|
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 185 ნაჩვენებია მასალა: 111-120 |
გვერდები: « 1 2 ... 10 11 12 13 14 ... 18 19 » |
დალაგება:
თარიღით ·
სათაურით ·
რეიტინგით ·
კომენტარებით ·
ნახვებით
ქართლის მეფე 1688-1703 წლებში, კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის ძის, დავითის შვილი. ერეკლე I რუსეთის სამეფო კარზე აღიზარდა, სადაც თითქმის 20 წელი "სტუმრად" იმყოფებოდა (იქ ცნობილია ნიკოლოზის ბატონიშვილის სახელით). ერეკლე კახეთის ტახტის კანონიერი მემკვიდრე იყო. იგი 1662 წ. საქართველოში ჩამოვიდა და შეეცადა კახეთში გამეფებულიყო, მაგრამ ამაოდ. ქართლის მეფე ვექტანგ V-მ (1658-1675 წწ.) კახეთის ტახტზე 1664 წ. თავისი შვილი არჩილი აიყვანა, ერეკლე კი ისევ რუსეთში დაბრუნდა. მამა-შვილის ვახტანგ V-ისა და არჩილის წარმატებული მეფობა შაჰს არ მოსწონდა, ამიტომ მათ დაუპირისპირა რუსეთში მყოფი ერეკლე ბატონიშვილი, რომელსაც სათანადო სიგელებითა და წერილებით აღუთქვა საქართველოში გამეფება, თუ იგი მოსკოვიდან წამოვიდოდა და მასთან გამოცხადდებოდა. 1675 წ. ერეკლე შაჰს ეახლა ირანში. მას გამეფების პირობად გამაჰმადიანება მოსთხოვეს, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. 1688 წ. შაჰმა ქართლის ტახტიდან გიორგი XI (1676-1688; 1703-1709 წწ.) გადააყენა და მის მაგივრად ერეკლე I დაამტკიცა, რომელმაც ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მაჰმადიანობა მიიღო. შაჰმა იგი ნაზარ-ალი ხანის სახელით ქართლში გამოგზავნა და კახეთის ნაწილიც – ქიზიყი და თუშეთი უწყალობა. ნაზარ-ალი-ხანი ირანის მორჩილი იყო. მის დასაყრდენს ძირითადად წარმოადგენდა ქართლის ციხეებში მდგარი ყიზილბაშ მეციხოვნეთა ჯარი. ქვეყანაში ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების მიზნით მან რიგი ღონისძიებანი განახორციელა. კერძოდ, გადააყენა უმაღლესი საეკლესიო პირები (კათოლიკოსი, ეპისკოპოსები) და მათ ადგილზე თავისი მომხრეები დააყენა. ასევე დაამცრო ძირძველი დიდებული თავადები (მეწინავე დროშის სარდალი,ა მილახორი, მუხრანბატონი, ქსნის ერისთავი) და განადიდა თავისი ერთგულები. მან ქართლში მტკიცე მმართველობის შემოღება და სამართლის წარმოების გაუმჯობესება სცადა. აღსანიშნავია ნაზარალი-ხანის საქალაქო პოლიტიკა. მან გააუქმა თბილისში ბეითალმანობის წესი და მოქალაქეებს საკუთრების ქალაქური უფლება აღუდგინა, განსაზღვრა ქალაქის მოხელეთა უფლება-მოვალეობანი. შეიმუშავა თბილისის ხელოსანთა ამქრის წესდება. ნაზარალი-ხანი რუსეთში იყო აღზრდილი და ნაკლებად იცნობდა ქართულ ადათ-წესებს. იგი თავიდანვე ვერ შეეგუა ქართველ თავადებს, საზოგადოებას განსაკუთრებით რუსეთში შეთვისებული მისი ბილწსიტყვაობა არ მოსწონდა, ვერ ეგუებოდა მის უხეშ, უტაქტო მოქმედებას. მას მიერ ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად შეიზღუდა დიდ თავადთა უფლებები, ქვეყანაში გაძლიერდა ყიზილბაშ მეციხოვნეთა პარპაში. ყოველივე ამის გამო ქართველი თავადების დიდმა ნაწილმა ისევ გიორგი XI-ის გამეფება მოინდომა. 