოს გაძლიერებას ძნელად ურიგდებოდნენ მცირე
აზიის თურქი მმართველები. ასეთი იყო რუმის სულთანი რუქნადინი, რომელმა საქართველოს
მეფეს შეურაწმყოფელი წერილი გამოუგზავნა და სახელმწფოს დათმობა მოსთხოვა. პასუხად
თამარმა დიდიძალი ლაშქარი შეკრიბა და მტერს ომი გამოუცხადა. ბრძოლა მოხდა ბასიანთან
1205 წელს. ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს და კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს
მოფლიოს ქართული არმიის სიძლიერე. თამარის მეფობის დროს საქართველოში საგრძნობლად
გაუმჯობესდა ეკონომიკური მდგომარეობა. გაძლიერდა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა
დარგი: მევენახეობა, მებაღეობა, მეხილეობა. შეიქმნა მრვალი ტაძარი და აიგო უთვალავი
ციხე სიმაგრე. ამ დროს აშენდა ხურითმოძღვრების შესანიშნავი ძეგლი ვარძია. თამარის
ეპოქას უკავშირდება მწერლობის შესანიშნავი ძეგლის ვეფხისტყაოსნის შექმნა. შოთა
რუსთაველმა თავისი ხელით მიართვა ქართველთა მეფეს, გრაგნილზე ხელით დაწერილი თავის
უკვდავი ქმნილება. თამარი იყო არა მარტო ქართველი ქალის და დედის ეტალონი, არამედ
მისაბაძი პოლიტიკოსი და ძლიერი მმართველი საქართველოს სახელმწიფოსი. თამარი 1213
წლის 19 იანვარს გარდაიცალა. საქართველოში გლოვა გამოცხდდა. საყვარე მეფეს
მისტიროდა ყოველი ქართველი. მეფის სხეული ჯერ წაასვენეს მცხეთას, ხოლო შემდეგ
გელათის მონასტერში. ქართულმა ელესიამ იგი შერაცხა ნეტართა შორის. ერმა კი დიდების
შუქით შემოსა, მისცა უკვდავი სახელი და უწოდა მას თამარ მეფე.
1220 წელს
საქართველოს შემოესვნენ სასტიკი დამპყრობლები თათარ- მონღოლები. ამ დროს მეფის
ტახტზე იჯდა თამარის ძე ლაშა-გიორგი. პირველი შემოსევის მოგერიება შეძლეს
ქართველებმა. 1226 წელს მონღოლებმა მეორედ სცადეს ქართლის აღება და მათი მცდელობა
წარმატებული აღმოჩნდა. მაეფებულმა თამარის ქალიშვილმა რუსუდანმა ვერ შესძლო
საქართველოს მთლიანობისა და სიძლიერის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყანა მთლიანად
მონღოლებმა დაიპყრეს. მონღოლთა მბრძანებლობა საქართველოში ას წელზე მეტხანს
გრეძელდებოდა. ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სისასტიკითა და დაუნდობლობით.
ქართველებს დიდი ხარკის გადახდა დაეკისრათ. დაიძაბა ურთერთობა ფეოდალებსა და
ყმა-გლეხებს შორის. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქათველო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად
არსებობდა. აღმოსავლეთ საქართველოში მეფობდა ლაშა-გიორგის ძე დავით “ულუ” (უფროსი),
ხოლო დასავლეთში რუსუდანის ძე დავით “ნარინი”(უმცროსი). 1259 წელს საქართველოში
ჯანყებამ იფეთქა, რომელსაც დავით ნარინი მეთაურობდა. მონღოლებმა შეძლეს აჯანყების
ჩაქრობა თუმცა ქართულმა ჯარმა მათ დიდი ზიანი მიაყენა. ერთი წლის განმავლობაში
აჯანყებები კვლავ მეორდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ქართველებმა გამარჯვება ვერ
მოიპოვეს. XIII საუკნის 70 წლებიდან აღმოსავლეთ საქართველოში დავით ულუს ძე დემეტრე
II მეფობდა. ამ დროისათვის ირანის მონღოლთა საყაენოში დიდი შინაგანი ბრძლოლა
წარმოებდა. შეთქმულება შეთქმულებაზე ეწყობოდა და იშვიათად თუ რომელიმე ყაენი თავის
სიკვდლით კვდებოდა. ერთ-ერთი ასეთი შეთქმულების მოწყობა ყაენის პირველ ვაზირს ბუღას
დაბრალდა. ბუღა და მისი მომხრეები სიკვდილით დასაჯეს. საყაენოში იცოდნენ, რომ ბუღას
მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა დემეტრე II ამიტომ მისი დასჯაც მოითხოვეს. საქართველოს
მეფე ურდოში დაიბარეს, სადაც მას მძიმე სასჯელი მოელოდა. მეფის წაუსვლელობის
შემთხვევაში ყაენი აურაცხელი ჯარისთ შემოესეოდა საქართველოს და მთლიანად ააოხრებდა
მას. სამეფო საბჭომ მეფეს დარჩენა ურჩია, თუმცა დემეტრემ მტკიცედ განაცხადა: “ რად
ღირს ჩემი სიცოცხლე, თუკი მრავალი სული შემეწირება, ვფიქრობ ჩემი წასვლით ქვეყანას
მძიმე განსაცდელს ავაცილებ, მე დავდებ სულსა ჩემი ერისთვის და არ დავიშლი ურდოს
წასვლასო”. დემეტრემ თავის მრავალრიცხოვანი ოჯახი სხვადასხვა ადგილას გახიზნა და
თვითონ ყაენს ეახლა, სადაც 1289 წლის 12 მარტს მას თავი მოკვეთეს. ამ გმირული და
თავგანწირული საქციელისთვის ქართველმა ხალხმა დემეტრე II-ს თავდადებული უწოდა.
