|
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 185 ნაჩვენებია მასალა: 141-150 |
გვერდები: « 1 2 ... 13 14 15 16 17 18 19 » |
დალაგება:
თარიღით ·
სათაურით ·
რეიტინგით ·
კომენტარებით ·
ნახვებით
იბერიის მეფე დაახლ. ძვ.წ. 125-110 წლებში. მირდატი იყო ძვ.წ. 170 წელს იბერიიდან გაქცეული მეფე ფარნაჯომის ვაჟი. სანამ იბერიის ტახტზე სომეხი არტაშესიანები იჯდნენ მირდატი პართიაში იზრდებოდა. ძვ.წ. დაახლ. 125 წელს მირდატი პართიელთა დახმარებით იბერიაში შემოიჭრა, მოკლა მეფე ბარტომ I, მისი სიძე კოლხი უფლისწული ქართამი და თვითონ დაიჭირა იბერიის ტახტი. სხვა მის შესახებ არაფერია ცნობილი |
იბერიის მეფე დაახლ. 5-35 წლებში. არშაკ III-ის ძე. მირდატმა მეფობა დაიწყო მაშინ, როდესაც იბერია ორად იყო გაყოფილი: ჩრდილოეთში (დედაქალაქი მცხეთა) მეფობდნენ ფარნავზაიანთა წარმომადგენლები; სამხრეთში (დედაქალაქი არმაზი) კი არტაშესიანთა და კოლხ უფლისწულთა შთამომავლები. ამრიგად მცხეთაში გამეფებისას მირდატი მხოლოდ ჩრდილოეთ იბერიის მეფე იყო. მირდატ III მეტად ძლიერი და ენერგიული ხელმწიფე აღმოჩნდა მან ”უმატა სიმაგრეთა ქართლისათა”, ხოლო სულ მალე სამხრეთ იბერიული სამეფოც დაიპყრო და 80 წლიანი გათიშულობის შემდეგ კვლავ გააერთიანა იბერია. ეს დაახლ. 25 წელს უნდა მომხდარიყო. მირდატ III-ის დროს - 34 წელს საქართველოში იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა - ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა. მალე ამის შემდეგ მირდატი გარდაიცვალა, დარჩა ორი ძე ფარსამანი და მირდატი, ტახტზე ავიდა უფროსი - ფარსმან II. |
იბერიის მეფე 68-76 წლებში. შვილიშვილი ფარსმან II-სა, ძე სომხეთში მეფედ ნამყოფ რადამისტის და მისი მეუღლე ზენობიასი. მამის გარდაცვალების ჟამს (59წ.) იყო მცირეწლოვანი. ფარსმან იი-ის სიკვდილის შემდეგ მირდატ IV იბერიის ტახტზე ადის. ფლავიუს-დადე მისი რომაული სახელი უნდა იყოს, როგორც ჩანს იგი ახლო ურთიერთიობაში იყო რომაელ იმპერატორებთან ფალვიუსებთან. სულ მალე მირდატ IV-ს კონკურენტი გამოუჩნდა - საკუთარი ბიძა, ჯერ ისევ მცირეწლოვანი მირდატ V- ფარსმან II-ის ძე. (უფრო სწორედ მირდატ V-ის დედა ამაზასპუჰი, რომელიც შვილის ყველა საქმეს განაგებდა). მირდატ V-მ ეგრისელთა და რომაელთა დახმარებით გადამწყვეტ ბრძოლაში რეხთან დაამარცხა მირდატ IV და იბერიის მეფე გახდა. |
იბერიის მეფე დაახლ. 76-120 წლებში. ძე ფარსმან II-სა. ტახტზე ავიდა მეტად მცირეწლოვანი, მას შემდეგ რაც მისმა მომხრეებმა დაამარცხეს და იბერიის ტახტიდან გადააგდეს მირდატ IV. მისი მეფობის პირველ წლებში იბერიას რეგენტის სახით მართავდა დედამისი ამაზასპუჰი. მირდატის დროს იბერიას კარგი ურთიერთობები ჰქონდა რომის იმპერიასთან: - არმაზციხეში აღმოჩენილი წარწერა გვამცნობს, რომ რომის იმპერატორმა ვესპასიანემ და მისმა შვილებმა ტიტუსმა და დომიციანემ იბერიის მეფე მირდატს მცხეთის გალავნის კედლები განუმტკიცეს. მომდევნო საუკუნის დამდეგს მირდატი აქტიურად ეხმარებოდა რომის იმპერატორ ტრაიანეს პართიის წინააღმდეგ ლაშქრობაში. 