AJ AUXERRE FC GIRONDINS DE BORDEAUX US BOULOGNE CO GRENOBLE FOOT 38 LE MANS UC 72 RC LENS LOSC LILLE MÉTROPOLE FC LORIENT BRETAGNE SUD OLYMPIQUE LYONNAIS OLYMPIQUE DE MARSEILLE AS MONACO FC MONTPELLIER HÉRAULT SC AS NANCY LORRAINE OGC NICE COTE D'AZUR PARIS SAINT-GERMAIN STADE RENNAIS FC AS SAINT-ETIENNE FC SOCHAUX-MONTBÉLIARD TOULOUSE FC VALENCIENNES FC

სიახლის დამატება





CS1.6 Monitoring
მთავარი » სტატიები » ქართველი დიდებულები

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 185
ნაჩვენებია მასალა: 151-160
გვერდები: « 1 2 ... 14 15 16 17 18 19 »

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · კომენტარებით · ნახვებით
კოლხეთის ერთ-ერთი სამთავროს მმართველი (ძვ.წ. I ს.). იგი ძვ.წ. 65 წელს, როდესაც კოლხეთს რომაელი სარდალი გნეუს პომპეუსი შემოესია ოლთაკე მასთან ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ძვ.წ. 61 წელს პომპეუსმა იგი რომში, საკუთარ ტრიუმფში გაატარა. შემდეგ რომაელებმა ოლთაკე გაანთავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნების ნება მისცეს.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1023 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიელი უფლისწული. მირიან მეფის და ნანა დედოფლის უფროსი ვაჟი. ჰყავდა მეუღლე სალომე. აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. გარდაიცვალა მამაზე ადრე (დაახლ. 333 წ.). დარჩა სამი ძე - მირდატი თრდატი და საურმაგი.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1049 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

ქართლის მეფე 1633-1658 წლებში. (როსტომ-ხანი) ძე დავით XI-ისა (დაუდ-ხანისა). დაუდ-ხანს იგი შეეძინა სპარსეთში, თანწაყოლილი წავკისელი გლეხის ქალისგან. ამიტომ მას “ხარჭის ნაშობსაც” უწოდებდნენ ხოლმე. ყრმობითვე მაჰმადიანად მოინათლა და მაჰმადიანად გაიზარდა. გამეფებამდე მისი სახელი იყო ქართულად ქაიხოსრო, სპარსულად ხოსრო-მირზა. ჭაბუკობითვე ყურადღება მიიპყრო ნიჭით, ჭკუით და სიმამაცით. შაჰ აბასმა ეს “გურჯი-მირზა” 1618 წელს დანიშნა სატახტო ქალაქის, ისფაჰანის ტარუღად (მოურავად, ანუ ქალაქისთავად). 1625 წელს, მარაბდის ბრძოლაში, ხოსრო-მირზა სპარსული არმიის მარჯვენა ფლანგს სარდლობდა. იმავე წელს, ქსანზე გამართულ ბრძოლაში სააკაძისგან გარშემორტყმული ალყა გამოარღვია და სპარსთა ჯარის ერთი ნაწილი დაიხსნა სრული კატასტროფისგან.  სრული ინფორმაციისათვის სრულიადში
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1207 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იმერეთის მეფე 1590-1604 წლებში, კონსტანტინე ბატონიშვილის შვილი. იგი მამია IV დადიანისა და იმერეთის თავადთა ერთი ნაწილის მხარდაჭერით გამეფდა. დადიანის გაძლიერება ხელს არ აძლევდა გიორგი II გურიელს, რომელმაც ოსმალთა დახმარებით ილაშქრა ქუთაისში და სამეფო სახლის წევრი, ბაგრატ თეიმურაზის ძე გაამეფა (1590). ამ ფაქტის გამო სიმონ ქართლის მეფე კვლავ შემოვიდა იმერეთში.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 960 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