მონღოლთა ბატონობის დროს მეფის ხელისუფლება დასუსტდა. საართველოს თანდათან გაოეყო
მრავალი სამეფო და დამოუკიდებელი არსებობა დაიწყო. ყველაზე დიდი სამთავროთა შორის
იყო სამცხე. ამ პერიოდში საქართველომ ეკუნომიკურად უკუსვლა იწყო. განადგურდა
სახნავ-სათესი ადგილები, ვაჭრობა მოისპო და ქვეყანა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ასეთ მძიმე პირობებში სამეფო ტახტზე დემეტრეს ვაჟი გიორგი V, შემდგომში ბრწყინვლედ
წოდებული, ავიდა. იგი იყო შესანიშნავი მეომარი და დიპლომატი. იგი მკაცრად გაუსწორდა
ურჩ დიდგვაროვნებს და ქვეყანაში მკაცრი რეჟიმი დაამყარა. ამ დროს მონღოლთა საყაენო
გაუთავებელი შინა აშლილობის ხარჯზე მეტად დასუსტებული იყო. ამით ისარგებლა გიორგი V
და მონღოლებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა, შემდგომში კი მონღოლთა ჯარიც მთლიანად
განდევნა საქართველოდან. ქართველებმა შეძლეს ტრაპზონის სამეფესი და სხვა დაკარგული
ტერიტორიის დაბრუნება. გიორგი ბრწყინვალე იყო ბოლო მეფე, რომელმაც შესძლო სრულიად
საქართველოს გაერთიანება და გაძლიერება. კეთილდღეობა ჩვენს ქვეყანაში XIV საუკუნის
80წლებამდე გაგრძელდა. ამ პერიდში მკვეთრად გაუმჯობესდა საქართველოს ეკონომიკური და
პოლიტიკური ვითარება. იყო დიდი კულტურული აღმასვლა, მაგრამ XIV საუკუნს დასასრულს,
გაძლიერების გზაზე დამდგარ ქვეყანას, დიდი უბედურება დაატყდა თავს. ეს იყო
თემურ-ლენგის სისხლისმღვრელი შემოსევები. თემურ- ლენგი გათურქებულ მონღოლთა ტომს
ეკუთვნიდა. მის ერთადერთ მიზანს მსოფლიოს დაპყრობა წარმოადგენდა. იგი გამოირჩეოდა
არნახული სისასტიკითა და გაუგონრობით. მიუხედავად სიკოჭლისა (ლენგი ნიშნავს კოჭლს)
იგი ბრწყინვალე მეომარი და მხედართმთავარი გახლდათ. თემურ-ლენგი რვაჯერ შემოესია
საქართველოს და ქვეანას უდიდესი ზიანი მიაყენა. გაღლიტა მოსახლეობის დიდი ნაწილი და
მიწასთან გაასწორა მრავალი ქალაქი. იგი არ ინდობდა არავის და ანადგურებდა ყველაფერს
რაც კი გზაზე შეხვდებოდა. შეურაწყოფდა ქრისტიანულ სარწმუნოებას და ქართველებსაც
იგივეს აიძულებდა. ბოლო შემოსევები თემურ-ლენგისა იყო 1401-1403 წლებში. ამის მერე
საქართველოს იმდროინდელი ხელმწიფე გიორგი VII იძულებული შეიქმნა მასთან ზავი დაედო,
რომლის თანახმად საქართველო დამპყრობელის მოხარკე ქვეყანა ხდებოდა და მისი
ინტერესების შესაბამისად კისრულობდა სამხედრო სამსახურს. მიუხედავად მიყენებული
ზარალისა საქართველომ მაინც შესძლო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის
შენარჩუნება.
|
არაბთა მიერ შექმნილი სამეფო სხვადასხვა წეს-ჩვეულებისა, სარწმუნოებისა და
ტრადიციების მქონე ხალისგან შედგებოდა. მათი ინტერესები ერთმანეთს ხშირად არ
ემთხვეოდა რაც სახელმწიფოს დიდ ზიანს აყენებდა. მძლავრმა სახალხო მოძრაობამ ჯერ
დაასუსტა ბოლოს კი მთლიანად დაშალა ხალიფატი. საქართველოში შეიქმნა ერთმანეთისგან
დამოუკიებლად ფუნქციონირებადი ფეოდალური სამთავროები. ყველაზე ადრე კახეთის
სამთავრო წარმოიქმნა აღმოსავლეთით, - ჰერეთის სამეფო. დასავლეთ საქართველოში
წარმოიშვა საკმაოდ ძლიერი “აფხაზეთის სამეფო”, რომლის დედაქალაქი ქუთაისი გახდა. IX
საუკუნის დასაწყისში სამხრეთ საქართველოში ჩამოყალიბდა ტაო-კლარჯეთის სამეფო,
რომელსაც სათავეში ედგა ბაგრატოვანთა დინასტიის წარმომადგენელი აშოტი. სამთავროების
ჩამოყალიბების პროცესში საქართველოში შენდებოდა მრავალი ციხე და ქალაქი, თითოეული
სამთავრო გაძლიერებას ცდილობდა და მათ მიზანს საქართველოს გაერთიაება წარმოადგედა.
ბრძოლა პირვლობისთვის IX საუკუნის დასაწყისშივე დაიწყო და თითქმის ორი საუკუნე
გაგრძელდა. ისინი უპირველეს ყოვლისა ქარლის შემოერთებას ცდილობდნენ. საბოლოოდ
გამარჯვება სამთავროთა შორის გამართულ ბრძოლაში ტაო_კლარჯეთმა მოიპოვა. ეს მოხდა X
საუკუნის შუა წლებში დავით კურაპალატის მეფობისას. მას მხარში ედგა ქართლის
სახელგანთქმული ერისთავი იოანე მარუშისძე. ქართლში ამ დროს იჯდა უნიჭო მეფე ბაგრატ
“რეგვენი”, რომელიც სრულიად ემორჩიებოდა კახეთის მეფე კვირიკეს. დავით დიდი უშვილო
იყო ამიტომ იშვილა ბაგრატ “რეგვენის” შვილიშვილი ბაგრატი და აფხაზეთის მეფედ
გამოაცხადა. კოლხეთის სამეფო ძმის მიერ თვალებდათხრილმა თევდორემ დავითს გადასცა.
იმერეთში იოანე მარუშისძე წავიდა. გარდაცვალების შემდგომ ქართლი ბაგრატ III დარჩა.
ამრიგად უბრძოლველად შეერთდა საქართველოს დიდი ნაწილი ქართლი, მესხეთი და კოლხეთი.
ბაგრატ მესამე იყო პირველი მეფე გაერთიანებული საქართველოსი, შესანიშნავი სარდალი
და გონიერი პოლიტიკოსი. ამ და სხვა მრავალი თვისების გამო ქართველმა ერმა მას
მეფეთ-მეფობის ხარისხი მიანიჭა. მშვიდობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ბაგრატს
გარდაცვალების შემდეგ მეფედ კურთხეულმა, გმირმა და მამაცმა მეფემ გიორგი I დიდი
ძალისხმევის მიუხედავად, ვერ შესძლო გაერთიანებული საქართველოს შენარჩუნება.
აჯანყებულმა დიდებულებმა საქართველოს კახეთ-ჰერეთის სამეფო ჩამოაცილეს.
საქართველოში არსებული დაძაბულობით ისარგებლა ბიზანტიამ და ტაო-კლარჯეთის დიდი
ნაწილი მიიტაცა. ბიზანტიასა და საქართველოს დაპირისპირება დიდხანს გრძელდებოდა.