114 წელს მან თავისი ძმა -ამაზასპი იბერთა რაზმით რომაელთა დასახმარებლად გაგზავნა. სხვა მირდატის შესახებ არაფერია ცნობილი, მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა ფარსმან III ქველი. |
იბერიის მეფე 355-364 წლებში. ბაკურ I-ის ძე. მისი მეფობა ფართო საეკლესიო აღმშენებლობითაა აღსანიშნავი მთელი აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით. მის დროსვე ქართველთა (როგორც იბერიელთა, ასევე კოლხთა) რაზმები მონაწილეობდნენ რომის იმპერატორ იულიანე განდგომილის ლაშქრობაში სპარსეთის წინააღმდეგ (363წ.). მირდატს ერთი ვაჟი დარჩა - ვარაზ-ბაკური. |
იბერიის მეფე მისი გახლეჩვის ხანაში, მეფობდა მცხეთაში დაახლ. 412-429 წლებში. ფარსმან V-ის ძე. მის დროს იბერიაზე სასანიდური სპარსათი მძლავრობდა. მირდატიც ხარკს უხდიდა მას. |
იბერიის მეფე 434-449 წლებში. ძე არჩილისა. ცოლად ჰყავდა ბარდავის ერისთავ ბარზაბოდის ასული საგდუხტი. მირდატი მთელი თავისი მეფობის პერიოდში ენერგიულად ებრძოდა ირანელ დამპყრობლებს, თუმცა მეტად ახალგაზრდა გარდაიცვალა და ქვეყანა მეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. დარჩა ასული მირანდუხტი და ძე ვახტანგი (ვახტანგ გორგასალი). |
იბერიის მეფე დაახლ. 285-335 წლებში. ძე რევ მართალისა და სეფელიასი. ამდენად მამით სასანიდი - დედით ბერძენი. ტახტზე ასვლისას იყო 7 წლისა (და აქედან მისი ზედმეტსახელი ”ვაჩე” - სპარსულად ”ყმაწვილი”). მირიანის მეფობის დასაწყისში იბერია სასანიდური ირანის ვასალი იყო. ასე მაგალითად 294 წელს ირანის შაჰმა ნარსემ ილაშქრა ამიერკავკასიაში და კიდევ ერთხელ დაამტკიცა იბერიის, სომხეთის და ალბანეთის ირანისადმი ქვეშევრდომობა. 298 წელს კი მირიან მეფე, როგორც ირანის ქვეშევრდომი, იბერთა ჯარით მონაწილეობს ნიზბისის ბრძოლაში ირანის შაჰ ნარსესა და რომის იმპერატორ გალერიუსს შორის. სრული ინფორმაციისათვის სრულიადში |
დასავლეთ საქართველოს მეფე 1327-1329 წლებში. დავით ნარინის უმცროსი ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ (1293წ.) არ შეურიგდა უფროსი ძმის კონსტანტინეს გახელმწიფებას - რაჭა და ზემო იმრეთი (არგვეთი) დაიკავა და კონსტანტიმეს სიკვდილამდე (1327წ.) დამოუკიდებლად მართავდა ამ მხარეებს. ”ერთიანი” დასავლეთ საქართველოს მეფე იყო სულ ორი წელი. დარჩა უფლისწული ბაგრატი. |
იბერიის დედოფალი. მეფე მირიანის მეუღლე (დაახლ.285-335წწ.). მის დროს ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. სწორედ ნანა იყო სამეფო სახლეულიდან პირველი ვინ იწამა იესო ქრისტესი. შერაცხულია წმინდანად, დაკრძალულია სვეტიცხოველში. |
|
|
$smenu_1$
|
|