1691 წ. გიორგი XI შემოვიდა ქართლში, რის გამოც ნაზარალი-ხანი იძულებული გახდა თბილისში ჩაკეტილიყო. ამ დროიდან მოყოლებული დაიწყო გაუთავებელი ბრძოლა მათ შორის (“ორიანობა”). 1703 წ. შაჰმა გიორგი XI-ს ქართლის სამეფო დაუბრუნა, ერეკლე I-ს კი კახეთის მეფობა უბოძა, მაგრამ ირანში დატოვა, კახეთი კი სამმართველოდ მის შვილს, დავითს (იმამყული-ხანს) ჩააბარა. ირანში დარჩენილი ნაზარალი-ხანი შაჰმა თავისი გვარდიის სარდლად, ყულარაღასად, დანიშნა. ნაზარალი-ხანი ირანშივე გარდაიცვალა 1709 წელს. |
კახეთის მეფე 1744-1762 წლებში, ქართლ-კახეთის მეფე 1762-1798 წლებში. თეიმურაზ II-სა და თამარ დედოფლის (ვახტანგ VI-ის ასული) შვილი. დაიბადა 1720 წლის 7 ნოემბერს. პირველი საბრძოლო ნათლობა 15 წლის ასაკში მიიღო. როდესაც ლეკთა მარბიელი რაზმების წინააღმდეგ ბრძოლაში უსარდლა ჯარს. 1737-1739 წლებში იმყოფებოდა ნადირ შაჰის კარზე და მონაწილეობა მიიღო ინდოეთზე ლაშქრობაში. 1744 წელს თეიმურაზ II ქართლის მეფე გახდა, ხოლო ერეკლე II კახეთისა. 1747 წელს თეიმურაზ II ირანში წავიდა. წასვლის წინ მან ქართლი ერეკლესა და აბდულა-გებს (იესეს ძეს) ჩააბარა. აბდულა-ბეგმა ერეკლეს ბრძოლა დაუწყო. კახთ ბატონმა მოახერხა მოწინააღმდეგის დამარცხება. 1748 წელს ერეკლემ თბილისი გაანთავისუფლა ირანელთაგან და იქ ქართველი მეციხოვნეები ჩააყენა. დამატებითი ინფორმაცია სრულიადში |
ქართლის (იბერიის) მეფე V ს. მე-2 ნახევარში. დაახლ. 449-494 წწ. მირდატ VIII-ის ძე. ვახტანგ მეფეზე ”ქართლის ცხოვრებაში” ცალკე თხზულება არის შესული ”ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა”, რომლის ავტორია ჯუანშერი. ვახტანგ I იყო შესანიშნავი სარდალი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე. იბრძოდა ქართლის განთავისუფლებისათვის ირანელთა უღლისაგან. საქართველოს გაერთიანებისათვის, ქვეყნის ცენტრალიზაციისთვის, შეუზღუდავი სამეფო ხელისუფლებისათვის. 60-იან წლებში ვახტანგ I ირანელებმა ქართლის ლაშქრით შუა აზიაში გაიწვიეს საომრად. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაიწყო აქტიური მოქმედება ქართლიდან ირანელთა განდევნისათვის. ვახტანგს ძლიერი ოპოზიცია ჰყავდა ქართლის ფეოდალებს შორის, მათ ზურგს უმაგრებდა ირანი. პირველი იერიში მეფემ ეკლესიაზე მიიტანა. ჩაატარა მისი რეორგანიზაცია, შეცვალა ქართლის ეკლესიის მეთაური და ეპისკოპოსთა თავის მაგითრად კათალიკოსობა დააწესა. ქართლის ეკლესიას მოუპოვა ავტოკეფალია. შექმნა ახალი საეპისკოპოსოები. სამეფო დომენში (კახეთ-კუხეთ, ჰერეთი) ხუთი ახალი ეპისოკპოსი დანიშნა. ამ აქციით ვახტანგმა ეკლესია უფრო მეტად სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა. მოუპოვა