გიორგი I გარდაცვალების შემდგომ ტახტზე ასულმა გიორგის ვაჟმა, ბაგრატ IV შესძლო
ბერძნებთან დამოყვრება. ქვეყნის შიგნით კვლავ გრძელდებოდა დაპირისპირება
ერისთავებსა და მეფეს შორის. ყველაზე დიდი ზიანი საქართველოს ერთიანობასა და
გაძლიერებას კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტ ბაღვაშმა მიაყენა. ეს დაპირისპირება ოც
წელიწადს გრძელდებოდა და საბოლოოდ ბაგრატ მეფის გამარჯვებით დასრულდა. ცოტა ხანში
ბიზანტიასა და საქართველოში გამოჩდნენ ნახევრად ველური ხალხი თურქ სელჯუკები. მათ
ჯერ არაბთა სახელმწიფო ჩაიგდეს ხელში, შემდგომ ბერძნებს წაართვეს მთელი მცირე აზია
და 1065 წელს საქართველოს მოადგნენ. 1680 წელს საქართველოში დაიწყო თურქთა დიდი
შემოსევები რომელიც ისტორიაში “დიდი თურქობის” სახელით შევიდა. თურქებმა დაიპყრეს
ჯერ ჯავახეთი, ხოლო შემდგომ ქართლი და იმერეთი. ამ დროს საქართველოში გიორგი II
მეფობდა. თურქები სასტიკად უსწორდებოდნენ ქართველებს, აოხრებდნენ და ძარცვავდნენ
ქალაქებს. საქართველო თურქ-სელჯუკების მოხარკე გახდა. ქვეყანას გმირი და ძლიერი
წინამძღვარი სჭირდებოდა. სწორედ ასეთი იყო გიორგი II შვილი დავითი, რომელიც
საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი და ჭკვიანი მეფის სახელითაა შესული. დავითი
15 წლისა გამეფდა. მას გვერდში ედგა მამამისის ერთგული სარდალი, დიდი პოლიტიკოსი და
უბადლო მეომარი გიორგი ჭყონდიდელი. ის დავითის აღმზრდელი და შემდგომ ვეზირთა
უპირველესი გახლდათ. დავითი პირველ რიგში ურჩ დიდგვაროვნებს დაუპირისპირდა და ყველა
მათგანი გააძევა საქართველოდან. შემდგომში გაატარა რეფორმა ეკლესიაში და ყველა
თვალთმაქც ეპისკოპისს პატივი აჰყარა. მსგავსი ღონისძიებები გაატარა დავითმა სამეფო
კარის ცენტრალური აპარატის განმტკიცებისა და გაძლიერებისათვის. ამასთანავე დავითმა
თავის პირად არმიასთან ერთად მტკიცე საპოლიციო აპარატი შექნა და ქვეყანაში მკაცრი
რეჟიმი დაამკვიდრა. XI საუკუნის ბოლოს საქართველოს საგარეო მდგომარეობაც მკვეთრად
გაუმჯობესდა. ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა დიდი ზიანი მიაყენა თურქების სახელმწიფოს.
ამით ისარგებლა დავით IV და 1097 წელს ხარკის გადახდა შეწვიტა. რამდენიმე წლის
განმავლობაში ქართულმა ლაშქარმა დავითისა და მისი ერთგული სპასალარების
ხელმძღვნელობით თურქებისაგან გაათავისუფლა მნიშვნელოვანი ციხეები და ქალაქები:
სამშვილდე, რუსთავი და ა.შ.
საქართველოს სამეფოს საბოლოოდ შემოუმტკიცა კახეთი. დავითმა დიდი
წინააღმდეგობის მიუხედავად ჩამოასახლა 40000 ყივჩაღი და შექმნა მუდმივი ჯარი. მეფემ
საკმაოდ ძლიერი არმია შექმნა რომელიც 60000 კარგად გაწვრთნილი მეომრისგან
შედგებოდა. საქართველოს გაძლიერების შემდეგ დავითი თურქების წინააღმდეგ საბოლოო
შეტევაზე გადავიდა. თურქების მრავალათასიანი ლაშქარი საქართველოში სახელგანთქმული
სარდლის ილღაზის მეთაურობით შემოვიდა. უდიდესი ბრძოლა დიდგორის მახლობლად 1121 წელს
გაიმართა და ქართველთა ბრყინვალე გამარჯვებით დასრულდა. დიდგორის ველზე ქართველთა
ამ გამარჯვებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მაშინდელ მსოფლიოში. ამ ბრძოლისა და დავით
აღმაშენებლის შესახებ მრავალ ენაზე წერდნენ სხვადასხვა ლეგენდებსა და მითებს.
დავითმა მალევე გაათავისუფლა თბილისი და შესძლო დმანისისა და ანისის აღება. დავით
IV 1125წლის 24 იანვარს გარდაიცალა. მან შესძლო საქართველოს გაერთიანების პროცესის
დასრულება და ქვეყანა ძლიერ ფეოდალურ მონარქიად აქცია. იგი იყო უდიდესი მებრძოლი და
დიპლომატი. მისი მეფობის დროს აშენდა მრავალი ეკლესია და ქალაქი. მან აღადგინა
დანგრეული ციხეები და შეძლო ქართული ეკონომიკის ფეხზე დაყენება. ქართველმა ხალხმა
დიდი პატივით მიაბარეს დავითი მიწას მის მიერვე აგებულ სამონასტრო კომპლექსს
გელათში. ქართულმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა. |
მეექვსე საუკუნის დასაწყისში ირანმა კვლავ სცადა ქართლის დაპყრობა. ამიერკავკასიის
ხალხს უარი უნდა ეთქვათ ქრისტიანულ სარწმუნოებასა და ირანული ცეცხლთაყვანისმცემლობა
მიეღოთ. ამ მოთხოვნას ქართველებმა მაშინდელი მეფის გურგენის მეთაურობით აჯანყებით
უპასუხეს. ქართველები ვერ გაუმკლავდნენ მტრის მრავალრიცხოვან ჯარს და ქართლი ირანის
მბრძანებლობის ქვეშ მოექცა. ქართლში მოისპო მეფობა. ირანელებმა ქვეყნის უშუალო
გამგებლად შაჰის მოხელე “მარზპანი” დანიშნეს, ხოლო ქართველ ხალხს დიდძალი ხარკის
გადახდა დააკისრეს. ქართლში გაბატონების შემდგომ ირანის შაჰმა ეგრისის დაპატრონებაც
მოისურვა და 542 წელს დასავლეთ საქართველოში შემოიჭრა. ეგრისელები ორ ცეცხლს შორის
მოექცნენ, ერთის მხრივ ბიზანტიელთა უღელისგან ცდილობდნენ თავის დაღწევას, მეორეს
მხრივ ირანელებს უმკლავდებოდნენ. ბიზანტიელები ქართველების სპარსელებთან ბრძოლაში
დახმარების მაგივრად, სრულ უდარდელობასა და სილაჩრეს იჩენდნენ. გუბაზმა ბევრჯერ
იჩივლა ბიზანტიელი სარდლების უღირს საქციელზე იმპერატორთან და ამის გამო ბერძნებმა
ვერაგულად მოკლეს ის, მდინარე ხობისწყლის ნაპირზე 554 წელს. ბიზანტიის იმპერატორი
იძულებული გახდა დაესაჯა გუბაზ მეფის მკვლელები და ეგრისში ახალი მეფე შათე მეორე
აკურთხა. ბრძოლა ირანსა და ბიზანტიას შორის 562 წელს დადებული ზავის თანახმად
შეწყდა. ქართლში გაფართოვდა აჯანყებები ირანელთა წინააღმდეგ და მეექვსე საუკუნის
დასასრულს აღმოსავლეთ საქართველო თითქმის განთავისუფლდა ამ მძიმე უღლისგან.
