|
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 185 ნაჩვენებია მასალა: 121-130 |
გვერდები: « 1 2 ... 11 12 13 14 15 ... 18 19 » |
დალაგება:
თარიღით ·
სათაურით ·
რეიტინგით ·
კომენტარებით ·
ნახვებით
ქსნის ერისთავი დახლ. 1325-1345 წლებში, გიორგი V ბრწყინვალის თანამედროვე და თანამებრძოლი საქართველოს გაერთიანების საქმეში, იგი თან ახლდა მეფეს მთიულეთში მოგზაურობისას და მონაწილეობა მიიღო "ძეგლის დადების" შემუშავებაში. |
ქსნის ერისთავი დაახლ.1390-1410 წლებში. იგი მედგრად ებრძოდა თემურლენგის ურდოებს საქართველოს მეფე გიორგი VII-სთან ერთად, 1398 წელს მონაწილეობა მიიღო ქართველთა ლაშქრობაში ალინჯის ციხესთან, სადაც ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს თემურლენგის სარდალი სეიფ ად-დინი და ალყიდან გამოიხსნეს ქართველთა მოკავშირე თაჰერ ჯალაირი. 1400 წელს თემურლენგი თავისი მეექვსე ლაშქრობისას ქსნის ხეობას შეესია. ვირშელ ერისთავმა ცოლ-შვილი ქონღოს ციხეში გახიზნა თვითონ კი მედგრად შეება მტერს, ქსანელებმა მძიმე ბრძოლების შემდეგ აიძულეს თემურლენგი ქსნის ხეობიდან ჯარები გაეყვანა |
თბილისელი ვაჭარი, რომელიც საქართველოს პოლიტიკურმა მესვეურებმა ჩრდილოეთ კავკასიაში გაგზავნეს ახალგაზრდა თამარ მეფისთვის საქმროს, გიორგი რუსის ჩამოსაყვანად (1185წ.) |
ქვემო ქართლის პიტიახში იბერიის მეფე ქსეფარნუგის (დაახლ.170-200წწ.) დროს. მისი ასული იყო სერაფიტი, რომლის საფლავზე წარწერიდანაც არის ჩვენთვის ცნობილი ეს პიროვნება. |
იბერიელი უფლისწულის, სომხეთის მეფის - რადამისტის (ღადამის) მეუღლე (Iს.). როდესაც რადამისტი იძულებული იყო სომხეთიდან გამოქცეულიყო (59წ.) მას ფეხმძიმე ზენობიაც თან ახლდა, როგორც ლეგენდა გადმოგვცემს ზენობიას გზის გაგრძელება ვეღარ შესძლებია და რადამისტისთვის უთხოვია ”მომკალიო”, რადამისტასც მისთვის ხანჯალი ფერდში ჩაურტყამს და მდინარე არაქსში გადაუგდია. ზენობია გადარჩა, იგი მწყემსებმა იპოვეს, უმკურნალეს და არტაქსატაში მიიყავნეს. ზენობია დიდის პატივით მიუღია სიმხეთის მაშინდელ მმართველს ტირდატს (სწორედ მას რომელსაც ზენობია და რადამისტი გამოექცნენ). |
ასული გიორგი III-ისა, საქართველოს მეფე 1184-1209 წლებში; განთქმული ლეგენდარული სიმშვენიერით, სიბრძნითა და ზნეობით. დაიბადა 1166 წლის 1(14) მაისს; მამამ, გიორგი III-მ, თანამმართველად დაისვა 1178 წელს, ხოლო 1184 წელს მამის სიკვდილის შემდეგ - იგი ერთპიროვნული ხელმწიფე გახდა. გამეფებისთანავე თამარი დიდგვაროვანმა ფეოდალებმა აიძულეს მაღალი თანამდებობიდან გადაეყენებინა ”უგვარო” ვაზირები (ყუბასარ ნაყივჩაღარი და აფრიდონი). შემდეგ, მეჭურჭლეთუხუცეს ყუთლუ-არსლანის ”დასმა” სცადა თამარისთვის უმაღლესი საკანონმდებლო ძალაუფლების ჩამორთმევა და საამისოდ ცალკე დაწესებულების, ”ისნის კარავის” დაარსება. ყუთლუ-არსლანი თამარის ბრძანებით შეიპყრეს და დილეგში ჩააგდეს. მაშინ პყრობილის მომხრეებმა აჯანყება