ერთიანი საქართველოს მეფე 1223-1245 წლებში. თამარ მეფის ასული. რუსუდანის დროს დასრულდა საქართველოს ასწლოვანი ”ოქროს ხანა”. 1223 წელს იგი დაქორწინდა არზრუმის სულთნის თოღრულ შაჰის ძეზე მოღის ედ-დინზე. 1225 წელს საქართველოს საზღვარი გადმოლახა მონღოლების მიერ გამოძევებულმა ხვარაზმშაჰ მუჰამედის შვილმა ჯალალ ად-დინმა. მან გარნისთან მომხდარ ბრძოლაში ქართველები სასტიკად დაამარცხა. აიღო დვინი, განძა და თბილისისკენ დაიძრა. რუსუდან მეფე ქუთაისში გადავიდა და ქალაქის დაცვა ციხისთავს მიანდო.  სრული ინფორმაციისათვის სრულიადში
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1559 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

გამოჩენილი ქართველი მხედართმთავარი და პოლიტიკური მოღვაწე. დაიბადა სოფელ ნოსტეში მეფის აზნაურ სიაუშ სააკაძის ოჯახში. 1608 წლიდან თბილისის მოურავია, მალე მან დიდი გავლენა მოიპოვა ქართლის მეფის ლუარსაბ II-ის კარზე, 1609 წელს მისი მთავარსარდლობით ქართველებმა ტაშისკარის ბრძოლაში სასტიკად დაამარცხეს ოსმალ დამპყრობელთა ჯარი. 1612 წელს გიორგი სააკაძე იძულებული გახდა ქართლიდან ირანში გაქცეულიყო შაჰ აბას I-თან, ამის მიზეზი იყო მის წინააღმდეგ მიმართული მოშურნე თავადთა შეთქმულება (შადიმან ბარათაშვილის მეთაურობით). გიორგი სააკაძე შაჰის კარზე მალე დაწინაურდა, იგი თან ახლდა შაჰ-აბასს ქართლ-კახეთში მისი ამაოხრებელი ლაშქრობებისას 1614-1616 წლებში, ამ პერიოდში იგი ცდილობდა ირანის შაჰის ხელით ანგარიში გაესწორებინა მტრებთან და მოეპოვებინა პირველობა ქართლში. არსებობს ვარაუდი, რომ ლუარსაბ II-ის მკვლელობაც სააკაძის ჩაგონებით მოხდა. 1616-1620 წლებში გიორგი სააკაძე ქართლის ფაქტობრივი მმართველია შაჰ-აბასის ეგიდის ქვეშ. 1621-1623 წლებში იგი ირანელთა ერთ-ერთი წამყვანი მთავარსარდალი იყო ოსმალეთის წინააღმდეგ ომში. მალე სიტუაცია შეიცვალა, სააკაძე მიხვდა საკუთარი პოლიტიკის დამღუპველობას საქართველოს მიმართ. 1625 წელს იგი შეეთქვა ზურაბ არაგვის ერისთავს და კახეთის მეფე თეიმურაზ I-ს. აპრილში დაიწყო ქართველთა დიდი აჯანყება, 7 აპრილს მარტყოფის ბრძოლაში სააკაძის და ზურაბ ერისთავის ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა შაჰის მიერ ქართლის ასაოხრებლად გამოგზავნილი ირანელთა ჯარი. ამ ფაქტით განრისხებულმა შაჰ-აბასმა ბრძანა სიკვდილით დაესაჯათ ისფაჰანში მძევლად დატოვებული გიორგის უმცროსი ძე პაატა სააკაძე. 1 ივლისს მარაბდის გმირულ ბრძოლაში ქართველები, მართალია, დამარცხდნენ, მაგრამ ეს დროებითი მარცხი იყო. 1625 წლის ბოლოს გიორგი სააკაძის ბრწყინვალე სარდლობით მთელი ქართლ-კახეთი (თბილისის გარდა) ყიზილბაშთაგან გაწმენდილი იყო. ერთიანი ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზ I გახდა. ირანმაც თავისი მარცხი სცნო და საქართველოს ''გათათრებაზე'' ხელი აიღო. სამწუხაროდ, სწორედ ამ კრიტიკულ დროს გიორგი სააკაძეს კვლავ სძლია პატივმოყვარეობამ, იგი ვერ შეეგუა თეიმურაზ I-ის მბრძანებლობას და გადაუდგა მას. 1626 წლის ნოემბერში ბაზალეთთან მომხდარ ბრძოლაში თეიმურაზ I-მა და მისმა მომხრეებმა დაამარცხეს სააკაძის და მისი მომხრეების ჯარი. გიორგი სააკაძე ამჯერად ოსმალეთში გაიქცა და სულთნის სამსახურში ჩადგა. აქ მისი კარიერა წარუმატებლად განვითარდა - გიორგი სააკაძეს მისი მოშურნე ხუსრევ ფაშას დასმენით ღალატში დასდეს ბრალი და 1629 წლის 3 ოქტომბერს ქ.ალეპოში სიკვდილით დასაჯეს უფროს ვაჟთან ავთანდილთან და რამდენიმე მომხრესთან ერთად. გიორგი სააკაძე იყო დიდი სარდალი, მოხერხებული პოლიტიკოსი და ჭეშმარიტი გმირი, თუმცა მისი როლი საქართველოს ისტორიაში წინააღმდეგობრივია. სამწუხაროდ, მას ხშირად სძლევდა ამბიციები, რომელთა გამოც სამშობლოს საკეთილდღეო საქმეები ბოლომდე ვერ მიჰყავდა.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1276 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (1)