სახელმწიფო სათავეში მოვიდა ქართული ინტერესების დამცველი, რომელსაც ერისმთავარი
ეწოდა. ამრიგად მეექვსე საუკუნის დასასრულს მონათმფლობელური რეჟიმი შეიცვალა
ფეოდალური ანუ ბატონყმური წყობილებით. ამ ახალ საზოგადოებრივ ურთიერთობაში
დომინანტური მდგომარეობა ჰქონდათ ფეოდალებს, ხოლო დაჩაგრულ ფენას წარმოადგენდა
ყმა-გლეხები. მიუხედავად ამისა გლეხები საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს
წარმოადგენდა. შემდგომში ეს რეჟიმი უფრო მეტად დაიხვეწა და ამ ეპოქას
ადრეულფეოდალური ხანა ეწოდა. იგი გაგრძელდა X საუკუნემდე. ზავი ბიზანტიასა
და ირანს შორის დიდხანს არ გაგრძელებულა და მათ შორის ისევ განახლდა ბრძოლა.
ბიზანტიის კეისარმა დახმარებისთვის ხაზარებს მიმართა. პირველი მცდელობა თბილისის
აღებისა სრული კრახით დამთავრდა. იმ დროინდელმა თბილისის ერისმთავარმა სტეფანოზმა
შესძლო ქალაქის დაცვა და მტერი უკუაბრუნა. 627 წელს ხაზართა ურიცხვი ლაშქარი, შათეს
მეთაურობით, კვლავ მოადგა თბილისის კარს. ამჯერადაც მედგრად დაუხვდნენ ქართველები,
თუმცა ორი თვის შემდეგ იძულებულნი გახდნენ ქალაქი დაეთმოთ. ხაზარებმა საშინლად
ააოხრეს და გაძარცვეს თბილისი. ირანსა და ბიზანტიას შორის კვლავ ზავი დაიდო და
საქართველო მთლიანად ბიზანტიის ბრძანებლობის ქვეშ მოექცა, თუმცა ეს ურთიერთობა
დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან მსოფლიოში გამოჩნდენენ ახალი დამპყრობლები -
არაბები. არაბთა სახელწიფო VII საუკუნეში ჩამოყალიბდა. მის სათავეში იდგა მუჰამედი,
რომელიც ამავე დროს ახალი რელიგიის მქადაგებელი იყო. ამ რელიგიას ისლამი ეწოდებოდა,
ხოლო მის მიმდევრებს მუსულმანები. (მათ მაჰმადიანებსაც უწოდებდნენ). მუჰამედის
სიკვდილის შემდეგ სახელმწიფოს მართველებს ხალიფებს უწოდებდნენ. ხალიფატმა მალევე
დაიპყრო მეზობელი ტერიტორიების დიდი ნაწილი. არაბებმა ბიზანტიას წაართვეს სირია და
პალესტინა, შემდეგ დაიპყრეს ეგვიპტე და VII საუკუნის შუა წლებში ირანის
დამორჩილებაც მოახერხეს. თავიდან ისინი დაპყრობილ ხალხს მკაცრად არ ექცეოდნენ და
ბევრი მათ განმათავისუფლებლად მიიჩნევდა. პირველი მცდელობა ქართლის დაპყრობისა
წარუმატებლად დასრულდა. არაბებს ხელი კავკასიის მკაცრმა ზამთარმა შეუშალა, თუმცა
655 წელს მათ მაინც მოახერხეს ქართლის დამორჩილება. ქართველებსა და არაბებს შორის
დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ქართველები იხდიდნენ ხარკს- ჯიზიათს და მათი
შეიარაღებული ძალები არაბთა ინტერესებს ემსახურებოდა. თუკი ქართველი გადავიდოდა
მუსულმანურ რელიგიაზე იგი თავისუფლდებოდა ხარკისგან. მეშვიდე საუკუნის მეორე
ნახევარში ერთმანეთს სამი სახელმწიფო ებრძოდა ხაზარები, არაბები და ბიზანტიელები.
არაბთა ბატონობა საქართვეოში თანდათან გაუსაძლისი ხდებოდა და შესაბამისად იმრავლა
ქართლში სახალხო მოძრაბის მიერ მოწყობილმა აჯანყებებმა. ხალიფამ საქართველოში
სიტუაციის მოსაგვარებლად ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი სარდალი მურვანი გამოგზავნა.
(შემდგომში ქართველებმა მისი შეუგნებლობისა და გაუგონარი სიასტიკის გამო “მურვან
ყრუ” შეარქვეს). მურვან ყრუს აურაცხელი ლაშქარი 735-738 წლებში გამანადგურებელი
სისასტიკით მოქმედებდა კავკასიაში. ქართლის აოხრების შემდეგ, არაბები დასავლეთ
საქართველოში გადავიდნენ. მათ მიწასთან გაასწორეს ეგრისის დედაქალაქი ციხე-გოჯი.
მურვან ყრუმ მალევე გადალახა კლისურის ძლიერი კედელი და ქალაქი ცხუმიც (სოხუმი)
მთლიანად დაანგრია. მურვან ყრუს შემოსევების შემდგომ არაბებმა მტკიცედ მოიკიდეს
ფეხი საქართველოში. ქვეყნის სათავეში მათ ამირა დააყენეს, ხოლო ერისმთავრის
ხელისუფლება გააუქმეს. გაზარდეს გადასახადები და მეტი სისასტიკით დაიწყეს ისლამის
გავრცელება. დამპყრობელთა ბატონობის დამძიმებას თან მოჰყვა აჯანყებათა ორგანიზება,
თუმცა ქართველებს კვლავ აკლდათ ერთობა და დანაწევრებულ, პატარ–პატარა დაჯგუფებებს
არაბთა ძლიერი სახელმწიფო მარტივად უმკლავდებოდა. სწორედ ამიტომ VII საუკუნის
განმათავისუფლებელმა ბრძოლემა გამარჯვება ვერ მოიპოვეს |
საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება პირველსავე საუკუნეში დაიწყო. ჯერ
ახალ რჯულზე მოექცა კოლხეთი და მესხეთი ხოლო შემდგომში ივერია. საქართველოში
ქრისტიანობის საქადებლად იერუსალიმიდან წამოვიდნენ სვიმონ ქანანელი და ანდრია
პირველწოდებილი. მათ გაავრცელეს რელიგია კაბადოკიაში. ლაზიკაში,
სამეგრელო-აფხაზეთსა და იმერეთ-გურიაში. მათ ხელთ ეპყრათ ღვთიშობლის სასწაულ
მოქმედი ხატი, რომლის მეშვეობით კურნავდნენ სნეულ ადამიანებს და ახდენდნენ მრავალ
სასწაულს. აურაცხელმა ხალხმა დასტოვა კერპთაყვანისმცემლობა და ქრისტიანული რელიგია
იწამა. სვიმონ კანანელი აფხაზეთში გარდაიცვალა და ანაკოფიაში დაკრძალეს. ამ ორი
მოციქულის წყალობით ქრისტიანობამ მტკიცედ გაიდგა ფესვები კოლხეთსა და მესხეთში,
ხოლო აღმოსავლეთ საქართველო მხოლოდ IV საუკუნეში გაქრისტიანდა.