დამოუკიდებლობა საერთაშორისო ასპარეზზე და გაააქტიურა კავშირი კონსტანტინოპოლთან, რასაც დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვახტანგმა ხელთ იგდო კავკასიონზე გადმოსასვლელები, რომლებიც მანამდე ირანელებს ეჭირათ და დაუკავშირდა ჩრდ. კავკასიის ჰუნებს. ვახტანგ I-მა მოხერხებულად ისარგებლა ირანის გართულებული ვითარებით შუა აზიაში და 482 წელს დაიწყო აჯანყება. მან მოაკვლევინა ქართლის ოპოზიციონერ ფეოდალთა მეთაური ვარსქენ პიტიახში. თავდაპირველად წარმატება აჯანყებულთა მხარეს იყო, მაგრამ ვახტანგმა ვერ მიიღო დაპირებული დახმარება ჰუნებისაგან. არც ბიზანტია დაეხმარა. ამას დაერთო შინაურ მტერთა აშლილობა და 483-484 წლებში ირანელებთან შეტაკება ვახტანგის დამარცხებით დამთავრდა. ვახტანგმა დიდი სამშენებლო საქმიანობა ჩაატარა. მის დროს აშენდა უჯარმა, ჭერემი, ხორნაბუჯი, არტანუჯი. მცხეთაში მირიან მეფის დროს აგებული სვეტიცხოვლის ადგილზე ააგო ქვის ტაძარი. გადაწყვიტა დედაქალაქის თბილისში გადმოტანა. დაიწყო მშენებლობა, მაგრამ ვერ მოასწრო. შემდგომში საქართველოს სახელმწიფო დროშას ”ვახტანგიანს” და ”გორგასლიანს” უწოდებდნენ. ”გორგასალი” (სპარსულად ”მგლისთავს” ნიშნავს) იმიტომ შერქმევია, რომ მუზარადზე მგელი ჰქონდა გამოსახული. ვახტანგი ბროძლაში მიღებული მძიმე ჭრილობის შედეგად ტგარდაიცვალა. იგი დაუკრძალიათ მცხეთაში. მის მიერ აგებულ საკათალიკოსო ტაძარში. XI ს. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ახალი ტაძარგი, რომელშიც ერთი საფლავი ახლაც ვახტანგ გორგასლისეულადაა მიჩნეული. |
აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1289-1293 წლებში. დავით ნარინის ძე. დემეტრე II-ს სიკვდილით დასჯის შემდეგ, ხუტლუ ბუღას (სადუნ მანკაბერდელის ძე) მეცადინეობით, ყაენმა აღმოსავლეთ საქართველოს მეფედ დაამტკიცა. დავით ნარინის შემდეგ ვახტანგი დასავლეთ საქართველოსაც მიიღებდა მემკვიდრეობით, რასაც მონღოლთა მფლობელობის ქვეშ საქართველოს გამთლიანება მოჰყვებოდა, მაგრამ 1292 წელს მეფე ვახტანგი მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი გელათის მონასტერშია დაკრძალული. |
აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1298, 1302-1308 წლებში. დემეტრე II თავდადებულის ძე. ყაზან ყაენმა, დავით VIII-თან დაპირისპირების მიზნით, ვახტანგი 1298 წელს მეფედ დაამტკიცა. ფაქტობრივად, ვახტანგ III-ის სამფლობელო თბილისსა და თბილისის სამხრეთით მდებარე ნაწილით, დმანის-სამშვილდით შემოიფარგლებოდა. დავით VIII-მ შეიპყრო ვახტანგი და შემდეგ ივანე ბურსელის შუამდგომლობით გაათავისუფლა. 1302 წელს იგი ყაზან ყაენმა ხელახლა დაამტკიცა საქართველოს მეფედ. 1299 წლიდან მოყოლებული ვახტანგ III საქართველოს ლაშქართან ერთად მონაწილეობას იღებდა მონღოლების მიერ წარმოებულ ბრძოლებში ჯერ ეგვიპტის, შემდეგ კი გილანელების წინააღმდეგ (1306 წ.). ვახტანგ III 1308 წელს გარდაიცვალა |