კოლხეთის მეფე დაახლ. ძვ.წ.V საუკუნის შუა წლებში. მოხსენიებული ჰყავს ბერძენ ისტორიკოსს ჰეროდოტეს.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1167 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

უკანასკნელი ”მცხეთის მამასახლისი”, პირველი იბერიული სახელმწიფოს მმართველი, აზოს მემკვიდრე. იგი დაიღუპა აქემენიდური ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში დაახლ. ძვ.წ.430-420 წლებში. მის მერე იბერიას ირანელი სატრაპები ანაგებდნენ.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1150 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის მეფე დაახლ. ძვ.წ. 264-230 წლებში. ფარნავაზის ძე. მის დროს ფარნავაზის მიერ გაერთიანებულ საქართველოს კვლავ გამოეყო და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაფორმდა კოლხეთი. საურმაგს უთანხომება ჰქონდა საკუთარ ერისთავებთან, რომლებიც აუჯანყდნენ კიდეც. საურმაგმა ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულ მეომართა მხარდაჭერით შესძლო აჯანყების ჩაქრობა. საურმაგს ძე არ ჰყავდა, ამიტომ მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი სიძე (ქალიშვილის ქმარი) მირდატ I.
ქართველი დიდებულები | ნანახია: 969 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

იბერიის გახლეჩვის პერიოდში მისი ერთ-ერთი ნაწილის (კლარჯეთი ჯავახეთი და ქვემო ქართლის რამოდენიმე ოლქი) მეფე დაახლ. 368-380 წლებში. მეფე მირდატ VI-ის სიკვდილის შემდეგ იბერიის ტახტისთვის ბრძოლა გაიმართა საურმაგსა და ვარაზ-ბაკურს შორის. საურმაგს მხარს უჭერდა რომის იმპერია - ვარაზ-ბაკურს სასანიდური ირანი. 368 წელს ირანის შაჰმა შაბურ II-მ პირადად ილაშქრა საქართველოში და ვარაზ-ბაკური მცხეთის ტახტზე განამტკიცა. საურმაგი ამას არ შეურიგდა და რომის იმპერატორ ვალენტის ჯარი სთხოვა, ვალენტიმაც 12 ლეგიონი მისცა. ომი საურმაგსა და ვარაზ-ბაკურს შორის უშედეგოდ დამთავრდა. იბერია კი ორად გაყოფილი აღმოჩნდა საურმაგი და მისი მემკვიდრენი კლარჯეთში ჯავახეთში და ქვემო ქართლის ნაწილში მეფობდნენ, ვარაზ-ბაკური და მისი მემკვიდრენი კი აღმოსავლეთ საქართველოს დანარჩენ ნაწილში).
ქართველი დიდებულები | ნანახია: 1287 | დაამატა: biography | თარიღი: 2009-02-04 | კომენტარი (0)

$smenu_1$
სიახლის დამატება