ქრისტიანულ თქმულებათა მიხედვით ქართლის გაქრისტიანებაში
მთავარი როლი ითამაშა კაბადოკიელმა ქალმა ნინომ, რომელიც შემდგომ ქართველებმა
წმინდანად შერაცხეს. მას სიზმარში ღვთიშობელი გამოეცხადა, ვაზისგან დაწნული ჯვარი
გადასცა და ივერიაში, ქრისტიანული რელიგიის ქადაგება დაავალა. წმინდა ნინომ მრავალი
ტანჯვა გამოიარა და რწმენით აღსავსე ჩამოვიდა მცხეთაში. ეს მოხდა 330 წლის
მახლობლად როცა ქართლის ტახტზე იჯდა მირიან მესამე. ხალხი არმაზის მთაზე აღმართულ
კერპს ეთაყვანებოდა და მსხვერპლს სწირავდა. ნინომ შესთხოვა ღმერთს მოეხდინა
სასწაული და დაენგრია ავის მომტანი უზარმაზარი ოქროს ქმნილება. იქმნა სასწაული და
უეცრად ამოვარდნილმა საშინელმა ავდარმა მიწასთან გაასწორა არმაზის კერპი. ამ
სასწაულის შემხედვარე ხალხმა ირწმუნა სიძლიერე ჭეშმარიტი ღმერთის და ქრისტიანულ
რელიგიაზე მოექცა. მეფე მირიანმაც სასწაულებრივად იწამა ქრისტეს რჯული. ნადირობისას
საშინელმ ავდარმა მოუსწრო მას. დაიჩოქა და თავის კერპს სთხოვა დახმარება, თუმცა
ამაოდ. მაშინ დაიწყო ლოცვა ნინოს ღერთისთვის და ზეცაც უმალვე გაიწმინდა. მირიანი და
მისი მეუღლე დედოფალი ნანა პირველი ქრისიანი მეფე–დედოფალი იყვნენ საქართველოს
ისტორიაში. მათ მრავალი ეკლესია ააგეს და ხელი შეუწყველ მთელ საქართველოში
ქრისტიანული რწენის გამყარებას. მირიანმა და ნინომ მეფის სასახლეში ტაძრის აგება
დაიწყეს. ზუსტად იმ ადგილზე სადაც ესვენა ქრისტეს კვართი. აგებულმა სვეტმა მირონის
დენა იწყოდა ამის გამო ტაძარს ეწოდა სვეტიცხოველი. მეფე მირიანი და დედოფალი ნანა
ქართველმა ხალხმა და ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
IV საუკუნის შუა წლებში საქართველო ბიზანტიისა და სპარსეთის
ბრძანებლობის ქვეშ მოექცა. მეფე მირდატის გარდაცვალების შემდეგ სამეფო საქმეებს
მისი ცოლი საგდუხტი განაგებდა ქალის სისუსტით ისარგებლეს მტრებმა და საქართველოს
დიდი ნაწილი მიიტაცეს. შეიქმნა რა მირდატის ვაჟი ვახტანგი 15 წლის, მოიწვია
დიდებულები და მეფედ ეკურთხა. ეს მოხდა 454 წელს. ვახტანგმა ოს-ხაზარებზე
გალაშქრება გადაწყვიტა. მან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა და საქართველოში დიდი
ალაფით დაბრუნდა. ოსეთიდან დაბრუნებულმა ვახტანგმა დიდი ძღვენი გაუგზავნა სპარსეთის
მეფეს და მეგობრობის დასტურად მისი ასული ითხოვა ცოლად. სპარსეთის მეფე სიხარულით
დათანხმდა ამ წინადადებას. მალევე სპარსელებმა საქართველოს ბიზანტიასთან ბრძოლაში
დახმარება სთხოვეს. ვახტანგმა ჯარი გაუგზავნა სიმამრს. გასაჭირში მყოფმა ბერძნებმა
ქართველთა მეფეს ზავი შესთავაზეს, რაზედაც თანხმოა მიიღეს და მარტო დარჩენილ
სპარსელებს იოლად გაუმკლავდნენ. ამის მერე ვახტანგმა იერიში ბერძნებისკენ მიიტანა
და დასუსტებული ჯარი მარტივად დაამარცხა. მოხერხებუმა მეფემ ორივე ქვეყნის
მბრძანებელთან იმართლა თავი და მეტიც ერთმანეთსაც შეარიგა. დასუსტებულმა მტერმა
საქართველოს წართმეული მიწები დაუბრუნა. ბიზანტიის იმპერატორმა ვახტანგს გადასცა
კლარჯეთი და სამეგრელო, ასევე დაქვრივებულ ვახტანგს თავის ასული მიათხოვა ცოლად და
მზითვად აფხაზეთი უბოძა. სპარსეთის ახალი მეფე ფეროზი კი მუდამ ავის თვალით
უყურებდა ახალგაზრდა მეფეს, თუმცა ყოველი მისი საქართველოზე გალაშქრების მცდელობა
კრახით მთავრდებოდა. ვახტანგ გორგასალი არა მარტო ბრწყინვალე მეომარი და სტრატეგი
იყო არამედ საერო საქმეებსაც შესანიშნავად უძღვებოდა. მან უამრავი ციხე და ეკლესია
ააგო. ქართულად ათარგმნინა კათალკოსებს საღვთო წიგნი და წირვის წარმართვა ქართულ
ენაზე დააწესებინა. ააშენა უამრავი სკოლა და პირველმა მოჭრა ქართული ფული. ასევე
მის სახელს უკავშირდება ქალაქი თბილისის დაარსება. ვახტანგ მეფეს მისი მუზარადის
გამო გორგასალი შეარქვეს რაც ბერძნულად მგლისთავიანს ნიშნავს. ქართველთა უდიდესი
მეფე ვერაგულად მოკლეს უჯარმასთან, სპარსელების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. ეს
მოხდა 499 წელს. დიდმა მეფემ ტახტი თავის უფროს ვაჟს დაჩის დაუტოვა. ქართველმა
ხალხმა დიდი პატივი მიაგო საყვარელი მეფის ხსოვნას. ვახტანგ გორგასალი დაკრძალეს
მის მიერვე აგებლ მცხეთის ტაძარში და ზედ უზარმაზარი საფლავის ქვა დაადგეს.