ერთიანი საქართველოს მეფე 1442-1446 წლებში. ალექსანდრე I-ის ძე. ალექსანდრე I აღიკვეცა რა ბერად, მან სამეფო ტახტზე დაადგინა უფროსი ვაჟი ვახტანგი. მისი მეფობის დროს ყარაყოინლუს თურქმანთა სახელმწიფოს მბრძანებელი ჯეჰან-შაჰი 1444 წელს ხელმეორედ შემოესია საქართველოს - დაესხა თავს ახალციხეს. ვახტანგ IV-მ მტერს სასტიკი ბრძოლა გაუმართა. იმ დღეს გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. ქართველები მეორე დილითაც აპირებდნენ ბრძოლის გაგრძელებას, მაგრა ჯეჰანშაჰმა ღამით ჩუმად დატოვა ბრძოლის ველი. ვახტანგ IV-ის მეფობა ხანმოკლე აღმოჩნდა. იგი თავის მეუღლესთან ფანასკერტელის ასულ სითიხათუნთან ერთად დაკრძალულია ბანას საკათედრო ტაძარში |
ქართლის მეფე 1658-1675 წლებში, თეიმურაზ მუხრან-ბატონის ძე. ვახტანგი იყო ბაგრატიონთა მუხრანბატონების შტოს პირველი წარმომადგენელი ქართლის სამეფო ტახტზე, სათავადოს მეთაური 1629-1658 წწ. იგი მისმა წინამორბედმა როსტომ მეფემ იშვილა და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. 1654 წ. ვახტანგი ირანში გაგზავნეს, სადაც გაამაჰმადიანეს და შაჰ ნავაზი უწოდეს. 1658 წ. შაჰ-აბას II-მ იგი ქართლის მეფედ (“ვალი”) დაამტკიცა. ვახტანგ V-ის გამეფებით ქართლში დასაბამი მიეცა ბაგრატიონთა დინასტიის უმცროსი შტოს – მუხრანბატონების მეფობას. ამ დინასტიის წარმომადგენლები, მათ შორის ვახტანგ V-ც, მრავალმხრივი და ნაყოფიერი მოღვაწეობით გამოირჩეოდნენ. დამატებითი ინფორმაცია სრულიადში |
ართლის გამგებელი (ჯანიშინი) – 1703-1714 წლებში, მეფე – 1716-1724 წლებში, გიორგი XI-ის ძმის, ლევანის ძე. 1703 წ. ირანის შაჰმა გიორგი XI-ს ქართლის მეფობა დაუბრუნა, მაგრამ ირანში დატოვა, ხოლო ქართლში მეფის მოადგილედ (“ჯანიშინად”) მისი ძმის შვილი ვახტანგი დარჩა. “ჯანიშინობის” პერიოდში ვახტანგმა სცადა ქვეყნის შიგნით წესრიგის აღდგენა, სამეფო კარს ჩამოაცილა მისთვის მიუღებელი პირები, ალაგმა ურჩი თავადების თვითნებობა, სასტიკად აკრძალა ტყვის სყიდვა. ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებისა და ქვეყანაში წესრიგის აღდგენის მიზნით შექმნა ე. წ. “მცველთა ჯარი”. 1705 წ. მისი ინიციატივით მოიწვიეს საეკლესიო კრება, რომელმაც გადააყენა საერო ხელისუფლების მიერ დადგენილი კათოლიკოს-პატრიარქი ვედემოზ II და მის ნაცვლად ქართლის კათოლიკოს-პატრიარქად რუსეთიდან ახლად დაბრუნებულივ ახტანგის ძმა – დომენტი აირჩია. დამატებითი ინფორმაცია სრულიადში |
ქართველი (ლაზი) სარდალი. 363 წელს ლაზთა ლეგიონით მონაწილეობდა რომის იმპრატორ იულიანეს ლაშქრობაში სპარსელთა წინააღმდეგ. დაიღუპა ჩრდილოეთ მესოპოტამიაში ერთ-ერთ ბრძოლაში. |
დემეტრეს ძე, ქსნის ერისთავი დაახლ.1280-1290 წლებში. დემეტრე II-თავდადებულის თანამედროვე. |
|
|
$smenu_1$
|
|