დააპირეს. თამარმა საომრად აღძრულთა ბანაკში შუამავლად ორი ქალი, გაგზავნა - ხუაშაქი ცოქალი და კრავაი ჯაყელი. და ამ მოციქულებმა დააცხრეს ”დასელების” მღელვარება. ამრიგად,თამარმა ამ გამოსვლის დათრგუნვა შესძლო, თუმცა ”დარბაზის” უფლებები მნიშვნელოვნად გაფართოვდა და მეფესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მასთან მოთათბირების გარეშე არ შეეძლო. საერთოდ თამარის დროს დავით აღმაშენებლის და გიორგი III-ის მიერ დათრგუნულმა ფეოდალებმა მეტ-ნაკლებად ისევ ”თავი წამოყვეს” და სამეფო ხელისუფლების ნაწილობრივი გაკონტროლება შესძლეს, რამაც თამარის მემკვიდრეების დროს ცუდი შედეგები გამოიღო. 1185 წელს თამარი საკუთარი ნების წინააღმდეგ დააქორწინეს რუს უფლისწუზე სუზდალის მთავრის ანდრეი ბოგოლუბსკის ვაჟზე - იურიზე (ქართველები მას ”გიორგი რუსს” ეძახდნენ), ქორწინება უიღბლო გამოდგა - გიორგი რუსი სოდომური გარყვნილებით დაავადებული აღმოჩნდა და იგი თამარმა ქმრობიდან მოიკვეთა და საქართველოდანაც გააძევა. გიორგი რუსმა ორჯერ ძალით სცადა საქართველოში დაბრუნება (1186, 1191წწ.), მაგრამ ამაოდ.თამარ მეფის მეორე ქმარი 1189 წელს გახდა დავით სოსლანი, ოსეთის სამეფოს კარზე აღზრდილი ქართველი უფლისწული (ბაგრატიონთა შორეული შთამომავალი). დავით სოსლანმა ერთგვარად განამტკიცა სამეფო ხელისუფლება, იგი ყველენაირად გვერდში ედგა გვირგვინოსან ხელმწიფეს. თამარ მეფის ხანა საქართველოს სამეფოს სიძლიერის აპოგეაა, ქართველებმა არა ერთი წარმატებული ლაშქრობა მოაწყვეს საქართველოს საზღვრების გასაფართოებლად: არანსა და გელაქუნს (1184წ.), ყარსსა და კარნიფორას (1185წ.), დვინს (1186წ.), განძას (1187წ.), ტაოს (1189წ.), ბარდავს (1193წ.), ერზურუმს (1193წ.), არაქსის ხეობას (1193წ.), შამქორს (1195წ.), ამბერდს (1196წ.), განძას (1202წ.), იდევ დვინს (1202წ.), არტაანს (1203წ.) ადარბადაგანს (1203წ.), ხლათს (1203წ.), პონტოს (1204წ.), ბასიანს (1204წ.), არჭეშს (1208წ.), არდაველს (1208წ.), სპარსეთს (1209წ.) და სხვ. ამ ბრძოლათაგან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ორი - შამქორის (1195წ.) და ბასიანის (1204წ.) ორივეჯერ ქართველებმა დაამარცხეს მუსულმანურ ქვეყანათა დიდი კოალიციები: პირველად ადარბადაგანის ამირა აბუბაქარის, მეორედ რუმის სულთან რუქნ-ად-დინის მეთაურობით. ამ ლაშქრობათა შედეგად საქართველოს საზღვრები არნახულად გაფართოვდა, იგი მოიცავდა მთელს ამიერ და იმიერ კავკასიას. საქართველოს ყმადნაფიცები იყვნენ შირვანის, დარუბანდის, განძის, ადარბადაგანის, ხლათის და არზურუმის საამიროები. 1204 წელს თამარის თაოსნობით პონტოში შეიქმნა საქართველოს სატელიტი ”ტრაპიზონის იმპერია”. გარდა სამხედრო-პოლიტიკური სიძლიერისა თამარის ეპოქაში საქართველო კულტურულ აყვავებასაც განიცდიდა. თვით თამარ მეფის პიროვნება სიცოცხლეშივე ლეგენდებით შეიმოსა, მეხოტბეები კი მას ”სამებისაგან ოთხად თანააღზევებულსაც” კი უწოდებდნენ. თამარ მეფე გარდაიცვალა 1209 წლის შემოდგომაზე. დარჩა ორი შვილი - გიორგი (ლაშა-გიორგი) და რუსუდანი. თამარის დაკრძალვის ადგილი უცნობია. |