|
ქრისტეს შობამდე IV საუკუნეში, ქართლის მთავარ ქალაქში მცხეთაში იჯდა მამასახლისი
სახელად სამარა. ამ დროს საქართველოს პონტოდან დიდძალი ლაშქარით შემოესია სარდალი
აზო, ტომით პონტოელი ქართველი. მან დაიპყრო მცხეთა, ხოლო სამარა და მისი ძმა
მიტრიდატი სიკვდილით დასაჯა. აზოს მბრძანებლობა შეუბრალებლობითა და სისასტიკით
გამოირჩეოდა. ქართველები მზად იყვნენ მისი ბატონობის წინაშე გაელაშქრათ, თუმცა
ელოდნენ გმირს, რომელიც მათ სათავეში ჩაუდგებოდა. ასეთი გმირი მალევე გამოჩნდა. ეს
გახლდათ სამარას ძმისწული ფარნავაზი, რომელიც დედამ აზოს შიშით ოვსეთში გადამალა და
იქ იზრდებოდა. ერთ დღეს სანადიროდ წასულმა ფარნავაზმა გამოქვაბულში დამალულ დიდძალ
განძს მიაგნო. სამ დღეში ჩუმად გამოზიდა ოქრო–ვერცხლი გამოქვაბულიდან და ოჯახის
დახმარებით საიდუმლო ადგილას დამარხა. ამის შემდგომ ფარნაოზი დიდი ქონებით ეწვია
კოლხეთის მამასახლის ქუჯის. ქუჯი დაპირდა მას დახმარებას აზოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
ორი გმირი მალევე შეუდგა მძადებას და ლაშქრის მოგროვებას საქართველოს
გასათავისუფლებლად. მათ შეაგროვეს კოლხეთში დიდი ლაშქარი, დაიქირავეს ოსები და
ლეკები, მოიწვიეს ქართლელები და მიიმხრეს ნაწილი მაკედონელთა ჯარისა. ბრძოლა
გაიმართა ქაჯთა ქალაქის მახლობლად. ქართველთა ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა მტრის
ურიცხვი არმია, ხოლო თვით აზო ამ ბრძოლაში დაიღუპა. საქართველოში დაარსდა მეფობა და
მის პირველ მეფედ ქართველებმა აღიარეს გმირი ფარნავაზი. ფარნავაზი შეუდგა
საქართველოში დიდ აღმშენებლობით საქმიანობას. გაამაგრა სატახტო ქალაქი მცხეთა და
მის ახლოს ააგო ახალი კერპი არმაზი. მეფემ აღადგინა მტრის მიერ შემუსრული მრავალი
ქალაქი და ციხე–სიმაგრე. ააშენა შორაპნისა და დიმის ციხე, ხოლო ქუჯიმ ეგრისის
ცენტრში ააგო ციხე–გოჯი. ძვწ. აღ. IV-III საუკუნეთა მიჯნაზე ფარნავაზმა
განახორციელა ყველაზე დიდი კულტურული ღონისძიება ( შექმნა მწიგნობრობა ქართული),
რომელიც დაფუძნებული იყო ქართულ ანბანძე. მან კიდევ უფრო შეავსო და დახვეწა ქართული
ანბანი. ყველაფერმა ამან ხელი შეუწყო საქართველოში ხელოვნებისა და მრეწველობის
განვითარებას. მეფე ფარნავაზი გახდა ქართველთა პირველი გამაერთიანებელი და
ფარნავაძიანთა დინასტიის დამაარსებელი. ქრისტეს შობამდე II საუკუნეში მეტად
გაძლიერდა რომის იმპერია. მან დაიპყრო მთელი დასავლეთ და სამხრეთ ევროპა, ასევე
მცირე აზიის დიდი ნაწილი მათ შორის პალესტინა სპარსეთი, მესოპიტამია. ამ დროს
საქართველო ოთხი სამეფოსაგან შედგებოდა: პონტო, კოლხეთი, იბერია ანუ ივერია და
ალბანეთი. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად რომის მძლავრმა იმპერიამ თავის ბატონობის
ქვეშ საქართველოც მოაქცია. |
საქართველოს უძველესი ისტორია იწყება კოლხეთიდან, რომელიც წარმოადგენდა დასავლეთ და
სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს. “ოქროს ქვეყანად წოდებული” კოლხეთის სატახტო ქალაქი
იყო ქუთაისი. კოლხეთს მართავდა მზე-ჰელიოსის ძე - აიეტი. აიეტის და - პასიფაე
გახლდათ კრეტის სახელგანთქმული მბრძანებლის მინოსის ცოლი. აიეტს სამი შვილი ჰყავდა
ტახტის მემკვიდრე - აფსირტე და ორი ასული ქალკიოპე და მედეა. საბერძნეთი კოლხეთის
მოკავშირე და მეგობარი სახელმწიფო იყო. საბერძნეთიდან სიკვდილს გამოექცა უფლისწული
ფრიქსე და აიეტს თავშესაფარი სთხოვა. ძღვნად კი ოქროსმატყლიანი ვერძი მიართვა.
აიეტმა გულთბილად მიიღო ფრიქსე და თავის უფროსი ქალი – ქალკიოპე შერთო ცოლად. ოქროს
ვერძი მისი ბრძანებით კოლხმა ქურუმებმა ღრუბელთა ბატონს შესწირეს და მისი ტყავი,
შემდგომში ოქროს საწმისად წოდებული, ცადატყორცნილ მუხაზე დაჰკიდეს. ოთხი ვაჟი
ჰყავდათ ქალკიოპეს და ფრიქსეს. მამის სიკვდილის შემდგომ, მათ ზურგი აქციეს კოლხეთს
და ვითომდა მამულის დასაპატრონებლად საბერძნეთში წასვლა გადაწყვიტეს. აიეტმა
ხომალდი მისცა შვილიშვილებს, მაგრამ ზღვაზე ამოვარდნილმა ქარტეხილმა გემი ერთიანად
დალეწა, ფრიქსეს ვაჟები კი არეტიადის კუნძულზე გარიყა. ზღვის და მიწის
ბედისწერამ სწორედ ამ კუნძულზე მოიყვანა საბერძნეთიდან წამოსული გემი “არგო”
ორმოცდაათი “არგონავტელით”. გმირებს სათავეში ედგათ თესალიის ქალაქ იოლისკოს
უფლისწული იასონი. არგონავტები კოლხეთში მიდიოდნენ საიდანაც საბერძნეთში უნდა
წაეღოთ ოქროს საწმისი - სიმბოლო ქვეყნის სიმდიდრისა და სიმძლავრისა. იმ შემთხვევაში
თუ იასონი ვერ შეასრულებდა ამ დავალებას, იგი ვერ მიიღებდა იოლისკოს სამეფო ტახტს,
რომელიც მის ბოროტ ბიძას პელიასს ჩაეგდო ხელში. ფრიქსეს ვაჟები მიუძღვნენ
არგონაველებს კოლხეთის მიწაზე. აიეტმა სიხარულით მიიღო სტუმრები და გულუხვად
გაუმასპინძლდა. მედეას - აიეტის უმცროს ქალიშვილს და იასინს ძლიერ შეუყვარდათ
ერთმანეთი და მოკავშირეები გახდნენ. მედეა გახლდათ ბრძენი მკურნალი, ასტროლოგი,
გულთმისანი და წინასწარმეტყელი. მის სახელს უკავშირდება მედიცინის წარმოშობის
ისტორია. იასონმა აიეტს გაანდო თავის სურვილი ოქროს საწმისის შესახებ, რამაც ძლიერ
