|
მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 185 ნაჩვენებია მასალა: 131-140 |
გვერდები: « 1 2 ... 12 13 14 15 16 ... 18 19 » |
დალაგება:
თარიღით ·
სათაურით ·
რეიტინგით ·
კომენტარებით ·
ნახვებით
დასავლეთ საქართველოს (იმერეთის) ერისთავი 1392-1414 წლებში. იმერეთის მეფე გიორგი II-ის ძე. მამის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინემ ვერ შესძლო თავი ”მეფედ” გამოეცხადებინა, რადგან საქართველოს მეფე ბაგრატ V დასავლეთ საქართველოში გადავიდა და ადვილად დაიმორჩილა 1387 წლიდან განდგომილი მხარე. სხვა კონსტანტინეს შესახებ არაფერი ვიცით |
კახეთის მეფე 1722-1732 წლებში. ერეკლე I-ის შვილი, ნაშობი მხევლისაგან, 1722 წელს, იმამ-ყული ხანის გარდაცვალების მერე გახდა კახეთის მეფე. 1723 წელს ირანის შაჰმა თამაზმა, ვახტანგ VI-ის გადაყენების მერე, ტართლის ტახტიც უბოძა მაჰმად-ყული ხანს. 4 მაისს კონსტანტინემ ლეკთა დაქირავებული ჯარით აიღო თბილისი, მაგრამ სულ რაღაც ერთი თვის მერე ქალაქი ოსმალებმა აიღეს. მათ ქართლის მმართველად ბაქარ ვახტანგის ძე დანიშნეს, კონსტანტინე კი შეიპყრეს. კახეთის მეფემ გაქცევა მოახერხა და სათავეში ჩაუდგა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლას. 1724 წლის სექტემბერში ატენთან გაიმაგრთა სისხლისმღვრელი ბრძოლა ქართველებსა და ოსმალებს შორის. კონსტანტინეს მომხრეებმა მარცხი იწვნიეს. ერთი წლის მერე, 1735 წელს, კონსტანტინე კვლავ შეებრძოლა ოსმალებს და კვლავ დამარცხდა. კახეთის მეფემ თავი ფშავს შეაფარა. იმავე წელს კახელებმა ლეკები განდევნეს და გახიზნული მეფე თელავში დაბრუნდა. მართალია ოსმალებმა კახეთის დაპყრობა ვერ მოახერხეს, მაგრამ არც კონსტანტინეს მდგომარეობა იყო სახარბიელო. მალე კონსტანტინე ისლამის სუნიტური მრწამსის მიმდევარი გახდა (მანამდე შიიტი იყო) და ოსმალებს დაეზავა. 1730 წელს ოსმალებმა და კახელებმა ჭარელები დაამარცხეს, ორივე მხარე ხვდებოდა, რომ ზავი დროებითი იყო და ბრძოლისათვის ემზადებოდა. 1731 წელს კონსტანტინემ ხევისა და ხევსურეთის დაჭერა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. 1732 წელს იუსუფ ფაშამ კახეთის მეფე მოსალაპარაკებლად მიიწვია და ღალატით მოკლა. |
ძე გიორგი II-ისა (ავგიორგისა), კახეთის მეფე 1518-1574 წლებში. მამის სიკვდილისას (1513წ.) მცირეწლოვანი იყო და როგორც ერთადერთ ტახტის მემკვიდრეს, მოსაკლავად ეძებდა კახეთში შემოჭრილი ქართლის მეფე დავით X. მაგრამ გარსევან ჩოლოყაშვილმა დამალა და გადაარჩინა. ბოლოს, 1518 წელს დაჯდა კიდეც კახეთის ტახტზე ლევანი. დავით X შეეცადა მის ჩამოგდებას და გაეშურა კიდეც ჯარით კახეთისაკენ, მაგრამ მაღაროსთან მომხდარ ბრძოლაში ლევანმა იგი დაამარცხა და უკანვე გამოაქცია. მამია I გურიელის შუამდგომლობით, მეფეები დაზავდნენ (1520წ.). დაწვრილებითი ინფორმაცია სრულიადში |
იმერეთის მეფე 1585-1590 წლებში, გიორგი II-ის ძე. მეფის მცირეწლოვანებით უნდოდა ესარგებლა ბიძამისს – კონსტანტინეს, რომელსაც იმერეთის ტახტის ხელში ჩაგდების დიდი სურვილი ჰქონდა. მან დაიპყრო არგვეთი, ციხეები სკანდა და კაცხი. ლევანმა ბიძამისის წინააღმდეგ კავშირი შეკრა მამია IV დადიანთან. სიმამრის დახმარებით მომდევნო წელს მან დაამარცხა კონსტანტინე რომელიც საუფლისწულოს დასჯერდა. ის თანხმობა, რომელიც იმერეთის სამეფოში გიორგი II-ის დროს ჩამოვარდა, სრულიად დაირღვა. დადიანისა და გურიელის მტრობა დღითიდღე მწვავდებოდა. გაძლიერებული თავადები სამეფო ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ. სიმონ ქართლის მეფე ცდილობდა შექმნილი ვითარების გამოყენებას და იმერეთის ქართლთან შეერთებას. იმერეთის თავადებმა არ მიიღეს მონაწილეობა გოფანთოსთან ბრძოლაში (1588), სადაც ლევანს გადამწყვეტი ბრძოლა უნდა გადაეხადა სიმონ მეფესთან და მათ მხარდაჭერას თხოულობდა. ამ ბრძოლაში სიმონმა, რომელსაც ზემო იმერეთის თავადები ეხმარებოდნენ. გაიმარჯვა, დაიკავა ქუთაისი და იქ თავისი მოხელეები განაწესა; თუმცა მალე უკან დაბრუნდა, რადგან ქართლში ოსმალთა თარეშისა ეშინოდა. ამით ისარგებლა ლეჩხუმში გახიზნულმა ლევანმა და თავისი მომხრე თავადების დახმარებით ტახტი დაბრუნდა.