კახეთის მეფე 1606-1648 წლებში (ფორმალურად 1663 წლამდე), ქართლ-კახეთის მეფე 1625-1633 წლებში. დავით I-ისა და ქეთევან აშოთან მუხრან-ბატონის ასულის შვილი. დაიბადა 1589 წელს. 13 წლისა სპარსეთს წაიყვანეს და იქ შაჰ აბასის კარზე დარჩა სამი წელიწადი, კონსტანტინე-მირზას მოკვლის შემდეგ (1605 წლის 22 ოქტომბერი), კახელებმა მეფედ თეიმურაზი მოითხოვეს. შაჰ აბასი დათანხმდა და 1606 წლის გაზაფხულზე თეიმურაზი კახეთის მეფედ გამოგზავნა. ერთი წლის შემდეგ, 17 წლისამ, ცოლად შეირთო ანა, მამია გურიელის ასული, რომლისგანაც შეეძინა ლევანი და ალექსანდრე, 1610 წელს ანა გარდაიცვალა. დამატებითი ინფორმაცია სრულიადში |
კახეთის მეფე 1733-1744 წლებში, ქართლის მეფე 1744-1762 წლებში. ერეკლე I ნაზარალი-ხანის ძე, კახეთის მეფის კონსტანტინე II-ის (მაჰმად-ყული ხანის) ძმა. იყო კახეთის გამგებელი 1709-1715 წლებში. 1720-იან წლებში თეიმურაზი ძმასთან – კონსტანტინე II-სთან ერთად აქტიურად იბრძოდა აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონებული ოსმალების წინააღმდეგ. მან მაღაროსთან ბრძოლაში დაამარცხა ოსმალო ფაშა, რითაც დიდი სამსახური გაუწია ირანის ხელისუფლებას ქართლ-კახეთიდან ოსმალთა განდევნის საქმეში. მიუხედავად ამისა, შაჰ-თამაზის სარდალი ნადირ-ხანი მას ეჭვის თვალით უყურებდა და რამდენჯერმე დააპატიმრა კიდეც. 1736 წელს, მას შემდეგ, რაც ნადირი ირანის შაჰი გახდა, მან თეიმურაზი გაათავისუფლა, სამმართველოდ კახეთი დაუბრუნა და სამშობლოში გამოისტუმრა. სრული ინფორმაციისათვის სრულიადში |
ერთიანი საქართველოს მეფე 1407-1411 წლებში. ბაგრატ V-ის ძე. 1401 წელს კონსტანტინე ბატონიშვილი, თავისი ძმის, საქართველოს მეფის გიორგი VII-ის დავალებით, აწარმოებდა მოლაპარაკებას შამქორში მდგარ თემურლენგთან. 1411 წელს კონსტანტინე მეფე შარვანშაჰთან ერთად მონაწილეობდა შავბატკნიან თურქმანების წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში. მოკავშირეებმა ჩალაღანთან სასტიკი დამარცხება განიხადეს. 1412 წელს დატყვევებულ კონსტანტინე I-ს თურქმანთა ბელადის ყარა-იუსუფის ვაჟმა ფირ-ბუდაყმა საკუთარი ხელით თავი მოკვეთა. |
ქართლის სამეფოს პირველი მეფე 1478-1505 წლებში. იგი იყო ალექსანდრე I დიდის ვაჟის დემეტრეს ძე, ერთიანი საქართველოს დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ერთ-ერთი სამეფოს - ქართლის პირველი მეფე. 1466 წელს ეცადა ტახტის დაკავბა, მაგრამ ბაგრატ VI-სთან ვერაფერს გახდა და საუფლისწულო მამულებს დასჯერდა. ბაგრატის გარდაცვალების შემდეგ ქართლის ტახტი დაიკავა, თუმცა ცდილობა საქართველოს ერთიანობა როგორმე აღედგინა, ებრძოდა იმერეთის მეფე ალექსანდრე II-ს და მცირე ხნით (1479-1484) შესძლო იმერეთის შეერთება. სრული ინფორმაციისათვის სრულიადში |
|
|
$smenu_1$
|
|