განარისხა კოლხეთის ბრძანებელი. იასონს დავალება მისცა და მისი შესრულების
შემთხვევაში ოქროს საწმისს დაპირდა. დავალების შესრულებაში იასონს მედეა დაეხმარა
და ოქროს საწმისი მოატაცებინა. მედეას კოლხეთში აღარ დაედგომებოდა და იასონს
საბერძნეთში გაჰყვა. უცხოობში მისი ბედი უკუღმა დატრიალდა და მისი სახელი სასტიკი
შურისძიების ანალოგად იქცა ისტორიაში. არ არის ცნობილი როგორ დაასრულა სიცოცხლე
ჩვენთვის ცნობილმა “პირველმა ქართველმა ქალმა”, თუმცა აიეტის “პირველი ქართველი
მეფის” აღსასრულს გვამცნობს მის საფლავის ქვაზე ამოტვიფრული ეპიტაფია: “აიეტი
ოქრომრავალ კოლხთა მეუფე, აქ გააპატიოსნა ღმერთმა ყოვლისდამთრგუნველმა
ბედისწერამ”. ძველი წელთაღრიცხვით XIII საუკუნეში, დღევანდელი არზრუმისა და
სამხრეთ ტერიტორიებზე შეიქმნა ძლიერი ქართული ტომობრივ-სახელმწიფოებრივი
გაერთიანება - დიაოხი, რომელიც ექვსასი წელი იგერიებდა ასურეთისა და ურარტუს
შემოტევებს. ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში დიაოხი დაიპყრო სამხრეთ–დასავლეთ
ქართველთა ახალმა მძლავრმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ კოლხამ_ კოლხეთმა. ახლა
კოლხეთსა და ურარტუს შორის გაჩაღდა ომი. მალევე ორივე სახელმწიფო დაეცა. ძველი
წელთაღრიცხვის მეშვიდე მერვე საუკუნეებში, სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში, ქართლის
ტომებმა სასპერებმა ანუ იბერებმა, შექმნეს სპერის სამეფო. ძველი წელთაღრიცხვის
მეექვსე საუკუნეში კიროსმა საფუძველი დაუდო სპარსეთის სახელმწიფოს, რომლებმაც
მალევე დაიპყრეს მიდია, ლიდია, მესოპოტამია, დასავლეთ წინა აზია, ეგვიპტე და ბოლოს
ცენტრალური აზია ინდოეთამდე. ქართველებიც აქემენიანთა სამბრძანებლო საზღვრებში
მოექცნენ. დასავლეთ საქართველომ ჭოროხიდან კავკასიონამდე ახალი ცხოვრება განაგრძო.
შეიქმნა ახალი ეგრისის ანუ კოლხეთის სამეფო. შავი ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთით
დაარსდნენ სავაჭრო და კულტურული ცენტრები: სინოპი, ტრაპეზუნტი, ფასისი (ფოთი),
დიოსკურია (სოხუმი). იმავე მეექვსე საუკუნეში აღმოსავლეთ და სამხრეთ
ქართველთაგან შეიქმნა ქართლის ანუ იბერიის სამეფო. მისი სატახტო ქალაქი გახდა
მცხეთა. ქართველთა ცხოვრება თითქოს კალაპოტში ჩადგა, თუმცა მრავალმხრივი შემოსევები
და სისხლიანი ბრძოლები კვლავაც მრავალ საუკუნეს გრძელდებოდა. ძველი წელთაღრიცხვის
334 წელს გამოჩნდა უძლველი დამპყრობელი, მაკედონიის ახალგაზრდა მეფე ალექსანდრე,
რომელმაც მთლიანად დაიპყრო მცირე, შუა და ცენტრალური აზია, ბოლოს კი ინდოეთის დიდი
ნაწილიც. ქართველები კი მაშინდელი მსოფლიოს ყველაზე დიდი დამპყრობლის
მბრძანებლობასაც გადაურჩნენ. ალექსანდრეს სიკვდილის შემდგომ მისი იმპერია მრავალ
სახელმწფოდ დაიშალა. მათ შორის ყველაზე ძლიერი გახლდათ პონტოს სახელმწიფო, რომელიც
ძირითადად ქართული ტომებით იყო დასახლებული. |
ქართლის მეფე ვახტანგ VI საკმაოდ რთულ პირობებში უწევდა მოღვაწეობა. ორი
დიდი იმპერია: ირანი და ოსმალეთი დიდ საფრთხეს უქმნიდა საქართველოს
მომავალს. საჭირო იყო ენერგიული ბრძოლა ქართველობისათვის.
ვახტანგის
თაოსნობით ჩამოყალიბდა კულტურულ-პოლიტიკურ მოღვაწეთა ძლიერი დასი,
რომელშიც დამპყრობელთა წინააღმდეგ ენერგიული იდეური ბრძოლა წამოიწყო. მათ
მიზნად დაისახეს ქართველ ხალხში ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება და
ქვეყნის მომზადება ახალი გადამწყვეტი ბრძოლისათვის. ამ საქმიანობაში
ვახტანგს გვერდით ედგა მისი აღმზრდელი და თანამებრძოლი სულხან-საბა
ორბელიანი.
ვახტანგ VI -მ პოლიტიკური მოკავშირის ძიება დაიწყო
ევროპაში. ფრანგი მისიონერები იმ პერიოდის საქართველოში მრავლად იყვნენ.
მათი მეშვეობით საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს აქვს ინფორმაცია საქართველოს
შესახებ. ვახტანგ VI- მ გადაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება
საფრანგეთთან. სწორედ ამ მისიით 1713 წელს იანვარში სულხან-საბა
გაემგზავრა საფრანგეთში. 1714წ იგი მარსელში ჩავიდა. აქ იგი შეხვდა
ქალაქის მერს - შარლ კუსტანს და გალერებისა და ვაჭრობის ინტენდანტ პიერ დ
არნუსთან. წამოაყენეს საკითხი საფრანგეთ-საქართველოს შორის სავაჭრო
ურთიერთობების დამყარების შესახებ.
1714 წლის აპრილში სულხან-საბას
უკვე ჰქონდა პირველი აუდიენცია მეფე ლუი XIV-სთან. მას დიდი შთაბეჭდილება
მოუხდენია საფრანგეთის სამეფო კარზე.
ლუი XIV-ს წარედგინა
მემორანდუმი, რომელშიც გადმოცემული იყო საქართველოსა და საფრანგეთს შორის
მომავალი ურთიერთობის პერსპექტივები. ქართველი პოლიტიკოსები მზად იყვნენ
ხელი შეეწყოთ კათოლიკობის გავრცელებისთვის საქართველოსა და მის მეზობელ
ქვეყნებში, ასევე მზად იყვნენ დაემყარებინათ სავაჭრო, ეკონომიკური და
პოლიტიკური ურთიერთობა საფრანგეთსა და ევროპის ქვეყნებთან. მემორანდუმში
ვრცლად იყო განხილული საკითხი ევროპიდან აზიაში მიმავალი სავაჭრო გზის
შესახებ, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გაევლო. ეს გზა იქნებოდა
ყველაზე მოკლე და ყველაზე მომგებიანი.