სამეფოში სიტუაცია კრიზისული იყო. მეფისა და დადიანის საომარი დაპირისპირება გარდაუვალი ჩანდა. ლევანი ვერ ურიგდებოდა დადიანის სიძლიერეს და თან შურისძიება სწყუროდა გოფანთოსთან ბრძოლაში ღალატისათვის. დადიანმა დაასწრო, ილაშქრა ქუთაისში, ლევანი შეიპყრო და შხეფის (ახლა სენაკის რ-ნი) ციხეში გამოკეტა, სადაც ის მალე გარდაიცვალა |
ქართლის მეფე 1527-1556 წლებში. უფროსი ძე დავით X-ისა, ძლიერი და კეთილშობილი ხელმწიფე, უებრო სარდალი და მეომარი. მის დროს სულ უფრო და უფრო ძლიერდება სეფიანთა ირანის ზეწოლა დაშლილ საქართველოზე. უფლისწულობისას, 1522 წელს დიდი გმირობა გასწია თელეთის ბრძოლაში, სადაც მან, მარჯვენა ფლანგიდან შეტევით, დაამარცხა და გააქცია ირანელთა მრავალრიცხოვანი მხედრობა, რომელსაც სათავეში ედგა ყარიფლი, ისმაილ შაქის რჩეული სარდალი. დაწვრილებითი ინფორმაცია სრულიადში |
ძე გიორგი XIისა, ქართლის მეფე 1606-1614 წლებში. მის დროს ქართლი ირანის ვასალი ქვეყანა იყო. მეფედ იგი შაჰ აბასმა დაამტკიცა 14 წლის ასაკში. ევალებოდა ეომა სპარსთა მხარეზე სპარსეთ-ოსმალეთის მიმდინარე ომში. 1607 წელს შაჰ აბასმა ცოლად შეირთო ლუარსაბის და, ლელა-თინათინი (ახალი სპარსული სახელით ფათმა სსულთან ბეგუმ). დაწვრილებითი ინფორმაცია სრულიადში |
იბერიის ბოლო აქემენიდი სატრაპი. მმართველობდა დაახლ. ძვ.წ.340-329 წლებში. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობათა შედეგად კავკასიაში აქემენიდთა პოზიციები შესუსტდა, რითაც ისარგებლა ადგილობრივი დინასტიის წარმომადგენელმა ფარნავაზმა და დიდი აჯანყება მოაწყო ირანელთა წინააღმდეგ. ფარნავაზმა დაამარცხა და განდევნა მითრანე და იბერიის სამეფო დააარსა. მომდევნო საუკუნეში მითრანეს შთამომავლები (ნებროთიანნი) დინასტიური ქორწინების შედეგად იბერიის ტახტზე ადიან |
პონტოს მეფის მითრიდატე VI-ის (ძვ.წ.112-63) ძე. კოლხეთის მმართველი ძვ.წ. 109-84 წლებში. კოლხეთის დაპყობის შემდეგ მითრიდატემ მის მმართველად საკუთარი შვილი დანიშნა. ძვ.წ.84 წელს შვილი მამას აუჯანყდა და კოლხეთის დამოუკიდებლობის აღდგენა სცადა. მითრიდატე VI-მ შვილი შეიპყრო, ერთ ხანს ოქროს ბორკილებში ჰყავდა დამწყვდეული, შემდეგ სიკვდილით დასაჯა |
ქართველი უფლისწული, ვახტანგ გორგასლის შუათანა ძე. ვახტანგის მეორე ცოლის - ბიზანტიის კეისარ ლეონის ასულ ელენესაგან. დაიბადა დაახლ. 470 წელს. მამის გარდაცვალების შემდეგ (494წ.) უფროსმა ძმამ - მეფე დაჩიმ მირადტს საუფლისწულოდ გადასცა მიწები ტაშისკარიდან წუნდამდე. |
იბერიის მეფე დაახლ. ძვ.წ. 230-185 წლებში. იგი იყო წარმოშობით აქემენიდი, იბერიის ბოლო სატრაპ მითარნეს (ძვ.წ. დაახლ. 340-329) შთამომავალი. მეფე საურმაგ I-ს ძე არ ჰყავდა, ამიტომ მირდატი, როგორც მისი ქალიშვილის ქმარი იბერიის ტახტზე ავიდა. მირდატი იყო ”ტანითა სრული, შუენერი, ძლიერი, მხნე და ქუელი”, მის დროს აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილოეთიდან დურძუკები შემოესივნენ, მირდატ I-მა დაამარცა ისინი, კავკასიონის ჩრდილოეთით გადარეკა და დარიალის კარზე ციხეს ააგო. მირდატის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძე ფარნაჯომი. |
|
|
$smenu_1$
|
|