სულხან-საბამ პარიზში
ყოფნისას რომის პაპისაგან მიიღო მეფე ლუი XIV-ისადმი გადასაცემად
წერილი,რომელშიც რომის პაპი კლიმენტი XI მოუწოდებდა საფრანგეთის
“უავგუსტოეს“ ხელმწიფეს თავის მფარველობაში მიეღო საქართველოს მეფე და
ხელი შეეწყო მისი საქართველოში ქრისტიანობით დაბრუნებისთვის. ეს წერილი
სულხან-საბამ საფრანგეთის მეფეს გადასცა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. საქმე
იმაში იყო, რომ 1714 წ. პარიზში ჩავიდა ირანის ელჩი მუჰამედ რეზა, რამაც
უთუოდ შეაფერხა ამ საკითხის საქართველოსათვის ხელსაყრელად გადაჭრა.
1715
წ. სექტემბერში ლუი XIV მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შემდეგ
საქართველოსთან დაკავშირებული ყველა საკითხი შეჩერდა. 1716 წელს
სულხან-საბა საქართველოში დაბრუნდა.
ევროპიდან დახმარების იმედი ვახტანგ VI-ს გადაეწურა. იგი იძულებული გახდა ტახტის შესანარჩუნებლად ფორმალურად მიეღო მაჰმადიანობა.
„მუსლიმანი
მეფეების“ ეპოქაში გამრავლდნენ კათოლიკე მისიონერები საქართველოში. მათ
საკმაოდ გულთბილად ხვდებოდნენ, აძლევდნენ თავისუფალი პროპაგანდისა და
ვაჭრობის უფლებას. კათალიკოსი დომენტი იმაზეც თანახმა იყო, რომ პაპის
უზენაესობა ეცნო და რომის ტაძრისათვის დაეკრა თავი, ხოლო სულხან-საბა
აშკარად გადავიდა “ფრანგულ“ სარწმუნოებაზე.
როგორც მ. ქავთარია
აღნიშნავს, „სამეცნიერო ლიტერატურაში საბას გაკათოლიკების თარიღის შესახებ
ერთსულოვნება არ სუფევს. ეს შეიძლება იმითაც იყოს გამოწვეული, რომ ქართულ
წყაროებს არავითარი ცნობა არ დაუცავს ამის შესახებ. ეს უთუოდ
სიმპტომატურია. მხოლოდ ლათინური წყაროებია შემორჩენილი და მათი
გაგება-კვალიფიკაციაც სხვადასხვანაირია. მიხეილ თამარაშვილის მონაცემების მიხედვით, საბას გაკათოლიკების ოთხი თარიღი ჩანს: 1687, 1692, 1694, 1701“
"თამარაშვილისეული ინფორმაციასიმართლეს არ შეეფერება,რადგან:
1.1698წელს სულხან-საბა უკვე მონაზონია
2.სულხან-საბა მონაზვნად შედგა დავით გარეჯის მონასტერში,უდავოა იქ სხვა აღმსარებლობის ადამიანს არც მიიღებდნენ და ვერც მივიდოდა“
სულხან-საბას
ელჩობის მთავარი მიზანი ირანში მყოფი ვახტანგის გამოსახსნელად ევროპის
სახელმწიფოთა დახმარების მიღება იყო. იგი რომის პაპს შაჰის წინაშე
შუამდგომლობას და ფულად დახმარებას თხოვდა. ეს ფულიც იმავე მიზნისთვის იყო
საჭირო, რათა შაჰის კარი მოექრთამათ ვახტანგის დასახსნელად. პარიზში კი
შორეული ქრისტიანი მეფის ბედი სრულებითაც არ აწუხებდათ. მაშინ საფრანგეთის
მთავრობას აღმოსავლეთში ირანისა და თურქეთის ბაზრები აინტერესებდა.
ირან-საფრანგეთის 1707 წლის სავაჭრო ხელშეკრულების რატიფიკაცია წინასწარ
გამორიცხულა საბას ელჩობის წარმატებას ლუი XVI-ის კარზე.
ტუხაშვილი ლ; პოლიტიკური ვითარება XVIIIს. I ოცეულში; საქართველოს ისტორიის ნარკვევები IV; თბ; 1973წ.
ცნობილი
ქართველი მოღვაწის, მწერლის, მეცნიერისა და დიპლომატის სულხან-საბა
ორბელიანის დიპლომატიური მისია ევროპაში და მისი შედეგები
ისტორიკოსებისათვის დღემდე კვლევის საგანია. ამ ელჩობას საბოლოოდ უნდა
გადაეწყვიტა საკითხი საქართველოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის
შესახებ-დასავლეთ ევროპა, თუ რუსეთი.
ფრამგი ჟან რიშარი, რომელიც
საფრანგეთიდან აღმოსავლეთის ქვეყნებში სამისიონერო მოღვაწეობისათვის
ჩამოვიდა, გაეცნო ქართლში ქრისტიანული რელიგიის მდგომარეობას, დარწმუნდა
ვახტანგისა და სულხან-საბას რწმენის სიმტკიცეში და მივიდა იმ დასკვნამდე,
რომ თუ რომი და პარიზი ფიქრობდნენ კათოლიციზმის გავრცელებას აღმოსავლეთში
საქართველოზე უკეთეს დასაყრდენს ვერ ნახავდნენ. სწორედ ჟან რიშარის დიდი
ხელშეწყობით სულხან-საბა გაემგზავრა ევროპაში.
სულხან-საბა ლუი XIV
– სთან მიდიოდა კონკრეტული პროექტით, რომლის თანახმადაც კათოლიკური
სარწმუნოება შეიძლებოდა გავრცელებულიყო მჭიდროდ დასახლებულ დაახლოებით 24
პროვინციასა და მრავალ მეზობელ სამფლობელოში. მაგრამ ამისთვის აუცილებელი
იყო ვახტანგის დაბრუნება სპარსეთიდან საქართველოში გამაჰმადიანების
გარეშე. სულხან-საბა ითხოვდა საქმეში საფრანგეთის ელჩის ჩარევას.
სულხან-საბა საფრანგეთის მეფეს სთხოვდა ფულს, რომელიც აუცილებელი იყო
ვახტანგის განსათავისუფლებლად. “300 ათასი ეკიუ აუცილებელია და
საკმარისი“- ეწერა პროექტში.
დ. კაჭარავა;
სულხან-საბა ორბელიანის დიპლომატიური მისია ევროპაში (1713-16); ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები. ტ II. თბ; 1998წ.
|
იბერიის მეფე ფარსმან III ქველის ეზოსმოძღვარი (II ს.). მოხსენიებულია სერაფიტის საფლავის ქვის წარწერაზე. |
|
|
$smenu_1$
|
|